პროექტის რეპორტი დღეს ჩვენ ლუკას ვჭირდებით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დღეს ჩვენ ლუკას ვჭირდებით!

page info icon
2018 ოქტომბერი 15
page info icon
15097
რას გრძნობს ახალგაზრდა ბიჭი, რომლის დიაგნოზიც განაჩენს უფრო ჰგავს – ღმერთმა არავის გამოაცდევინოს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
12,073 ₾
( 995 დონორი )
დასრულებულია

„წამებში შეცვლილი ცხოვრება“

ერთად ჩვენ სიკვდილის დამარცხებაც შეგვიძლია!

ახალგაზრდა ბიჭის, ლუკა ალიბეგაშვილის ისტორია, რომლის მხარდაჭერის აქცია ჩვენმა ფონდმა რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, გულთან ახლოს 900-ზე მეტმა ქველმოქმედმა მიიტანა.

უმოკლეს დროში, 11 712 ლარი შეგროვდა! მეგობრებო, ღმერთმა ჯანმრთელობა, წარმატება და ბედნიერება მოგცეთ! თქვენ უდიდესი დახმარება გაუწიეთ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომლის ბედიც ბეწვზე ჰკიდია!

ლუკა ლეიკემიით იტანჯება. დაავადებამ თავი გასული წლის ოქტომბერში იჩინა, როდესაც 23 წლის ყმაწვილის სხეული მოულოდნელად სისხლჩაქცევებით დაიფარა...

ლუკა ახლა თურქეთის კლინიკაში იმყოფება, სადაც 50 დღის წინ მას ზურგის ტვინის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ეს ძალიან რთული ოპერაციაა! ღმერთმა ქნას, ლუკასთვის ყველაფერი მშვიდობით დასრულდეს! მას თქვენი სახით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მას უბრალოდ უფლება არ აქვს, არ გამოჯანმრთელდეს!

ლუკას დას ტელეფონით დავუკავშირდით. მან ძვირადღირებული წამლების გაგზავნა გვთხოვა, რადგან მას მათი ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა. პირველ ჯერზე ჩვენ 2096 დოლარის ოდენობის წამლები ვიყიდეთ, რის შესახებ ანგარიშიც უკვე წარმოგიდგინეთ. ახლა კი, თანხა იმ წამლების შესაძენად გადავრიცხეთ, რომლებიც ლუკას რთული ოპერაციის შემდგომ დასჭირდა - 1340 დოლარის ოდენობით. ეს უკვე მეორე დახმარებაა, რომელიც თქვენი წყალობით, ლუკას აღმოვუჩინეთ. 

ლუკას და გულწრფელ მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მისი ძმის გადარჩენაში!

- ლანა, რას ეტყოდით მათ, ვისაც ლუკაზე გული შესტკივა?

- ბევრმა იცის, რა რთული გზა გავიარეთ 2 ოქტომბრის შემდეგ. ეს მორალურადაც და ფინანსურადაც ძალიან ძნელია. ერთად ჩვენ ჩემი ძმის გადარჩენა შევძელით! იცოდეთ, სიცოცხლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს! და როდესაც ამდენი მხარდამჭერი გყავს, გრძნობ, რომ დანებების უფლება უბრალოდ არ გაქვს! სიკვდილსაც კი არ აქვს შანსი, როდესაც მხარს ამდენი ადამიანი გიჭერს! ბედნიერება წვრილმანებშია და მისი დანახვა უკვე ყველაფერში ვისწავლეთ! თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით, თქვენ ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანები გახდით! როდესაც ამ დაავადებას საბოლოოდ დავამარცხებთ, აუცილებლად ყველას პირადად გადაგიხდით მადლობას! ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ლეიკემია განაჩენი არ არის და ამის მაგალითი ჩემი საყვარელი ძმა - ლუკა ალიბეგაშვილი იქნება!

ლუკას დახმარება აუცილებლად გაგრძელდება, მის სრულ გამოჯანმრთელებამდე!

მეგობრებო, თუკი გსურთ, კვლავაც დაეხმაროთ ახალგაზრდა ბიჭს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000 ან

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლუკაალიბეგაშვილი)

თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ჩვენი ფონდის ვებ-გვერდიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/374-alibegashvili/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ნუ გაუშვებთ ხელიდან სიკეთის კეთების შესაძლებლობას!


მსგავსი პროექტები: