პროექტის რეპორტი „დე, ახალი ბოტასები მიყიდე, რა!“ - ეს მთხოვა მათემ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„დე, ახალი ბოტასები მიყიდე, რა!“ - ეს მთხოვა მათემ

page info icon
2019 ივლის 15
page info icon
13463
11 თვის ასაკში ბავშვმა წითელა გადაიტანა, მაშინ ამ დაავადებამ თავი არ იჩინა. ჩვეულებრივად ჩაიარა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,908 ₾
( 560 დონორი )
დასრულებულია

ის, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი შვილის ჩახუტება და კოცნა - ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა!



„დედიკო, საყვარელო, ახალი ბოტასები მიყიდე რა...“ - ეს იყო საბრალო მათეს უკანასკნელი სიტყვები, სანამ ვერაგი ავადმყოფობა მას საწოლს მიაჯაჭვებდა. 

16 წლის მათე ხარბედია უკვე ოთხი წელია, რაც სიკვდილს ებრძვის. ის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული და ვერაფერს ხედავს, არაფერი ესმის, ვერავის ცნობს... 

მაგრამ... „შეუცნობელ არს გზანი უფლისანი“. ვინ იცოცხლებს და ვინ არა - ამას მხოლოდ ის წყვეტს! მისი მოსიყვარულე დედის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ერთად - ჩვენ ეს შევძელით, მეგობრებო!

ამ ოჯახისთვის თქვენი დახმარება მაცოცხლებელ სითხედ იქცა! როგორც იქნა, მათ იმ წამლების ყიდვა შეძლეს, რომელთა შეძენაც ოჯახს უბრალოდ არ შეეძლო. თქვენ მიერ შემოწირული თანხის ნაწილით მათესთვის დაუყოვნებლივ ვიყიდეთ წამლები, ჰიგიენური საშუალებები და პროდუქტები. 

ქედს ვიხრით თქვენს წინაშე, ძვირფასო მეგობრებო! მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგახართ! მადლობა მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის, მოსმენისა და მძიმე წუთებში დახმარების უნარისათვის! 

ინფორმაციას სიკვდილთან მებრძოლი მათესთვის გაწეული შემდგომი დახმარების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.

- ნანა, რას ეტყოდით ამ ახალ წელს ყველა იმ უცნობ ადამიანს, რომლებიც თქვენ დაგეხმარნენ? 

ნანა: სულში ტკივილის დამალვა შეუძლებელია, ჩემი გული კი უწინდებურად ტირის... მაგრამ დღეს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, თანაგრძნობის ნამდვილი ძალა ვიგრძენი. მე მთელი ცხოვრება ჩემს შვილს მივუძღვენი. არც ერთი წუთი სიმშვიდე და მუდმივად სიკვდილთან ბრძოლა... თქვენს კეთილს გულს, თქვენს ყურადღებას შეუძლია, რომ ჩემს ბიჭუნას სიცოცხლე გაუხანგრძლივოს! უდიდესი მადლობა ყველას! მე უფალს შევავედრებ თქვენს შვილებს, რათა მათ ცხოვრებაში არასდროს ნახონ  მწუხარება და ავადმყოფობა! ის, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი შვილის ჩახუტება და კოცნა - ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა!

- ნანა, ის ადამიანები თუ გახსოვთ, ვინც თქვენ პირადად დაგეხმარათ? ან იქნებ დღემდე გეხმარებიან? 

ნანა: არც კი ვიცი, როგორ ავხსნა... სტატიაში წერდით, რომ მათესთვის საფენები ჰაერივით მჭირდებოდა! პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე ვიღაცამ კარზე დარეკა. გავიხედე - არავინაა! ზღურბლზე კი საფენების შეკვრა დევს! და უკვე რამდენიმე თვეა, ასე გრძელდება! საფენები კართან სწორედ მაშინ ჩნდებიან, როდესაც ძალიან გვჭირდება! თუ ჩვენს სტატიას ის ღვთისნიერი ადამიანი კითხულობს, ვინც ამ კეთილ საქმეს სჩადის - დაე, ღმერთმა მას ათასჯერ მეტი მისცეს! 

ამასობაში, მათე სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებს და მაშასადამე, შეგიძლიათ შეძლებისდაგვარად გააგრძელოთ მისი დახმარება! 

აი, უკვე მერამდენედ ვაკეთებთ კეთილ საქმეს უფლისა და გაჭირვებული ხალხისთვის! გვჯერა, რომ ღმერთი ამ ოჯახს მარტო არ დატოვებს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება, თქვენი სახით. უფალს ხომ მხოლოდ ის სურს, რომ ჩვენ მფარველი ანგელოზები გავხდეთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა თავად არ შეუძლია! ჩვენთვის და მთელი საქართველოსთვის ხომ არ არსებობენ ცნება „სხვისი შვილები და დედები“?!

და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, წაიკითხეთ ჩვენი პოსტები. მაშინ მიხვდებით, რა არის ნამდვილი ტკივილი და გაჭირვება! ასეთი პრობლემების მქონე ადამიანების დანახვისას ვაცნობიერებთ, რომ ისღა დაგვრჩენია, უფალს ყოველდღიური საზრდოსათვის მადლობა გადავუხადოთ და ვთხოვოთ, გაჭირვებულთა დახმარების ძალა მოგვცეს.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა! 

მაგრამ ამ ოჯახის პრობლემები არ მთავრდება, არამედ მხოლოდ ახლა იწყება! განაგრძეთ ამ ოჯახის დახმარება! თქვენი სიკეთე - ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000 ან

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მათე ხარბედია). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/480-kharbedia

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: