პროექტის რეპორტი ჩემს გოგონასთან გატარებული ყოველი დღე, უფლის საჩუქარია. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემს გოგონასთან გატარებული ყოველი დღე, უფლის საჩუქარია.

page info icon
2020 აპრილი 5
page info icon
6947
14 წელია მადონა შვილის სასთუმალს არ შორდება. ექიმები ეუბნებოდნენ, დიდხანს ვერ იცოცხლებსო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,927 ₾
( 207 დონორი )
დასრულებულია
ახლა ეს ბავშვები ბედნიერები  არიან და ეს თქვენი დამსახურებაა!

შეხედეთ ამ სურათს - ეს ჩვენი მარი ბოლქვაძეა! მისი სულის შემძვრელი ამბავი ოთხი თვის წინ გიამბეთ პოსტში „ჩემს ავადმყოფ გოგონასთან გატარებული ყოველი დღე, უფლის საჩუქარია!“


მაშინ, ბოლქვაძეების ოჯახში შემაძრწუნებელი უიმედობა სუფევდა. 14 წლის მარისა და მისი ორი ძმის გიორგის (8 წლის) და ნიკოლოზის (7 წლის) მოსიყვარულე მშობლები ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონას სიცოცხლისთვის ფაქტობრივად მარტო ებრძოდნენ და უფალს დახმარებას ევედრებოდნენ... ღმერთმა ისმინა მათი ლოცვა! დახმარება, ჩვენი კეთილი და დიდსულოვანი თანამემამულეების სახით გამოუგზავნა! თქვენ მოახდინეთ სასწაული, ოჯახს რწმენა და იმედი დაუბრუნეთ! 

თქვენი დამსახურებით, ეს ბავშვები ახლა ბედნიერები არიან! მარიც კი, თითქოს ცდილობს რომ ღიმილი გაჩუქოთ...

მრავალშვილიან დედაზე, მადონაზე აღარაფერი რომ ვთვათ...ის ვერც წარმოიდგენდა, რამდენად გულუხვი მეგობრები ჰყავს ჩვენს ფონდს. მათ ხომ უმწეო დედას, საკუთარი მძიმე ცხოვრების დავიწყების შესაძლებლობა მისცეს...

- მადონა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, მას შემდეგ რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

მადონა: ჩემი ცხოვრება? იცით, უკურნებელი სენით დაავადებული ჩემი  გოგონას საშინელი ხვედრი წამიერად დამავიწყდა კიდეც. საკუთარ თავს ისეთი ფუფუნების ნება მივეცი, როგორიცაა დარდის დავიწყება და ბედნიერების შეგრძნება. თუნდაც ცოტა ხნით... როდესაც ჩავრთეთ ტელევიზორი, რომელიც ფონდმა გვაჩუქა, მარის სახეზე რაღაც ღიმილის მსგავსიც კი დავინახე... წამიერად მომეჩვენა, თითქოს შეიძლება წამოხტეს და ბედნიერებისგან ხტუნვა დაიწყოს... დარწმუნებული ვარ, განძრევა რომ შეეძლოს, სწორედ ასე იქნებოდა... 

გული საგულედან კინაღამ ამომიხტა, ჩემი ბიჭების ბედნიერი სახეები რომ დავინახე. თვალები გაუბრწყინდათ და სახე ღიმილით გაებადრათ.

         უფალს მადლობას ვწირავ, თქვენთან რომ გამომგზავნა. ხალხმა ჩვენს შესახებ სწორედ თქვენი პოსტის წყალობით შეიტყო! იმდენი რამ გვაჩუქეს: ბლენდერი, გაზქურა, პლანშეტი! ნახეთ, მარიამს რამდენი პამპერსი მოუტანეს? და რამდენი პროდუქტი? ბავშვებს როგორც იქნა გაახსენდათ, რას ნიშნავს კარგად ჭამა!

-საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

მადონა: ყველაფერი მომეწონა! როგორ გამოვარჩიო? მაგრამ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ბლენდერისთვის. ჩემი გოგონასთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! მარიამს ღეჭვის რეფლექსი განვითარებული არ აქვს ამიტომაც, მისთვის მხოლოდ რბილ საჭმელს ვამზადებ.

          ადრე იძულებული ვიყავი მთელი საჭმელი გამეხეხა, ან ჩანგლით დამეჭყლიტა. მაგრამ მაინც, როგორც საჭიროა ისე არ გამომდიოდა. ახლა კი, ყველაფერი ბევრად მარტივია.

- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ ვინმე?

მადონა: არავის გამოყოფა არ მინდა. ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული. საკვები პროდუქტი და პამპერსი პირადად მოგვიტანეს. ახლა, თითოეულ მათგანთან ვმეგობრობ და მთელი გულით მიყვარს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იცი, რომ შეგიძლია ვიღაცის იმედი გქონდეს! დიახ, მყავს მეუღლე, მული, შვილები, რომლებიც მუდამ  მიდგანან გვერდში. მაგრამ როდესაც სრულიად უცხო ადამიანი  ხელს გაგიმართავს - ორმაგად სასიხარულოა, ეს გამხნევებს და შემართებას გმატებს.

          - მადონა, ძალიან გვიხარია, რომ თავს ბედნიერად გრძნობთ, ცოტათი მაინც. ეს თვალებშიც კი ჩანს. ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაინტერესდნენ თქვენი მდგომარეობით? რამით თუ დაგეხმარნენ?

         მადონა: დიახ, დაინტერესდნენ! გვინახულეს კიდეც! ადგილობრივმა გამგეობამ საკვები პროდუქტი გადმოგვცა: ბურღულეული, ფქვილი, ზეთი, პური, შაქარი და კიდევ სხვა. ძალიან გვეხმარებიან! და მათი უზომოდ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენთვის!

- გვიამბეთ თქვენს ემოციებზე.

მადონა: სიტყვები არ მყოფნის, ჩემი ემოციები რომ აგიღწეროთ! ასე არასდროს არავინ დაგვხმარებია!  ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი რამ ცხადში ხდება! თავიდან ეჭვი მეპარებოდა კიდეც, რომ დაგვეხმარებოდით! მაგრამ თქვენ დამიმტკიცეთ საპირისპირო! ახლა, მე მჯერა სასწაულების...

იცით, როდესაც ამდენი საჩუქარი მოგვიტანეს, ბავშვებმა სიხარულისგან კიოდნენ და მთელ სახლში დახტოდნენ! ჩვენს ცხოვრებაში არაფერი მსგავსი არასდროს არ მომხდარა! ბავშვებს დავდევდი და ვამშვიდებდი, მარი თვალებს აცეცებდა და ვერ ხვდებოდა, ირგვლივ რა აურზაური იყო. ზოგადად, ჩვენს სახლში სიჩუმეა ხოლმე (იცინის)

- პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

მადონა: ძალიან ბევრს... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ დაუნდობელ სამყაროში, ამდენი კეთილი ადამიანი არსებობს. როდესაც ფონდმა საქველმოქმედო აქცია დაიწყო, უამრავმა ადამიანმა დამირეკა, ყველანი მამხნევებდნენ... მაშინ  ვიგრძენი თავი ძლიერად... 

          ავადმყოფი ბავშვის დედობა მართლა ძალიან რთულია. ხან ეკითხები უფალს, რისთვის? ხან სასოწარკვეთილებაშიც ვარდები... მაგრამ როდესაც მხარდაჭერას გრძნობ და მორალური საყრდენი გაქვს - ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი ხდება. აცნობიერებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი უფლის ნებაა. შენი მთავარი მისიაა - აიტანო, გაუძლო ამ ტკივილს, და არაფერი მოაკლო ავადმყოფ შვილს... მისთვის შეუძლებელიც კი უნდა შეძლო...

- ბავშვებს რა მოეწონათ ყველაზე მეტად?

მადონა:  ვაიმე, ყველაფრით აღფრთოვანებულები იყვნენ! მთელი ქვეყანა შეყარეს! ლამის ფერხული ჩააბეს ამ ყუთების გარშემო(იცინის)

მაგრამ ალბათ, ყველაზე მეტად პლანშეტი მოეწონათ. ახლა სკოლებში სწავლა არ არის, ამიტომაც მთელი დღე თამაშობენ და მხიარულობენ. რომ ვუყურებ, ძალიან მიხარია. მე ხომ შესაძლებლობა არ მაქვს, ასეთი სიხარული რომ ვაჩუქო... ბიჭები ხშირად მირბიან დაიკოსთან, ეძახიან: „მარი, მარი, ნუ გძინავს, შეხედე!“ და რაღაც მულტფილმებს აჩვენებენ.

           - თუ შეიძლება, მინდა ბავშვებსაც რომ გავესაუბრო. აბა მითხარით, ფეხბურთელებო, როგორ მოგეწონათ საჩუქრები?

          გიორგი(8 წლის): უმაგრესია! მაგრამ ყველაზე მაგარი საჩუქარი არის ტელევიზორი! უუუუზარმაზარია! როცა მოგვიტანეს, მე და ჩემს ძმას ახლოს მისვლა და შეხებაც კი გვეშინოდა, რომ არ გაგვეფუჭებინა. ისეთი ლამაზია! და თან რამხელა ხმა აქვს!  მუსიკას რომ ჩავრთავთ, ყველა მეზობელს ესმის, მაგრამ კარგები არიან და არ ჩივიან. რომ ჩაგვივლიან ხოლმე, ყოველთვის ეღიმებათ!

ნიკოლოზი(7 წლის): არა, დეიდა, ამას არ მოუსმინოთ! ყველაზე მაგარი საჩუქარი პლანშეტია! აი ეგ მართლა ძალიან მაგარია! იმდენი საინტერესო რამეა შიგნით! მულტფილმებსაც ვუყურებთ, შემეცნებით გადაცემებსაც, ვთამაშობთ კიდეც. გადაცემებს უფრო გიო უყურებს ხოლმე. მე თამაში მირჩევნია! 

          - თქვენს დაიკოზე რას იტყვით?

ნიკოლოზი(7 წლის): ოო! ჩემი აზრით, მარის, ტელევიზორი მოეწონა ყველაზე მეტად. როცა ჩავრთავთ, იღიმის ხოლმე. განსაკუთრებით მუსიკას რომ გაიგონებს! სამწუხაროა, ლოგინიდან რომ ვერ დგება. მარი უსათუოდ ცეკვას დაიწყებდა! და კიდევ, ჩემს დას ლაპარაკი რომ შეეძლოს, აუცილებლად გეტყოდათ „მადლობას!“ მაგრამ მე და გიო გიხდით მადლობას, მის მაგივრადაც!

        - რა კარგი ბიჭები ხართ! გვიხარია, ყველაფერი რომ მოგეწონათ! ახლა დედიკოს უნდა ვკითხო: მადონა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ...

          მადონა: უდიდეს მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაგვეხმარა! უბრალოდ უფლება არ მაქვს, კიდევ რამე რომ გთხოვოთ... მაგრამ მარიამს პამპერსი მუდმივად სჭირდება, მუდმივად... თვეში თითქმის 3 შეკვრა იხარჯება... ჩვენ კი შეძენის საშუალება არ გვაქვს... ჩემთვის მთავარია მოვუარო ჩემს გოგონას და მის ჯანმრთელობაზე ვიზრუნო. სხვას, ყველაფერს გავუმკლავდებით! ეს კი თქვენი დამსახურებაა, ჩვენთვის ამდენი რომ გააკეთეთ.

----

         და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 

        ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 

      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!

         თქვენი სიკეთე -  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 

         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!

   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბოლქვაძეების ოჯახი)
 ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/567-bolkvadzemari/
       სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
       ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )

1 ზარს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა - 0901 200 270 

          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: