პროექტის რეპორტი მუხლმოდრეკილი ცხოვრება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მუხლმოდრეკილი ცხოვრება

page info icon
2020 მაისი 4
page info icon
3716
„ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძნელია უყურო, როგორ ხოხავს შენი შვილი მუხლებზე, ფეხზე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ ერთ ნაბიჯსაც კი ვერ ადგავს“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,728 ₾
( 164 დონორი )
დასრულებულია

დედიკო, ჩვენთან ჯადოქრები მოვიდნენ!


„დედიკო, დედა! მალე გამოდი, ჩვენი ჯადოქრები მოვიდნენ!“ - 8 წლის ლიკამ და მისმა 10 წლის ძმამ, ლუკამსიხარულის ყიჟინით ამცნეს მთელ ქუჩას ჩვენი მოსვლის შესახებ. როგორ შეცვლილან ბავშვები ამ თვეების განმავლობაში! სახიდან ბედნიერი ღიმილი არ შორდებათ, თვალები კი სიხარულით უბრწყინავთ!

სულ რაღაც ექვსი თვის წინ, როდესაც ეკა და დემეტრე რუსიაშვილების ოჯახი პირველად მოვინახულეთ, გარშემო სასოწარკვეთილება და მწუხარება სუფევდა. ბავშვებიდან ყველაზე უმცროსი - სამი წლის რეზი - ცერებრალური დამბლით დაიბადა და თირკმელების სენით - ნეფროზული სინდრომით არის დაავადებული. ლიკას და ლუკას სმენისა და მეტყველების დარღვევები აქვთ. მათი საბრალო მშობლების ყველა ძალისხმევა ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული. დანარჩენზე ფული უბრალოდ აღარ რჩებოდათ...


სასოწარკვეთამდე მისულმა დედამ - ეკამ, კეთილი ადამიანების იმედად, დახმარებისთვის ჩერნოვეცკის ფონდს მიმართა. პოსტის „მუხლმოდრეკილი ცხოვრება“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/578-rusiashvil/description/მთავარი გმირი პატარა რეზი იყო, მაგრამ თქვენ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო, ამ მრავალტანჯული ოჯახის არც ერთი წევრი არ დატოვეთ უყურადღებოდ, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე ხელგაშლილი და სულგრძელი ადამიანები ჩვენს მშვენიერ საქართველოში ცხოვრობენ!

ინიციატივა მაშინვე 8 წლის ლიკამ აიღო ხელში.

ლიკა: იცით, რამდენი მეგობარი შევიძინეთ?! ჩვენ ტელევიზორშიც კი გვაჩვენეს! დედა ისეთი ლამაზი იყო... და მეც, რა თქმა უნდა.... დედამ თქვა, რომ ტელევიზიამ ჩვენ შესახებ თქვენი წყალობით გაიგო და ამიტომაც მოვიდნენ. ვიცოდი, ვიცოდი, რომ თქვენ ჯადოქრები იყავით!

მერე, რამდენი საჩუქარი გვაჩუქეს?! ეს კატოა - ჩემი მოლაპარაკე თოჯინა. გახსოვთ, თქვენ დაწერეთ, რომ მოლაპარაკე თოჯინა მინდოდა? დეიდა მარიამმა წაიკითხა და მე ის მომიტანა, ლუკას და რეზის კი  - ბურთები, როგორც ოცნებობდნენ.

კატოს ახლა ჩემთან ერთად სძინავს, ჩემსა და ლუკას ახალ საწოლში. მე და კატო პირველ სართულზე ვართ, ლუკა - მეორეზე. როდესაც ჩვენი საწოლი მოგვიტანეთ, მასთან იმდენი ვიკამათე იმის გამო, თუ ვინ დაიძინებდა ზემოთ! კინაღამ ვიჩხუბეთ, მაგრამ შემდეგ, მე და კატომ გადავწყვიტეთ, რომ ქვემოთ უფრო უკეთესად, მშვიდად ვიქნებოდით, თორემ ვაიდა, უცებ კატო რომ გადმოვარდეს?..

– იმედი მაქვს, კომპიუტერის გამოც არ იჩხუბეთ...

ლიკა:ცოტათი! ახლა უკვე აღარ ვჩხუბობთ. ერთად ვთამაშობთ და რეზისაც ვათამაშებთ, ოღონდ ღილაკებზე დაჭერის უფლებას არ ვაძლევთ, რომ არ გააფუჭოს. ის ხომ ჯერ პატარა?!

– მოდით, დედას ვკითხავ. რეზის საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონა?

ეკა:რეზის ყველაფერი მოეწონა! იმ ბურთზე გიჟდება, მარიამ ბერძენიშვილმა რომ აჩუქა. ისე უხარია, როდესაც აგორებს და მუხლებზე ხოხვით მისდევს... მართალია, თქვენი მოტანილი ტკბილეული და კანფეტები მას არ ერგო, - თირკმელების პრობლემის გამო, რეზისთვის ტკბილი არ შეიძლება, - მაგრამ ლიკამ და ლუკამ ჭამით გული იჯერეს! ვფიქრობ, ამდენი ტკბილეული ერთად მათ ცხოვრებაში არ უნახავთ.


– ეკა, მოგვიყევით, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

– თქვენი სტატია ძალიან ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. პირველი ზარი ზუსტად ერთი დღის შემდეგ შემოვიდა! ხალხი რეზის მდგომარეობის შესახებ მეკითხებოდა, აინტერესებდათ, რით შეეძლოთ დახმარება. ერთხელ ანგარიშზე თანხაც კი ჩაგვირიცხეს - 100 ლარი.

შემდეგ მარიამ ბერძენიშვილი მოვიდა, ბავშვებს საჩუქრები მოუტანა - მოლაპარაკე თოჯინა ლიკასთვის, ბურთები ლუკასა და რეზისთვის და უამრავი სურსათი. ფულიც დაგვიტოვა.

ლიკას სიხარულს ვერ აღგიწერთ, თოჯინა რომ დაინახა! ჩემი გოგონას ბედნიერი თვალები დღემდე მახსოვს. შემდეგ, საჩუქრები თქვენგანაც მივიღეთ! მარტო ბავშვები კი არა, მეც სიხარულით დავხტოდი, საწოლები რომ დავინახე! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ხომ გახსოვთ, რაზე ეძინათ ჩემს შვილებს? ყოველ საღამოს, ჩემი ქმარი, დემეტრე საწოლს აგურებს უდგამდა, რომ მე და ბავშვები ღამით არ ჩავვარდნილიყავით.

ახლა კი, მე და რეზის ახალი, მყარი საწოლი გვაქვს, ლიკას და ლუკას კი საკუთარი - ორსართულიანი.


– და ტელევიზიასთან დაკავშირებით რა ამბავია, რაზე საუბრობდა ლიკა?

– თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტელეარხ „ობიექტივიდან“ დაგვირეკეს და ჩვენი ოჯახის შესახებ სიუჟეტის გადაღების ნებართვა გვთხოვეს. შემდეგ, ტელეკომპანია "იმედიდანაც“ დაგვირეკეს - ჩვენით გადაცემა „პრაიმ შოუ“ დაინტერესდა. ისინიც მოვიდნენ და ჩვენი ამბავი ჩაწერეს. ყველასი დიდი მადლობელი ვარ! „ობიექტივიც“ და „პრაიმ შოუც“ ჩვენთან ხელცარიელები არ მოსულან. უამრავი სურსათი და ბავშვებისთვის - სათამაშოები მოიტანეს.

ეს ყველაფერი კი - თქვენი წყალობით! თქვენმა სტატიამ ხალხს გულები აუფორიაქა, მათში თანაგრძნობა და ახლობლის დახმარების სურვილი გააღვიძა! როგორც ჩემმა გოგონამ თქვა, „თქვენ ჯადოქრები ხართ!“

შეხედეთ მათ სახეებს! ისინი ბედნიერები არიან! არ ვიცი, რა სიტყვები შევარჩიო, ჩემი მადლიერება რომ გამოვხატო მათი სიხარულით სავსე თვალებისთვის, იმ იმედისა და ადამიანების, სიკეთის რწმენისთვის, რომელიც ჩემს შვილებში და ყველა ჩვენგანში გაჩნდა... დამსახურებისამებრ, მხოლოდ უფალი თუ შეძლებს თქვენთვის მადლობის გადახდას, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ და თითოეული მათგანი გვახსოვდეს, ვინც თუნდაც მცირედი სიყვარული და თანაგრძნობა გამოიჩინა...


– ადგილობრივ ხელისუფლებას თუ ჰქონდა რაიმე რეაქცია ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?

– საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. ალბათ ისინი ან მსგავს პოსტებს არ კითხულობენ, ან უბრალოდ, არ აინტერესებთ თანამემამულეთა ბედი. არც კი ვიცი, რა ვთქვა...

– ეკა, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობს ახლა თქვენი ოჯახი? რა პრობლემები დარჩა გადაუჭრელი?

– ყველაზე მთავარი რეზის ჯანმრთელობაა. ორი კვირის წინ მე და ის კვლავ საავადმყოფოში ვიწექით. თირკმელების პრობლემების გამო მას შეშუპება დაეწყო, სისხლში გლუკოზის დონემ მკვეთრად მოიმატა. მადლობა ღმერთს, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი საშუალებას გვაძლევს, უფასოდ ჩავაბაროთ გარკვეული ანალიზები და მივიღოთ კონსულტაციები, მაგრამ მაგალითად, ნეფროლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რომელიც რეზის რეგულარულად სჭირდება, ფასიანია და თითო 50-60 ლარი ღირს.


ჩვენთვის ეს აურაცხელი თანხაა. ჩვენს ოჯახში ხომ არავინ მუშაობს, დახმარება და რეზის პენსია კი სადამდე უნდა გავაწვდინოთ? ჩემი მეუღლე, დემეტრე, სერიოზულად არის ავად - მას გულის პრობლემები აქვს. მცირეოდენი დატვირთვა და - სუნთქვა ეკვრის... დედამთილიც ავად არის, სახსრები სტკივა და ორ ჯოხზე დაყრდნობილი დადის. 

როგორც იცით, ლიკა და ლუკა პრობლემური ბავშვები არიან - მათ განვითარების შეფერხება აქვთ. ახლახან, ლუკას სმენის ნერვის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ მომიწია, თბილისის მერიისთვის თხოვნით მიგვემართა, რომ მისთვის 4600 ლარის ღირებულების სასმენი აპარატის შეძენა დაეფინანსებინათ. სიმართლე გითხრათ, იმედიც კი არ მქონდა, რომ ჩვენს თხოვნას დააკმაყოფილებდნენ, მაგრამ არა! სრულად გადაიხადეს და ლუკას მას დღე-დღეზე დაუყენებენ.

აი, ასე ვცხოვრობთ! ხან რა გამოხტება, ხან რა. თქვენც კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სახლი. ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში ჩვენი ნებით შემოვედით, სანიტარული კვანძი მივაშენეთ, ცოტა შიგნითაც მოვაწყეთ, მაგრამ კარ-ფანჯრების შეცვლა ვერ შევძელით... ისინი სულ მთლად დალპა და დახურული კარ-ფანჯრების შემთხვევაშიც კი, სახლში ორპირი ქარი დასეირნობს. იმედი გვქონდა, რომ „ფეისბუქზე“ თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას მოგვაქცევდა და ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებდა მდგომარეობას, მაგრამ ამაოდ... მხოლოდ ჩვენი ახალი მეგობრები, თქვენი მკითხველები გვრჩებიან ერთადერთ იმედად. იქნებ ვინმემ შეძლოს და თუნდაც, ნახმარი კარ-ფანჯრებით დაგვეხმაროს, თორემ ზამთარი მოდის და იმის გაფიქრებაც კი მზარავს, წინ რა გველის.


