ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

წაიყვანე შენი ურჩხული და მოშორდი ჩვენი სახლიდან!

2020 სექტემბერი 16
კრუნჩხვებისგან მას ხელ-ფეხი ეგრიხება და რომ არ მოსტყდეს, დედა შვილს მთელი ძალით იჭერს და გულში იხუტებს. ასე ჯდომა საათობით შეუძლიათ! დედა ვაჟს არწევს და ცდილობს, მისი კვნესა-ტირილი სიმღერით დაამშვიდოს, მაგრამ ხშირად - არ გამოსდის. მერე, დედაც ტირილს იწყებს... ის გრძნობს, როგორ იტანჯება მისი შვილი, გრძნობს მის ტკივილს... მაგრამ დახმარება არაფრით შეუძლია! წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენი ცხოვრების სიყვარულს მუდმივად მომაკვდავს და საშინელ ტანჯვაში ხედავ?!
17,095.63 ₾
1,288
დონორები
შეგროვებულია

ბედნიერება ჩემი შვილის თვალებშია!..

დაე, ღმერთმა ეს ყველა ქართველ დედას ყოველ წამს განაცდევინოს...

„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად გაგვიმარტივეთ ცხოვრება მე და ჩემს საბრალო ჯონის!“ - მაია მარშანია ისევ თვალცრემლიანი გვეგებება, მაგრამ ამჯერად, თქვენი სიკეთის, გულისხმიერების და ერთიანი ძალისხმევის წყალობით, ეს ბედნიერების ცრემლებია, მეგობრებო!

სულ ცოტა ხნის წინ, პოსტში „წაიყვანე შენი ურჩხული და მოშორდი ჩვენი სახლიდან!“ ჩვენ დედა-შვილის საშინელი ამბავი მოგიყევით:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/625-marshania/

მთელი 11 წელია, ჯონის სიცოცხლე ძაფზე ჰკიდია და ის საშინელი შეტევებით იტანჯება, ხოლო მისი ახალგაზრდა დედა, მაია, რომელიც სრულიად მარტო დარჩა შვილის საშინელი დაავადების პირისპირ, სრულ სიღარიბეში, მამაცურად იბრძვის მისი სიცოცხლისათვის... რა თქმა უნდა, ასეთი მწუხარება გულგრილს ვერავის დატოვებდა!

ავადმყოფი შვილის დაბადების ჯვარი საზიდად ზოგჯერ მეტისმეტად მძიმეა, მაგრამ შეიძლება, გვერდით ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, ვინც მას აიღებს და შენთან ერთად წაიღებს. და მისი ტარება ბევრად ადვილი გახდება... ასეც მოხდა! თქვენი წყალობით, მაია მარშანიამ თავისი მძიმე ჯვრის ტარების ძალა და გამბედაობა დაიბრუნა! პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, უბედურმა დედამ შვება და სიხარულის გემო იგრძნო!

–  როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

მაია: უდაოდ უკეთესობისკენ! მეორე სუნთქვა გამეხსნა. როდესაც თქვენს ფონდს მივმართე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რეაგირებას ასე სწრაფად მოახდენდით. თქვენ ადამიანების ცხოვრებას ცვლით და მათ იმედს აძლევთ, მაგრამ რაც მთავარია - მათ ახალ მეგობრებს ჩუქნით. თქვენ იმდენი რამ გვაჩუქეთ! წამლები, ზონდები, საფენები, ბლენდერი, ტელევიზორი მოგვიტანეთ... სიხარულისგან ტირილი მინდოდა! თქვენმა ნაჩუქარმა ბლენდერმა ცხოვრება ისე გამიმარტივა! ყოველდღე, ჯონისთვის წვნიანების და თხევადი საჭმლის კეთება მიწევს, მისთვის სხვა არაფერი შეიძლება. ბლენდერის გარეშე, ხელით კეთება, უკიდურესად რთული იყო. და თქვენი ნაჩუქარი  ტელევიზორი?! ჩემს ბიჭს ახლა მულტფილმების ყურება შეუძლია.

გარდა ამისა, თქვენმა ფონდმა თეთრეულის ნაკრები მოგვიტანა. მანამდე, საკუთარი არაფერი მქონდა. და ჭურჭელი?! ტაფა, სამი ქვაბი... თქვენ იმდენი რამ გვაჩუქეთ!

მაგრამ რაც მთავარია - ახლა, ჯონისთვის წამლებისა და სამედიცინო ნივთების დიდი მარაგი მაქვს. რაღაც გარკვეული დრო შემიძლია, ამაზე არ ვიდარდო. მახარებს იმის ცოდნა, რომ ქვეყნად ამდენი გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანია! როდესაც შვილს მარტო ზრდი, რომელიც ასევე მძიმედ არის ავად, როდესაც გვერდით არავინ გყავს, ვისაც შეუძლია, მხარი დაგიჭიროს და დახმარების ხელი გამოგიწოდოს... ეს ძალიან რთულია! მაგრამ ახლა მე ვიცი, რომ მარტო აღარ ვარ! თქვენ მე სასწაული მაჩუქეთ!

ჯონი თავს როგორ გრძნობს?

მაია: ჩემი ბიჭი ისეთი ხალისიანი გახდა, თითქოს დამშვიდდა კიდეც. ახლა, ის ყოველდღე მულტფილმებს უყურებს ტელევიზორში. გულს უხარია, როდესაც ვხედავ, როგორ უყურებს ტელევიზორის ეკრანს საკუთარი თვალებით და მულტფილმის გმირებს თვალს როგორ ადევნებს! თუ ჩემი ბიჭი ბედნიერია, მაშინ მეც ბედნიერი ვიქნები!

ჩვენი პოსტის შემდეგ, ვინმემ პირადად თუ დაგირეკათ?

მაია: მუდმივად რეკავენ სრულიად უცხო ადამიანები. მეკითხებიან, აინტერესებთ, რამე ხომ არ გვჭირდება, ჯონი როგორ არის... და იცით, უცხო ხალხის ყურადღება, მათი ზრუნვა - ბევრს ნიშნავს! თქვენ, ყველანი, დამეხმარეთ, რომ მომავალს იმედით ვუყურო.

ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ?

მაია: არ მინდა, ვინმე გამორჩეულად დავასახელო, რადგან ყველა ის ადამიანი, ვინც დარეკა და ვინც დღემდე რეკავს, ჩვენდამი ძალიან კეთილია! მაგრამ რადგან მაინც კითხულობთ, მინდა, თეა მეგრელიშვილი გამოვყო. ის ძალიან ხშირად რეკავს, ყურადღების გარეშე არასდროს გვტოვებს და შეძლებისდაგვარად გვეხმარება.  ისიც ვიცი, რომ თეა ჩვენს შესახებ მეგობრებსაც მოუყვა, რომ ჩვენი დახმარება მათაც შესძლებოდათ. სოფია დამამახსოვრდა. ის თეას მეგობარია და ასევე, ხშირად რეკავს და გვეხმარება, როგორც შეუძლია. ასევე, დავითი - თქვენი ფონდის თანამშრომელი. ზოგიერთი წამალი და სამედიცინო ნივთი ჩვენს ქალაქში არ არის და ბატონი დავითი მათ თბილისიდან გვიგზავნიდა. ისე უხერხულად ვარ, ყველას შეწუხება რომ მიწევს, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს. და მადლობელი ვარ, რომ ხალხი მხარში დამიდგა!

– სირთულეებთან გამკლავების ძალას რა გაძლევთ?

მაია: ჩემი ბიჭი! მხოლოდ ის იყო და არის ჩემი სტიმული, რომ არ დავნებდე და წინ ვიარო. მას თვალებში ვუყურებ და ვხვდები, რომ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას ვერ მივცემ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი ვერ იცოცხლებდა და უარესისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. მაგრამ ჩვენ ვიბრძოდით! მერე კი, რაღაც მომენტში, მაინც მოვდუნდი. მივხვდი, რომ ასე მეტი აღარ შემეძლო, რადგან გვერდით არავინ მყავდა, ვისაც დავეყრდნობოდი. ჩვენ სრულიად მარტო ვიყავით - მე და ჩემი ჯონი. სასოწარკვეთის მომენტში, თქვენს ფონდს მივწერე და ახლა, მე ბევრი ახალი მეგობარი და ბრძოლის გაგრძელების სურვილი შევიძინე!

-  ჩვენს პუბლიკაციას ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის გამოხმაურება თუ მოჰყვა?

მაია:სამწუხაროდ, არა. არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. არავის განსჯას არ დავიწყებ, რადგან შეიძლება, უბრალოდ პოსტი არ უნახავთ, ან რამე სხვა... მაგრამ ფაქტია, რომ - არა, არ დაურეკავთ.

მაია, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

მაია:სიტყვებით ვერ აღვწერ, ეს ყველაფერი ჩემთვის რამდენს ნიშნავს! საქმე ფინანსურ და მატერიალურ დახმარებაშიც არ არის... ელემენტარული მხარდაჭერის, გაგებისა და თანაგრძნობა სიტყვები - ზოგჯერ, ეს ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ცხოვრების გაგრძელებაში გვეხმარებიან. დღეს, ღმერთმა თქვენი ფონდი და ეს კეთილი ხალხი გამომიგზავნა და მე ბედნიერი ვარ!

ახლა როგორ ცხოვრობთ? რა გადაუჭრელი პრობლემები დაგრჩათ?

მაია:პრობლემები შემცირდა. თქვენმა ფონდმა ჩემი ცხოვრება ბევრად გაამარტივა, მაგრამ პრობლემები არსად გამქრალან. მე და ჯონი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. როგორ გავაგრძელო ქირის გადახდა, სად წავიდე შვილთან ერთად - არც კი ვიცი. მე არ ვმუშაობ, რადგან მუდამ შვილთან ყოფნა და მასზე ზრუნვა მიწევს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ექთანი ვიქირაო, მაგრამ მასაც ხომ უნდა ვუხადო?! მაგრამ სად ვიშოვო ზედმეტი თანხა, როდესად მთელი ფული ბინაზე, კვებაზე და წამლებზე იხარჯება?

რას ეტყოდით ყველა იმ ადამიანს, ვინც თანხების შეგროვებაში დაგვეხმარა?

მაია:მინდა მათ უდიდესი მადლობა ვუთხრა! თქვენი ყურადღების, დახმარების, თანადგომისა და გულისხმიერების წყალობით, მე გულს არ ვიტეხ და წინ მივდივარ. ღმერთი ყველაფერს ხედავს! სიკეთე, ბედნიერება და სითბო, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ, დაე, ორმაგი ძალებით დაგბრუნებოდეთ! ტყუილად არ ამბობენ, რომ სიკეთე ყოველთვის ასმაგად ბრუნდება!





***

ძვირფასო მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც მაია მარშანია გასაჭირში არ დატოვა. ის საკუთარი შვილის ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის იბრძვის. როგორც ნამდვილი დედა, ის პირველ რიგში თავის შვილზე ფიქრობს!

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთჯერადი დახმარება მათ ცხოვრებას სრულად ვერ შეცვლის. პატარა ჯონის მუდმივად სჭირდება საფენები, სხვადასხვა წამალი და სამედიცინო ნივთი, ასევე, თქვენი ყურადღება და მონაწილეობა! ბავშვები ხომ ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალი!

მოდით, გავაგრძელოთ მარშანიების ოჯახის დახმარება!

და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენ FB პოსტებზეგადაიტანეთ, ან უმჯობესია, ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთსდაეხმარეთ.

მათ პრობლემებთანშედარებით,ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, გააგრძელეთამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარშანიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: