პროექტის რეპორტი ყურადღება! შემდეგი გაჩერება - სიკვდილი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყურადღება! შემდეგი გაჩერება - სიკვდილი!

page info icon
2020 სექტემბერი 22
ის, რის მოყოლასაც ახლა ვაპირებთ, ზღაპარს უფრო ჰგავს - საშინელ ზღაპარს, რომელიც შეუძლებელია, სინამდვილეში მომხდარიყო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,037 ₾
( 280 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

საბას ველოსიპედმა დედა ინსულტს გადაარჩინა

„ველოსიპედი ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს“, - ამბობს 12 წლის საბა და ზარს აწკრიალებს. - „ეს ახლა პირადად ჩემი საკუთრებაა. ხვეწნა და სხვისგან თხოვება აღარ მიწევს. დიდი ხანია მასზე ვოცნებობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ სურვილი ამისრულდებოდა. ჩვენ არასდროს გვიმართლებდა“.

„მე კი ვიცოდი, რომ უკეთესის იმედი და კეთილი ხალხის რწმენა უნდა გვქონოდა“, - ერთვება საუბარში მისი და, 14 წლის თათია. „ონლაინ სწავლების მრავალი თვე გავაცდინეთ, მაგრამ ლეპტოპი გვაჩუქეს და ახლა გაკვეთილებზე დასწრება შეგვიძლია. ყველას გულითად მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენს ცხოვრებაში წვლილი შეიტანა. ძალიან გვიყვარხართ!“

კურაშიძეების რთული მდგომარეობის შესახებ დავწერეთ პოსტში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/628-kurashidze/

მათ საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნიათ. თამარმა, ორი შვილის დედამ, ორი ინსულტი გადაიტანა. საბას დიაბეტი აქვს... და რეალურად რომ შევხედოთ, მსგავსი პრობლემები ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით არ გვარდება; მაგრამ თქვენ, ჩვენო მკითხველებო, თქვენი ყურადღებითა და სიყვარულით ამ ოჯახს მიეცით იმედი - ის ხავსი, რომელსაც ისინი გაჭირვებისა და უბედობის მღვრიე მორევში უნდა მოეჭიდონ. თამარს და ბავშვებს კვლავ გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, როგორ წარიმართა მათი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.

„დღემდე მხოლოდ თქვენი წყალობით მოვედით, - ამბობს თამარი. - საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ხალხი ბედის ანაბარა არ მიგვატოვებს. ჩვენს ამბავს ამხელა გამოხმაურება რომ მოყვა, ცრემლები წამომივიდა. ამ ცრემლების ნამდვილად არ მრცხვენია. ჩვენ ხომ სიხარულს გადავეჩვიეთ, გადავეჩვიეთ ყველაფერ კარგს, თითქოს ის ცხოვრებისგან არც კი გვეკუთვნოდა; თითქოს დაბადებიდანვე შუბლზე გვაწერია, რომ უბედურები უნდა ვიყოთ. ღმერთო, მაპატიე ჩემი სასოწარკვეთა და უიმედობა... მაგრამ ნახეთ, რამდენი კარგი ადამიანია! ისინი ფულსაც გვირიცხავდნენ და სურსათით და წამლებითაც დაგვეხმარნენ.

– ჩვენი მკითხველებიდან ვინ გაიცანით და პირადად ვისთან გქონდათ ურთიერთობა?

თამარი: თბილისიდან ერთი ძალიან კეთილი ქალი, ინა ჩამოვიდა და ჩემს ბიჭს ველოსიპედი ჩამოუტანა, ბავშვებს კი უამრავი ტანსაცმელი, თანაც ყველაფერი ახალი: საბუნას - სპორტული შარვალი, ნაქსოვი ზედები, წინდები. თათიას - ჯემპრები და პერანგები; მე 200 ლარი მაჩუქა და სურსათი გადმომცა: ფქვილი, მცენარეული ზეთი, კარტოფილი და ა.შ. სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად!

ერთ დღეს საბერძნეთიდან ემიგრანტმა ქალმა დარეკა, მაკად გაგვეცნო. მესენჯერში ვისაუბროთო, შემომთავაზა. მაშინვე იგრძნო, დათრგუნული რომ ვიყავი და ჩემი დამშვიდება და დაიმედება სცადა. ბევრი თბილი და საჭირო სიტყვა მითხრა.  მაკამ თათიას სპორტული ფეხსაცმელები და ჟაკეტი გამოუგზავნა. ჟაკეტი ცოტა დიდია, მაგრამ ლამაზია და კარგი ხარისხის. სამომავლოდ გადავინახეთ. გარდა ამისა, მაკამ 100 ლარი და ტკბილეულიც გამოგზავნა.

თათია (14 წლის): ინამ თავისი ტელეფონის ნომერი დაგვიტოვა და გვითხრა, რომ შეგვიძლია მას ნებისმიერ დროს დავურეკოთ. საოცარი ქალია! ასევე, მინდა მაკას საჩუქრებისთვის და მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო.

– საბა, შენი ველოსიპედი უკვე გამოსცადე? ერთ ჯერზე რა მანძილს გადიხარ?

საბა (12 წლის): სანამ აცივდებოდა, ორი თვე ვსეირნობდი. შორს არ მივდივარ, დედამ რომ არ ინერვიულოს. ვცდილობ, სახლის გარშემო ვიტრიალო; სადღაც სამი კილომეტრი გამოდის. როგორც კი დათბება, ისევ ველოსიპედით გავალ ქუჩაში. ისეთი მაგარია! რომ დააქროლებ, თავისუფლებას გრძნობ! თქვენ იცით ველოსიპედის ტარება?

– დიახ, ბავშვობიდან. ველოსიპედი - ეს მთელი სამყაროა. კარგად მესმის, რასაც საჭესთან გრძნობ.

საბა: სევდიან რამეებზე არ ვფიქრობ და მგონია, რომ ყველაფერი შეიძლება კარგად იყოს. დედა ხშირად ამბობს, რომ დღესასწაულები ჩვენთვის არ შექმნილა, რომ ჩვენ ამისთვის არ გვცალია. ამ ახალ წელსაც მხოლოდ შემწვარი კარტოფილი გვქონდა. მაგრამ ჩვენ იმდენი სასუსნავი და ტკბილეული მოგვიტანეს, რომ არ მინდა, ასე ვიფიქრო.

– იცი, როგორ ხდება ხოლმე? ზოგჯერ ჩვეულებრივი დღე შეიძლება დღესასწაულად იქცეს, დღესასწაული კი ერთ ჩვეულებრივი დღედ. გისურვებ უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის გქონოდეს!

თამარი: ყველასთვის ვლოცულობ, ვინც ჩვენ მიმართ ზრუნვა გამოიჩინა. დაე, გაჭირვება არასოდეს ენახოთ! ღმერთმა დაიფაროს ისინი ჩვენნაირი გამოცდილებისგან. ყველა გულკეთილ ადამიანს ბარაქას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ!

– ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებლის საკითხის მოსაგვარებლად რამეს აკეთებს?

თამარი: საერთოდ არაფერს. თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჩვენი მდგომარეობით ინტერესდებიან და დასახმარებლად მზად არიან; საქმით კი არარეალურ წინადადებებს გვთავაზობენ; რასაც ჰქვია - თავიდან გვიშორებენ. ახმეტის რაიონის გამგეობამ ყოფილი სკოლის შენობა შემოგვთავაზა, მიწის იატაკით და ჩაუსმელი ფანჯრებით. იატაკი ჩვენ თვითონ უნდა დავაგოთ და ფანჯრებიც ჩვენ უნდა ჩავსვათ. მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო. ღმერთო, ჩვენ საერთოდ არაფერი გაგვაჩნია! ნუთუ ეს ხალხი ვერ ხვდება? ზამთარში სიცივისგან რომ არ მოვმკვდარიყავით, რუსთავში მოგვიწია გადასვლა. შეშა არ გვქონდა და ღუმელს ვერ ვანთებდით. აქ სოფლიდან ჩამოგვიყვანეს ნაცნობებმა, ორი თვის წინ, მაგრამ ჩვენ მარადიული მოხეტიალეები ვართ. ბინის ქირის - 370 ლარის გადახდის დრო რომ მოდის, ფული თითქმის აღარ გვაქვს. გაზის გადასახადი 100 ლარია, შუქის - 84 ლარი. მალე ბინის დაცლა მოგვიწევს და პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში აღმოვჩნდებით. (ტირის.) სოფელში დაბრუნებაც დიდი პრობლემაა, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მუშაობს, კერძო მძღოლები კი 350 ლარს ითხოვენ.

– ჩვენი პოსტების მიზანი რეალური დახმარებაა. თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა, რომ ამაში თავად დარწმუნებულიყავით. თუკი მოგვიყვებით, რა პრობლემები დაგრჩათ, ჩვენი მკითხველები განზე არ დადგებიან.

თამარი: ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! თითქოს რაც ავად ვიყავით, საკმარისი არ იყო... ჩემს გოგონას, თათიას, კაპილარების დაავადება აღმოაჩნდა. (ტირის.) ბავშვი ცუდად გახდა და ხუთი დღით იაშვილის კლინიკაში დააწვინეს. ექიმებმა - შინაგანი სისხლდენააო. ახლა თათია სახლში მკაცრ დიეტაზეა, მაგრამ ლამისაა ჭკუიდან გადავიდე, რადგან შეიძლება ყველაფერი გაუმეორდეს. რით შევძლებ მის დახმარებას? ეს ჩვენი არანორმალური ცხოვრების შედეგია.

– თავს როგორ გრძნობ, პატარავ?

თათია: დროდადრო მუცლის ტკივილი მაწუხებს. თუ არაფერი მტკივა, ონლაინ გაკვეთილებზე შევდივარ. დიეტა დამინიშნეს; თხევადი საკვები, წვნიანები უნდა ვჭამო. რვა საათის მერე საერთოდ აღარაფერი შეიძლება, წყალიც კი. წამლებს არ ვსვამ, რადგან საშუალება არ გვაქვს.    

თამარი: მხოლოდ თქვენი ფონდის წყალობით შევძელი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ინსულტის სამკურნალო წამლები მიმეღო. ახლა ყველაფერი გამითავდა... ჩემს საწყალს გოგონასაც ვერაფერს ვყიდულობ.

თათია: დე, გეხვეწები, დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა კეთილი ხალხი გამოგვიგზავნა. მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ყველა პრობლემა მოგვარდება; მჯერა, რომ გამოვძვრებით. მკითხველები, რომლებიც გვეხმარებიან, ჩვენთვის უფლის გამოგზავნილი ანგელოზები არიან. მათ სხვას ვერაფერს ვუწოდებ. იმედს თქვენ არ გვაკარგვინებთ.

***

კურაშიძეების ოჯახს სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება სჭირდება! ასეთი გულწრფელი საუბრის შემდეგ, ყველა ჩვენი პრობლემა თითქოს უმნიშვნელო ხდება. შეიძლება შევძრწუნდეთ, თუ რატომ უგზავნით მათ განგება ამდენ განსაცდელს, მაგრამ ფიქრს მოქმედება სჯობს! თუ რამის შეცვლა, გამოსწორება, ან გამოსავლის შეთავაზება შეგიძლიათ - დაუყოვნებლივ დაურეკეთ მათ! მადლობას გიხდით სწრაფად რეაგირებისთვის და იმისთვის, რომ დასახმარებლად ყოველთვის პირველები მოდიხართ!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, ყურადღება რამდენიმე წამით ჩვენს FB პოსტებზე გადაიტანეთ; ან დაურეკეთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, გააგრძლეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კურაშიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/628-kurashidze/.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: