მოითმინე, პატარავ, მოითმინე!..
რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის…
შიმშილით ომის დროს კი არა, მშვიდობიან საქართველოშიც კი ვეღარავის გააკვირვებ, ასეთი ოჯახებიკი ჩვენ გარშემო იმდენია! ჩვენ მათზე საუბრით არ ვიღლებით და ყოველ ჯერზე გვაოცებს რამდენი ხართ - ჭეშმარიტად კეთილი ადამიანები, რომლებსაც გული გახსნილი გაქვთ უფლისათვის!
ალბათ გახსოვთ, როგორ მიმართა უბედურმა და მძიმედ სნეულმა ქალმა, მაიამ საქართველოს ყველა კეთილ დედ-მამას თხოვნით, რომ მისი შვილები შიმშილს გადაერჩინათ! ის თვითონაც საშინელი დაავადებით - ლიმფომით იტანჯებოდა, მაგრამ თავისთვის წამლებს არ ითხოვდა. აი, ნამდვილი ქართველი დედა! მისთვის შვილები პირველ ადგილზე დგანან, საკუთარი ჯანმრთელობა კი არაფერია!
დაათვალიერეთ მათი სურათები, გაიხარეთ ჩვენთან და მაიასთან ერთად! იმ სითბოს და სიხარულს თქვენც იგრძნობთ, რასაც ჩვენ განვიცდით, როდესაც ჩვენი საყვარელი ბენეფიციარების ბედნიერ სახეებს ვხედავთ. ჩვენ მათ მანამდეც ვხედავთ და შემდეგაც - და იცით, ეს სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან! ეს არიან ადამიანები, რომლებსაც რწმენა და იმედი გაუჩნდათ...
მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას იმისთვის, რომ გვაძლევთ საშუალებას ეს სიხარული სხვებსაც გავუზიაროთ! ღმერთმა დაგლოცოთ!
–მაია, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
მაია: თქვენი პოსტის წყალობით უამრავი მეგობარი შევიძინეთ; მარტოობის შეგრძნება აღარ გვაქვს და ცხოვრება ყოველმხრივ შეიცვალა - რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ! დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მკითხველებს! თქვენი მხარდაჭერის წყალობით ბევრი შიში დავძლიე და რწმენა შემემატა, რომ გამოვჯანმრთელდები და ყველაფერი კარგად იქნება. და რა თქმა უნდა, თქვენ ჩემს შვილებს ღიმილი აჩუქეთ, ეს კი ჩემთვის ყველაზე ძლიერმოქმედი წამალია. პატარებს ახალ ლოგინში შიშის გარეშე სძინავთ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ იქ ვირთხები ვეღარ მისწვდებიან. ტელევიზორი კი... სახლში მუსიკა ისმის და ბავშვებს შეუძლიათ მულტფილმებს საათობით უყურონ. აღარაფერს ვამბობ ჩემს ახალ, ერთგულ მეგობარზე - სარეცხ მანქანაზე, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღე მეხმარება. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მკითხველებს! თქვენი პუბლიკაცია რომ არა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და არც კი ვიცი, ჩვენ თუ ვიქნებოდით... თქვენ წინაშე ქედს ვიხრი. უფალმა დაგლოცოთ!
–მაია, ახალი მეგობრებიდან ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით? მათი სახელები თუ გახსოვთ?
მაია:მინდა, გამონაკლისის გარეშე, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენ შესახებ წაიკითხა და უყურადღებოდ არ დაგვტოვა. ტელეფონი გაუთავებლად რეკავს, ჩემი ჯანმრთელობისა და ჩვენი პრობლემების შესახებ მეკითხებიან, ჯანმრთელობას გვისურვებენ და ცდილობენ გვერდში დაგვიდგნენ. მათი წყალობით ვგრძნობ, რომ მარტოობა წარსულს ჩაბარდა. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ახალგაზრდა ბიჭებს გორიდან; მინდა მათ ბოდიში მოვუხადო, რადგან მათი სახელები აღარ მახსოვს. (ავადმყოფობის გამო მეხსიერების სერიოზული პრობლემა მაქვს.) მოვიდნენ, სურსათი და შეშა მოგვიტანეს, შემდეგ, ახალ წელს ისევ გვესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრები - სათამაშოები და ტკბილეული მოუტანეს, მათთან ერთად ითამაშეს; ნამდვილი დღესასწაული გვაჩუქეს! უღრმესი მადლობა მათ! მათი მშობლების წინაშე ქედს ვიხრი იმისთვის, რომ ასეთი ღირსეული ბიჭები აღზარდეს. ჩემს შვილებს ყოველთვის მათ მაგალითს მოვუყვან. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მათ, ვინც გვესტუმრა და ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ჩემი დაავადების გამო მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე. ყველა ეს ადამიანი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება და დარწმუნებული ვარ, როცა გამოვჯანმრთელდები, მათი სახელები აუცილებლად გამახსენდება, მათი სახეები კი ისედაც სულ თვალწინ მიდგას და უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ მათ წყალობა არ მოაკლოს!
–თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
მაია:ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სხვადასხვა პრობლემით ბევრჯერ მიმიმართავს, მაგრამ ისინი ჩემს არსებობას არც კი ამჩნევდნენ. თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი სურსათით სავსე პარკები უკვე ორჯერ მოგვიტანეს. მინდა მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო.
–რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
მაია:ბევრის თქმა არაფრის თქმის ტოლფასია. პანდემიით გამოწვეულ, არსებულ კრიზისულ ვითარებაში თქვენი დახმარების გარეშე ზამთარს ვერ გადავიტანდით. როცა პირველად გვესტუმრეთ და გვკითხეთ, ყველაზე მეტად რა გვჭირდებოდა, სირცხვილით დამწვარმა, საწოლი გთხოვეთ, რადგან ჩვენი ხელნაკეთი საწოლი მთლად დაზიანებული იყო და ფაქტობრივად იატაკზე გვეძინა. იმ დროს საოჯახო ტექნიკაზე ფიქრიც კი არ შემეძლო. ჩემმა ბიჭმა სწორად აღნიშნა: თქვენ და თქვენი მკითხველები ნამდვილი ჯადოქრები ხართ! გაზის გამათბობელი სითბოს გვჩუქნის, სარეცხი მანქანა ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავს - რეცხვისას წელი და კისერი აღარ მტკივა; ტელევიზორი კარგ განწყობაზე გვაყენებს და ბავშვებსაც ართობს; მიქსერი, ხორცსაკეპი მანქანა და ტოსტერი ჩემი პატარა დამხმარეები არიან, რომლებიც საჭმლის სწრაფად და მარტივად მომზადებაში მეხმარებიან. მაცივარი ჩვენს სურსათს უსაფრთხოდ ინახავს. ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლი. თქვენ ჩვენი უბადრუკი საცხოვრებელი მყუდრო სახლად აქციეთ. მძიმე ზამთარი გადავიტანეთ, მაგრამ მალე გაზაფხულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად გვექნება. ეს მტკიცე რწმენა კი თქვენ გვაჩუქეთ. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა! უფალმა დაგლოცოთ!
–ბავშვებო, თქვენ რა საჩუქრები მოგეწონათ ყველაზე მეტად?
გელა (5 წლის): ყველაფერი მომეწონა, თქვენ ნამდვილი ჯადოქრები ხართ!
–და მაინც, ყველაზე მეტად რა გაგიხარდა, გელა?
გელა:ყველაზე მეტად - ტელევიზორი და ტკბილეული.
–ტელევიზორის ყურება გიყვარს?
გელა:მულტფილმების ყურება და სიმღერების მოსმენა მიყვარს.
–და რაზე ოცნებობ?
გელა:რომ დედა მალე გამოჯანმრთელდეს!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაში დახმარებასაც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ?
მაია: თქვენ ჩვენთვის იმდენი გააკეთეთ, არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე შემემთხვა. საწოლი გთხოვეთ, თქვენ კი ყველაფერი გვაჩუქეთ, რაზეც ოცნებას ვერც კი ვბედავდი. იცით, მაინც გავბედავ და ერთი თხოვნით მოგმართავთ, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფენები და საჭმელი, რაც ყოველთვის გვაკლია. ერთი ქალი გავიცანი, რომელსაც ჩემზე მეტი პრობლემა აქვს - ძალიან ავად არის და მარტოხელაა; ხათუნა აჩილაშვილი ჰქვია, ახალქალაქში ცხოვრობს. ისე მინდა რამით დავეხმარო, მაგრამ როგორც იცით, შესაძლებლობა არ მაქვს... მაგრამ ყველაზე მთავარი, რისი თქმაც მინდა - დიდი მადლობა! უფალი გფარავდეთ! ქედს ვიხრი თქვენ და თქვენი მკითხველების წინაშე! თქვენ ხალხს რწმენას და იმედს აძლევთ. უფალმა დაგლოცოთ!
მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ბალიაშვილების ოჯახს დაეხმარა! იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ოჯახს კიდევ არაერთხელ დავუჭერთ მხარს, რადგან მათ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. ოჯახს ესაჭიროება საკვები, საფენები და წამლები, მაგრამ ისინი ამ მდგომარეობაშიც კი იმას ცდილობენ, რომ სხვისი პრობლემები საკუთარ პრობლემებზე წინ დააყენონ.
ჩვენერთადბევრი ღვთისთვის სათნო საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. ეს არის: პირველი - იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე - იმის დაცვა, ვინც დაუცველია და ყველაზე მთავარი - იმედის მიცემა მისთვის, ვისაც ის დაკარგული აქვს!
და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ბალიაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/614-baliashvili/.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდანაც. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 სექ 15 | ავეჯი | 700 | transferred |
2020 სექ 22 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 2,200 | transferred |
2020 სექ 24 | პამპერსები | 144 | transferred |
2020 ოქტ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,215 | paid |
2020 ნოე 2 | ბლენდერი | 140 | transferred |
2020 ნოე 2 | მედიკამენტები | 388.76 | transferred |
2020 ნოე 10 | გაზის გამათბობელი | 360 | transferred |
2020 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 190 | paid |
2020 დეკ 3 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 400 | transferred |
2021 იან 4 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 220 | paid |
2021 იან 29 | ხორცსაკეპი მანქანა | 175 | transferred |
2021 იან 29 | პამპერსები მამულაშვილებისთვის | 152 | transferred |
2021 თებ 25 | მედიკამენტები შაქარაშვილისთვის | 200.01 | transferred |
2021 მარ 10 | მედიკამენტები შაქარაშვილისთვის | 100 | transferred |
2021 მარ 18 | პამპერსები შაქარაშვილებისთვის | 85 | transferred |
2021 მარ 18 | პროდუქტები შაქარაშვილებისთვის | 103.09 | transferred |
2021 მარ 25 | ტოსტერი | 65 | transferred |
2021 აპრ 6 | მედიკამენტები,პამპერსები შაქარაშვილებისთვის | 199.78 | transferred |
2021 აპრ 28 | პროდუქტები | 100 | transferred |
2021 ივლ 8 | ველოსიპედი | 200 | transferred |
2021 აგვ 16 | ელექტრო ღუმელი შაქარაშვილებისთვის | 90 | transferred |
2021 ოქტ 19 | პროდუქტები შაქარაშვილებისთვის | 149.68 | transferred |
2021 ოქტ 29 | ველოსიპედი | 260 | transferred |
2021 დეკ 3 | მედიკამენტები მამულაშვილი | 100.01 | transferred |
2021 დეკ 16 | პროდუქტები მამულაშვილისთვის | 390 | transferred |
სულ ხარჯი: 8,327.33 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 აგვ 30 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 აგვ 27 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2021 მაი 3 | ტერმინალი | 30 | Transfer to account |
2021 მაი 1 | ივანიძე გელა | 20 | Transfer to account |
2021 მაი 1 | ჩადუნელი ნატო | 10 | Transfer to account |
2021 აპრ 30 | საბა ჭეღელიძე | 3 | Transfer to account |
2021 აპრ 30 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Transfer to account |
2021 აპრ 29 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
2021 აპრ 29 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
2021 აპრ 29 | სერგო სარალიძე | 10 | Transfer to account |
2021 აპრ 27 | ჭინკაძე დათო | 5 | Transfer to account |
2021 აპრ 26 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
2021 აპრ 26 | ხუციშვილი თეონა | 2 | Transfer to account |
2021 აპრ 26 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
2021 აპრ 25 | კერელეიშვილი ბესიკი | 8 | Transfer to account |
2021 აპრ 25 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
2021 აპრ 25 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
2021 აპრ 24 | ლეკიაშვილი ვერიკო | 10 | Transfer to account |
2021 აპრ 1 | ჩადუნელი ნატო | 10 | Transfer to account |
2021 მარ 3 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2021 მარ 1 | ჩადუნელი ნატო | 10 | Transfer to account |
2021 თებ 1 | ჩადუნელი ნატო | 10 | Transfer to account |
2021 იან 22 | განჩაროვა მარგალიტა | 1 | Transfer to account |
2021 იან 4 | ჩადუნელი ნატო | 10 | Transfer to account |
2020 დეკ 28 | ჯინჭარაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
2020 დეკ 23 | სალომე ქურასბედიანი | 2 | Transfer to account |
2020 დეკ 23 | ცირა შანავა | 1 | Transfer to account |
2020 დეკ 23 | დავით გაროზაშვილი | 3 | Transfer to account |
2020 დეკ 23 | ხინიკაძე-გირკელიძე თამარ | 10 | Transfer to account |
2020 დეკ 16 | ზაქარაია ამალია | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 8,327.03 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|