გაიღვიძე საქართველო! შენი შვილები იღუპებიან! წამლებისა და საკვების არქონის გამო! არ შეიძლება, ასე რომ გაგრძელდეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაიღვიძე საქართველო! შენი შვილები იღუპებიან! წამლებისა და საკვების არქონის გამო! არ შეიძლება, ასე რომ გაგრძელდეს!

page info icon
2022 დეკემბერი 1
page info icon
18641
გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია. 5 წლის სალომეს რთული დაავადება აქვს, რომლის სახელის წარმოთქმაც კი ძნელია. გოგონას ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს, ამის გამო კი, ის ვერ ვითარდება: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, საკუთარი ხელით ვერ ჭამს. უკვე 21-ჯერ გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ მოაბრუნეს რეანიმაციის ექიმებმა. საქართველოში, ამ პატარა ლამაზ გოგონას დიაგნოზი ვერ დაუსვეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
16,846 ₾
( 1,323 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

გაიღვიძესაქართველო! შენიშვილებიიღუპებიან! წამლებისადასაკვებისარქონისგამო! არშეიძლება, ასერომგაგრძელდეს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

      გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია. 5 წლის სალომეს რთული დაავადება აქვს, რომლის სახელის წარმოთქმაც კი ძნელია. გოგონას ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს, ამის გამო კი, ის ვერ ვითარდება: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, საკუთარი ხელით ვერ ჭამს. უკვე 21-ჯერ გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ მოაბრუნეს რეანიმაციის ექიმებმა. საქართველოში, ამ პატარა ლამაზ გოგონას დიაგნოზი ვერ დაუსვეს.
 
„როგორ იტანჯება ეს ლამაზი გოგონა!“
         - თამილა, გვიამბეთ, რა სჭირს სალომეს?
         თამილა: ჩემი პრინცესა ავად არის. სამი წლის განმავლობაში არც ვიცოდით, რისგან ვმკურნალობდით. ხან ცერებრალური დამბლა გვეგონა, ხან ეპილეფსია, მერე გვითხრეს, რომ ჰიდროცეფალიაა. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ! ისეთი საშინელი შეტევები ჰქონდა, გონებას კარგავდა, ერთი კვირა გათიშული იყო და უფრო მეტხანსაც. ექიმებმა მოაბრუნეს, 21-ჯერ მოგვიწია ამ კოშმარის გადატანა. წარმოგიდგენიათ? ჩემი შვილი 21-ჯერ ჩამაკვდა ხელში!
- ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა?
თამილა: მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, ახლობლებისგან ფული ვისესხეთ და ცოცხალმკვდარი სალომე თურქეთში წავიყვანეთ. იქ ანალიზები აუღეს და დაუსვეს დიაგნოზი - ბავშვს ორგანიზმში საერთოდ არ აქვს ვიტამინები. დაიწყეს მკურნალობა, ვიტამინების გადასხმებს უკეთებდნენ, წამლებს, და სალომე გაცოცხლდა. თვალები გაახილა, ხმებს გამოსცემდა. კლინიკაში კიდევ რამდენიმეჯერ ვიყავით. მას შემდეგ, უკვე 2 წელია შეტევები არ ჰქონია, არ ითიშება, არ კარგავს გონებას.
სალომეს ხელები თოჯინასავით აქვს, თვითონ ვერ ამოძრავებს
დაჩი: იცით, რა საშინელ რამეებს აკეთებდა? თვალები უთეთრდებოდა, თვითონაც მთლიანად თეთრდებოდა. აი, ამ კედელივით. არ სუნთქავდა და თევზივით ფართხალებდა. ახლაც, რომ მახსენდება, ცუდად ვხდები.
- შენ ამ დროს, ალბათ, გარბოდი ოთახიდან და იმალებოდი ხოლმე?
დაჩი: რას ამბობთ? ვეხუტებოდი, რამე რომ არ სტკენოდა! მე ხომ მისი უფროსი ძმა ვარ, ჩემს დას მე უნდა მივხედო. ჩემს გარდა არავინ ჰყავს. დედა და მამა არ ითვლებიან. შეხედეთ, რა ლამაზია! სკოლაში რომ დადიოდეს, ყველა ბიჭს შეუყვარდებოდა! 
თამილა: ვერც კი წარმოიდგენთ, და როგორ უყვარს! არასდროს მინახავს ასეთი სიყვარული. თავის საყვარელ წრეებზეც კი აღარ დადის, სალომე მარტო რომ არ დატოვოს. სულ ასე ამბობს: „სალომეს თუ სჭირდება, მე დავუთმობ“. სანამ უბრალო ორცხობილას ჩაიდებს პირში კითხულობს: „ჩემს დაიკოს წამლები აქვს? ჩემმა დაიკომ ჭამა „პეჩენია“?“
          დაჩი: გეყოფა, ნუ მაქებ! ყველა ასე მოიქცეოდა, მე ვიღაც სუპერმენი კი არ ვარ. გეყოფა.
 „ჩვეულებრივი ძმა ვარ, რომელსაც უყვარს თავის დაიკო“
         - კარგი, დაჩი, აბა, გვითხარი: ბევრი ფული რომ გქონდეს...
         დაჩი: ჩემს დაიკოს ყველა წამალს ვუყიდიდი და ყველანაირად ვუმკურნალებდი!
         - კარგი, და კიდევ თუ დაგრჩა ფული?
         დაჩი: დედას სარეცხ მანქანას ვუყიდიდი საწოლებს ყველასთვის ცალ-ცალკე.
- შენთვის?
დაჩი: ჩემთვის ტელეფონს ვიყიდიდი, ვივლიდი ინგლისურზე და სიმღერაზე, სხვა არაფერი მინდა. სალომეს გული თუ არ მისდის, უკვე ყველაფერი კარგადაა!
- არაჩვეულებრივი შვილი გყავთ, თამილა!
თამილა: ნებისმიერი დედის ოცნებაა ასეთი შვილი! ჩემი დამხმარეა, ჩემი მფარველი ანგელოზი. დაჩი რომ არა, სალომეს მოვლაც ბევრად უფრო გამიჭირდებოდა.
წარმოიდგინეთ, ეს ლამაზი გოგონა როგორ ვერ ახელს თვალებს და როგორ წევს გაუნძრევლად. არავინ იცის, გადარჩება თუ ვერა
          - თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.
          თამილა: მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები ვცხოვრობთ ჩემი მშობლების სახლში. ჩვენს გარდა, აქ ჩემი მშობლები და ჩემი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ფაქტობრივად არაფერი გაგვაჩნია. ჩვენი შემოსავალი არის სალომეს პენსია და სოციალური შემწეობა. მეუღლე იშვიათად ახერხებს მუშაობას. თუ გაუმართლა და სამსახური ნახა, დღედაღამ მუშაობს, თავს არ იზოგავს.
 - რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
თამილა: სალომეს შანსი რომ ჰქონდეს, მომავალში შეტევების გარეშე იცხოვროს, გული რომ არ წაუვიდეს, სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები. ჩვენი ოჯახისთვის წარმოუდგენლად ძვირია, ამაში გვეხარჯება მთელი ფული, საკვებისთვისაც კი აღარ გვრჩება. ნათესავები რომ არა, უკვე შიმშილით ვიქნებოდით დახოცილები.
ამ მწვანეთვალება ულამაზესმა გოგონამ, უნდა იცოცხლოს, მიუხედავად ყველაფრისა!
- მთელს საქართველოს მივაწვდენთ თქვენს ხმას! თქვენი დახმარება რით შეგვიძლია?
თამილა: უპირველეს ყოვლისა, უნდა გთხოვოთ მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები სალომესთვის. კიდევ, ძალიან მჭირდება ბავშვებისთვის საწოლი. ოთხივეს ერთად გვძინავს და ძალიან მოუხერხებელია. გავბედავ და სარეცხ მანქანასაც გთხოვთ. ყველა ქალმა იცის, რა რთულია ხელით რეცხვა და გამიგებენ. სულ ესაა ჩემი ოცნებები და ფანტაზიები. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ დაგვეხმაროს, უბრალოდ თბილი სიტყვაც, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
***
ძვირფასო მეგობრებო, ანგელოზი, სახელად სალომე, გასაჭირშია. სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა. ჩვენი დახმარების გარეშე, ის ნორმალური ცხოვრებით ვერ იცხოვრებს. მედიკამენტები ძალიან ძვირი ღირს და ოჯახი ყოველთვის ვერ ახერხებს შეძენას. არადა, ისინი ამ პატარა მზეთუნახავს ჰაერივით სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ სასწაული, შეტევები რომ აღარ გაუმეორდეს და ბეწვზე არ ეკიდოს მისი სიცოცხლე. ჩვენ შეგვიძლია მისი სიცოცხლის გადარჩენა.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და ამ ოჯახს დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახო.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სალომე პეტრიძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: