პროექტის რეპორტი ჩემი გოგონა არაერთხელ გამოვიტირე... მაგრამ, ექიმებმა საიქიოდან დააბრუნეს. "ვერ გადარჩება", - პირველივე დღეებიდან ამბობდნენ ისინი, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად ფიქრობს. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება იმისთვის, რომ იცოცხლოს ჩემმა შვილმა. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი გოგონა არაერთხელ გამოვიტირე... მაგრამ, ექიმებმა საიქიოდან დააბრუნეს. "ვერ გადარჩება", - პირველივე დღეებიდან ამბობდნენ ისინი, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად ფიქრობს. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება იმისთვის, რომ იცოცხლოს ჩემმა შვილმა.

page info icon
2022 დეკემბერი 5
ერთი წლის წინ, 23 დეკემბერს, ნინი გარდაიცვალა... ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მაგრამ, ექიმების გულგრილობის გამო, ყურადღება არავინ მიაქცია. დედის ტირილი და მოთქმა ცას წვდებოდა. „უშველეთ, გააცოცხლეთ!“ - კიოდა ის. – „დაეხმარეთ, ისევ ისუნთქოს ჩემმა ტანჯულმა გოგომ.“ ექიმები კი, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ კვდებოდა გოგონა და რატომღაც, არ მიჰყავდათ რეანიმაციაში. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ხუთი თვე უგონოდ იწვა. წვეთოვნების ნემსებმა ვენები დაუზიანდა, სხეულზე ნაწოლები გაუჩნდა, პირში კი - სოკო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
12,452 ₾
( 983 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ვიცოდი, რომ ადამიანების გადარჩენა შეგიძლიათ. ორივეს გვაჩუქეთ სიცოცხლე!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

თვალებიც უბრწყინავს და ლოყებიც მოუპუტკუნდა! ვაშა! უკეთ არის ჩვენი ულამაზესი გოგო!

- ჩემს ნინის სპინალური ამიოტროფია აქვს, ეს კი ისეთი დიაგნოზია, რომ შესაბამისი მოვლისა და სახსრების არქონა, გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს - ამბობს დედა, ასმათი. - ერთი წლის წინ, ჩემს შვილს კრიზისი დაემართა. გული გაუჩერდა. ის ვეღარ ლაპარაკობდა, ვერ სუნთქავდა. მიჯაჭვული გახდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე. ნინი მხოლოდ 14 კილოგრამს იწონიდა! ის მტოვებდა...

 მაგრამ, თქვენ არ მიეცით ამის უფლება! თქვენ აღმოჩნდით ამ ქვეყნად ყველაზე მზრუნველი ექთნები და საუკეთესო მკურნალები. თქვენ მას იმდენად კარგი მოვლა და კვება აჩუქეთ, რომ ნინი მოძლიერდა. ის უკვე 21 კილოგრამს იწონის!  მთელი ექვსი საათი ძლებს აპარატის გარეშე და შესაბამისად, დედასთან ერთად სეირნობა და სხვა ბავშვებთან საუბარიც შეუძლია.

 - თქვენ სიცოცხლე აჩუქეთ ჩემს გოგოს და ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის! - ასმათს სიხარულის ცრემლები ცვივა.

ასმათი, დედა: „ორივეს გვაჩუქეთ სიცოცხლე! ფაქტია!“

- ის, რომ ნინიმ მე-18 დაბადების დღე აღნიშნა, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა - აგრძელებს ასმათი. - მე რეალისტი ვარ და ვამბობ იმას, რაც არის. თქვენ რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდით. შვილი ხელიდან მეცლებოდა... ვიცი, ნანახი მაქვს, რა ადვილად მიდიან ბავშვები, ვისაც ასეთი დიაგნოზი აქვს. ეს რომ მომხდარიყო, მასთან ერთად მეც მოვკვდებოდი. შვილის გარეშე, რად მინდა სიცოცხლე? ორივე გადაგვარჩინეთ, ეს უნდა იცოდეთ!

 უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც თქვენი დამსახურებით, ნინი უზრუნველყოფილია სპეციალური საკვები პროდუქტით. მაღაზიაში მივდივარ და ყოველ ჯერზე, ერთი კვირის სამყოფი მარაგი მომაქვს. ყველაფერი, რაც ექიმმა გვირჩია: იოგურტები, ხაჭო, წვენი, მაწონი. ეს ცილოვანი საკვებია და ძალიან წაგვწია წინ. ნინის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ მედიკამენტები და საავადმყოფოს კვება ვერაფერს უშველიდა.

 - რამხელა ბედნიერებაა, უკეთ რომ არის ჩვენი ულამაზესი გოგო! როგორ გვიხარია, რომ ისევ იღიმის!

 ასმათი: არის დღეები, როდესაც ერთი-ორი სიტყვის თქმაც კი შეუძლია, ხანდახან საერთოდ ვერ ლაპარაკობს. სტომა აქვს ჩადგმული და ძალიან უშლის ხელს. როდესაც ბავშვებს ვსტუმრობთ სხვა პალატებში, ძალიან უხარია ნინის, შეუძლია ჰკითხოს: „როგორ ხარ?“ ემზადებოდა თქვენთან შესახვედრად: თმა ახალი ფერადი თმის სამაგრებით შევუკარი, რომელიც აჩუქეს, მსუბუქი მაკიაჟიც გავუკეთე... ხედავთ, ხელზე სამაჯურები უკეთია. ეს ერთმა გულკეთილმა მამაომ მოუტანა, ჩემს არყოფნაში, მერე მითხრეს ექიმებმა.

ნინი ჩვენთან შესახვედრად ემზადებოდა, დედამ მაკიაჟი გაუკეთა

მერე ბავშვებსაც ესტუმრა სხვა პალატებში, ახალი ამბების გასაგებად

პატარა მოგზაურობა ლიფტით. რა კარგია, როდესაც არ ხარ აპარატზე დამოკიდებული!

 - ალბათ, ჩვენი ნინუცა უამრავმა ადამიანმა მოინახულა და ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინა. პროექტს ხომ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 ასმათი: ნინი ნამდვილად არ იწყენს. საახალწლოდ ერთმა უზომოდ სათნო ქალბატონმა, ნანა ჯოხაძემ (იმედია, გვარს სწორად ვამბობ) სადღესასწაულოდ მორთო ნინის პალატა. აკვარელის საღებავები და ფუნჯები მოუტანა ჩემს შვილს. ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო. ნინის ჯერ არ შეუძლია ხატვა, ხომ გახსოვთ,  ადრე ძალიან კარგად ხატავდა. ეს კი დიდი სტიმული იქნება მისთვის. ახლა, უკეთ ამოძრავებს თითებს, ძალიან მინდა, რომ ბოლომდე აღიდგინოს ყველა უნარი. ამის დიდი იმედი მაქვს!

 ჩვენი თანასოფლელიც გვესტუმრა პატარა ჩაილურიდან, გიორგი, თან საჩუქრებიც მოუტანა. ეს უდიდესი მორალური მხარდაჭერაა ნინისთვის! ასევე გავიცანით ქალბატონი ლალი შამუგია, ძალიან დაგვეხმარა და ახლა, ვმეგობრობთ კიდეც. სასოფლო მეურნეობის მინისტრის და გახლავთ. არაჩვეულებრივი, უზომოდ ყურადღებიანი ქალბატონია!

 ტალღოვანი თუთიყუშიც გვყავს ახლა! ეს სურვილიც აუსრულეს ჩემს ნინის. უზომოდ გულის ამაჩუყებელი და ემოციურია ჩემთვის ის მომენტი, რომ უკვე მთელმა საქართველომ იცის, რა უხარია და რა მოსწონს ნინის. იციან, რომ სიგიჟემდე უყვარს თუთიყუშები. ჰოდა, ერთმა გოგონამ ტალღოვანა აჩუქა ჩემს გოგოს.

 - რა დაარქვა ნინიმ?

 ასმათი: კიკო. სახელების დიდი სია ჩამოვწერე, ეს სახელი რომ ამოვიკითხე, ნინიმ თავი დამიქნია და გამიღიმა. კიკო სახლშია. მე ვუვლი და ერთად ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება ჩვენი ნინი.

 - ნინის სახლში გაწერა როდის მოხერხდება? ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს?

 ასმათი: ჯერ, მისი სახლში წაყვანის მე თვითონაც მეშინია, არ მინდა გავაფუჭო ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოვახერხეთ. აქ უსაფრთხოდ არის, ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი. სახლში კი ასეთი პირობები არ გვაქვს. ძალიან გვჭირდება დისტანციურად სამართავი საწოლი პულტით, ნინიმ ადვილად რომ შეძლოს მდგომარეობის შეცვლა, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს და არაფერი ასტკივდეს. არ მაქვს სარეცხი მანქანა, საწოლის თეთრეული ხშირად რომ გამოვუცვალო. შეიძლება, დიდი ბოდიშის მოხდით, სარეცხი მანქანა რომ ვთხოვო თქვენს ფონდს? თუნდაც, ყველაზე პატარა, 3 კილოგრამზე გათვლილი?

ნინის თავისი სახლი ენატრება. ის უკვე წელიწადნახევარია, საავადმყოფოში ცხოვრობს

აი, გასეირნებაც დასრულდა და იძულებულია, ისევ დაწვეს

დედიკომ პირობა მისცა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დედა კი, არასდროს ცდება

 უზომოდ მიხარია და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ! მე ხომ, მუდამ საშინელი დეპრესია მქონდა. თქვენთან ერთად კი, თავი დაცულად ვიგრძენი. იმედი მომეცა. მადლობას გიხდით ახალი მაცივრისთვის, ბლენდერისთვის, სარეცხი მანქანისთვის და მობილური ტელეფონისთვის! ოცდაოთხსაათიანი შრომის მიუხედავად, ამ ნივთების შეძენას ვერაფრით მოვახერხებდი. იმ საჩუქრებისთვისაც, რომელიც ადრე მივიღეთ ფონდის მკითხველებისგან მადლობას გიხდით! გაზქურა, ტელევიზორი, კომპიუტერი, საქანელა-სავარძელი. თქვენ ყველაზე მზრუნველი ადამიანები ხართ ამ ქვეყნად. ნინის უყვარს კატის ყურებიანი ყურსასმენების გაკეთება, რომელიც თქვენ აჩუქეთ. კლასიკური მუსიკის, სხვადასხვა ფრინველის და რა თქმა უნდა, თუთიყუშების ხმების მოსმენა ძალიან ამშვიდებს. დიდი მადლობა, ასე რომ გაახარეთ! მადლობას გიხდით მზრუნველობისთვის!

ნინის უყვარს ფრინველების ხმებისა და მშვიდი მუსიკის მოსმენა, ამ დროს, მას ავიწყდება ხოლმე ეს მილები, წამლები და პალატა

 ღმერთმა დაგლოცოთ, არასდროს არაფერი გეტკინოთ! მზის სხივებით, სიხარულითა და სითბოთი აგივსოთ ღმერთმა გული. მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს ნინის გადარჩენისთვის! ორივეს გაგვიხანგრძლივეთ სიცოცხლე! ღმერთმა ასი წლის სიცოცხლე მოგცეთ! ასი წელი გამყოფოთ ბედნიერად და ჯანმრთელად!

 - ასმათ, თავს გაუფრთხილდით, ძალიან გთხოვთ! უფალი გფარავდეთ ორივეს! ამ ეტაპზე, კიდევ რა გაწუხებთ?

 ასმათი: ახლა, ძალიან მჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომა: ციციშვილის კლინიკაში დარჩენის ნებართვა გვინდა მივიღოთ, ნინის 18 წელი რომ შეუსრულდება. აქ, ჩემი გოგონა სიცოცხლეს დაუბრუნდა. აქ მუშაობენ საოცარი ექიმები და ჩემს გოგონასაც ძალიან უყვარს ისინი.

ციციშვილის კლინიკაში ნინი სიცოცხლეს დაუბრუნდა. სახლშიც შესაბამისი პირობები თუ ექნება, იქ დაბრუნებას შეძლებს

 ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეღავათს გაგვიკეთებენ და არსად გადაგვიყვანენ. სახელმწიფო ადრეც დაგვეხმარა სპინალური ამიოტროფიისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაში. ახლაც მჯერა, რომ უარს არ გვეტყვიან.

 ნინი წელიწადნახევარია საავადმყოფოში ცხოვრობს. ის სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ, ამისთვის სჭირდება შესაბამისი პირობები: დისტანციურად სამართავი საწოლი პულტით. ერთად, ჩვენ შევძელით მისი სიცოცხლის გადარჩენას! ერთობლივი ძალებით, ნამდვილად შევძლებთ, სახლში რომ დავაბრუნოთ!

 მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ! თქვენი დახმარება ფასდაუდებელია!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: როსტიაშვილების ოჯახი)

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!












მსგავსი პროექტები: