პროექტის რეპორტი “სახლი, სადაც უბედურება ცხოვრობს!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

“სახლი, სადაც უბედურება ცხოვრობს!“

page info icon
2020 თებერვალი 6
ახლახანს ბაღდათში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, დედა და ბავშვები ცოცხლად დაიწვნენ...ისინი მაშინღა გაახსენდათ...ნუთუ მსხვერპლია საჭირო, რათა გაგიგონონ?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,815 ₾
( 324 დონორი )
დასრულებულია
დედიკო, ეს ჩვენთან მოვიდნენ? ნუთუ ასეთი სასწაულებიც ხდება?!
ფონდი და მისი მეგობრები - ეს ყველაფერია, რაც გაგვაჩნია!
გახსოვთ ჩვენი ნაზი გოგონა, ჩვენი თოჯინა - ლიზი გრიგალაშვილი? გოგონა, რომელიც დაიბადა, რომ ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი ყოფილიყო? მისი მძიმე ბედის შესახებ მოგიყევით პუბლიკაციაში - "სახლი, სადაც უბედურება ცხოვრობს" (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/550-grigalashvili) 

ამ ხნის მანძილზე, ლიზიმ და მისმა მშობლებმა იმდენი რამ გადაიტანეს!.. გასული თვე ამ პატარა ანგელოზმა ჰოსპისში გაატარა, სადაც, უკვე მერამდენედ, მთელი ძალისხმევით იბრძოდა სიცოცხლისათვის... და ლიზიმ კვლავაც გაიმარჯვა! 

აუტანელმა ტკივილებმა, რომლითაც საბრალო 9 წლის გოგონას სხეული იყო განმსჭვალული, უკან დაიხიეს, მაგრამ რამდენი ხნით? მხოლოდ უფალმა უწყის... 

გრიგალაშვილების ოჯახში ახლა ზეიმია! თვალსაჩინო თოჯინა, 14 წლის თამარისა და 11 წლის თინიკოს საყვარელი და, კვლავაც სახლშია!

"დედა, აჩვენე, რამდენი საჩუქარი მოუტანეს ფონდიდან! ლიზიც შეეხოს! ხედავ? მოსწონს! - თავი გვერდზე გადაწია!“ - ბედნიერებისგან სუნთქვაშეკრული რატრატებს თინიკო და ლიზის ხელებში კიდევ ერთ ფაფის ყუთს აჩეჩებს.

გოგონები არ დამშვიდდნენ, სანამ ლიზის ირგვლივ ყუთები და ქილები არ შემოულაგეს და ფაქტობრივად, ტახტრევანი არ მოუწყვეს თქვენ მიერ გამოგზავნილი საჩუქრებით, მეგობრებო!

- აი, ასე ყაყანებენ მთელი დღე! - ამბობს დედა, ლეილა, რომელიც მოსიყვარულე მზერას არ აშორებს თავის გოგონებს. - ლიზის ხან იოგურტს აჩეჩებენ, ხან საფენების შეკვრას... უნდათ, რომ ის ყველაფერს შეეხოს და ყველაფრით გაიხაროს. მიუხედავად იმისა, რომ ლიზიკო დაბადებიდან ვერაფერს ხედავს, ვიცით, რომ მას ყველაფერი მოეწონა! თავი გვერდზე გადაწია - ე.ი. კმაყოფილია...

ეჰ... არ მეგონა, კიდევ რამე თუ გამახარებდა იმ საშინელების შემდეგ, რაც ამ თვეში მე და ლიზიმ გამოვიარეთ. რამდენი ტანჯვა ერგო ჩემს გოგონას... რისთვის? რისთვის? არ ვიცი... ამჯერად, თავი ძლივს დაიძვრინა...
საბრალო დედამ სასოწარკვეთით მიიხუტა გულზე ლიზის ნაზი სხეული... 

ლეილა, ახლა როგორ გრძნობს თავს ლიზი? 

- წარმოიდგინეთ, 2 კილოგრამით მოიმატა და ახლა, თითქმის 13 კილოს იწონის! ეს ნამდვილი სასწაულია, რომელიც თქვენი და თქვენი მზრუნველობის წყალობით მოხდა! განა ჩვენ თვითონ შევძლებდით ლიზიკოსთვის ამდენი პროდუქტის შეძენას?! და საფენები? ისინი მრავალი თვის მანძილზე გვეყოფა, ასე რომ, შეგვიძლია ჩვენი გოგონას გამო მშვიდად ვიყოთ. არადა, ყოველთვე, მხოლოდ წამლებზე 400 ლარს ვხარჯავდით?!.. 

იცით, როგორც კი მე და ლიზი ჰოსპისში აღმოვჩნდით, მაშინვე თქვენ ფონდში დავრეკე... თანადგომისთვის, რჩევისთვის, კეთილი სიტყვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მრცხვენოდა და მეხათრებოდა თქვენი კიდევ ერთხელ შეწუხება, დახმარების მოლოდინი უბრალოდ სხვა არსაიდან მქონდა... მხოლოდ ფონდის მეგობრები - ეს ყველაფერია, რაც გაგვაჩნია. დაე, უფალმა დაგლოცოთ! ჩემი გოგონები თქვენთვის იმდენს ლოცულობენ! 

უი, ეს ცალკე უნდა მოგიყვეთ! როდესაც თქვენი წარმომადგენლები ჩვენთან პირველად მოვიდნენ, თამარი და თინიკო ისე დაიბნენ... სულ მეკითხებოდნენ: დედა, ეს ჩვენთან მოვიდნენ? განა, ასე ხდება ხოლმე? ხომ არ შეეშალათ?

ბავშვებს არ სჯეროდათ, რომ მათ ცხოვრებაში, შეიძლება, ასეთი რამ მომხდარიყო; რომ მშობლების გარდა, მათზე კიდევ ვინმე  იზრუნებდა...

ლეილა, პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და თანადგომა? 

- მე ხვალინდელი დღის იმედი დამიბრუნდა... თქვენი და ფონდის მეგობრების წყალობით, ლიზიკოსთვის წამლების, საფენების და ჰიგიენური საშუალებების რამდენიმეთვიანი მარაგი გვაქვს და მე აღარ მომიწევს იმის გადაწყვეტა, თუ რა ვიყიდო ჩვენი მწირი შემოსავლით - ლიზიკოს წამლები თუ საკვები უფროსი გოგონებისთვის?

ლიზიკოს იმდენი იოგურტი მოუტანეთ, თამარსაც და თინიკოსაც შეეძლოთ პირის ჩატკბარუნება, მაგრამ მათ თითიც არ დააკარეს... ასე თქვეს, ეს ლიზის მოუტანეს, ჩვენ არ შევჭამთო... და სულ ასე არიან - ყველაფერი ლიზისთვის, მათი თოჯინისათვის. მათ თუ ვინმე ტკბილეულობით გაუმასპინძლდა, მაშინვე სახლში მოაქვთ, დაიკოსთვის... 

თინიკო (11 წლის): ლიზისთვის არაფერი გვენანება! ის ხომ პატარაა?! მას ღეჭვაც კი არ შეუძლია... ამიტომ იოგურტები მას სჭირდება, ჩვენ კი მათ გარეშეც გავძლებთ. აი, თქვენ რომ გაზქურა მოგვიტანეთ, თამარი მასზე ხრაშუნა კარტოფილს შეწვავს... იცით, რა სუნი დატრიალდება? მაგრამ ლიზი მის ჭამას ვერ შეძლებს... 

სახლში თამარი დიასახლისობს?

თინიკო (11 წლის): მას უწევს... ახლა, როდესაც დედა, ლიზისთან ერთად თბილისში - ჰოსპისში იყო, სახლში უფროსები მამა და თამარი იყვნენ. თამარი საჭმელს გვიმზადებდა, რეცხავდა, ალაგებდა... არ იფიქროთ! მეც ვეხმარებოდი, მაგრამ ის გაზქურასთან მისვლის უფლებას არ მაძლევს.

თამარი (14 წლის): მე უკვე დიდი ვარ და თითქმის ყველაფრის კეთება ვიცი. დედას შეძლებისდაგვარად ვეხმარები, ლიზის მოვლაც შემიძლია; მაგრამ მე და თინიკოს ყველაზე მეტად ჩვენი დის გართობა გვიყვარს. ჩვენ მას ვუმღერით, ზღაპრებს ვუყვებით, ოღონდ რიგრიგობით... ლიზის რატომღაც არ უყვარს, მე და თინიკო ერთად რომ ვმღერით, ან ვსაუბრობთ.

როგორ ხვდებით, რა მოსწონს და რა - არა? მას ხომ საუბარი არ შეუძლია?

თამარი (14 წლის): როდესაც რაღაც არ მოსწონს, ყვირილს იწყებს. თუ მოსწონს - თავს გვერდზე გადაწევს და ჩუმადაა, გისმენს. აი, როგორც ახლა. ხედავთ? 

გოგონებო, ძალიან კარგი დები და შვილები ხართ. დედას შეუძლია, თქვენით იამაყოს! 

ლეილა, ვიცი, რომ თქვენი ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულებულა. კიდევ რით შეგვიძლია ჩვენ და ჩვენს მკითხველებს თქვენი დახმარება? 

- როგორ გავბედო კიდევ რამის თხოვნა? თქვენ ხომ უკვე ამდენი გააკეთეთ ჩვენთვის... მაგრამ მოვიკრებ მხნეობას და მაინც გეტყვით: ლიზისთვის მუდმივად გვჭირდება საკვები ზონდი და ფოლის კათეტერი. ეს თუ იქნება ჩემი თხოვნა, ჩვენ სხვა არაფერი გვჭირდება. 

ლიზის და მთელი ჩვენი ოჯახის სახელით, ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი ფონდის თითოეულ თანამშრომელს და პირადად ფონდის დამაარსებელს, ლეონიდ მიხეილის ძე ჩერნოვეცკის! უფალი ხედავს თქვენს კეთილ საქმეებს და ისმენს, თქვენთვის რომ ვლოცულობთ! 


----

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ. 

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გრიგალაშვილების ოჯახი) 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/550-grigalashvili 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: