პროექტის რეპორტი ნუთუ, ერთ დღესაც უნდა დაიხრჩონ წყალში? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუთუ, ერთ დღესაც უნდა დაიხრჩონ წყალში?

page info icon
2023 იანვარი 26
page info icon
2228
ცეცხლაძეების ოჯახს ინტერვიუს ჩასაწერად რომ ვესტუმრე, არ მეგონა, თუ შიმშილისა და სიცივის გარდა, სიკვდილსაც ჩავხედავდი თვალებში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ერთი არასწორი ნაბიჯი, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს და ეს სიტყვები არ არის შელამაზებული მეტაფორა. რათა მიაღწიოთ ქოხამდე (სახლს ნამდვილად ვერ დავარქმევთ ამ ნაგებობას) მდინარეზე უნდა გადახვიდეთ, ხისა და რკინის კონსტრუქციის გავლით, რომელიც ნაპირებს შორის ხეებზე მიბმული თოკებითა და ბაწრებით არის მიმაგრებული. ალბათ, ასეთ „ხიდთან“ ახლოს მისვლასაც ვერ გავბედავდი, რომ არა ნანუკა და ნიკა, რომლებიც მელოდებოდნენ და მამხნევებდნენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,159 ₾
( 165 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: