პროექტის რეპორტი „ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გამოვკვებო შვილები!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გამოვკვებო შვილები!“

page info icon
2019 მაისი 4
page info icon
2199
ამ ბავშვებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უხდებათ ცხოვრება. ისინი ვერ იღებენ კალორიულ საკვებს, არ აქვთ ახალი ტანსაცმელი, ხშირად ავადმყოფობენ...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,549 ₾
( 225 დონორი )
დასრულებულია
ბავშვების გახარებული თვალების ხილვა – ყველაზე დიდი ბედნიერებაა!

იმ დღეს, როცა ჩითინაშვილების ოჯახს ფონდისა და თქვენი სახელით საჩუქრები მივუტანეთ, პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! „დედა, დედა, საჩუქრები მოგვიტანეს! ეს ყველაფერი ჩვენია“- სიხარულით ყვიროდნენ ბავშვები.
-თამთა, ამ საჩუქრებიდან რომელი გესაჭიროებოდათ ყველაზე მეტად?
თამთა: ყველაზე მეტად სარეცხის მანქანა გვჭირდებოდა. ძალიან მიჭირდა ტანსაცმლის და თეთრეულის რეცხვა ცივ წყალში. ზამთრის დადგომას შიშით ველოდი. არ შემეძლო მეყიდა სარეცხის მანქანა მაშინ, როდესაც სახლში მშიერი ბავშვები მყავს, ხოლო თხოვნა ვინმესთვის მერიდებოდა. თქვენ კი ასეთი სიხარული მომანიჭეთ...
-ჩვენი დამფუძნებლის გადაწყვეტილებით მალე კარგ ტელევიზორსაც მოგიტანთ და ბავშვებს პლანშეტებსაც ვაჩუქებთ. ალბათ პროდუქტებიც გესაჭიროებოდათ?
თამთა: რა თქმა უნდა! საშინელია ის მომენტი, როდესაც ხარ არჩევნის წინაშე - ასადილო ბავშვები თუ საკვები ვახშმისთვის შეინახო. პროდუქტები ძალიან გვჭირდება!
-მომიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
თამთა: მე დავიჯერე, რომ სრულიად უცნობმა ადამიანებმა შეიძლება გაიზიარონ შენი დარდი!
-შეიძლება ბავშვებს გავესაუბრო? ნიკა, კმაყოფილი ხარ საჩუქრებით?
ნიკა (14 წლის): ძალიან კმაყოფილი ვარ და მთავარია დედას სარეცხის მანქანა აქვს! მას რეცხვისაგან ძალიან აწუხებდა ზურგისა და ხელების ტკივილი, ახლა კი დედას მეტი დრო აქვს ჩვენთან გასატარებლად!
დიმიტრი (9 წლის): მე კი ძალიან მომეწონა პეჩენიები, ძალიან ტკბილი და გემრიელია!
მარიამი (6 წლის): მე გამიხარდა, რომ ამდენი პროდუქტი მოიტანეთ. ძალიან მიყვარს, როდესაც დედა საჭმელს ამზადებს და ახლა მას ბევრი გემრიელობის გაკეთება შეეძლება.
მეგობრებო, მთელი ფონდის სახელით ჩვენ დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რასაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის აკეთებთ. თქვენ ასწავლით საზოგადოებას სიკეთის გაცემას. თქვენ უბრუნებთ რწმენას იმ ადამიანებს, რომლებიც აღარაფრის სჯერათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობენ სხვისი შვილები!
იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, თუ დაიღალეთ ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემებისგან, წაიკითხეთ ჩვენი პოსტები. ჩვენი ყოველდღიური პრობლემები ვერ შეედრება ამ ადამიანების დარდს! ჩვენი ვალია მადლობა გადავუხადოთ უფალს იმისათვის, რაც გაგვაჩნია. თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ ამქვეყნად! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
ამ ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულებულა! გააგრძელეთ მათი დახმარება!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
თიბისი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
დანიშნულება (ჩითინაშვილის ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ჩვენი საიტის https://chernovetskyifund.ge/ge/projects/450-chitinashvili/
და სხვადასხვა ტერმინალთა მეშვეობით: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. სექციაში-ქველმოქედება იპოვით ჩვენს ფონდს. ( ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
პ.ს.
თამთას სურს მადლობა გადაუხადოს ადამიანებს, ვინც ანონიმურად ეხმარება მას და რომელთა სახელებიც არ იცის! თამთა აუცილებლად ილოცებს მათი ბედნიერებისთვის და კეთილდღეობისთვის.
ღმერთო, მადლობა შენ ამ კეთილი ადამიანებისთვის და იმისათვის, რომ ადამიანებს სწამთ, უყვართ ერთმანეთი და მზად არიან ერთმანეთის დახმარებისათვის!

მსგავსი პროექტები: