ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ჩერნოვეცკის ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია მეგობარმა მომაწოდა, — გვიამბობს ნელან ჩარჩიანი, მარტოხელა დედა, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული. — ნომერი ქართული იყო და თავიდან ვიფიქრე: „თუკი ჩემს ქვეყანაში, სომხეთში, ჩემზე არავინ ზრუნავს, უცხო ქვეყანაში მით უმეტეს არავის ვჭირდები“. მაგრამ საღამოს მაინც დავრეკე და ავტომოპასუხეზე დავტოვე შეტყობინება. მეორე დღეს კი ზარი გაისმა საქართველოდან! ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ღმერთო! ერთ კვირაში კი ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები მესტუმრნენ ერევანში, რომ გადაეღოთ და ყველასთვის ეჩვენებინათ ჩემი ისტორია. სიზმარში მეგონა თავი! საკუთარ ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი! ყოველთვის, როცა ფონდის წარმომადგენლებს ტელეფონით ვესაუბრები, მადლიერების ცრემლები მომდის, როდესაც ვუყურებ ყველაფერს, რაც ფონდის მეგობრებისგან მივიღე საჩუქრად. თითოეულ თქვენგანს მინდა ვუთხრა „ჯან“, ჩემი სითბო, სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება გავუზიარო!“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270სპიტაკში 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს დაინვალიდებული 14 წლის გოგონა, რომელიც ახლა 50 წლის მარტოხელა დედაა და ნამდვილ ვაჟკაცს უზრდის სომხეთს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საბრალო ქალის ეტლს უკვე დიდი ხანია ბატარეა გაუფუჭდა და ამიტომ სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!!!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს სულისშემძვრელი კადრები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი – სპიტაკის მიწისძვრის დროს შემორჩა მსოფლიოს. მიწისძვრამ, სულ მცირე, 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ათასობით ბავშვის გულმა ნანგრევების ქვეშ უკანასკნელად ამოისუნთქა და სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა. ხოლო სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვების უმეტესობა დაინვალიდდა და დასახიჩრდა. გავიდა წლები… დადგა სხვა საუკუნე და თითქოს „მტვერი“ დაედო ამ საზარელ ისტორიას ისევე, როგორც ბიბლიოთეკის ბოლო თაროზე შემოდებულ წიგნს. დღეების წინ ჩერნოვეცკის ფონდის ოფისში ზარი შემოვიდა. გაისმა ერთი ქალბატონის აკანკალებული და ნამტირალევი ხმა. „მე ნელანი ვარ, სომხეთიდან. მე და ჩემს ერთადერთ შვილს თქვენი თანადგომა ძალიან გვჭირდება, რადგან სხვას არავის ვახსოვართ“. და მართლაც, ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები სომხეთში გავემგზავრეთ. როდესაც ნელანის სახლში შევედით, ის მაშინვე მიხვდა, რომ საქართველოდან ვიყავით. საბრალო ქალს სიხარულისა და მადლიერების ცრემლები მოადგა თვალებზე.
შეხედეთ, ქალის აცრემლებულ თვალებს და მაშინვე მიხვდებით, თუ რამდენად უცხო იყო მისთვის თანაგრძნობის ხელის გაწვდენა. ნელანის ისტორია მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც რომელიმე რეჟისორმა ფილმი გადაიღოს მის ტრაგიკულ ცხოვრებაზე. მანამდე კი ჩერნოვეცკის ფონდი იქნება პირველი, რომელიც ქალის სულისშემძვრელ ისტორიას მოგიყვებათ. ნელანის ტრაგიკული ცხოვრება სწორედ რომ 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის დღეს იწყება. მაშინ ის 14 წლისა იყო და იმ ავბედით დღეს სკოლის მერხთან იჯდა.
წამებში დაინგრა და მიწასთან გასწორდა ყველაფერი. მათ შორის, ის სკოლაც, სადაც 14 წლის ნელანი მერხთან იჯდა. ბავშვების ცხედრებს ვერ იტევდა ქალაქი… ცა ჩამობნელდა… რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ნელანს თურმე მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ესიზმრებოდა, რომ სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების სახურავზე მგელი იჯდა. როცა 14 წლის გოგონამ გაიღვიძა, არაამქვეყნიურმა ძალამ აგრძნობინა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი არ იყო, როგორც სხვა დროს. ეს იყო თითქოს ხილვა, რომ ძალიან მალე სომხეთს დიდი უბედურება ელოდა. 14 წლის ნელანმა იმავე დღეს გააფრთხილა მასწავლებლები და მშობლები, რომ ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღებში არ გაეშვათ. რა თქმა უნდა, გოგონას არავინ მოუსმინა. ხოლო იმ ავბედით დღეს, 7 დეკემბრის დილას, ნელანმა უკვე ზუსტად იცოდა, რომ უბედურების ჟამი მოახლოვდა. გმირი გოგონა არ შეშინდა, სასწრაფოდ ჩაიცვა და სკოლაში გაიქცა, რათა სხვა ბავშვების სიცოცხლე ეხსნა. ეს ხომ ნამდვილი გმირობაა! პატარა გოგონამ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ბავშვები გადაერჩინა. და მართლაც, სკოლაში მისულმა მასწავლებლებს სთხოვა, რომ ბავშვები გამოეშვათ, რადგან დიდი უბედურება მოხდებოდა იმ დღეს. ნელანს არავინ მოუსმინა და ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ თავად ნელანი, რომელსაც გამოღწევა უნდოდა სკოლიდან, ძალით დააბრუნა დირექტორმა კლასში. „შენ საუკეთესო მოსწავლე ხარ და არ შეიძლება ასეთი მიზეზების მოძებნა და ბავშვების შეშინება იმის გამო, რომ გაკვეთილები გაცდეს“. საბრალო ნელანი მერხთან დასვეს, მაგრამ ამ დროს მან ზუსტად იცოდა, რომ სიკვდილი სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა სომხეთის ცას… და მართლაც, რამდენიმე წუთის შემდეგ ისეთი ხმა გაისმა, თითქოს დედამიწა გაიხსნა და ყველაფერი უნდა შთანთქას. წამებში მიწასთან გასწორდა უზარმაზარი შენობები, სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები. და დიახ… სწორად მიხვდით, ძვირფასო მკითხველო… ის სკოლაც მიწასთან გასწორდა, რომლის მერხთან ნელანი იჯდა. ნელანის თანაკლასელების უმეტესობა, 14 წლის ანგელოზი გოგო–ბიჭები ნანგრევებში მოყვნენ და მათი უმეტესობა დაიღუპა. ნანგრევებში მოყვა ნელანიც, მაგრამ ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. თუმცა თვალებბრიალა, ეშხიანი და კეთილი გოგონა სამუდამოდ დაინვალიდდა. დიახ, წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, 14 წლის ასაკში სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
ნელანი ბავშვობაში. ეს ფოტო 47 წლის წინ არის გადაღებული. მაშინ გოგონას ლაღი ბავშვობა ჰქონდა. მუხთალი ცხოვრება კი თურმე რა საშინელებას უმზადებდა ამ ანგელოზ გოგონას.
გადიოდა წლები. იზრდებოდა ინვალიდი გოგონა. ახლა ნელანი 50 წლის არის. იმ ავბედით დღეს სკოლაში რომ არ წასულიყო, შესაძლოა არ დაინვალიდებულიყო, მაგრამ ნელანი წამითაც კი არ ნანობს ამას. „დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ისევ წავიდოდი სკოლაში, თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლე მაინც რომ მეხსნა“, – სწორედ ეს სიტყვები უთხრა ქალმა ფონდის კორესპონდენტს. ღმერთო, როგორი დიდი გული აქვს!
ნელანის მთავარი ოცნება შვილი იყო. უფალმა შეისმინა ინვალიდი გოგონას თხოვნა და მას ბიჭი მოუვლინა ანგელოზად და მფარველად.
აი, ასეთი პატრიოტია 10 წლის ნარეკი. სომხეთის დროშა თავის საწოლთან კედელზე გააკრა და დღე არ გავა, რომ ბიჭუნამ პატრიოტული სიმღერა არ იმღეროს დროშის წინ. ბიჭი დედასავით მებრძოლი სულისა და დიდი გულის პატრონია. ჯერ არც კი იცის სომხეთმა, როგორი გმირი ეზრდება ნარეკის სახით. ბიჭუნა, სულ რაღაც, 10 წლის არის, მაგრამ მისი გული მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით ძგერს.
აი, ასე ზრუნავს ნარეკი საყვარელ დედიკოზე. ყოველდღე, საკუთარი ხელით ვარცხნის თმას და ამხნევებს. თუმცა თავად ბიჭუნას ძალიან აქვს გული ნატკენი. იცით, რატომ? იმიტომ რომ დედიკოს ეტლს ბატარეა დიდი ხანია გაფუჭებული აქვს და ბიჭუნას სახლთან ახლოს, სკვერშიც კი ვერ გაჰყავს დედა ეტლით სუფთა ჰაერზე. არ მოგესმათ! საბრალო ქალი, რომლის ბავშვობა თავისი სამშობლოს ნანგრევებში დასრულდა, დღეს იმ სამშობლოს ხელისუფლებისგან დავიწყებულია.
ნელანი (50 წლის) – ბევრჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს და ორგანიზაციებს, მაგრამ სამწუხაროდ… საბრალო ქალმა წინადადების დასრულება ვეღარ შეძლო, ხმა გაებზარა, ყელში თითქოს ბურთი გაეჩხირა და ცრემლები წამოსცვივდა. რაც შეეხება სომხეთში არსებულ საქველმოქმედო ფონდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც არც თუ ცოტაა, მათაც მივმართე, მაგრამ… მხოლოდ ერთი ფონდი აღმოჩნდა, რომელმაც ადრე დახმარების ხელი გამომიწოდა. რომელიმე სხვა ქვეყანამ რომ შემომთავაზოს, ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლად და ოქროს კოშკში გაცხოვრებო, მე არასდროს მივატოვებ სომხეთს. ჩემი სამშობლოს გარეშე არა მხოლოდ ცხოვრება, სიცოცხლეც კი ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ასეა ჩემი პატარა ბიჭუნაც. დილაობით ჰაერზე მინდა გასვლა, მაგრამ იმის გამო, რომ ეტლს ბატარეა აქვს გაფუჭებული, გარეთ ვერ გავდივარ. მხოლოდ ამ ორ პატარა ოთახში შემიძლია ეტლით გადაადგილება. ამ სახლშიც ქირით ვარ და თვის განმავლობაში წვალებით ვაგროვებ ფულს. რამდენჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როცა ნარეკი მაღაზიაში გავგზავნე და მხოლოდ პურის საყიდელი ფული გავატანე. გგონიათ, არ გვშიოდა და პროდუქტები არ გვინდოდა? მაგრამ თვის ბოლო ახლოვდებოდა და ქირის გადასახდელ ფულს არ მოვაკელი. ბინის ქირას ვეღარ ვიხდი, იმიტომ რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. მანამდე დისტანციურად, სახლიდან ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ პირობები შეცვალეს და მომთხოვეს, ან გამოხვალ სამსახურში, ან წასვლა მოგიწევსო. ამ ეტლით კი მაღაზიამდეც ვერ გავდივარ და სამსახურში როგორ მევლო?! დავრჩი ასე უმუშევარი, ამ წყეულ ეტლს მიჯაჭვული, მარტოხელა დედა. ჩემი საბრალო ბიჭი კი იზრდება. ჩემპიონი გახდა კარატეში, მაგრამ უფულობის გამო ხელს ვერ ვუწყობ, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. ბინის მეპატრონემ დღესაც ბევრჯერ დამირეკა. რით გადავიხადო ქირა? თუმცა მას არაფერში ვადანაშაულებ. როდესაც შესაბამისი უწყების წარმომადგენელს (თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან), თხოვნით მივმართე ბინის თაობაზე, ასე მითხრეს, ბავშვიც ინვალიდი უნდა იყოს, რომ თქვენი მოთხოვნა დახმარების თაობაზე დავაკმაყოფილოთო. გესმით, რა მითხრეს? ნუთუ ეს ადამიანური მიდგომაა? ამ ყველაფრის მიუხედავად, გგონიათ, მათზე გაბრაზებული ვარ? მაგრამ გულის ყველა სიმი ჩამწყდა ამ სიტყვების მოსმენაზე. შესაძლოა, დღეს უკანასკნელ ღამეს ვათენებ ამ სახლში… შესაძლოა, ხვალ ქუჩაში მოგვიწიოს დაძინება მე და ჩემს 10 წლის შვილს ამ ყინვაში“.
რა ქნას 10 წლის ბიჭუნამ, როგორ გამოიღოს კარადიდან ჭიქა, როცა სკამითაც კი ვერ სწვდება. ამიტომ თავისი საყვარელი დედიკოს მუხლებზე დგება. დედები ხომ ყველანაირ „სიმძიმეს“ უძლებენ თავიანთი შვილების გამო! ნელანის ერთადერთი ანგელოზი ხომ ნარეკია, უფლისგან დედამიწაზე მოვლენილი!
ნარეკმა იცის, რომ დედიკოს ეტლიდან წამოდგომაც კი არ შეუძლია, ამიტომ ბიჭუნა საწოლის კიდეზე ადის, რომ ჭერს მისწვდეს და შეხედეთ, ასე ასუფთავებს თავისი პატარა ხელებით.
„დედიკო, ჩაიხედე სარკეში. შენ ყველაზე ლამაზი ხარ“
შეხედეთ, ნუთუ ამას საწოლი ჰქვია?
ეს მაცივარი კი, ალბათ, მე-19 საუკუნეშია გამოშვებული. როდესაც ნელანი წვალებით წვნიანს აკეთებს, დღის ბოლოს მჟავდება, რადგან მაცივარი გაფუჭებულია.
გულდაწყვეტილმა ბავშვმა ფონდის კორესპონდენტს აჩვენა, რომ მაცივარი ცარიელია.
შეხედეთ, ნამდვილი ჩემპიონი ეზრდება სომხეთს. ნარეკი კარატეში მრავალგზის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანია. იმის მიუხედავად, რომ ბიჭუნა გაჭირვებაში იზრდება, მაინც ცდილობს, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ ყველაფერს და იბრძვის… იბრძვის… მაგრამ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ტატამზე იბრძვის შეჯიბრის დროს, არამედ ცხოვრების რთულ გზაზე იბრძვის ეს პატარა ანგელოზი. როცა გაიზრდება და სომხეთს მსოფლიო მასშტაბით ასახელებს, ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ „გაახსენდება“ მამამისს, რომ მას შვილი ჰყავს, სახელად ნარეკი. ინვალიდი ქალისგან გაჩენილი ბავშვი არ ინდომა მამამ. სამაგიეროდ, უფალი უწევს მამობას ამ უმაგრეს ბიჭს. ნარეკის ნიჭი ამით არ სრულდება. ბავშვი ისე მღერის, რომ მისი ხმის გაგონებაზე მთელ სხეულში ჟრუანტელი გივლის. თუმცა ეს ყველაფერი როდია. ნარეკი შესანიშნავად ხატავს. ბავშვმა ფონდის კორესპონდენტს თავისი ნახატები დაათვალიერებინა. ღმერთო, ის ნამდვილი ხელოვანია!
შეხედეთ ამ დროშებს, კარგად დააკვირდით და მაშინვე დარწმუნდებით, გარდა პატრიოტიზმისა, რამდენად გონიერია ეს ბავშვი. როგორი ღრმა და ბევრის მთქმელია ეს ნახატი. დაე, ერთ დღეს ნარეკისთვისაც ასე გამოენათებინოს თავისი სამშობლოს მზეს! დაე, აღარასდროს დაშვებულიყოს სომხეთის დროშა ისე, როგორც ეს სპიტაკის მიწისძვრის დროს მოხდა! დაე, მშვიდობა ყოფილიყოს სომხეთში და მთელ მსოფლიოში!
ეს კი ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელია – ლეო მესი. ვინ იცის, იქნებ ამ ფოტომ მესიმდეც მიაღწიოს…
ჰოი, ცხოვრების უსამართლობავ! ამ უმაგრეს ბიჭუნას მხოლოდ ერთი წყვილი ახალი ტანსაცმელი აქვს, რომელიც მისმა ბებომ წვალებით შეგროვებული პენსიის ფულით უყიდა.
ეს პერანგი და კოსტუმი – ბავშვის ერთადერთი ახალი ტანსაცმელია.
ნელანი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ შვილს განათლება მისცეს. ამჟამად, ინგლისურ ენაში ამეცადინებს.
საბრალო ქალი, ინვალიდის ეტლში მჯდომი, ასე წვალებით რეცხავს ჭურჭელს.
ნელანმა ძალიან სთხოვა ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტებს, რომ მისი მოდუღებული ყავა გაესინჯათ. „საქართველოდან სომხეთში ჩამოხვედით, რადგან გაჭირვებულ ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოთ და ანუგეშოთ. ღმერთო, არც კი მჯერა. ნუთუ, სიზმარში ვარ?“
ნარეკის გული უფლის სიყვარულით არის სავსე. ბიჭი ღმერთს ყოველდღე ევედრება. გგონიათ, თავისთვის სთხოვს რამეს? არა… მხოლოდ საყვარელი დედის გამო ევედრება უფალს, რომ იქნებ, ღვთისნიერმა ადამიანებმა დახმარების ხელი გაუწოდონ მის საბრალო დედას, რომ ბატარეა დამონტაჟდეს ეტლში და ქალმა სუფთა ჰაერზე შეძლოს გასვლა. მით უფრო, რომ ეს ნაქირავები რამდენიმე კვადრატული სახლი ნესტიანია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ნელანის, ასევე ბიჭუნას ჯანმრთელობას.
ნელანი და პატარა ნარეკი
დედა–შვილს არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა.
ეს ანგელოზი ბიჭუნა ასე ჩაეხუტა ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს დამშვიდობებისას. შეხედეთ, ბიჭუნას სევდიან და ჩამქრალ თვალებში ახლა უკვე იმედია ჩასახული და ვარსკვლავებივით ბრწყინავს.
კეთილო ადამიანებო, ნარეკისა და მისი საბრალო დედის ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ. დედა–შვილი ნამდვილი გმირები არიან! ყველასგან დავიწყებული გმირები! თუმცა, არა! ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ჩვენ მათ არ მივატოვებთ გასაჭირში! ღვთისნიერო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ამ დედა–შვილის ისტორიის სევდიანი ფურცლები გადავფურცლოთ და ახალი ისტორია დავწეროთ მათთვის! სიკეთეს და სიყვარულს ხომ სასწაულების მოხდენა შეუძლია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, პირადად მოინახულოთ და დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სომხეთი, ერევანი, არარატის ქუჩა, მე-2 შესახვევი, სახლი 38/4.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჩარჩიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
რა ბედნიერებაა! ჩერნოვეცკის ფონდმა მაჩუქა ამდენი უძვირფასესი ადამიანი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ნელანი: „მე და ნარეკი ახალ წელს ვულოცავთ ფონდის მეგობრებს და დიდ მადლობას ვუხდით იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეს!“
„ჩერნოვეცკის ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია მეგობარმა მომაწოდა, — გვიამბობს ნელან ჩარჩიანი, მარტოხელა დედა, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული. — ნომერი ქართული იყო და თავიდან ვიფიქრე: „თუკი ჩემს ქვეყანაში, სომხეთში, ჩემზე არავინ ზრუნავს, უცხო ქვეყანაში მით უმეტეს არავის ვჭირდები“. მაგრამ საღამოს მაინც დავრეკე და ავტომოპასუხეზე დავტოვე შეტყობინება. მეორე დღეს კი ზარი გაისმა საქართველოდან! ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ღმერთო! ერთ კვირაში კი ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები მესტუმრნენ ერევანში, რომ გადაეღოთ და ყველასთვის ეჩვენებინათ ჩემი ისტორია. სიზმარში მეგონა თავი! საკუთარ ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი! ყოველთვის, როცა ფონდის წარმომადგენლებს ტელეფონით ვესაუბრები, მადლიერების ცრემლები მომდის, როდესაც ვუყურებ ყველაფერს, რაც ფონდის მეგობრებისგან მივიღე საჩუქრად. თითოეულ თქვენგანს მინდა ვუთხრა „ჯან“, ჩემი სითბო, სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება გავუზიარო!“
— ნელან–ჯან, ჩვენო ძვირფასო, როგორ ხარ? გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და ნარეკს!
ნელანი: მე და ჩემი შვილი ყველაზე კარგად ვართ! ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში! ახლა ძალიან ბედნიერები ვართ მეც და ნარეკიც — გთხოვთ, ეს სიტყვები გადასცეთ ჩვენს მეგობრებს ფონდიდან. ყველას ჯანმრთელობას, წარმატებებს და კეთილდღეობას ვუსურვებთ! ძალიან მიხარია, რომ ამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი გამოეხმაურა ჩემს ამბავს! ადამიანობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში ჩემთვის ყველაზე ფასეულია. მიხარია, რომ ამდენი უძვირფასესი ადამიანი მაჩუქა თქვენმა ფონდმა!
მადლობა, დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, ამ ტყვეობიდან, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთიდან რომ დამიხსენით! გარეთ საერთოდ ვერ გავდიოდი, სანამ ჩემი ელექტრო ეტლის აკუმულატორი გაფუჭებული იყო. თბილისიდან ერევანში ორი აკუმულატორი და ახალი ბორბლები ჩამომიტანეს. ვაიმე, ისე ვღელავდი, რომ ველოდებოდი! ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ადამიანისთვის, რომელსაც არ შეუძლია სიარული! როგორც კი მძღოლი-კურიერი წავიდა, მაშინვე ეტლის შეკეთებას შევუდექი. საკუთარი ხელით გამოვცვალე აკუმულატორებიც და ბორბლებიც.
„ახლა უკვე გარეთ გასვლა შემიძლია! ჩემს ეტლს ახალი აკუმულატორები და ბორბლები აქვს!“
— ნუთუ, თქვენი ხელით გამოცვალეთ? რა ყოჩაღი ხართ, ნელან!
ნელანი: რა თქმა უნდა, ჩემი ხელით, მედეა-ჯან! ბავშვობიდან ყველაფერს მარტო ვაკეთებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიწისძვრა მოხდა და ეტლში ჩავჯექი. მე თვითონ ვაუთოებ, საჭმელს ვამზადებ და ვაცხობ! (ფონდის თანამშრომლებს ერევანში ველოდები სტუმრად!) იმისთანა ქადა უნდა დავუცხო ყველას (ტრადიციული სომხური დესერტი – რედ.), ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ! ბორბლებსაც თავად ვცვლი — მაქვს ქანჩის გასაღებები. დროა, ჭიშკარს დავაწერო: „პროფილაქტიკა, ვულკანიზაცია“. (იცინის.)
ახლა გარეთ გასვლა შემიძლია. ვაიმე, რა ბედნიერებაა! მაღაზიაში სიარული შემიძლია პროდუქტის საყიდლად და ჩემს შვილს აღარ მოუწევს ძვირადღირებული ბუტერბროდის ყიდვა, სკოლაში რომ წაიხემსოს. სახლში მომზადებულ საჭმელს ვატან და თანხასაც ვზოგავთ. მაღაზიიდან რომ ვბრუნდები, გზად მარტოხელა ბებიებსა და ბაბუებს ვეხმარები, მძიმე ჩანთების სახლამდე მიტანაში. მერე ჩემი შვილი სათამაშო მოედანზე ან სავაჭრო ცენტრში საბავშვო ზონაში მიმყავს. ხედავთ, თქვენთან ერთად, ჩერნოვეცკის ფონდთან ერთად, ჩემი ცხოვრება ნათელი ფერებით გაბრწყინდა! რამხელა შვებაა! ჩემო ჯანიკებო, ყველანი მიყვარხართ!
ვაიმე, მოიცადეთ, ჩემს ახალ მაცივარზეც უნდა გითხრათ! ძველ მაცივარს ვეძახდი პაპის დანატოვარს. თქვენი თანამშრომლები თბილისიდან რომ ჩამოვიდნენ მასალის მოსამზადებლად, ვაჩვენე, როგორ მაწვალებდა ის ძველი მაცივარი. შემდეგ კი ჩერნოვეცკის ფონდმა ჩემთვის ახალი შეიძინა. მეტიც, საშუალება მომცეს, მოდელი თავად ამერჩია. ფონდს დიდი მაცივრის ჩუქება სურდა, მე კი უფრო მომცრო ზომის მოდელი ვამჯობინე, ყველაზე ზედა თაროსაც თავად რომ მივწვდე. ნარეკი სახლში რომ არ იყოს? მე თვითონ უნდა ვაკეთო ყველაფერი. ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება მიყვარს. სწორედ ისეთი მაცივარი მომიტანეს, როგორიც შევარჩიე. დიდი მადლობა! უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ!
ნელანი: „ძველ მაცივარს ვეძახდი პაპის დანატოვარს“.
„ისეთი ახალი მაცივარი შევარჩიე, სადაც ეტლში მჯდომარეც მივწვდები ყველაფერს“.
„როგორც საახალწლოს, ასევე ყოველდღიურ დატვირთვას უმკლავდება ეს მაცივარი. ძალიან კმაყოფილი ვარ“.
— ახლა კი ნარეკ, შენ გვიამბე, რა ჩაიფიქრე და რა მიიღე საჩუქრად.
„სკოლიდან სახლში დავბრუნდი და ჩემს ოთახში დამხვდა ორი შოკისმომგვრელი საჩუქარი!“
ნარეკი: სახლში რომ მივედი, დავინახე, რომ დედა ეშმაკურად იღიმებოდა. ძალიან დავინტერესდი! მაგრამ დედამ არ მითხრა, რა ხდებოდა და ოთახში გამომყვა ეტლით. ჩემი საჩუქარი რომ დავინახე, პირდაპირ იატაკზე ჩავიკეცე, ისე გამიხარდა!
— რა დაგხვდა? შენც ეშმაკურად იღიმი ახლა! ძალიან მაინტერესებს, რა იყო ეს?
ნარეკი: მესის ფორმა! ნომერი ათი. ნამდვილი შოკი იყო! გვერდით კი – პლანშეტი! ორი შოკია, მართლაც! ყველაფერი, რაც მინდოდა! ძალიან კარგად ვთამაშობ ფეხბურთს. ეზოში, მეგობრებსაც კი უკვირთ, რადგან არსად მისწავლია. მხოლოდ ერთი კვირა ვიარე ფეხბურთზე. რომ დათბება, მხოლოდ ამ ფორმას ჩავიცვამ სპორტულ მოედანზე. ასევე ჩემს პლანშეტზე ვთამაშობ ფეხბურთს – მიყვარს! კიდევ, სხვადასხვა ბლოგერებს და ისტორიულ ფილმებს ვუყურებ. გარეგინ ნჟდეს, ჩვენი გმირის ამბავს რომ ვუყურე, ვიტირე კიდეც.
„პირველი შოკი იყო ფორმა, ზუსტად ისეთი, როგორიც მესის აქვს!“
„მეორე შოკი კი ჩემი პლანშეტი იყო!“
— მშვიდობაში და ბედნიერებაში მოიხმარე ორივე საჩუქარი! ნელან, პროექტის შემდეგ თქვენი ისტორია ძალიან ცნობილი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა რაიმე რეაგირება?
ნელანი: ამდენი წელია სომხეთში ვცხოვრობ, მაგრამ ყველაზე დიდი დახმარება საქართველოდან, ჩერნოვეცკის ფონდისგან მივიღე. ამით ყველაფერი ნათქვამია.
— კიდევ რა დახმარება გჭირდებათ? როგორ დაგიდგეთ გვერდში?
ნელანი: სანამ არ ვმუშაობ, ბინის ქირის გადახდა გვიჭირს — თვეში 120 ათასი დრამის. ვეძებ სამსახურს და ჩემი რეზიუმე უკვე შვიდ ადგილას მაქვს გაგზავნილი. ახლა ქირა ჩემი მთავარი საზრუნავია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თვის ბოლო ახლოვდება…
ნელან ჩარჩიანი და მისი ვაჟი ნარეკი დიდი სიყვარულითა და სითბოთი მადლობას უხდიან ყველას, ვინც მათ დაეხმარა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით გაიღოთ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა და გვერდში დაუდგეთ მათ. ამ პატარა ოჯახს ქირის გადახდა, პროდუქტის ყიდვა და კიდევ ბევრი რამით სჭირდება დახმარება. მოდით, კეთილი და კეთილშობილური საქმეებით გავალამაზოთ ახალი წელი!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჩარჩიანების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: მედეა
სულ ხარჯები:
2984.48₾დარჩა:
0₾