რეზის ავადმყოფობის გამო, შეშის ღუმელს ვერ ვაყენებთ. როგორც ექიმმა გვითხრა, თირკმლების დაავადებების დროს, მისთვის ეს ძალიან საზიანოა. გათბობა კონდიციონერით გვიწევს; ასეთი ფანჯრებით კი, ოთახში სითბოს შენარჩუნება შეუძლებელია.

აი, ხომ ხედავთ?! ისევ მომიწია თქვენთვის დახმარების თხოვნა... მაპატიეთ, ღვთის გულისათვის... აღარ მინდოდა ჩივილი, მაგრამ რაღაცნაირად, თავისთავად გამოვიდა.

– ეკა, ნუ დარდობთ, ყველაფერი რიგზეა. თქვენ ახლა იმდენი მეგობარი გყავთ, ვინმე აუცილებლად გამოგეხმაურებათ.

– სწორედ ამიტომ მეუხერხულება ასე ძალიან. თქვენ ჩვენთვის უკვე იმდენი გააკეთეთ, მე კი კვლავ ჩემი პრობლემებით გაწუხებთ... მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს და იცის!

ლუკამ და ლიკამ სკოლაში წასვლა წელს მხოლოდ კეთილი და გულისხმიერი ადამიანების წყალობით შეძლეს. ბავშვებს არც ტანსაცმელი ჰქონდათ, არც ფეხსაცმელი, არც რვეულები... რომ არა მათი მასწავლებელი-ლოგოპედი დღის ცენტრიდან „პირველი ნაბიჯი“ და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მე მათ სასწავლებლად ვერ გავგზავნიდი... ბავშვებს ახალი ტანსაცმელი მოუტანეს, სრულიად აღჭურვეს სკოლისთვის. დიდი მადლობა მათ!

დიდი მადლობა ყველას! ის სიხარული და ბედნიერება, რომელიც ჩემს შვილებს თქვენ და თქვენმა მკითხველებმა, ჩვენმა ახალმა მეგობრებმა აჩუქეს, თითოეულ თქვენგანს დაუბრუნდება! სიკეთე ხომ უკვალოდ არ ქრება?! ის ასჯერ მეტად ბრუნდება! ღმერთმა დაგლოცოთ!

  ***

მეგობრებო, როგორც ხედავთ, მიუხედავად ჩვენი დახმარებისა და მხარდაჭერისა, რუსიაშვილების პრობლემები და საზრუნავი არ დასრულებულა. რეზის ჯერ კიდევ სჭირდება მკურნალობა, ფული კი საშინლად არ კმარა. მწირი სოციალური შემწეობა და პატარა, ავადმყოფი ბავშვის პენსია დიდი ოჯახის გადასარჩენად საკმარისი არ არის. მშობლები ყოველდღე დილემის წინაშე დგანან - რეზის წამლები იყიდონ თუ საკვები პროდუქტები, ბავშვებისთვის?

მოდით, კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ გულის კარნახს, დახმარების ხელი გავუწოდოთ რუსიაშვილების ოჯახს და დავეხმაროთ მათ თავიანთი ოცნებების რეალობად ქცევაში.

და თუკიგიმძიმთსაყოფაცხოვრებოსირთულეებისადაგადაუჭრელისაკითხებისგამო, რამდენიმეწამითგადაიტანეთყურადღებაჩვენ FB პოსტებზე; ანუმჯობესია, დაურეკოთჩვენსნებისმიერბენეფიციარსდაყველათქვენიპრობლემაუმნიშვნელოდმოგეჩვენებათიმათთანშედარებით, ვისაცმისიცხოვრებისყველაზემძიმემომენტშიდაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: რუსიაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/578-rusiashvil/description

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!



მსგავსი პროექტები: