გთხოვთ, გააცოცხლეთ ჩემი გოგონა!
2022 დეკემბერი 5
5154
ერთი წლის წინ, 23 დეკემბერს, ნინი გარდაიცვალა... ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მაგრამ, ექიმების გულგრილობის გამო, ყურადღება არავინ მიაქცია. დედის ტირილი და მოთქმა ცას წვდებოდა. „უშველეთ, გააცოცხლეთ!“ - კიოდა ის. – „დაეხმარეთ, ისევ ისუნთქოს ჩემმა ტანჯულმა გოგომ.“ ექიმები კი, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ კვდებოდა გოგონა და რატომღაც, არ მიჰყავდათ რეანიმაციაში. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ხუთი თვე უგონოდ იწვა. წვეთოვნების ნემსებმა ვენები დაუზიანდა, სხეულზე ნაწოლები გაუჩნდა, პირში კი - სოკო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
12,452 ₾
(
983 დონორი )
გთხოვთ, გააცოცხლეთ ჩემი გოგონა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ერთი წლის წინ, 23 დეკემბერს, ნინი გარდაიცვალა... ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მაგრამ, ექიმების გულგრილობის გამო, ყურადღება არავინ მიაქცია. დედის ტირილი და მოთქმა ცას წვდებოდა. „უშველეთ, გააცოცხლეთ!“ - კიოდა ის. – „დაეხმარეთ, ისევ ისუნთქოს ჩემმა ტანჯულმა გოგომ.“ ექიმები კი, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ კვდებოდა გოგონა და რატომღაც, არ მიჰყავდათ რეანიმაციაში. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ხუთი თვე უგონოდ იწვა. წვეთოვნების ნემსებმა ვენები დაუზიანდა, სხეულზე ნაწოლები გაუჩნდა, პირში კი - სოკო.
- ასმათ, ისეთ საშინელებებს ამბობთ!
ასმათ: არ მომერიდება და ვიტყვი, რომ იაშვილის კლინიკაში ჯალათები მუშაობენ! ავადმყოფს მოკლავენ და ჯანმრთელსაც დაასახიჩრებენ. არ დავწვრილმანდები, მაგრამ სწორედ მათი ბრალია, რომ ჩემი გოგონა ასეთ მდგომარეობაშია. ის, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა და უკვე ერთი წელია საავადმყოფოდან ვერ გამოვსულვართ. კარგია, რომ ეს „კანტორა“ დახურეს და ახლა, გამოძიება მიმდინარეობს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენმა მშობელმა გამოიგლოვა შვილები, რომლებიც მკურნალობით დახოცეს ამ ჯალათებმა.
„ექიმი რომ გახდე, არაა საკმარისი იყო მხოლოდ ადამიანი“
- როგორ დააღწიეთ თავი იაქურობას?
ასმათი: როგორც კი ნორმალურ საავადმყოფოებს კოვიდ სტატუსი მოეხსნა, მაშინვე ციციშვილის კლინიკაში გადავედით. აქ ნინი გაცოცხლდა. აქ ყველაზე გულკეთილი ექიმები მუშაობენ. ნაწოლებიც მოურჩინეს და სოკოც. ნინი ყოველთვის სუფთად არის, თმაც დავარცხნილი აქვს - შეხედვა გესიამოვნება. გეგონება, საკუთარი ტანჯვა არ ჰყოფნიდა.
- ასმათ, გვიამბეთ ნინიზე. სანამ საავადმყოფოში მოხვდებოდა, თავს როგორ გრძნობდა? რა დიაგნოზი აქვს?
ასმათი: ნინის დაბადებისთანავე საშინელი სენი აღმოაჩნდა - სპინალური ამიოტროფია. ამ ვერაგმა დაავადებამ ეტლს მიაჯაჭვა, დამართა კუნთების ატროფია, ფეხების დამბლა, პრაქტიკულად წაართვა მეტყველების უნარი, მაგრამ შეუნარჩუნა გონებრივი შესაძლებლობები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი საბრალო გოგონა აცნობიერებს თავის მდგომარეობას და ეს მის სათუთ გულს სტანჯავს.
ნინის ხშირად ემართებოდა უჰაერობის შეტევები, რომელიც გადადიოდა ძლიერ ხველებასა და გულის წასვლაში. მაგრამ, მე ვუმკლავდებოდი, ვასულიერებდი. 2021 წლის 22 დეკემბერს კი, საკუთარმა ნახველმა დაახრჩო და სანამ სასწრაფოს ველოდებოდით, ნინი კინაღამ ხელში ჩამაკვდა.
„ანგელოზი დედა რომ არა, ნინი ერთ წელიწადსაც ვერ იცოცხლებდა“
- თქვენი დამსახურებაა, ნინი დღემდე ცოცხალი როა. თქვენ თქვენი შვილის მფარველი ანგელოზი ხართ.
ასმათი: მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი. მისი ყველა სურვილი ჩემთვის კანონია. სანამ ჯერ კიდევ სახლში იყო, ძალიან უნდოდა თუთიყუში. ვაჩუქეთ. ლაპარაკი ასწავლა. „ნინი კარგია, ნინი ლამაზია!“ - ამბობდა თუთიყუში. საავადმყოფოში რომ გადავედით, ძალიან დარდობდა და მოკვდა. არც კი ვიცი, როგორ ვუთხრა ეს ნინის. გაგიჟდება.
- თუთიყუშიც, ალბათ, იმის გამო მოკვდა, რომ ასეთი საშინელება ნახა!..ახლა, სანამ ნინი რეანიმაციაშია, როგორ უმკლავდებით ყველაფერს? სად ცხოვრობთ?
ასმათი: მითხრეს, რომ ნინი დიდხანს ვერ გამოვა მდგომარეობიდან, მუდმივად აპარატზე უნდა იყოს შეერთებული, 350 ლარად ოთახი ვიქირავე. ღამის ცვლაში დავიწყე მუშაობა. სამსახურის მერე საავადმყოფოში გავრბივარ, ჩემს გოგოს რომ ჩავეხუტო. ხანდახან, ისე ვიღლები, რომ პირდაპირ მის საწოლზე ვითიშები და მეძინება. ექიმები შედიან ჩემს მდგომარეობაში და არ მაღვიძებენ. ხომ გეუბნებით, ციციშვილის კლინიკაში ადამიანები კი არა, ანგელოზები მუშაობენ! შემიძლია ეს უსასრულოდ ვიმეორო.
„ასმათი დღედაღამ მუშაობს, ავადმყოფი შვილი რომ შეინახოს“
- სად მუშაობთ, ასმათ?
ასმათი: გამყიდველად ვმუშაობ, სურსათის მაღაზიაში. ჩემი ხელფასი და ნინის პენსია, ძლივს მყოფნის მის წამლებში. აი, სპეციალურ კვებას კი, რომელიც შეიცავს ყველა მიკროელემენტსა და ვიტამინს, რომელიც ატროფირებულ ორგანიზმს სჭირდება, ვერ ვყიდულობ. ასეთი კვების ერთი ქილა 12 ლარი ღირს. საიდან მოვიტანო ამხელა ფული?
- არავინ გეხმარებათ?
ასმათი: არა, მარტო ვართ მე და ნინი, ჩვენზე არავინ იცის. ჩემი მეუღლე სოფელში დარჩა, შემწეობას იღებს და იმით ინახავს თავს. ხელს არ გვიშლის, რაც მთავარია. ნინის დაბადების დღეზე, 28 ივნისს, ავთანდილ გულიკაშვილმა მოინახულა საავადმყოფოში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა. ტორტი მოუტანა და საჩუქრები. ვერც კი წარმოიდგენთ, ნინი რა ბედნიერი იყო. სიხარულისგან ტიროდა. ისეთი სენტიმენტალური გახდა: ყველაფერზე ტირის. ახლახან, ფრჩხილებზე ლაქი წავუსვით და ისევ იტირა. ყელში სტომა აქვს და ვერ ლაპარაკობს, ამიტომ, ყველა ემოციას ტირილით გამოხატავს.
შენ ოღონდ ისუნთქე! დედა ყველაფერს გააკეთებს შენთვის!
- როგორ გესაუბრებათ? როგორ გაგებინებთ, რა უნდა?
ასმათი: ძალიან სუსტ ხმებს გამოსცემს. ერთ სიტყვას იტყვის და უკვე იღლება. ახლახან ამიხსნა, რომ უნდა საყურისები კატის ყურებით, რომელიც ანათებს. ალბათ, ხალხი იკითხავს, რად უნდა, ის ხომ გაუნძრევლად წევს. მაგრამ ასეთ წვრილმანზე როგორ ვუთხრა უარი შვილს? მის ოცნებებს როგორ არ ვუგდო ყური? მას ხომ მხოლოდ ასეთი რამეები თუ გაახარებს.
- ასმათ, თქვენთვის და ნინისთვის რის გაკეთება შეგვიძლია, როგორ შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა?
ასმათი: ძალიან გვჭირდება კვება და პამპერსი, 7 ზომა. აქ, საავადმყოფოში ეს ზომა არ არის, კვების ფული კი, არ მაქვს. ასევე გვჭირდება ბალიშები და თეთრეული. ნინისთვის კი, ყურებიანი საყურისები. თუ ვინმეს მოუნდება, ნინი რომ გაახაროს, ნებისმიერი „გოგოშკური“ წვრილმანი გაუხარდება - ფრჩხილის ლაქი, სამაჯურები, ლამაზი თმის სამაგრები.
***
ნეტავ, რას ფიქრობენ ადამიანები, როდესაც სხვის გასაჭირს გულგრილად ჩაუვლიან? „სხვა დაეხმარება?“ თუ „ძლიერია, გაუმკლავდება“. გულგრილი ადამიანები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. წრე იკვრება. მაგრამ, ერთი ადამიანი თუ დაანახებს კარგ მაგალითს, სხვებიც მას მიბაძავენ! გახდი ეს კეთილი ადამიანი!
პატივცემულო მკითხველო, ძვირფასი დედებო და მამებო! დაეხმარეთ პატარა ნინის და მის დედიკოს ულმობელ ბედისწერასთან ბრძოლაში. მათ სწამთ და სასწაულს ელიან!
თუ იცით რამე ასეთ შემთხვევებზე, აუცილებლად მოგვწერეთ ფონდში! მთელ საქართველოსთან ერთად ვიწყებთ ბრძოლას თეთრხალათიანი მკვლელების წინააღმდეგ! შეუერთდით ამ კეთილშობილურ მოძრაობას ქართველების სიცოცხლის დასაცავად და მხარდაჭერის ნიშნად, გამოიწერეთ ჩვენი ვებგვერდი და გამოთქვით აზრი ჩვენი პოსტების კომენტარებში!
ალბათ, ბევრ თქვენგანს მოუნდება მოინახულოს და პირადად გაუწიოს მათ დახმარება. მაგრამ ახლა, ნინი ციციშვილის საავადმყოფოშია. ნებისმიერ მსურველ გავუგზავნით შეტყობინების სახით გავუგზავნით ასმათის ნომერს. გაესაუბრეთ და გაამხნევეთ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინი როსტიაშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!
ბანკის კოდი:
BAGAGE22
GE64BG0000000470458000
ბანკის კოდი:
TBCBGE22
GE15TB7194336080100003
ბანკის კოდი:
LBRTGE22
GE42LB0115113036665000
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS!!! ჩვენ შველას ვითხოვთ! ბავშვები შიმშილით იხოცებიან დედასთან ერთად! მუდამ აკლიათ საჭმელი, რის გამოც, მძიმედ ავად არიან! ისინი არიან ოჯახური ძალადობისა და უგულო ადგილობრივი ხელისუფლების მსხვერპლნი!
ამ კვირაში, 10 წლის მარიამმა შიმშილისგან გონება დაკარგა. ნუთუ, ჩვენს დროში შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამ?! გოგონა სათანადოდ ვერ იკვებება, შეწყვიტა ზრდა და ძალიან იტანჯება ამის გამო...
შეგროვებულია
7,090.37 ₾
დაეხმარა
450
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ - სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით...
შეგროვებულია
36,208.47 ₾
დაეხმარა
2,308
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!
„უფროსი ვაჟი ლუკა (მისი სურათია საფლავის ქვაზე), ეს ულამაზესი ბიჭი, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მიზეზის დადგენა, თუ რით იტანჯებოდა...
შეგროვებულია
12,235.68 ₾
დაეხმარა
942
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა: „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არცერთ დედას არ ვუსურვებ ამხელა ტკივილის განცდას!“ კეთილი ადამიანების დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი ანგელოზის გადარჩენას გთხოვ, ღმერთო!!!
„ვიცი, უფალი მოწყალეა და ჩემი ანგელოზი ქვეყანას ასეთი საშინელი ტანჯვისთვის არ მოევლინა! თეთრხალათიანი ადამიანები კი, ვინც ის ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო, უფლის წინაშე აგებენ...
შეგროვებულია
5,609.64 ₾
დაეხმარა
451
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!
❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗
თეონას და...
შეგროვებულია
20,433.4 ₾
დაეხმარა
1,463
|