პროექტის რეპორტი „დედა, ეს შენ ხარ?“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„დედა, ეს შენ ხარ?“

page info icon
2019 სექტემბერი 2
page info icon
5332
როდესაც ბავშვი კომაში 60 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ყველას ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული. მარადმა თვალი გაახილა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,768 ₾
( 105 დონორი )
დასრულებულია

„დედა, ეს შენ ხარ?“


ასე ერქვა ჩვენს სტატიას პატარა მარადის შესახებ. 10 წლის წინ ბავშვს სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, პატარამ თავი ქვას დაარტყა და იმ დღიდან - პარალიზებულია. ამ შემთხვევამ ოჯახს მთელი ცხოვრება გაუმწარა!
დედას დარდს ვერ შევუმსუბუქებთ, ვერც პატარა მარადს დავუბრუნებთ თავდაპირველ ჯანმრთელობას.
შეუცნობელია გზანი უფლისანი და ვინ იცის, თუ ჩვენ მარადისთვის ვილოცებთ - ერთ მშვენიერ დღესაც შესაძლოა იგი ადგეს და დამოუკიდებლად გაიაროს. მის დედას, როგორც ყველა მშობელს აქვს სასწაულის იმედი, ხოლო ჩვენ - ფონდში არაერთი ასეთი სასწაულის მომსწრენი ვართ!
-იამზე, თქვენ გვთხოვეთ შეგროვილი თანხით შეგვეძინა მედიკამენტები, მაგრამ ჩვენ ასევე მოგიტანეთ ტელევიზორი. იმედია ბავშვს გაუხარდება.
იამზე: წამლები ძალიან გვჭირდება, მაგრამ ეს საჩუქარიც ძალიან გაახარებს ჩემს ბიჭს. მაშინ, როდესაც არჩევნის წინაშე ვარ, ვიყიდო პროდუქტები თუ წამლები, ყოველთვის წამლებს ვირჩევ. მათ გარეშე მარადი ერთ დღესაც ვერ გაძლებს, ახლა კი ამაზე აღარ ვინერვიულებ.
-მიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
იამზე: სიმართლე რომ გითხრათ, ყოველი დღე უფრო მიმძიმს ცხოვრება ჩემი შვილის ტანჯვას რომ ვუყურებ. მაგრამ ადამიანები ძალას მმატებენ!
მეგობრებო, ადამიანთა თანაგრძნობას საზღვარი არ აქვს! სტატიის გამოქვეყნების შემდგომ ფონდში დაგვირეკა ქალბატონმა და თავის ტრაგედიაზე გვესაუბრა. მას ავტოკატასტროფაში 2 შვილი დაეღუპა. ის ტიროდა და გვთხოვა გვეთქვა მარადის დედიკოსთვის, რომ ბედნიერი ქალია, რადგან ყოველ დღე შეუძლია თავისი შვილის მოფერება!
ეს სიტყვები ალბათ ბევრს დააფიქრებს!
- უფალს ვევედრები, რომ არ დავკარგო იმის საშუალება, რომ ჩავეხუტო ჩემს ბარტყს.
------------
მეგობრებო, მთელი ფონდის სახელით ჩვენ დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რასაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის აკეთებთ. თქვენ ასწავლით საზოგადოებას სიკეთის გაცემას. თქვენ უბრუნებთ რწმენას იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ თვითდაჯერებულობას და მხარს უჭერთ მათ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობენ სხვისი შვილები!
იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, წაიკითხეთ ჩვენი პოსტები. დაურეკეთ იამზეს და ის გაიმბობთ ნამდვილ დარდსა და მწუხარებაზე. ჩვენი ყოველდღიური პრობლემები ვერ შეედრება ამ ადამიანების დარდსა და პრობლემებს. ჩვენ დაგვრჩენია მადლობა გადავუხადოთ უფალს იმისათვის, რაც გაგვაჩნია. თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ ამქვეყნად! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
ამ ოჯახის პრობლემები ამით არ შემოიფარგლება. გააგრძელეთ ამ ოჯახის დახმარება! დაურეკეთ იამზეს, ილოცეთ მისი შვილის გამოჯანმრთელებისათვის.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
დანიშნულება (შავაძეს ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ჩვენი საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/504-shavadze/
და სხვადასხვა ტერმინალთა მეშვეობით: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. სექციაში-ქველმოქედება იპოვით ჩვენს ფონდს. ( ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).

ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

პ.ს.
იამზემ გვთხოვა მადლობა გადაგვეხადა ადამიანებისთვის, ვინც მას დაეხმარა. მადლობა ადამიანებო! სწორედ თქვენ ხართ ადამიანობის უდიდესი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის!


მსგავსი პროექტები: