ის საშინელი ღამე, დღემდე არ წაშლილა საბრალო ქალის მეხსიერებიდან, კივილს იწყებს და შიშისგან კანკალებს, როდესაც მამაკაცს ხედავს. უწინ, საქართველოში ასეთ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი მიღებული არ იყო. მხოლოდ ახლა, მოსიყვარულე დამ, ქეთევანმა, 41 წლიანი დუმილი დაარღვია და გადაწყვიტა, ეს დიდი ხნის წინანდელი სექსუალური ძალადობის ამბავი ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისთვის საჯაროდ მოეყოლა. ჩვენი ფონდის სახელით, ქალბატონ ნანას ნდობისთვის მადლობას ვუხდით. როდესაც ძალადობის მსხვერპლის, ქეთევანის დამ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, უპასუხოდ დატოვეს… წარმოგიდგენიათ, რა უგულობაა, მეგობრებო? მთავარია, ბუმერანგივით არ დაუბრუნდეს ეს ყოველივე იმ თანამდებობის პირს, ვინც დახმარებაზე უარი უთხრა, თორემ მოგვიწევს, მასაც რომ დავეხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ არც სინდისი აქვს, არც თანაგრძნობა… თავს არ გავუყადრით, ქეთევანს ექნება ეტლი და თანაც, საუკეთესო. მაგრამ, რა ელის მას, ვინც დახმარებაზე უარი უთხრა, არ ვიცით… მაშინ, ნანა მეცხრე კლასის მოსწავლე იყო, როდესაც თავისი საყვარელი დაიკო, ხის ქვეშ ნაწამები იპოვეს. სწორედ მაშინ, მან გადაწყვეტილება მიიღო, პოლიციელი გამოსულიყო რომ გაიზრდებოდა, რათა თავად დაესაჯა სამივე ჯარისკაცი (რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი), ვინც მხეცურად აწამა მისი და.