პროექტის რეპორტი ღმერთო, დედა მიცოცხლე, მხოლოდ ამას გთხოვ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთო, დედა მიცოცხლე, მხოლოდ ამას გთხოვ!

page info icon
2019 დეკემბერი 18
2 წლის იყო როცა მის საყვარელ დედიკომ ინსულტი გადაიტანა. მას ახსოვს როგორ გახდა დედა ცუდად და როგორ ებრძოდა სიკვდილს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,146 ₾
( 183 დონორი )
დასრულებულია
„ახლა ნამდვილად  ვიცი, ბედნიერება არსებობს!
მხოლოდ თქვენი დამსახურებით, ისევ დამიბრუნდა ამის რწმენა!“ - ასე შემოგვეგება არაჩვეულებრივი ბებია, მაია, რომლის შვილმაც ინსულტი გადაიტანა, და ახლა საწოლსაა მიჯაჭვული, ის კი თავდაუზოგავად უვლის მას, შვილიშვილთან, საოცარ ნინოსთან ერთად. მზად არიან, ხანდახან თავად მშივრები დარჩნენ, მაგრამ ავადმყოფს აჭამონ და წამალი დაალევინონ, მისთვის ხომ ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!
საშინელი სიღატაკე, შიმშლი, ტკივილი, ტანჯვა, და საშინელი დარდი იმის გამო, რომ საყვარელი შვილი და დედა ავადაა... - ჩვენს თვალწინ სწორედ ასეთი დამთრგუნველი სურათი წარსდგა, როდესაც რამდენიმე თვის წინ, ამ ოჯახს პირველად ვეწვიეთ... ნინო, საოცარი გოგონაა, ჩამოყალიბებული ადამიანის თვალებით... „ნეტავ განახათ მისი თვალები, როდესაც თქვენმა წარმომადგენელმა კომპიუტერი მოუტანა... სიტყვებით ამას ვერ ავღწერ... ალბათ ასე, არავის, არასდროს, არაფერი გახარებია...“ - ამბობს მაია.
- „დეიდა, მე არაფერი, საერთოდ არაფერი არ მინდა, ოღონდ დედიკო დადგეს ფეხზე. მე მჯერა, ის ადგება!“ - ამბობს ნინო. მეგობრებო, ერთი წამით თვალებს თუ დახუჭავთ, მოგეჩვენებათ, რომ ზრდასრული, სერიოზული გოგონა გესაუბრებათ!
    ჩვენს დანახვაზე, საყვარელი, ბავშვური  სახე ღიმილით გაუბრწყინდა, და ხელზე მომქაჩა, რათა თავის სიმდიდრე ეჩვინებინა: ახალი გაზქურა, ტელევიზორი, მაცივარი, და რაც მთავარია - კომპიუტერი! – „იცით, მხოლოდ სწავლისთვის ვიყენებ, არ ვთამაშობ, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები. ეს ხომ ძალიან ძვირადღირებული ნივთია, და თანაც მაჩუქეს! კომპიუტერი ჩემი ოცნება იყო!... შეხედეთ, ჩემს დედიკოსაც როგორ უხარია. მას მოძრაობა არ შეუძლია, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდესაც მე ვარ ბედნიერი, ისიც იზიარებს ჩემს სიხარულს!“
- მაია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია: ამას სიტყვებით ვერ ავღწერ... ჩვენ საერთოდ არაფერი გაგვაჩნდა. ახლა კი, ყველაფერი გვაქვს, თქვენი დამსახურებით... მაცივარი ცარიელი აღარასდროს გვაქვს, ჩემს საყვარელ გოგონებს კი, ახალი დივანი აქვთ, გაზქურა, ტელევიზორი და მაცივარი... როდესაც თქვენმა თანამშრომელმა კომპიუტერი მოიტანა, ნინოს ისეთი რეაქცია ჰქონდა, მეგონა გონებას დაკარგავდა სიხარულისგან... იცით, ჩვენი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ხშირად გვიწევს დახმარების თხოვნა, მაგრამ სატელევიზიო შოუში გამოსვლასაც კი, არ მოჰყოლია ისეთი გამოხმაურება როგორც თქვენს სტატიას. უფალმა დალოცოს თქვენი ფონდი! ღმერთმა, ჯანმრთელობა და მრავალი ბედნიერი წელი მისცეს ყველას ვისაც, ოდნავ მაინც, შეხება აქვს თქვენს ორგანიზაციასთან. ისეთი მადლობელი ვარ ყველას, განსაკუთრებით თქვენი მკითხველების... უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის!
- რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? იმ ადამიანების სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
მაია: იცით, იმდენი ადამიანი მოვიდა, პროდუქტი მოგვიტანეს და ტანასაცმელი, ნინოსთვის... მართლა არ მახსოვს სახელები. მინდა ყველამ მაპატიოს და იცოდნენ, რომ  გულწრფელად ვარ მათი მადლობელი. მე და ჩემი შვილიშვილი, ჩვენს ლოცვებში, უფალს ყოველდღე ვთხოვთ, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს თითოეული მათგანი,...
პირველად სკოლა „ალბიონიდან“ მოვიდნენ, ტელევიზორი, პროდუქტი მოგვიტანეს... ტერაბანკმა უდიდესი ყურადღება დაგვითმო, მართლაც ძალიან დაგვეხმარნენ და გაგვახარეს. მაცივარი მოგვიტანეს! და კიდევ უამრავი პროდუქტი. ჩემი ნინო მობილურ ტელეფონზე ოცნებობდა. წარმოგიდგენიათ, ბანკის თანამშრომელმა, მარიამ ხუჭუამ, საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა და ტელეფონი აჩუქა! კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი, მანანა იყო მოსული, სამწუხაროდ არ ვიცი მისი გვარი. უზარმაზარი ჯიპით შვილთან ერთად მოვიდა, იცით, მანქანა ძლივს გადმოცალეს! ზღვა პროდუტი იყო! და რაც მთავარია, მოიტანეს ნინიკოს უსაყვარლესი წვენები! უზარმაზარი შეკვრა! კლასიკური გიმნაზიიდანაც იყვნენ მოსული, პროდუქტით დაგვეხმარნენ.
საბერძნეთში, ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა, ნინო ორმოცაძემ, ინტერნეტით შეიტყო ჩვენს შესახებ.მისი თხოვნით, იქ მცხოვრებმა ჩვენმა თანამემულეებმა თანხა შეაგროვეს ჩვენთვის, ის კი რეგულარულად ფულს გვიგზავნის პროდუქტისთვის. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს თითოეულ მათგანს!  ჩვენ გადაგვავიწყდა, რა არის შიმშილი! თქვენ შეუძლებელი შეძელით. თქვენი დამსახურებით, საჭმელი არ გვაკლია, საბერძნეთიდან გამოგზავნილ ფულს კი, ჩემი შვილის რეაბილიტაციისთვის ვაგროვებ... მკურნალობის კურსის დასრულება ვერ მოვახერხეთ, ჩემს შვილს, მხოლოდ სამი ნემსი გაუკეთდა, მაგრამ შედეგი თვალსაჩინოა.
- ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა ჩვენს სტატიას?
მაია: არა... სამწუხაროდ. ყურადღება არ მოგვაქციეს. მაგრამ ახლა, პანდემიის გამოხცადების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბატონი ლევან ჯაფარიძის თანშემწემ, დიდი პარკით, პირველადი მოხმარების პროდუქტი მოგვიტანა. მათი ძალიან მადლობელი ვართ! 
- თქვენს ემოციებზე გვიამბეთ.
მაია: სიტყვები არ მყოფნის... იმდენი ტკივილის და ტანჯვის გადატანა მომიხდა, ჩემი შვილის ავადმყოფობა, ჩემთვის იმდენად დიდი დარტყმა იყო, რომ სიცოცხლე მართლა აღარ მინდოდა. მაგრამ ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი ნინოა, უბრალოდ ვალდებული ვარ, ფეხზე დავაყენო. ეს ანგელოზი ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. უფლის რწმენა მმატებდა ძალას, თქვენ კი მომავლის იმედი დამიბრუნეთ! თქვენ დამიმტკიცეთ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ყველაფერი კარგად რომ იყოს! თქვენი თანამშრომელი როდესაც გვეწვია, გულმა კი მიგრძნო, რომ რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო. მისგან იმდენი სითბო და თანაგრძნობა ვიგრძენი. მისი უზომოდ მადლობელი ვარ, გულისხმიერებისთვის, თანადგომისთვის, სიკეთისთვის, რომელიც მის თვალებში ბრწყინავდა. მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო! როდესაც თქვენი თანამშრომლები მოვიდნენ, და საჩუქრები მოგვიტანეს, მინდოდა გულში ჩამეკრა ისინი და მეკივლა ისე, რომ ჩემი ხმა მაღლა, ზეცაში იესოს გაეგო!
- მაია, პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და თანადგომა?
მაია: მე და ნინო დახმარებას ველოდებოდით, მაგრამ ამდენს ნამდვიალად არა... ასეთ სიურპრიზებს, ასეთ გულითად მხარდაჭერას! მინდა გითხრათ, რომ თქვენი ფონდი ადამიანებს არა მხოლოდ საქმით, არამედ სიტყვითაც ეხმარება. სასოწარკვეთის უფსკრულიდან ამოგვიყვანეთ და რწმენა დაგვიბრუნეთ!
- თუ შეიძლება, ნინოსაც გავესაუბრები. ნინო, როგორ მოგეწონა საჩუქრები, გაგიხარდა?
ნინო(10 წლის): ახლა შემიძლია ნორმალურად მეცადინეობა, კომპიუტერი მაქვს, ნამდვილი! ყველაფერი გვაქვს, ამდენი პროდუქტი, მხოლოდ მაღაზიაში მაქვს ნანახი! მთელი ავეჯი ძველია, და თანაც ჩვენი, საკუთარი არ არის. ახლა კი ახალი, მოსახერხებელი, დივანი გვაქვს. ბებოსთვისაც ახალ გაზქურაზე საჭმლის გაკეთება უფრო მოსახერხებელია, მე კი ყოველთვის ვეხმარები. როდესაც საჭმელს ამზადებს, სულ თქვენ გახსენებთ და გლოცავთ!
- საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა გაგიხარდა?
ნინო (10 წლის): როდესაც კომპიუტერი მომიტანეს, მეგონა სიხარულით ჭკუიდან შევიშლებოდი. ჩემი ოცნება იყო! მაქვს სკოლის ბუქი, მაგრამ ის ნელა და ცუდად მუშაობს. ახლა დავალებების შესრულება სწრაფად და მარტივად შემიძლია, და კიდევ მე, ბებოს და დედიკოს, შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს ვესაუბროთ, საბერძნეთში. ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარია და ძალიან ვუფრთხილდები, თანაც ძალიან ძვირი ღირს... ჩემი საახალწლო საჩუქარიც, მარისგან, მობილური ტელეფონი. ჩვენს კლასში ყველას ჰქონდა ჩემს გარდა, იცით როგორ მინდოდა, მეც მქონოდა?!
- გვითხარი, რა იგრძენი, საჩუქრები როდესაც მიიღე?
ნინო (10 წლის): თითქმის სრულიად ბენდიერი ვარ... ყველაფერი გვაქვს, ბებოს უხარია, ზუსტად ვიცი, რომ დედიკოც ძალიან გახარებულია! თურმე, ქვეყანაზე, იმდენი კარგი ადამიანი ყოფილა, მოვიდნენ და ამდენი რამ მოგვიტანეს! ნივთები, რომელზეც ვოცნებობდი, ჩემი საყვარელი ტკბილეული! დედიკო რომ ფეხზე დადგება, სრულიად ბედნიერი ვიქნები!
- კიდევ რა სურვილები გაქვს?
ნინო(10 წლის): მინდა, რომ დედა გამოჯანმრთელდეს... ის ჩემი სიცოცხლეა!
 - ნინო, არ მოგერიდოს, იქნებ სათამაშოები, ან კამფეტები გინდა, შენ ხომ მალე, 23 ივნისს, დაბადების დღე გაქვს, ხომ ასეა?
ნინო(10 წლის): არ ვიცი, მინდა დედამ შეძლოს ლაპარაკი  და მომილოცოს... კიდევ, მე და ბებია ხშირად ვოცნებობთ, რომ ჩვენი საკუთარი, სულ პაწაწინა მაინც, მაგრამ ნათელი და სუფთა ოთახი გვქონდეს...
 - მაია, იქნებ კიდევ დაგრჩათ პრობლემები, რომელშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ...
მაია: თქვენ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეთ, როგორ შეიძლება, კიდევ რაიმე რომ გთხოვოთ? თანაც ახლა ისეთი მძიმე დროა... მიხარია, რომ ჩემს შვილსა და შვილიშვილს, ახლა საკუთარი ნივთები, ტექნიკა და საყოფაცხოვრბო ინვენტარი აქვთ... კარგი იქნებოდა, კიდევ საწოლები და პატარა უჯრებიანი კარადა რომ გვქონდეს, ტანსაცმელი ასე რომ არ ეყაროს... აუხდენელი ოცნება მაქვს, არ მინდა, ამ ცხოვრებიდან ისე წავიდე, რომ არ ვიცოდე, რომ ჩემი საყვარელი გოგონები კეთილმოწყობილები არიან... ვოცნებობ, სულ პატარა მაინც, მაგრამ ჩვენი ოთახი რომ გვქონდეს...
   ზღვა ემოციები და სიხარულის ცრემლი! მხოლოდ თქვენი გულკეთილობის წყალობით, კიდევ ერთმა ოჯახმა გაიგო, რა არის სიხარული! უფალი დიდია, სიკეთეს ადამიანების ხელით, თქვენი და ჩვენი ხელით აკეთებს, მეგობრებო!
                                                      ----
   და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უბრალოდ  დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს, ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
        ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე -  შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:მინდოდაურის ოჯახი)
ვებ-გვერდიდან:  https://chernovetskyifund.ge/ru/projects/535-mindodauri/
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: