სამი ობოლი ჩვენი დახმარების მოლოდინშია!
თუკი უფლის გწამთ, მეგობრებო, იცოდეთ, რომ ამ პატარების მშობლები მის ფეხთით სხედან, მას თქვენს შესახებ უყვებიან და თქვენს თავს ავედრებენ!
ბექა, რეზიკო და ლიკა ობლები არიან. ორი წლის წინ, მათ დედა გარდაეცვალათ, ერთი წლის შემდეგ კი - მამა.
იამაყეთ, მეგობრებო! თქვენ ეს ობლები საკუთარი შვილებივით შემოსეთ!
ობოლთა ბედმა ყველა თხემით ტერფამდე შეძრა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქველმოქმედებას საზღვარი არ აქვს! ქართველები საკუთარ და სხვის შვილებს არ ანსხვავებენ!
ამ პატარებს არც ჩერნოვეცკის ფონდი მიატოვებს...
ვაშა! კვირაიას ობლების სახელზე ფულადი გადარიცხვები დღემდე გრძელდება! სწორედ თქვენი შემოწირულობა მისცემს ბავშვებს შესაძლებლობას, რომ სკოლაში წავიდნენ და არ გაირიყონ!
სიკეთე ყოველთვის სითბოსა და სიხარულს ასხივებს. სწორედ ის ათბობს ადამიანის სულსა და გულს!
სასწავლო წლის დასაწყისში, ბავშვები ტანსაცმლის მაღაზია „ვაიკიკი“-ში წავიყვანეთ და თქვენი სახელით, მათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვუყიდეთ!
ბავშვებს ყველაზე მეტად ის უხაროდათ, რომ თავად შეეძლოთ ახალი ნივთების შერჩევა! ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, რომ სკოლაში არა ძველმანებით, არამედ ახალი და ლამაზი ტანსაცმლით ივლიდნენ!
უყურეთ ვიდეოს! დაიმუხტეთ იმ სიხარულითა და დადებითი ემოციებით, რომლებითაც ბავშვები არიან აღვსილნი! ისინი მაღაზიაში დარბოდნენ, ტანსაცმელს არჩევდნენ, ერთმანეთს არჩევანს უფასებდნენ...
შოპინგის შემდეგ მათ რამდენიმე კითხვა დავუსვით:
- ბავშვებო, ბედნიერები ხართ?
ლიკა: როგორ შეიძლება ტანსაცმლის მაღაზიაში უბედური იყო? ჩემთვის ტანსაცმელს პირველად ვარჩევ! როგორც ზრდასრული! ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, კონკიას შესახებ!
ბექა: მე კი სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ ხარობს ჩვენი დედ-მამა ზეცაში! ახლა, ისინი ალბათ ძალიან ბედნიერები არიან!
რეზიკო: მე კი ვიცი, რომ ზამთარში აღარ შეგვცივდება... და ფეხსაცმელში წყალი აღარ შევა.
- და რაზე ოცნებობთ?
ლიკა: ვოცნებობ, დედ-მამას ჩავეხუტო... და ჩვენი ახალი და ლამაზი ნივთები ვაჩვენო!
რეზიკო: მე კი იმაზე, რომ ყველა ბავშვს ჯანმრთელი მშობლები ჰყავდეს...
ბექა: მე კი მინდა, კარგად ვისწავლო, რომ დედ-მამა ზეცაში ხარობდეს...
- და იმ ადამიანებს რას ეტყოდით, ვინც ეს ყველაფერი გაჩუქათ?
ლიკა: ვიცი, რომ ისინი ჩვენმა დედ-მამამ გამოგზავნა ზეციდან! ვიცი, რომ ეს კეთილი ადამიანები გასაჭირში არ მიგვატოვებენ და რომ ჩვენს გულებში ყოველთვის დღესასწაული იქნება.
უყურებ ამ ბავშვებს და უნებლიეთ გეფიქრება - რა სასტიკად მოექცა მათ ბედი და როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება? ახლა ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მეგობრებო! ჩვენ კი, პერიოდულად ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორ არიან ბავშვები, როგორ სწავლობენ, რაზე ოცნებობენ, ვისთან მეგობრობენ... ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი მხარდაჭერა განვაგრძოთ!
თუკი გსურთ, კვლავაც გააგრძელოთ კვირაიების ოჯახის დახმარება, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000 ან
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლიკასთვის, ბექასთვის და რეზიკოსთვის.)
თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ჩვენი ფონდის ვებ-გვერდიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/379-kviraia/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია NovaTechnology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ასევე, მადლობელი ვიქნებით, თუკი ამ პოსტს გააზიარებთ! გვსურს, რომ თქვენი კეთილი საქმეების შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!
სიკეთე ყოველთვის სითბოსა და სიხარულს ასხივებს. სწორედ ის ათბობს ადამიანის სულსა და გულს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2019 თებ 22 | პროდუქტები | 374.67 | transferred |
2019 თებ 22 | პროდუქტები სასადილოსთვის | 1,215 | transferred |
2019 თებ 22 | პროდუქტები | 384.1 | transferred |
2019 თებ 22 | პროდუქტები | 779.81 | transferred |
2019 მარ 25 | პროდუქტები | 593.67 | transferred |
2019 აპრ 30 | პროდუქტები | 665.85 | transferred |
2019 მაი 17 | პროდუქტები | 570.4 | transferred |
2019 ივლ 23 | პროდუქტები | 295 | transferred |
2019 აგვ 20 | პროდუქტები სასადილოსთვის | 400 | transferred |
2019 აგვ 20 | პროდუქტები | 524.85 | transferred |
2019 სექ 20 | ტანისამოსი | 773 | transferred |
2019 სექ 25 | პროდუქტები | 545.85 | transferred |
2019 ნოე 8 | მედიკამენტები | 75.23 | transferred |
2019 ნოე 8 | პროდუქტები | 502.08 | transferred |
2020 იან 1 | პროდუქტები | 425.48 | transferred |
სულ ხარჯი: 8,124.99 ₾
დარჩა 1.18 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2019 იან 28 | ანონიმი | 3 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 იან 28 | ლევან გოჩიაშვილი | 3 | Transfer to account |
2019 იან 25 | გამყრელიძე ნიკოლოზ | 100 | Transfer to account |
2019 იან 24 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 იან 23 | რუხაძე ენძელა | 2 | Transfer to account |
2019 იან 23 | ნათია ფოფხაძე | 50 | Transfer to account |
2019 იან 22 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 იან 22 | ოთარ ფოთოლაშვილი | 10 | Transfer to account |
2019 იან 22 | ჯავახია შოთა | 4.68 | Transfer to account |
2019 იან 21 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 იან 21 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 იან 21 | ანონიმი | 20 | PayPal |
2019 იან 21 | ლევან გოჩიაშვილი | 4 | Transfer to account |
2019 იან 21 | მაისურაძე ივანე | 18 | Transfer to account |
2019 იან 21 | გულუა ირაკლი | 2 | Transfer to account |
2019 იან 21 | ჯავახიშვილი ირაკლი | 3 | Transfer to account |
2019 იან 21 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
2019 იან 20 | ანონიმი | 90 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 იან 20 | კახა გოგიბერიძე | 2 | Transfer to account |
2019 იან 19 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 იან 19 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 იან 19 | ლევან გაჩეჩილაძე | 7 | Transfer to account |
2019 იან 18 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 იან 18 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 იან 18 | ანონიმი | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 იან 18 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 იან 18 | რევაზ შავლაძე | 10 | Transfer to account |
2019 იან 18 | მარჯანიძე ნინო | 20 | Transfer to account |
2019 იან 18 | ხელაძე კახა | 10 | Transfer to account |
2019 იან 18 | გელაშვილი ბექა | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 8,126.17 ₾
დარჩა 1.18 ₾
მსგავსი პროექტები:
|