მეგობრებო, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი! ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვაჩუქოთ სიცოცხლე ბარბარეს! მას კლავს უცნობი დაავადება!
ახლაც მეცხრე ცაზე დავფრინავ სიხარულით! ჩემი შვილის მეორედ დაბადებას ვზეიმობ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
პაწაწინა ბარბარემ ვარდისფერი ტუჩსაცხი წაართვა დედას და ფრჩხილის ყველა ლაქი მითვისებული აქვს. როდესაც იპრანჭება, არავის აქვს უფლება, ხელი რომ შეუშალოს! ფრჩხილის ნაცვლად, ნახევარი თითი აქვს შეღებილი - მისი საფირმო სტილია. დედიკოს და გაბრიელს ძალიან მოსწონთ! ახლა კი, ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილები და ფერუმარილიც წავისვათ! ამისთანა ლამაზი და პრანჭიკელა გოგო გინახავთ კიდევ სადმე? დედა და ძამიკო კი, მისი ცქერით ვერ ძღებიან. ისე უხარიათ, რომ უნდათ, ყოველ წუთს აკოცონ, გულში ჩაიკრან და ჰაერში აიტაცონ.
შეიძლებოდა, ყველაფერი სულ სხვაგვარად ყოფილიყო, ოპერაციის დროულად ჩატარება რომ ვერ მოგვესწრო. ჩვენი დახმარებით, ზუსტი დიაგნოზი რომ არ დაესვათ ბავშვისთვის. გაურკვეველი მიზეზით, გოგონას უეცრად უსივდებოდა და ძალიან სტკიოდა მთელი სახე. საშინლად ებერებოდა მარცხენა თვალის ქუთუთო. ჩირქი სდიოდა ცხვირიდანაც და თვალიდანაც. ბავშვი იგუდებოდა, ვერ ჭამდა და ვერ იძინებდა. საავადმყოფოს ექიმებმაც არ იცოდნენ, როგორ დახმარებოდნენ მას:
თამარი, დედა: ორწლიანი ნერვიულობის, სამი უშედეგო ოპერაციის, აუარებელი ძლიერი ქმედების მედიკამენტის, რომლითაც გაჭყიპეს ბარბარე (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და სხვ.) და სხვა ფონდის მხრიდან ნახული აფერის მერე, როგორც იქნა, გაირკვა ზუსტი დიაგნოზი და ოპერაციის რეალური შედეგიც დავინახეთ.
ნამდვილი საშინელებაა ის, რის გადატანაც ჩვენ მოგვიხდა, სანამ თქვენ მოგმართავდით. გადაქანცული ვიყავი, ჭკუიდან შეშლილი, არ ვიცოდი, თუ როგორ გადამერჩინა ჩემი გოგონა! ბარბარეს გულის პრობლემებიც დაეწყო, ვერ სუნთქავდა, თმა სცვიოდა, ფრჩხილებიც ემსხვრეოდა, (რაღაც საშინელება იყო, სოკოს მსგავსი.) მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა და მძიმდებოდა. ექიმები ჯერ ოსტეომიელიტს ეჭვობდნენ, მერე კი ონკოლოგიაზეც დაიწყეს საუბარი...
მადლობა ღმერთს, ბავშვს არანაირი ონკოლოგია არ აქვს! ბარბარეს ახალი დიაგნოზიც, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის სახარბიელო, მას „ქრონიკული სინუსიტი“ აქვს. მაგრამ, რა შედარებაა?! სასიკვდილო მაინც არ არის, დანამდვილებით გავიგე, რა სჭირს ჩემს შვილს. ვიცი, რომ ის არ მოკვდება!
ჩერნოვეცკის ფონდს მივმართე, გავიცანი თქვენი თანამშრომელი ბატონი ლევანი, რომელიც დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს და ზუსტად ორ კვირაში, უკვე თურქეთში ვიყავით, მერსინის კლინიკაში Ortadogu.
იქ, ბარბარეს მაშინვე გამოკვლევები ჩაუტარდა. აღმოაჩნდა სინუსების (პარანასალური სინუსები, ღრუები - რედ.) მწვავე ანთება. ორი კვირა მკურნალობდნენ და ამზადებდნენ ოპერაციისთვის (26 აპრილიდან 8 მაისამდე). ანესთეზიოლოგს არ მოსწონდა გულის სარქველის მდგომარეობა და ოპერაციამდე დაგვჭირდა გულის მკურნალობაც.
- რა ოპერაცია გაუკეთდა ბარბარეს?
თამარი: თურქეთში ბევრად უკეთესი აპარატურა აქვთ. მრტ კვლევამ აჩვენა, სად იყო პრობლემა. მანამდე ითვლებოდა, რომ ბარბარეს წანაზარდები ცხვირ-ხახაში ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძვლოვანი წანაზარდი თვალსა და ცხვირს შორის იყო! და ეს ინფექციის კერა მოსვენებას არ აძლევდა და მის ორგანიზმს მთლიანად ანგრევდა. როგორც კი მოაშორეს ეს წანაზარდი, ჩემმა გოგონამ თავი მაშინვე უკეთ იგრძნო, ამოისუნთქა!
- ფუტკარივით დაფუსფუსებს ბარბარე. რა საყვარელია! როგორ გვიხარია, ასეთ მხიარულს და ბედნიერს რომ ვხედავთ.
თამარი: ბავშვმა ახლახან გაიგო ბავშვობის გემო. კარგი მადა აქვს, თვითონ მთხოვს საჭმელს. სახის ჯანსაღი ფერი აქვს. თამაშობს, იცინის, ცეკვავს. „ვაიბერი“ გაქვთ? მისი ცეკვის ვიდეოჩანაწერებს გამოგიგზავნით. ნეტავ განახათ! ისეთი პრანჭიკელაა. სულ გაზიდა ჩემი კოსმეტიკა.
ბარბარეს ცხოვრებაში რაც მოხდა თქვენი დახმარებით, ნამდვილი სასწაულია! თქვენ ხომ ჩემთან ერთად ტიროდით, ჩემთან ერთად განიცდიდით და მთელმა საქართველომ ბარბარე გადამირჩინეთ. ზარები და თანხების ჩარიცხვა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და საზღვარგარეთიდანაც კი ხორციელდებოდა. თქვენმა ფონდმა ყველა შეაწუხა. ჩემი ბარბარეს სიცოცხლის გადასარჩენად ათასი ადამიანი ლოცულობდა და იბრძოდა.
თქვენი ფონდისა და მისი მკითხველების წინაშე ქედს ვიხრი. ოპერაციის შემდეგ ორი თვე არის გასული, მე კი ჯერ კიდევ დავფრინავ მეცხრე ცაზე, ვზეიმობ ჩემი შვილის მეორედ დაბადებას და თავსაც ვგრძნობ ისე, თითქოს ხელახლა დავიბადე.
ამ თანხის გარეშე, საშინელი დასასრული გარდაუვალი იყო. მაფრთხილებდნენ, რომ ფილტვები გაეთიშებოდა ჩემს შვილს. ოპერაციისთვის გვჭირდებოდა 10 000 დოლარი. სახელმწიფოსგან ხუთი ათასი მივიღეთ. (მერიისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან.) მართლა არ ვიცოდი, დარჩენილი თანხა საიდან უნდა მომეტანა. ღმერთმა ჩემი ლოცვები შეისმინა და ყველაზე საჭირო მომენტში თქვენი თავი გამომიგზავნა.
ათობით თქვენი მკითხველი მირეკავდა, ძალიან ბევრს სურდა პირადად მოსვლა. ორ-სამ თვეში ესეც შესაძლებელი გახდება, როდესაც ექიმი ბარბარეს სტუმრების მიღების ნებართვას მისცემს. გავიცნოთ ერთმანეთი! მობრძანდით, პირადად რომ ჩაგეხუტოთ! ღმერთმა დაგიფაროთ ყოველგვარი სენისგან და გასაჭირისგან, თქვენც და თქვენი შთამომავლებიც! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ! მადლობას გიხდით არა მხოლოდ ჩარიცხული თანხისთვის, არამედ იმისთვის, რომ ილოცეთ ჩვენთვის.
ახლა ვიცი, ჩემი შვილი დაცულია. მის გვერდით, ჩვენს გვერდით ღვთის ადამიანები არიან. მე ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ახალი სირთულეების აღარ მეშინია.
არ შემიძლია, არ ვისაუბრო ფონდის გუნდზეც! აღფრთოვანებული ვარ თქვენით: მენეჯერი, სოციალური მუშაკი, ჟურნალისტები, ოპერატორი, ფოტოგრაფი... ყველანი ძალიან უბრალო, გულთბილი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, სიყვარულით აღსავსე ადამიანები არიან.
თქვენი ფონდი უდიდესი იმედია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. რამდენი ადამიანი გადაარჩინეთ, რამდენი გლოცავთ ახლა.
- დიდი მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის, თამარ! კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს ბარბარე?
თამარი: სამ თვეში საკონტროლო ვიზიტზე ვართ დაბარებულები თურქეთის კლინიკაში. ბავშვს ისევ უნდა ჩაუტარდეს მრტ კვლევა, პრობლემური ზონის, სინუსების მდგომარეობა რომ შეამოწმონ.
ნოემბრის ბოლოს უნდა შემოწმდეს გულის მდგომარეობა, ისევ უნდა წავიდეთ კლინიკაში. იმიტომ, რომ იმ ინფექციის ბუდემ, სანამ გაკეთდებოდა ოპერაცია, იმოქმედა გულზე, ღვიძლსა და ფილტვებზე...
საზღვარგარეთ წაყვანაზე ვერც ვოცნებობთ. სახლი ცარიელია, ფინანსური რესურსები კი ბოლომდე ამოვწურეთ. ძალიან დაბნეული ვარ და არ ვიცი რა გავაკეთო. კიდევ გვესაჭიროება გამოკვლევები და მგზავრობა. მაგრამ რანაირად? ახლა ეს ჩვენთვის წარმოუდგენელია. ორი მგზავრობისთვის გვჭირდება ახლა ბილეთები, ამის თაობაზე ისევ თქვენ უნდა გთხოვოთ.
ბარბარეს მერსინში წასვლა და ექიმებთან შეხვედრა თავადაც ძალიან უნდა.
- ჩვენი პროექტი გრძელდება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბარბარე საჭირო დროს იყოს ექიმთან. როგორ მოხდა, რომ მათი აღარ ეშინია?
თამარი: ღმერთო, იცით როგორ დამამშვიდეთ? ესეიგი შევძლებთ წასვლას! ძალიან მიყვარხართ, ყველას ჩაგეხუტებოდით. იქ ყველაფერს ითვალისწინებენ, იციან, როგორ უნდა მოიპოვონ ბავშვის ნდობა. (იღიმის.) სიმამაცისთვის მაშინვე ასაჩუქრებენ. ერთი საჩუქარი, მეორე, მესამე... ბავშვს ეკითხებიან, როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ. ამიტომ მოეწონა ასე ძალიან იქაურობა. ახლა, თვითონაც მთხოვს: „ნემსები მიყიდე, თამაში მინდა.“ ჩემს „უდიპლომო ექიმს“ ვეძახი. (იღიმის.)
გაბრიელი (5 წლის): იცი, ბარბარიკო რაც გამოჯანმრთელდა, ძალიან მაბრაზებს! ყველა სათამაშოს მართმევს, დინოზავრებსაც კი. მერე, პირველი გარბის, რომ დედასთან ჩივილი მე რომ დამასწროს.
- გაბი, ის ხომ, ძალიან დიდხანს იყო ავად და თამაშის დროც არ ჰქონდა. ალბათ, ამიტომ იქცევა ასე. მაგრამ, შენ ხომ, მაინც ძალიან გიყვარს შენი და?
გაბრიელი: მთელი სულით და გულით მიყვარს!
- თავადაც ასეთი პატარა ხარ, მაგრამ როგორი ღირსეული პასუხი გამეცი!
გაბრიელი: რა თქმა უნდა, მიყვარს ჩემი და. ბარბარიკოს გამო, ბაღშიც არ დავდივარ. არადა, ძალიან მინდა სხვა ბავშვებთან თამაში. მაგრამ, არაფრით არ შეიძლება, ახლა იქიდან ვირუსი რომ მოვუტანო. ცუდად გახდება ბარბარიკო. მე კი მინდა, მუდამ კარგად რომ იყოს.
ყველას გვსურს, პატარა ბარბარიკო მუდამ კარგად რომ იყოს. გემრიელად მიირთვას, იცინოს, იცეკვოს, გაიპრანჭოს და იმაიმუნოს კიდეც! ბარბარემ უნდა გააგრძელოს გამოკვლევები და მკურნალობა. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჯაშიაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ТBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“ ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 მაი 5 | ოპერაცია | 12,095.93 | paid |
2023 მაი 31 | პროდუქტები | 302.71 | transferred |
2023 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 6,800 | paid |
2023 ივლ 10 | მედიკამენტები | 395.44 | transferred |
2023 ივლ 10 | პროდუქტები | 385.67 | transferred |
2023 აგვ 3 | ავიაბილეთები | 2,145 | paid |
2023 აგვ 17 | პროდუქტები | 315.93 | transferred |
2023 აგვ 17 | სასტუმრო | 2,678.05 | paid |
2023 აგვ 30 | ავიაბილეთები | 1,750 | paid |
2023 სექ 9 | პროდუქტები | 380.49 | transferred |
2023 სექ 20 | ტანსაცმელი | 810 | transferred |
2023 სექ 24 | სასტუმრო | 2,586.79 | paid |
2023 სექ 25 | პროდუქტები | 400.8 | transferred |
2023 ოქტ 14 | მედიკამენტები | 399.78 | transferred |
2023 ოქტ 14 | მედიკამენტები | 399.97 | transferred |
2023 ოქტ 19 | გამოკვლევა | 422 | paid |
2023 ოქტ 19 | გამოკვლევა | 460 | paid |
2023 ნოე 1 | პროდუქტები | 601.33 | transferred |
2023 ნოე 1 | პროდუქტები | 193.86 | transferred |
2023 ნოე 13 | გამოკვლევა,ბარბარე | 240 | paid |
2023 ნოე 13 | გამოკვლევა,გაბრიელი | 240 | paid |
2023 ნოე 25 | პროდუქტები,ქიმია | 1,000.65 | transferred |
2023 დეკ 17 | მედიკამენტები | 402.52 | transferred |
2024 თებ 22 | პროდუქტები | 299.45 | transferred |
სულ ხარჯი: 35,706.37 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2024 თებ 10 | ნანა მიქაძე | 50 | Transfer to account |
2024 თებ 10 | კახაბერ გერგედავა | 50 | Transfer to account |
2024 თებ 7 | შპს სანტრეიდი | 100 | Transfer to account |
2024 თებ 6 | ყირმელაშვილი ნიკოლოზ | 100 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მაშანეიშვილი ნუნუ | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მარღია ილია | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | კაკულაშვილი ქეთევან | 30 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | იჩქიტიძე ლელა | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ისაევი ტეიმურ | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ირემაძე მერი | 2 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | იაქაშვილი ნანა | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | თეთრაძე ვლადიმერ | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ზარნაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ვანიშვილი ქეთევან | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ეპიტაშვილი გოდერძი | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ებრალიძე ირაკლი | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ებრალიძე ირაკლი | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ებრალიძე ირაკლი | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | დავლაძე თამარ | 4 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გუტიკაშვილი ნატო | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გურული გიორგი | 1.56 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გურაშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გრიგორაშვილი ლევან | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გრიგალაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გოლომანიძე უშანგი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გოგია გოგა | 2.45 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გიგიბერია ირაკლი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გვასალია მაია | 2 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გეგეშიძე ლანა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | გაფრინდაშვილი სოსო | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 35,706.09 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|