პროექტის რეპორტი დედა, დედა, მშია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა, დედა, მშია!

page info icon
2023 მაისი 2
„დე, მშია!“ - ისმის პატარა ფატიმას განწირული ხმა. „დე, ნეჯოს ისევ შეტევა აქვს.“ - ყვირის რამაზანი. ნეჯო იატაკზე ფართხალებს. ასეთი საშინელი კრუნჩხვები, საბრალო პატარას ემართება თითქმის ყოველდღე. „დე, მარიამს პამპერსი აღარ აქვს!“ - ციალა დისთვის ახალ საფენებს ეძებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,708 ₾
( 329 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, სწორედ ასეთი ღიმილი სძენს ჩვენს ცხოვრებას აზრს და გვჩუქნის სიხარულს შემოქმედისა, რომელმაც თავის ხატად და მსგავსებად შეგვქმნა! (ბიბლია, ძველი აღთქმა)

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!

დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

თქვენ საოცრება ხართ! საჩუქრებისთვის და ემოციებისთვის ათასი მოწონება ბავშვებისგან!

„უკვე სამი თვეა, რაც დედიკო გვყიდულობს იმას რაც გვინდა, – ამბობს რამაზანი. – ასეთი რამ ჯერ არასოდეს ყოფილა. ჩვენ მოგვინდა ხინკალი და პელმენი – დედიკომ გვიყიდა. ე, რა მაგარია! ხაჭოს დესერტი და ნამცხვრებიც გვიყიდა! ნეტავი სულ ასე ყოფილიყო! ეს ხომ თქვენ ეხმარებით დედიკოს? კიდევ ხომ იქნებით ჩვენი მეგობრები? თქვენ კარგი მეგობრები ხართ, ძალიან ბევრ რამეს აკეთებთ ჩვენთვის. ჩემი ახალი ფეხსაცმელი – მაგარია! ახალი ტახტი – მაგარია! ახალ ტახტზე ყველას გვიყვარს კოტრიალი. დედიკოსთვისაც ჩამოვიდა საჩუქრები – მაცივარი და გაზქურა. დედიკო უკვე აღარ ნერვიულობს საჭმელზე, მხოლოდ სახლზე ნერვიულობს, სად ვიცხოვრებთ.“

ელენე მარტოხელა დედაა, რომელმაც შეძლო, რომ ხუთი ბავშვი გადაერჩინა შიმშილისგან, მხოლოდ იმიტომ რომ ენდო ფონდს. შიმშილს გადაურჩნენ, მაგრამ ქუჩაში დარჩენის რისკი კვლავ დიდია.

–ელენე, სულ ცოტათი მაინც შევძელით თქვენთვის ცხოვრების გამარტივება?
ელენე:
ყველაზე მეტად იმის მეშინოდა რომ ჩვენ შიმშილი მოგვკლავდა. თქვენ მე პანიკური შიშებისგან მიხსენით, რომელიც ერთი წუთითაც არ მტოვებდა.ღმერთის და თქვენი წყალობით, მე უკვე მაქვს იმის იმედი, რომ შიმშილით არ მოვკვდებით. როგორც კი გვიმთავრდებოდა საჭმელი, ვრეკავდი ფონდში და ეს პრობლემა უცებ გვარდებოდა. არამხოლოდ მარცვლეულის საყიდლად, არამედ ნორმალური ადამიანური საჭმლისთვის – ხორცისთვის, თევზისთვის, კარაქისთვის და ხილისთვის. ახლა საყინულეში მაქვს ქათამიც და თევზიც. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მაცივრის გაღება, ჩემი აზრით ეს მათთვის საყვარელი საქმიანობა გახდა. (იღიმის.) მაცვარიც არ გვქონდა, ხომ გახსოვთ. მიფუჭდებოდა ერთი დღისთვის განკუთვნილი საჭმლის მარაგიც კი.

ელენე: «ბავშვებს ძალიან მოსწონთ მაცივრის გაღება, ჩემი აზრით ეს მათთვის საყვარელი საქმიანობა გახდა»

როდესაც საჭმელს ვამზადებდი ჩვენ ძველ გაზქურაზე, უნდა სახანძრო ბრიგადისთვის დაგვეძახა. ის ხომ გაზს უშვებდა!

რამაზან (13 წლის): ცეცხლი ისე მაღლა ადიოდა, თითქოს რაღაცა ჯინი გამოჩნდებოდა! ჩვენ ვყვიროდით და დედიკო უცებ გამორთავდა გაზს. ჩვენ გაზქურასთან მიახლოვების გვეშინოდა. ვჭამდით ბოლომდე მოუხარშავ მაკარონს, კარტოფილს,ოღონდაც ხანძარი არ გაჩენილიყო!

„ახალ გაზქურაზე უკვე ნორმალურად შეგვიძლია კარტოფილის შეწვა!“

საჭმლის გაკეთება უსაფრთხო გახდა. გაზქურიდან უკვე ცეცხლოვანი ჯინი არ ამოდის

ციალა (12 წლის): მეც მახსოვს ეს საშინელება. ეხლა დედიკოს მაგარი გაზქურა აქვს, ის მას უფრთხილდება, რომ არაფერი არ მოძვრეს. მეც ფრთხილად ვხმარობ. კიდევ სამზარეულოში ახალი კარადა გვაქვს, იქ ჩვენ ჭურჭელს ვაწყობთ, ადრე ყველაფერი ზემოდან გვეწყო.

რამაზან: ძველ ტახტს მთელი ნაჭყაპუტები ( ზამბარები და პოროლონი. – რედ.), და რაღაც რკინებიც გვერჭობოდა გვერდებში. ზიხარ და უცებ რაღაცა შეგერჭობა. ეს კიდე საკაიფოდ რბილია.

“ეს ტახტი ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ის რბილი და კომფორტულია, არ იკბინება როგორც ძველი“

ელენე: სხვა სიახლე? როდესაც ჩემი პატარა ბაია მარი მოვლილია, მას პამპერსი უკეთია და ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა, ის ბევრს არ ტირის. თქვენი წყალობით ვიყიდე საფენების დიდი მარაგი. თურმე როგორი არაჩვეულებრივი და წყნარი გოგონაა, როცა არ ტირის.

პამპერსი მაქვს, მუცელიც სავსე მაქვს, მეტს აღარ ვიტირებ!

– რომელიმე ჩვენი მკითხველი ხომ არ გაიცანით?

ელენე: სხავათაშორის გავიცანი, მაგრამ სამწუხაროდ სახელები ვერ დავიმახსოვრე. როდესაც დავინახე, რომ მომიტანეს საკვები, დავიბენი, ავნერვიულდი და სულ დამავიწყდა მათი სახელები.

როდესაც თქვენ განათავსეთ პოსტი, ჩემთან მოვიდნენ ცოლ-ქმარი. მთლიანი საბარგული პროდუქტებით იყო გამოტენილი: შვიდი კილო კარტოფილი, ხუთი კილო ლობიო, იმდენივე შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ოთხი ლიტრი მზესუმზირის ზეთი, ბავშვებს ლიმონათი, კანფეტები, ორცხობილები, შოკოლადი. კეთილი ხალხია, თბილი, გულუხვი. მიყვარს ასეთი ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ცხოვრობენ, გაჭირვებულებს არ ივიწყებენ და ეხმარებიან მათ.

ასევე ჩვენთან მოვიდა ექიმი ნევროლოგი, ბავშვებს ტორტი და ორცხობილები მოუტანა. ფატიმამ კარი გაუღო და მან ბავშვს ტორტი გადასცა. არ დამავიწყდება შვილის გაბადრული სახე!

ერთხელ, თქვენთან ფონდში მოვედით რომ საჩუქრები წამოგვეღო, და კარზე დავტოვეთ პატარა წერილი, ტელეფონის ნომრით. გულმა მიგრძნო ვიღაც სტუმრად მოვიდოდა ჩვენთან. და მართლაც, ამ დროს ერთი კეთილი ქალბატონი მოსულიყო. ჩვენ მერე შევეხმიანეთ და შევხვდით ერთმანეთს. მას უნდოდა რამაზანისთვის და ციალასთვის საჩუქარი ეჩუქებინა.

რამაზანი: სამი თვეა ჩვენ ტკბილეულობები გვაქვს, ნეტავ სულ ასე იყოს..

ვიღაცამ გადაიხადა ჩვენი შუქის ვალი. მე არ ვიცი თქვენი სახელები, მაგრამ უკვე ვიცნობ თქვენს სულს! თქვენი სული ულამაზესია, უწმინდესი და კეთილზე უფრო კეთილი! მე აღფრთოვანებული ვარ იმითი, რომ თქვენთვის კეთილი საქმის გაკეთება სამსახურისავითაა. მეც ხომ ვკითხულობ თქვენ ისტორიებს, ზოგი შემთხვევა იმდენად მძიმე და ტრაგიკულია, იმდენად გამოუვალი ჩანს მათი მდგომარეობა, მაგრამ თქვენ მიუხედავად ყველანაირი დაბრკოლებისა მაინც ეხმარებით მათ. ამის გარდა თქვენ მათ სენისგან და სიღარიბისგან კურნავთ. თქვენ მე გამამხნევეთ, გეფიცებით!

– ელენე, და სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობა გეხმარებათ?

ელენე: ციალა და რამაზანი უფასოდ ჩაწერეს საფეხბურთო სექციაში. აქ გლდანში ახალი სტადიონი გვაქვს. ეს კი კარგია მაგრამ, საცხოვრებელზე დახმარების გაწევა არ უნდათ. მე და ბავშვებს მალე, ალბათ ერთ თვეში გაგვყრიან აქედან. სახლის მეპატრონე ამ ბინას ყიდის და მორჩა, სხვა არაფერი არ აინტერესებს. გიჟივით ვეძებ ბინას, 500 – 600 ლარად. მეტის გადახდას უბრალოდ ვერ შევძლებ. მაგრამ რად გინდა! 800 –1000 ლარზე ნაკლები უკვე არაფერი იშოვება. და როცა იგებენ, რომ 5 ბავშვი მყავს, საუბარი მოკლეა – არა. ასეთ სიტუაციიდან შეილება რომ ჭკუიდანაც შეიშალო... ხუთი ბავშვით ქუჩაში... მაგარმ არ ვგიჟდები, იმიტომ რომ თქვენ მყავხართ გვერდში. მე მაქვს იმედი და დიდი თხოვნა: გთხოვთ დაგვეხმარეთ!

ჩვენ უკვე ვიცით რომ ხელის ერთი მოქნევით ყველა ოჯახურ პრობლემას უცებ ვერ მოვაგვარებთ. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ რეგულარულად გაეცნოთ ოჯახებს და დაეხმაროთ მათ, მაშნაც როდესაც პროექტი უკვე დასრულდა.

ელენეს და მის ხუთ შვილს საცხოვრებელი ადგილის პრობლემა აქვთ. თუ თქვენ იცით, როგორ მოაგვაროთ პრობლემა (მისცემთ ფართს, გადაიხდით ქირის ფულს, შესთავაზებთ სხვა გამოსავალს), დაეხმარეთ ჭელიძეების ოჯახს. ასევე ოჯახს მუდმივად სჭირდება საკვები, პამპერსები და საბავშვო ტანსაცმელი.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: