„ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც შვილის გამო თავს წირავს!“ - სოფია, ბიჭუნას დედა
თქვენ ეხმარებით ჩემ შვილს, რომ მისი სუნთქვა არ შეწყდეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
გიოს ძნელი ცხოვრება აქვს. ხშირად ფილტვების ანთება ემართება. საკვებს გასტროსტომით პირდაპირ კუჭში აწვდიან. მას დღე და ღამე საფენებში უწევს ყოფნა. ცერებრალური დამბლით დაავადებული გიო, მამამ მიატოვა და მის შესახებ საერთოდ დაივიწყა. გიოს და მის დედიკოს - სოფიოს ჩვენ ვერ დავტოვებდით უყურადღებოდ. ჩვენი ვალია გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ პატარა მოწამეს გავუადვილოთ სიცოცხლე!
და იცით, ჩვენ ეს გამოგვდის! გიომ ცხოვრებაში პირველად მთაწმინდაზე გაისეირნა, მანამდე კი მის ცხოვრებაშ მხოლოდ საავადმყოფოს ცივი პალატები იყო... ის მთაწმინდის პარკში სპეციალური ეტლით გაემგზავრა, რომელიც მას ფონდის მკითხველებმა აჩუქეს.
გიოს ახლა აქვს მაგიდა და სკამი, რომელშიც კომფორტულად შეუძლია იჯდეს, პამპერსებიც აქვს და მისთვის საჭირო წამლებიც. მას ასევე აბედნიერებენ მისი ახალი სათამაშოები, განსაკუთრებით კი ყურცქვიტა ბაჭია. თქვენ მას ცხოვრებას უხალისებთ!
– სოფიო, მიხარია რომ სახლიდან გასვლას ახერხებთ. საინტერესოა, ვინ არის გარეთ გასვლის ინიციატორი? თქვენ თუ გიო?
სოფიო: რა თქმა უნდა გიო. მას ძალიან უხარია სასეირნოდ გასვლა. მას ძალიან უყვარს ხალხი,საუბარი და ყურადღება. ძველი ეტლით სეირნობა შეუძლებელი იყო. გიო ადვილად იღლებოდა, მოუსვენრად ატრიალებდა თავს, იდებდა თითებს პირში. მე ვხვდებოდი, რომ ის ნერვიულობდა და თავს არაკომფორტულად გრძნობდა. სამაგიეროდ ახლა სახლში დაბრუნება საერთოდ აღარ უნდა. ლილით 8:00-ზე გავდივართ სახლიდან სანამ გრილა, საუზმემდე გულიანად ვსეირნობთ. ამ სპეციალურ ეტლში თავი ზურგი და ფეხები სწორად აქვს განლაგებული. ხელებს კი სრული თავისუფლება აქვთ. ეტლს მზისგან დამცავი ტენტიც აქვს. მე ძალიან მიხარია რადგან ეს ზუსტად ისაა, რასაც გთხოვდით და რაზეც შეგაწუხეთ.
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მთაწმინდის პარკში ავსულიყავით. იქ ჩვენ რამოდენიმე საათი ვსეირნობდით. გიო გაგიჟდა სიხარულისგან! იცით რა ემოციებში იყო? სხვა საჩუქრებსაც განახებთ. ახლა გიოს სპეციალურ მაგიდასთან ვაჭმევ. მე მჭირდება, რომ ჭამის დროს გიო ბევრს არ მოძრაობდეს, რადგან მას გასტროსტომა აქვს. მას არ შეუძლია საჭმლის გემოს გაგება, (კატეგორიულად მაქვს აკრძალული მას რამე გავასინჯო) მაგრამ როგორმე ხომ უნდა მიიღოს სიამოვნება ჭამისგან?! მადლობა რომ ასეთი მაგიდა გამოგვიგზავნეთ.
მადლობა რომ გვაჩუქეთ ჰაერის გამწმენდი აპარატი! თქვენ ეხმარებით გიოს რომ მან თავისუფლად შეძლოს სუნთქვა! მადლობა რომ მის ყოველდღიურ წამლებზეც იფიქრეთ. ასე მისთვის არავის არასოდეს არ უზრუნია, როგორც თქვენ ფონდს. მამამ ხომ მისი დაბადების შემდეგ უარი თქვა მასზე და თქვენი პოსტის შემდეგაც კი არ მოულბა გული შვილის მიმართ.
თქვენ კი... მე სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები. ჩემი შვილი იღიმის და ბედნიერია და ეს თქვენი დამსახურებაა! თქვენ მის ცხოვრებას ახანგრძლივებთ!
თქვენ ეხმარებით გიორგის რომ მან თავისუფლად ისუნთქოს! მას ახლა ჰაერის გამწმენდი აპარატი აქვს.
სოფიო: კარგად. მე მას ყველა საჭირო პრეპარატს ვაძლევ, რომლებითაც თქვენ მომამარაგეთ. მათ შორის კალციუმის შემცველი პრეპარატებია. გიორგი ახლა კბილებს იცვლისდა ეს წამლები მას სჭირდება. ნახველის გასათხიერებელ პრეპარატებსაც ვაძლევ, დილა-სარამოს დამამშვიდებელს, და აუცილებლად ვიტამინ D აკვადერმიტს.
ცოტა ხნის წინ გიომ ფილტვების ანთება გადაიტანა, კორონავირუსის შემდეგ, სამწუხაროდ ფილტვების ანტება ხშირად ემართება. . ოდნავ თუ გაოფლიანდა და ვერ მოვუსწარი ტანსაცმლის გამოცვლა - რისკი იზრდება. ექიმმა სპეციალური ცილოვანი დიეტა დაგვინიშნა, რომელიც მხოლოდ ასეთი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი - ჯანმრთელებს მას არ აძლევენ. ნახევარი წელი უნდა მიიღოს გიომ ეს პრეპარატი. თვეში 10 ცალი. ამჟამად ამაში ძალიან ჰვჭირდება ტქვენი დახმარება.
მივმართე ამ თხოვნით ადიგენის მტავრობას, მაგრამ გვითხრეს, ვერ დაგეხმარებითო.
– ჩვენ თუ შევძლებთ დახმარებას?
სოფიო: საბანაო მოწყობილობის შეძენაში თუ დაგვეხმარებით. ამ ბინაში აბაზანა არ გვაქვს, სადაც გიოს ჩავაწვენდი. სხვაგვარად ბავშვს ვერ დავბან, ხელიდან რომ არ გამისხლტეს და თავი რამეს არ დაარტყას. ახლა მუხლებში ვიჯენ და ისე ვაბანავებ. ეს ორივესთვის დიდი ტანჯვაა. ჰოსპისში რომ ვიწექით, იქ ძალიან მოსახერხებელი მოწყობილობა ჰქონდათ. ბავშვს აწვენ ზედ და კომფორტულად ბან. ჩვენს მუნიციპალიტეტს ასეთი რამეების შესაძენად ბიუჯეტი არ აქვს. ასევე სატურაციის აპარატი გვჭირდება. რომელიც წნევას და გულის რიტმს გაზომავდა. ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი და გიოსაც უცებ დავეხმარებოდი.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდით. მიხარია, რომ მეგობრები ვიპოვეთ. როცა მოგინდებათ გვესტუმრეთ! ჩემი ბიჭი ბედნიერი იქნება. ახალი სათამაშოები ისე აბედნიერებს, თავისი ჟირაფი ჟოზეც კი დაავიწყდა. ახლა ამ ბაჭიას ხელს არ უშვებს. შეიძლება ეს უმნიშვნელი ამბავია, მაგრამ ასეთი პატარა სიხარულები გვაცოცხლებენ მე და გიოს.
ჩვენ გიოს სიცოცხლეს გავახანგრძლივებთ მასზე მზრუნველობით!
არიან ბავშვები, რომლებისთვისაც მხოლოდ მცირედი ბედნიერებები არსებობს - პარკში გასეირნება, ბანაობა, დაბრკოლებების გარეშე, ახალი სათამაშო, ერთი თვის წამლები, პამპერსები... გიოს არასდროს ეცოდინება სხვა „ბედნიერების გემო“ ჩვენთვის კი ისეთი მარტივია, მას ეს სიხარული ვაჩუქოთ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!!!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გიგოლაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 მაი 22 | ეტლი | 4,400 | transferred |
2023 მაი 25 | პროდუქტები | 299.64 | transferred |
2023 მაი 25 | მაგიდა და სკამები | 369 | transferred |
2023 ივნ 7 | ჰაერის გამწმენდი აპარატი | 469 | transferred |
2023 ივნ 8 | მედიკამენტები | 1,059.64 | transferred |
2023 ივნ 8 | მედიკამენტები | 1,307.31 | transferred |
2023 ივნ 8 | მედიკამენტები | 1,831.76 | transferred |
2023 ივლ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 2,415 | paid |
2023 ნოე 25 | ჟანგბადის აპარატი | 540 | transferred |
სულ ხარჯი: 12,691.35 ₾
დარჩა 0.36 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 დეკ 15 | პერტაია დათო | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | პაქსაძე ზვიად | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | პატარიძე პაატა | 30 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ოქროპირიძე სოსო | 40 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ნიკოლაიშვილი ქეთევან | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ნაჭყებია თენგო | 0.66 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ნარიაშვილი ქეთი | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ნადირაძე ნათია | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | ნადაშვილი სალომე | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მტრედაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მოსეშვილი ვასიკო | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მოდებაძე თამუნა | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მთვარელიძე მინდია | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მესხი ლუკა | 100 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მებაღიშვილი ლანა | 15 | Transfer to account |
2023 დეკ 15 | მახარაძე ნიკა | 30 | Transfer to account |
2023 დეკ 12 | მაჭარაშვილი ბუბა | 3 | Transfer to account |
2023 აგვ 28 | მიქელაძე ოთარ | 10 | Transfer to account |
2023 აგვ 24 | 'მაია მიქელაძე | 1 | Transfer to account |
2023 აგვ 24 | დავითაძე სულხან | 11 | Transfer to account |
2023 აგვ 24 | 'მიხეილი ბაზაზიანი | 30 | Transfer to account |
2023 აგვ 23 | გუჩაშვილი გვანცა | 10 | Transfer to account |
2023 აგვ 19 | ჯაჭვლიანი თემური | 1 | Transfer to account |
2023 აგვ 18 | კვასტიანი გაბრიელ | 1 | Transfer to account |
2023 აგვ 17 | 'თამარ მერებაშვილი | 3 | Transfer to account |
2023 აგვ 17 | ოდიკაძე მირანდა | 1 | Transfer to account |
2023 აგვ 2 | 'ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
2023 ივლ 26 | ჯოხაძე ნინო | 5 | Transfer to account |
2023 ივლ 22 | 'ია არაბიძე | 3 | Transfer to account |
2023 ივლ 7 | ტერმინალი | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 12,691.71 ₾
დარჩა 0.36 ₾
მსგავსი პროექტები:
|