პროექტის რეპორტი ცრემლები და სასოწარკვეთა! ჩემსა და მკვდარს შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მიწაში არ ვწევარ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცრემლები და სასოწარკვეთა! ჩემსა და მკვდარს შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მიწაში არ ვწევარ!

page info icon
2023 მარტი 10
page info icon
2563
„უკვე მკვდარი ვარ, მკვდრისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ ცივ საფლავში არ ვწევარ, შავი მიწა ჯერ არ დამაყარეს. 20 წელიწადზე მეტია, საწოლს ვარ მიჯაჭვული, ფეხები არ მემორჩილება, ხელებს ძლივს ვამოძრავებ, მაგრამ ვერაფრით შევეგუე ასეთ მდგომარეობას! სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ დავდივარ, მდინარეში როგორ ვბანაობ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, მერე კი თვალებს ვახელ, ვცდილობ ხელ-ფეხის გამოძრავებას, მაგრამ არაფერი გამომდის... გულის ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ძალიან ვდარდობ, თითქოს უზარმაზარი ბურთი მეჩხირება ყელში და მახრჩობს. თითქოს ჩემივე სხეულის ტყვე ვარ“ - გვიამბობს 50 წლის მამუკა სოლომნიშვილი. კაცს თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი, დამალვას ცდილობს, მაგრამ სასოწარკვეთილება მაინც ჟღერს მის თითოეულ სიტყვაში.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,988 ₾
( 452 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ეს ღიმილი უდრის 100 მილიონ ლარს! თუმცა არა, ის ფასდაუდებელია! „25 წელია, ავადმყოფობის გამო, ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ფეხები მაქვს წართმეული და მთელი ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ თქვენ გამოიჩინეთ ჩემს მიმართ ინტერესი და დამეხმარეთ! - მიმართავს მამუკა ფონდის ქველმოქმედებს. - თქვენ პირველები ხართ, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში დაგვეხმარა! გენაცვალეთ! უფალი გფარავდეთ!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ავადმყოფობის გამო, მამუკას მოწყენილობა ჩვევად ექცა. თქვენ კი, ყველაფერი გააკეთეთ, ეს ჩვევა ღიმილს რომ  ჩაენაცვლა.

 „ოცდახუთი წელია ლოგინად ვარ ჩავარდნილი, დაავადებული, წართმეული მაქვს ფეხები და მთელი ამ ხნის განმავლობაში, თქვენ პირველები ხართ, ვინც ჩემით დაინტერესდა და დამეხმარა“, - ამბობს მამუკა. – „ადგომა რომ შემეძლოს, გულში ჩავიკრავდი, გადავკოცნიდი და ხელს ჩამოვართმევდი თითოეულ თქვენგანს. მაგრამ, რადგან ამის ძალა არ შემწევს, უბრალოდ გეტყვით: გენაცვალეთ! უფალი გფარავდეთ ყველას!“

მამუკას მოხუცი დედაც, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გაჭირვებით უვლიდა შვილს, სიხარულს გვიზიარებს: „თქვენს გარდა, არავის არაფერი უჩუქებია ჩვენთვის. მამუკა მართალს ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა. ყველაფერი მომეწონა, ყელაფერი გამიხარდა: წნევის საზომი აპარატიც, მაცივარიც, ვენტილატორიც, ტელევიზორიც და საწოლიც... ე-ე-ეჰ , სახელმწიფო როდის გვაღირსებდა ამ ყველაფერს?“

ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, 81 წლის დედას, ნანის საჩუქრები როგორ უხარია! „თქვენ მას იმედი აჩუქეთ, ძალა შეჰმატეთ, ძალიან გაყოჩაღდა“, - ამბობს მამუკა

მამუკა: პირველ რიგში, მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ ასე გაახარეთ დედაჩემი. მოხუცს ხომ, ყოველი წვრილმანი აბედნიერებს. თქვენ კი, ამდენი საჭირო ნივთით გაავსეთ სახლი. დედა სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობს. 81 წლის კი არის, მაგრამ ძალიან ყოჩაღი მყავს, სულ შრომობს. ძალიან მოსწონს, ახლა, ასეთი წესრიგი რომ გვაქვს. ოთახის შუაში მაგიდა და სკამები გვიდგას. ვინმე თუ გვესტუმრა, შეგვიძლია ადამიანურად მივიღოთ, როგორც შეეფერება კახეთში ოჯახს. ახლა, ჩემს საწოლთან ჩამოჯდომა თუ მოისურვა, საზურგიანი სკამი აქვს და აღარ იღლება ისე, როგორც იმ პატარა ტაბურეტზე. მაცივარიც ძალიან მოსწონს, აღარ უწევს სახლში გრილი ადგილის ძებნა პროდუქტის შესანახად. ზაფხულშიც ისეთი კარგი იყო ცივი წყლის დალევა. ახალმა ვენტილატორმა კი, ზაფხულის ცხელ დღეებში სიცხე გადაგვატანინა.

 „ვენტილატორმა და მაცივარმა ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეები გადაგვატანინეს.“

„სადილის და პროდუქტის შესანახად, აღარ მომიწევს სახლში გრილი ადგილის ძებნა. ახლა, მაცივარშია „გამწესებული“.

დედაჩემი ჰიპერტონიკია, ხშირად აწუხებს მაღალი წნევა. მაგრამ, ტონომეტრი არ გვქონდა და ამას, მხოლოდ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე თუ გავიგებდით, თავბრუ თუ ეხვეოდა ან სუსტად იყო. რა კარგია, წნევის საზომი აპარატი რომ აჩუქეთ, უფრო მშვიდად ვარ ახლა. დედა წნევას ყოველდღე თვითონ იზომავს და აკონტროლებს.

ნანი (დედა): ჩემზე ლაპარაკობ, მამუკა?

მამუკა: კი, დედა, შენზე. აი, შემთხვევით მოჰკრა ყური (მე მიხსნის.), დედა ნაწილ-ნაწილ თუ გაიგებს ლაპარაკს.

ნანი: არ ვიცი, შვილო, რა იკითხე. შეიძლება ახლა სულ სხვა პასუხი გაგცე. მაგრამ, არ მინდა შემთხვევა გავუშვა ხელიდან და კეთილ ადამიანებს არ ვუთხრა მადლობა. ღმერთმა გაშოროთ ცუდი დღეები და ავადმყოფობა, ბედნიერება და კეთილდღეობა მოგცეთ! დახმარებისთვის დიდ მადლობას გიხდით!

  დედა, თქვი, ხომ კარგად გძინავს ახალ საწოლზე?

ნანი: ძალიან თბილად და გემრიელად. თქვენი ნაჩუქარი  ახალი თეთრეული გადავაკარი. ძალიან მიჭირდა ძველ, რკინის საწოლზე დაძინება. აქ, ბევრად უკეთესია და ხელიც აღარ მტკივა. ყველაფერი, რაც გვაჩუქეთ ძალიან კარგია, შვილო!

 „აქ, ბევრად უკეთესია ძილი, ვიდრე ძველ რკინის საწოლზე, რბილია და მოსახერხებელი.“

ახალი პლაზმური ტელევიზორი მამუკას ძალიან მოეწონა: „გამოსახულება შესანიშნავია და თვალებიც აღარ მეღლება.“

ელექტრო საპარსი კი, ჯერ ვერ გამოიყენა. ალბათ, ერთხელაც გადაწყვეტს, რომ წვერს დაემშვიდობოს და კვლავ დაინახავს საკუთარ ახალგაზრდობას

- მამუკა, თქვენ ამბობდით, რომ მარტოსულად გრძნობთ თავს. ახლა თუ მეგობრობთ ვინმესთან? ვინმე თუ გესტუმრათ პროექტის მსვლელობის დროს? 

მამუკა: ძველმა მეგობრებმა მომინახულეს, ვისთან ერთადაც გავიზარდე. სახლი დაგვილაგეს. მითხრეს, რომ აღარ დავიკარგებით. ახლა, უკვე ტელეფონიც მაქვს და მეც შემიძლია, ვინმეს რომ დავურეკო. ინტერნეტი და კიდევ რაღაც-რაღაცეები ტელეფონში ჯერ ვერ ავითვისე, პატარა ბიჭებს უფრო უადვილდებათ ეს. მაგრამ, რაც მთავარია, ზარებისა და შეტყობინებების ფუნქციას ვიყენებ, რომელიც მინდოდა.

 „ახლა, მეც შემიძლია  ვისაც მინდა, იმას დავურეკო. აქამდე, მოწყვეტილი ვიყავი ადამიანებს.“

- თქვენც ახალგაზრდა ხართ და ინტერნეტის ათვისებაც შეგიძლიათ.

მამუკა: კარგით რა. უკვე ბებერი ვარ ინტერნეტისთვის.

- შეხედეთ დედათქვენს. 81 წლისაა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის. სასწაულია! იმედის თვალით უყურებს ცხოვრებას.

მამუკა: კი, ნამდვილად გაუტეხელია დედაჩემი. თქვენც ძალა და იმედი შეჰმატეთ და ძალიან გაყოჩაღდა. კარგი იქნებოდა, ჰქონოდა სმენის აპარატი, თორემ ძალიან წვალობს. ათჯერ კითხულობს ხოლმე, თუ ვერ გაარჩია, რას ეუბნებიან.

- ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სახელმწიფომ თუ მიიღო რაიმე მონაწილეობა თქვენი პრობლემების მოგვარებაში?

მამუკა: ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, განა მწოლიარე, უნარშეზღუდული ადამიანის სახლში, წყალი უნდა ჩამოდიოდეს სახურავიდან? მითხარით? წვიმის დროს, ჩემი მოხუცი დედა იძულებულია ტაშტებში დაგროვილი წყალი ხშირად გადააქციოს, მალ-მალე ივსება, ისე ჩამოდის სახურავიდან წყალი. ასეთი მთავრობა რომ არსებობდეს, განა ზამთრისთვის შეშის შესაძენად დამეხარჯებოდა მთლიანი პენსია ისე, რომ საჭმლის ფულიც აღარ მრჩებოდეს? დიახაც, გაუხარდათ თქვენ რომ მოაგვარეთ ჩვენი ამდენი პრობლემა. მთავარია, მათი მოსაგვარებელი რომ არ იყოს. მართალი გითხრათ, ის უფრო მოსალოდნელია, რომ რამე წამართვან, ვიდრე მომცენ, მათი იმედი საერთოდ არ მაქვს. სახურავს კი, შეკეთება უნდა, სულ რომ ვიშიმშილოთ, პენსიიდან უნდა გადავდოთ თანხა...

საქართველოში, სახურავის შესაკეთებლად ან დედისთვის სმენის აპარატის შესაძენად, პენსია ნამდვილად არ არის საკმარისი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე თვის განმავლობაში იშიმშილებს ადამიანი. მაგრამ, ისიც მართალია, რომ ეს ოჯახი მხარდაჭერის გარეშე არ დატოვეს კეთილმა ადამიანებმა - უფალმა ძალიან კარგი მეგობრები აჩუქა მათ! ახლაც ვიცით, რომ არ დატოვებენ. თქვენს შორის, აუცილებლად მოიძებნებიან ადამიანები, ვინც გამოეხმაურება და ორი უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში, სახურავის შეკეთებასა და სმენის აპარატის შეძენაში დაეხმარება მათ. ისინი მხოლოდ ასე თუ გადარჩებიან, მხოლოდ ასე თუ გადაარჩენენ ერთმანეთს ქართველები, უსმენენ რა, რასაც უფალი ჰკარნახობთ და მოყვასის მიმართ თანაგრძნობას არ ივიწყებენ.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სოლომნიშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!




მსგავსი პროექტები: