პროექტის რეპორტი ქართველი ბავშვები ყველაზე ლამაზები არიან! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქართველი ბავშვები ყველაზე ლამაზები არიან!

page info icon
2020 იანვარი 17
„მუხლებზე დაჩოქილები მოხვალთ ჩემთან, შიმშილით სული რომ ამოგხდებათ"
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,319 ₾
( 139 დონორი )
დასრულებულია
ცხოვრება მშვენიერია!

სამწუხაროდ ყველაფერი დროებითია... მეგობრებო, რომ შევჩერდეთ, ბავშვები დაიღუპებიან!
როდესაც პირველად მივედით და შევპირდით, რომ მათი ცხოვრება შეიცვლებოდა, ამ გოგონების თვალებში მხოლოდ შიში და სევდა დავინახეთ. არ დაიჯერეს... ახლა კი, მათ მომღიმარ სახეებს ვეღარ იცნობთ.
მარიამი: როგორ გაგვახარეთ, მადლობა როგორ გადაგიხადოთ? შეხედეთ ჩემს გოგონებს, ვეღარ იცნობთ... გახსოვთ რა შეშინებულები იყვნენ? ახლა კი კარებზე ყოველი დაკაკუნება ახარებთ! ვერ დავთვლი, იმდენი კარგი ადამიანი გვესტუმრა! ასეთი თბილი მადლიერების სიტყვებით გაგვიღო კარი მარიამმა.
ალბათ იცანით მოსეშვილების ულამაზესი გოგონები. გახსოვთ, მარტოხელა დედა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი რა საშინელ პირობებში ცხოვრობდა. დანგრეულ ქოხში, სადაც წყალი ჩამოდიოდა, დაობებული ჭერით, დაბზარული კედლებითა და დანგრეული ავეჯით.
მიზერული სოციალური დახმარება, საჭმელზეც კი არ ყოფნიდათ. ბავშვები ხშირად შიმშილობდენენ. ცუდ ამინდში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო, სკოლას აცდენდნენ და მთელ დღეებს ცივ, ნესტიან ოთახში ატარებდნენ.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ამ ოჯახის ცხოვრება შეიცვალა! გურჯაანის რაიონის სამმართველოს წევრებმა, ბატონმა ვახტანგ ბერიძიშვილმა, გოგა ბერიძიშვილმა და არჩილ ქანდამაშვილმა, ოჯახი შეშით მოამარაგეს, რომელიც მთელი ზამთარი ეყოთ. გვანცა ნიკურაძემ, მეგობრებთან ერთად, თბილისიდან - როგორც 10 წლის, უფროსმა გოგომ, ქეთიმ თქვა - „ზღვა“ პროდუქტი და „მილიონი“ ტანსაცმელი ჩამოუტანა. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი დაეხმარა, რომელთა სახელებიც, სამწუხაროდ, ვერ დაიმახსოვრეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქართველი ხალხი, ყველაზე კეთილია მსოფლიოში. ჩვენ კი შევძელით, მათთვის ხმა მიგვეწვდინა და ყველა ერთად შეგვეკრიბა.
- მარიამ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
მარიამი: მცხვენია, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, როდესაც მოხვდეით და დახმარებას შეგვპირდით, მეგონა, რომ ჩემი გაჭირვებით ისევ ვიღაც იხეირებდა! მაგრამ ყველაფერი შეიცვალა!
- კიდევ რით დაგეხმარნენ, მარიამ? ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
მარიამი: იცით, როგორ მჭირდებოდა შეშა? გახსოვთ, ბავშვები როგორ იყინებოდნენ? სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე, იმდენი შეშა გვქონდა, რომ სიცივე სულ დაგვავიწყდა! ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პროდუქტზე, აღარაფერი რომ ვთქვათ!
- შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს, მარიამ, კიდევ რამეზე ოცნებობთ?
მარიამი: მერიდება, ამდენი გააკეთეთ ჩემთვის, მეტი რა უნდა გთხოვოთ. კიდევ უამრავი ოჯახია, ვისაც გადაარჩენს თქვენი დახმარება. ისევე, როგორც მე გადამარჩინა!
- ბავშვებს საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონათ?
მარიამი: ნეტავ იცოდეთ, გოგონები სარეცხ მანქანასა და მაცივარს როგორ ელოდნენ! რომ მოიტანეს, მეგონა ვერ მოვაშორებდი.
ქეთი(10 წლის): ერთი სული მაქვს, მაცივარში პროდუქტს ლამაზად როდის შევაწყობ! შევხედავ და დავტკბები! ნახეთ, რა ლამაზია!
ნინო(4 წლის): მეც! ცხელ ამინდში, ჩემს თოჯინას მაცივარში ჩავსვავ!
- თამარ, გახსოვს, თოჯინები რომ გვთხოვე, მაგრამ მერე თქვი, რომ აღარ გჭირდება, რატომ?
თამარი(8 წლის): იცით რამდენი თოჯინა მომიტანეს? მეზობელ გოგოებსაც კი ეყოთ!
აი, მეგობრებო, კიდევ ერთმა ოჯახმა გაიგო ბედნიერებისა და სიხარულის გემო! თქვენი დახმარებით, კიდევ ერთ ოჯახს შეუმსუბუდა ცხოვრება! ამაზე მშვენიერი, რა უნდა იყოს?
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! გახსოვდეთ, თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას!
ამ ოჯახის პრობლემები ჯერ არ დამთავრებულა. გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ მათ. თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: მოსეშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/543-moseshvili1
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს

მსგავსი პროექტები: