პროექტის რეპორტი დედიკო, ხორცი რა არის? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, ხორცი რა არის?

page info icon
2019 ოქტომბერი 24
page info icon
12891
24 წლის მარიამ მიქუტიშვილი და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,019 ₾
( 180 დონორი )
დასრულებულია

დედიკო, ხორცი რა არის?


თქვენ ალბათ გახსოვთ მიქუტიშვილის ოჯახი, ბავშვებს მათ ცხოვრებაში სრულფასოვნად არ უსადილიათ, არასოდეს უგემიათ ტკბილეული და არ იცოდნენ რას ნიშნავს გრძნობდე ბავშვურ ხალისს სათამაშოებით თამაშის დროს.
თქვენი დახმარება ამ ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათთვის შევიძინეთ საკვები პროდუქტები, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. დედას ყველაზე მეტად გაუხარდა სარეცხის მანქანა, ხოლო ბავშვებს ბევრი ტკბილეული.
-მარიამ, როდესაც ჩვენ დაგირეკეთ და გკითხეთ, თუ რა გესაჭიროებოდათ პირველ რიგში, თქვენ ყურადღება გაამახვილეთ საკვებზე და განსაკუთრებით ტკბილეულზე, რატომ?
მარიამი: იმ დროს, როდესაც დამირეკეთ, იმდენად დავიბენი, რომ სათამაშოების თხოვნაც დამავიწყდა. საქმე ისაა, რომ ჩემი ბავშვები მოკლებულნი არიან ტკბილეულს, და სულ ენატრებათ კანფეტები! ისინი მთხოვდნენ მეყიდა მათთვის კანფეტი, პეჩენია, ხოლო მე არანაირი საშუალება არ გამაჩნდა.
-გიორგი, მოგვიყევი, რომელი საჩუქრები მოგეწონა ყველაზე მეტად?
გიორგი (7 წლის): მე ძალიან მიყვარს ტკბილეული, მაგრამ დედა ვერ ყიდულობს ჩვენთვის და ამბობს, რომ ერთი შოკოლადი ღირს იმდენივე, რამდენიც ჩვენი მთელი დღის სამყოფი საჭმელი... მე კი ისე მიყვარს შოკოლადი! თქვენ რა პეჩენიებიც მოიტანეთ კი უგემრიელესია!
-მარიამ, როდესაც ჩვენს ფონდს მიმართე დასახმარებლად გჯეროდათ, რომ უცნობი ადამიანები დაგეხმარებოდნენ?
მარიამი: რა თქმა უნდა. თქვენი ფონდის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია და ვიცი რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უანგარო სიკეთეს გასცემენ.
-თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ ჩვენს მკითხველს, რას ეტყოდით?
მარიამი: მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც დახმარების ხელი გამოუწოდა ჩემს ბავშვებს. თქვენ აჩუქეთ მას სიხარული, ხოლო ჩემს ოჯახს იმედი. მინდა, რომ უფალმა მოგცეთ ბედნიერება, თქვენს ოჯახებს კი ხვავი და ბარაქა არ მოაკლოს.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო! ამ ოჯახის პრობლემები , სამწუხაროდ, აქ არ სრულდება, მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 , GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: მიქუტიშვილის ოჯახი)
საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/528-mikutadze/
ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცნით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მუდამ იფიქრეთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ სულს ვეხმარებით და ვუახლოვდებით უფალს იმ განსაცდელით, რომელსაც სხვისგან ვიზიარებთ!


მსგავსი პროექტები: