პროექტის რეპორტი ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ!

page info icon
2023 იანვარი 6
როდესაც პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვს, იუზა ხელის გულზე დაიდებს ხოლმე და სინანულით უყურებს თავის ყველაზე ძვირფას ნივთს - ღირსების ორდენს. საინტერესოა, თუ გაყიდის, ნეტავ, რამდენი დღის სამყოფი პურისა და მედიკამენტების ყიდვას შეძლებს? მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიცაა იუზა, ღირსებას არ ყიდიან! „არსებობს იმდენად ფასდაუდებელი ნივთები, რომელიც არ იყიდება. და რადგან არ იყიდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე ნივთი კი არა, ცხოვრების აზრია“ - ამბობს იუზა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,450 ₾
( 100 დონორი )
დასრულებულია
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის, 85 წლის იუზა თხოვნას, მთელი საქართველო გამოეხმაურა! მან თქვენგან მიიღო ცხოვრებაში ყველაზე ძვიფასი საჩუქარი - პატივისცემა! დასანანია მხოლოდ ის, რომ სახურავის შეკეთებისთვის თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა...

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „პირში ვეუბნები ყველას, რომ მხოლოდ ფონდი დამეხმარა. ასეთი გულიანი ხალხი როგორ მიყვარს! თქვენ ნამდვილი ადამიანები ხართ!

 „ადამიანს სჭირდება ყურადღება, ქმედება, გულს სიყვარული სწადია. მაგრამ ალბათ, იქ ვითხოვდი ამ ყველაფერს, სადაც არ უნდა მეთხოვა. ამ ყურადღებისა და დახმარების მიღება სახელმწიფოსგან მსურდა.“ - ამბობს ფეხბურთის ვეტერანი იუზა ლოსაბერიძე.

 ცნობილი სპორტსმენი, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი კაპიტანი სიბერეში დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდა:

 იუზა: ჩვენს ხალხზე უკეთ სიყვარული არავინ იცის. არავის მოუცია ჩემთვის იმდენი ყურადღება და სითბო, რამდენიც თქვენი ფონდის მკითხველმა მაჩუქა. კეთილშობილი, კეთილსინდისიერი, ნადვილი ადამიანები არიან! უპატიოსნესი, კაცთმოყვარე, ნამდვილი ქრისტიანები!

 ყველაზე მეტად პატივისცემა, სიკეთე და ყურადღება მიხარია. ახალ ნივთებს შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს საცხოვრებელი პირობები, მაგრამ როგორც ასეთი, ბედნიერება არ მოაქვს ადამიანისთვის. მაგრამ, როდესაც იცი, რომ ეს ტელევიზორი, მაცივარი, ეს ახალი საწოლი მთელი გულით გაჩუქა ძალიან ბევრმა ადამიანმა, ხალხმა გაჩუქა - სულ სხვა გრძნობა გეუფლება! 

 „ახალ ნივთს შეუძლია კომფორტი შეგიქმნას, მაგრამ ნამდვილ ბედნიერებას ადამიანს ანიჭებს ყურადღება!“

 იუზა: გენაცვალეთ! ჩემო ძვირფასო ადამიანებო! თქვენ სწორი შეხედულება გაქვთ ამ ცხოვრებაზე. გულით გრძნობთ, რა არის მთავარი. ჩემი შეხედულებაც ასეთია. ადამიანები ჭირშიც და ლხინშიც, მხარში უნდა დაუდგნენ ერთმანეთს. სწორედ მაშინ ხარ ძლიერი, როდესაც გიყვარს, აფასებ და პატივს სცემ ადამიანებს, ზრუნავ მათზე, სიკეთეს აკეთებ. ამიტომაც, თქვენს მკითხველებს აქვთ ამხელა ძალა! გენაცვალეთ! როგორ მიყვარს ასეთი გულიანი ადამიანები! სულ იმას ვამბობ: „ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გადაარჩინე“. ერთად უნდა დავდგეთ და მეტი ძალაც  გვექნება.

 - შესანიშნავი სიტყვებია და არაჩვეულებრივი განწყობა! როგორ გიხდებათ თქვენი ახალი სპორტული ფორმა.  ფეხბურთის მოედანზეც ხომ არ დაბრუნდებოდით ისევ?

 იუზა: გმადლობთ კომპლიმენტისთვის! (იცინის.) მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ფეხი არ მომცემს ამის საშუალებას. ყველანაირად ვცდილობ, მხნე და აქტიური რომ ვიყო. უკეთესად მძინავს ახალ საწოლზე, გამოძინებული ვდგები და ამიტომ,  ძალა და ენერგიაც მეტი მაქვს.

 „ბევრად უკეთესად მძინავს ამ ახალ საწოლზე, ძალა და ენერგიაც მეტი მაქვს“

 სიხარულით ვაკეთებ ყველაზე უბრალო საქმესაც კი: დავდივარ საყიდლებზე, საჭმელს ვიმზადებ, რაღაცას მაშინვე მივირთმევ, რაღაცას ვინახავ. რაც მთავარია, უკვე მაქვს მაცივარი და აღარ მეშინია იმის, რომ პროდუქტი გაფუჭდება. ქუჩაში ბევრჯერ გავუჩერებივარ ნაცნობებს, ვისაც ნანახი აქვს ფონდი პროექტი და მეკითხებიან: „აბა, იუზა, თუ დაგეხმარა მთავრობა?“ მე კი, პირში ვეუბნები, რომ მხოლოდ თქვენი ფონდი დამეხმარა პროდუქტიც თქვენი მოტანილია და უბრალოდ, ადამიანურად დამიდექით გვერდში.

 „ახლა, პროდუქტის დარდი აღარ მაქვს, ახალ მაცივარში ვინახავ საჭმელს“

 ძალიან მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენი მთავრობა სხვა სახელმწიფოებთან, რა ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ინტერესით ვუყურებ სპორტულ გადაცემებსა და კარგ ფილმებს. ტვინიც მუშაობს, არ ბერდება, გონებას მუდმივად სჭირდება ვარჯიში, რომელიც ახლა არ მაკლია - მე ხომ, ინტერნეტით მაქვს ტელევიზორი. რასაც მინდა, იმას ჩართავ.

 „ახლა, ახალ ამბებს ყოველთვის ვუყურებ: პოლიტიკა, სპორტი. კარგ ფილმებსაც ვუყურებ, ხოლმე“

 ამდენი გააკეთეთ ჩემთვის და ახლაც ზრუნავთ: მკითხულობთ, ხომ არ მჭირდება რამე... ფონდის თანამშრომლებიც და თქვენი მკითხველებიც უზომოდ კეთილსინდისიერი ადამიანები არიან. ჩემს ასაკში ყურადღება არის ყველაზე ღირებული რამ. მე ხომ, კარგად ვიცი რომ საქართველოში ცხოვრობს უამრავი სნეული, შეჭირვებული, მშიერი, უსახლკარო ადამიანი და ყველას სჭირდება ყურადღება... ბედნიერი ვარ და თქვენი მკითხველის მზრუნველობას ძალიან ვაფასებ.

 - მაინც იგრძნობა, რომ გულში წყენა გაქვთ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.  ნუთუ, არაფრით დაგეხმარნენ, თუნდაც პროექტის მსვლელობის დროს?

 იუზა: გარკვეულწილად კი დამეხმარნენ, ვერ მოგატყუებთ. ქუთაისის მერიამ სახურავის შესაკეთებლად სამშენებლო მასალა გამომიგზავნა. მაგრამ, მაინც... არის ასეთი გამოთქმა: ნახევარი გულით სიყვარული. თუ რაღაცას აკეთებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო, შუა გზაზე არ უნდა მიატოვო, ნუ გააკეთებ სანახევროდ. სამშენებლო მასალა დევს, მაგრამ შემკეთებელი არავინაა. ხელოსნები არ გამომიგზავნეს. პენსიონერი ვარ, სახურავის შესაკეთებლად მე უნდა ავიდე? ვუყურებ ამ მასალას და მხოლოდ სანერვიულო მემატება. სახურავიდან კი, ისევ ჩამოდის წყალი.

 ან კიდევ, ფეხბურთის ფედერაცია... დააკმაყოფილეს ჩემი თხოვნა და დამთანხმდნენ, რომ პენსიის თანხას გამიზრდიან, როგორც ფეხბურთის ვეტერანს და ცნობილ სპორტსმენს. წერილი გააგზავნეს კულტურის სამინისტროში. იმის მერე, ნახევარი წელიწადია გასული და ყველაფერი უცვლელი რჩება. თითქოს, უსასრულოდ ვიცხოვრებ ამქვეყნად... ალბათ, არც მომიმატებენ, უკვე იმედიც გადამეწურა...

 ქუთაისის „ტორპედოს“ წარმომადგენელიც მესტუმრა. მაშინვე, (როგორც კი პროექტი გამოაქვეყნეთ), რას არ დამპირდა: ბინას, დახმარებას... და უკვალოდ გაქრა.

 ადამიანს უბრალოდ კეთილი გული უნდა ჰქონდეს და პატიოსნად შეასრულოს მიცემული სიტყვა. ჰქონდეს ინტერესი და სიყვარული ადამიანების მიმართ. ამის ახსნა თქვენი ფონდის მკითხველს არ სჭირდება. დახმარებისთვის და თანაგრძნობისთვის ძალიან მადლობელი ვარ თქვენი. ხელისუფლებას შეიძლება გააგებინო რამე, მაგრამ საქმის გაკეთებას ვერ აიძულებ.

 - ესე იგი სახურავის შეკეთების საკითხი კვლავ ღია რჩება. მოსაგვარებელი რა არის კიდევ? 

 იუზა: არა, არა ძვირფასო. ბევრი პრობლემა კი მაქვს, მაგრამ არ მინდა ადამიანებს თავს მოვახვიო. ჩემს გარდა ხომ, სხვებსაც სჭირდებათ მზრუნველობა. იყოს რაც იქნება.

***

 ბატონ იუზას გულდაწყვეტილს და იმედგაცრუებულს ვერ დავტოვებთ. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს საერთო აზრი: ადამიანები მხარში უნდა დაუდგნენ ერთმანეთს. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ლამაზი სიტყვები და დაპირება, ეს უნდა იყოს ქმედება.

 ახალი სახურავი მხოლოდ სახლს კი არ გაათბობს, ჩვენს ძვირფას ფეხბურთის ვეტერანს გულს გაუთბობდა ასეთი საჩუქარი.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: იუზა ლოსაბერიძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!









მსგავსი პროექტები: