პროექტის რეპორტი ასეთ სულიერ ტანჯვას მტერსაც კი არ ვუსურვებ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ასეთ სულიერ ტანჯვას მტერსაც კი არ ვუსურვებ!

page info icon
2019 ოქტომბერი 16
page info icon
1147
3 უდანაშაულო ადამიანის საშინელი დაავადება დაბადებიდან ტანჯავს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,127 ₾
( 235 დონორი )
დასრულებულია
ღვთის წყალობა!

გაზქურა და გამათბობელი, 372 ლარის პროდუქტები, თეთრეული, საბნები, ბალიშები, ტანისამოსი და ჰიგიენური საშუალებები და კიდევ უამრავი საჩუქარი მიიღეს ბერინაშვილების ოჯახმა საშობაოდ .
მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენს გულებს ახარებს ის ფაქტი, რომ ოჯახს გამოუჩნდა ანონიმური ქველმოქმედი, რომელიც ყოველ თვე მათ 10 ლარს ურიცხავს! ღმერთმა გაგახაროს კეთილო ადამიანო!
მეგობრებო, ალბათ გახსოვთ ჩვენი სტატია ბერინაშვლების ოჯახზე სადაც სამივე შვილი დაავადებულია ფენილკეტონურიით. ეს არის უმძიმესი დაავადება, რომელსაც თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომი.
როგორც კი გავიგეთ მათ შესახებ, ჩვენ მომენტალურად გავემგზავრეთ მცხეთის რაიონის სოფელ პატარა ქანდაში, მოვინახულეთ ისინი და დახმარების მიზნით საქველმოქმედო აქცია გამოვაცხადეთ.
თვენი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათთვის, როსთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ. ჩვენ კიდევ აღმოვუჩენთ ამ ოჯახს დახმარებას, რის თაობაზეც ასევე ჩვენი ფეისბუკის გვერდის მეშვეობით შეგატყობინებთ.
- ინგა, რას ეტყოდით იმ კეთილ ადამიანებს ვინც თქვენ დახმარების ხელი გამოგიწოდათ?
ინგა: დიდ მადლობას მოვახსენებ თქვენს ფონდს და ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენი განსაცდელი გაიზიარა. ეს პროდუქტები ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვეყოფა. პამპერსი კი ჩემი შვილისთვის ნამდვილად ყველაზე დიდი საჩუქარია. ზაქრო საწოლსაა მიჯაჭვული და საფენების გარეშე უბრალოდ ვერ ვართ.
ზაქროს და მის 19 წლის დას იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვთ, რომ ჩვენი ვიზიტის მნიშვნელობას ვერც მიხვდნენ, ხოლო 9 წლის თამარს ძალიან გაუხარდა, არ მალავდა თავის სიხარულს!
– თამარ, გიხარია?
– პირველად მოვიდა ბედნიერება ჩვენს სახლში. არასდროს მინახავს დედიკო ასეთი ბედნიერი. ყოველთვის ვთხოვდი ღმერთს, რომ ასეთი ბედნიერები ვყოფილიყავით და აი ეს დღეც დადგა! მან ჩემი ლოცვები შეისმინა.
აი უკვე მერამდენედ, მეგობრებო, თქვენ დაამტკიცეთ სასწაულების არსებობა! დაამტკიცეთ, რომ საქართველოში ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ! რო, ქართველებისთვის „სხვისი შვილები“ არ არსებობენ!
თუ თქვენ გიჭირთ და გამოსავალს ვერ პოულობთ, წაიკითხეთ ჩვენი ისტორიები! თქვენ მიხვდებით რა არის ნამდვილი პრობლემები! მიხვდებით, რომ უფალს მადლობა უნდა გადაუხადოთ და მადლიერების გრძნობით აღვივსოთ გულები!
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო! ამ ოჯახის პრობლემები , სამწუხაროდ, აქ არ სრულდება, მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. თქვენი სიკეთე
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 , GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ბერინაშვილების ოჯახი)
საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/527-berinashvili/
ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცნით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მუდამ იფიქრეთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ სულს ვეხმარებით და ვუახლოვდებით უფალს იმ განსაცდელით, რომელსაც სხვისგან ვიზიარებთ!

მსგავსი პროექტები: