პროექტის რეპორტი ნახე, ნახე, რა გემრიელი სუფრა გვაქვს სახლში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნახე, ნახე, რა გემრიელი სუფრა გვაქვს სახლში!

page info icon
2020 სექტემბერი 29
ხუმრობით, თუ სერიოზულობით მეუბნება პატარა ლიზი, სახლში რომ შევდივარ. „რამდენი კანფეტი და ორცხობილა დევს! შემიძლია, საათობით ვათვალიერო! განსაკუთრებით, აი, ის შოკოლადი მიყვარს, პური თუ უგემური შემხვდა, - თან თითით სუფრაზე მიჩვენებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,347 ₾
( 173 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

დედაჩემი აღარ ტირის

„თოვლის ბაბუას წერილი მივწერე და პულტიანი მანქანა ვთხოვე“, - გვიყვება შვიდი წლის დავითი. – „დედამმითხრა, რომ არ დავლოდებოდი, ის შეიძლება არ მოსულიყო, რადგან მას რაღაც კორონა აქვს. მაგრამ ტყუილია! თოვლის ბაბუას კორონა არ აქვს. მას ამისთვის არ სცალია! ნახეთ, რა მომიტანა! მაგარია, არა? ეს ყველაზე მაგარი მანქანაა!“

„მე კი Bambino-ს ჩექმები მომიტანა“, – ლიზის ერთი სული აქვს, თავისი საჩუქარი გვაჩვენოს. – „ხომ მიხდება? სტუმრად რომ წავალ, ჩავიცვამ ხოლმე. დეიდა, ნინის თქვენთვის თავისი ახალი სპორტული ფეხსაცმელების ჩვენება უნდა. წამოდით, ვნახოთ, თორემ ეწყინება“.

„ბავშვებო, ბავშვებო, მოგვეცით საშუალება, რომ ვისაუბროთ“, - იღიმის მათი დედა, თამარი. – „ისინი იმდენად ბედნიერები არიან, რომ უნდათ დაუყოვნებლივ გაგიზიარონ... ჩვენ მარტო ვცხოვრობდით, ჩვენი პრობლემებით განსაკუთრებულად არავინ დაინტერესებულა და უცებ ამდენი ყურადღება, ზრუნვა, სითბო, სიყვარული... თქვენ მე ადამიანების მიმართ რწმენა დამიბრუნეთ!“

მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკის ფონდმა კირთაძეების ოჯახზე პოსტი გამოაქვეყნა, ისინი მკითხველების აქტიური ყურადღების ობიექტებად იქცნენ. თამარმა გვიამბო, თუ რა მოხდა მათ ცხოვრებაში ბოლო თვეების განმავლობაში.  

„გულწრფელად ვამბობ, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი“, - აღიარებს ის. - „მაპატიოს ღმერთმა, მაგრამ ხალხით იმედგაცრუებული ვიყავი. ხშირად ვტიროდი... თუმცა, ახლა ვხედავ, რომ მართალი არ ვიყავი, დასკვნების გამოტანა ვიჩქარე. როდესაც სრულიად უცხო ადამიანები გირეკავენ, გწერენ, სტუმრად მოდიან და გეკითხებიან, რა სჭირდება შენს ოჯახს, ბავშვებს, სინდისი გაწუხებს, რომ ასე ფიქრობდი. ისინი თან არამხოლოდ ინტერესდებიან, არამედ საქმესაც აკეთებენ. გადმორიცხული თანხებით სარეცხი მანქანა და ორი საწოლი გვიყიდეს, უამრავი სურსათი მოგვიტანეს. ზოგიერთი მათგანი წლებია არ მიყიდია: შოკოლადის კარაქი, შოკოლადის ფილები, შესქელებული რძე, დამუშავებული ქარსალა. სად შეგვეძლო?.. ბავშვებმა ნადიმობა გამართეს, ცხადია. მე კი, როგორც დიასახლისს, თვალები გამიბრწყინდა, როდესაც სასარგებლო მარაგი დავინახე: კვერცხი, კარაქი, რძე, კარტოფილი, ბრინჯი, შვრია, მაკარონი“.

დავითი: დე, ორცხობილებზე და ძეხვზე არაფერი გითქვამს. ჩვენ ერთი ქილა „ნუთელაც“ დაგვრჩა.

თამარი: მაცალე, დათუნა, ყველაფერს ვიტყვი. ჩვენ ხომ საუბარი ჯერ ახლა დავიწყეთ?! შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ სურსათი ასე დაწვრილებით ჩამოვთვალე, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც საკვები საკმარისად, უხვად გაქვს, ბავშვები დაპურებულები არიან და ოჯახურ მყუდროებას გრძნობენ, ხომ ასეა? ეს ყველაფერი კი კეთილი გულების დამსახურებაა!

– გვიხარია იმის გაგება, რომ თქვენს გულში სიმშვიდემ დაისადგურა და ინტერესით მოვისმენდით მკითხველების კონკრეტული სტუმრობის შესახებ.  

თამარი: ბათუმიდან ერთი სასიამოვნო ქალი გვესტუმრა, სახელად გურო (სრული სახელი - გურანდა). ჩვენ გამო, მან ამხელა მანძილი გადალახა გორამდე და უკან. უბრალოდ დაფიქრდით! ჩვენი ამბავი ნაცნობისაგან შეიტყო და მეგობრებთან ერთად, დახმარება გადაწყვიტა. თავისი მანქანით გურომ 10კგ კარტოფილი, სტაფილო, ბანანი, ბრინჯი, მაკარონი, კარაქი, პური, საქონლის ხორცი და ნაირ-ნაირი ტკბილეული მოგვიტანა. ამასთან ერთად, 50 ლარიც გვაჩუქა. როდესაც მისი მანქანა ჩვენი სახლის წინ გაჩერდა, ბავშვები მის შესახვედრად გაიქცნენ. ისინი ძალიან გულღიები, სიკეთისადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან. ყველაფერი ესმით და უნდათ მადლიერება გამოხატონ, გარს სითბო შემოგახვიონ.

ბათუმიდან მარიკაც აპირებს ჩამოსვლას. გურომ ჩვენი ოჯახის შესახებ სწორედ მისგან შეიტყო. სოფელი ტინისხიდიდან მშვენიერი სოფოც გვესტუმრა დედასთან, იასთან ერთად. თან ორჯერ. პირველ ჯერზე ქათმის ფეხები (სამი კილოგრამი), ტოლმა, ხორცის კვერები (ნახევარფაბრიკატები),  მზესუმზირის ზეთი, მურაბები და კონსერვები მოგვიტანა ზამთრისთვის. მეორედ დეკემბერში გვეწვია, ჩემი პატარა გოგონას დაბადების დღის წინ. 1 იანვარს ნინი სამი წლის გახდა. სოფო ძალიან ყურადღებიანია - მას საჩუქარი მოუტანა, ჩვენ კი ტანსაცმელი და ნივთები: ათი წყვილი შარვალი, სამი „დუტის“ ქურთუკი, საბანი. ამბობს, რომ თავის თანამშრომლებსაც ჩართავს აქციაში და ჩვენთვის ლეიბებსაც იშოვის. 

მინდა თოვლის ბაბუას პირადი წარმომადგენლის შესახებ შევიტყო. მისი სახელით ვინ მოვიდა?

დავითი: დედა, მოდი, მე მოვყვები!

თამარი: კარგი, დათუნა.

დავითი: დეიდა, ჯერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტები მოვიდნენ. ისინი ისეთი კეთილები არიან! შეგიძლიათ მათ ჩემი სახელით მადლობა გადაუხადოთ? მკითხეს, თოვლის ბაბუამ რა მოგიტანაო. დავიჩივლე, არაფერი მოუტანია მეთქი. მათ ალბათ თოვლის ბაბუას ნომერი აქვთ. მიწერეს ან დაურეკეს და ჰკითხეს: „დათუნა საჩუქრის გარეშე რატომ დატოვე?“ მას შერცხვა და სასწრაფოდ სამი საჩუქარი გამოგვიგზავნა - მეც, ლიზისაც და ნინისაც. ისინი თბილისიდან ძალიან კეთილმა დეიდამ ჩამოგვიტანა.

ვფიქრობ, თოვლის ბაბუას აღარასოდეს შეეშლება. ხედავ? ყველაფერი მშვენივრად მოგვარდა!  

თამარი: სატელევიზიო სიუჟეტი თბილისელმა გოგონამ, მარიამ კახნიშვილმა ნახა, დამირეკა და მკითხა: „გოგოებს რა ვუყიდო?“ დათუნას ოცნების - პულტიანი მანქანის შესახებ მან უკვე იცოდა. გოგოებს ფეხსაცმელები სჭირდებოდათ და ასეც ვუთხარი. ლიზის ჩექმები მაღაზია „Bambino“-დან არის - ლამაზი, მაღალი ხარისხის და ძალიან ძვირია. მე ასეთების ყიდვას ვერ შევძლებდი. ნინის სპორტულ ფეხსაცმელებს კი მასაჟორი აქვს, შეამჩნიეთ?

ოჰ, უნდა გენახათ, რა ხდებოდა, როდესაც დათუნამ მანქანის ყუთი გახსნა! ველური აღტაცება! სიხარულისაგან კინაღამ ჭერამდე შეხტა. დაახლოებით იგივე რეაქცია ჰქონდა ლიზისაც. მარიამი კი იღიმოდა და ტიროდა. მომხდარმა ისე ააღელვა, თავი ვეღარ შეიკავა.

თქვენი პოსტები ისეთ გამოხმაურებას იწვევს, ჩვენ გარშემო ყველაფერი ამოძრავდა. ტელევიზიის თანამშრომლებმა გორის მერიც შეაწუხეს კითხვით - რატომ ვართ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე?

– ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: მოახერხეთ თუ არა პოსტის მეშვეობით სახელმწიფო მოხელეებზე ზეგავლენის მოხდენა?  ელექტროენერგია და წყალი გაქვთ? ან პრობლემების გადაჭრის გზა მაინც თუ გამოჩნდა?

თამარი: მინდა დეპუტატი ბადრი ბათიშვილი აღვნიშნო. მისთვის ხმა ტყუილად არ მიგვიცია. იგი პირადად გვეწვია და სურსათი მოგვიტანა: თითო-თითო ყუთი მანდარინი და ვაშლი, სამი შეკვრა ფანტა, კოკა-კოლა, „ზედაზენი“, რამდენიმე ქათამი, თაფლი და რძე. ამისთვის მას დიდი მადლობა!

დანარჩენები ჩუმად არიან! მათ ალბათ საკუთარი პრობლემები აქვთ... ჩვენნაირებთან რა ესაქმებათ?..

თუ შეგიძლიათ, ფონდიდან ჩვენს მერს, კოტე თავზარაშვილს მიწერეთ. მთელი სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ეს სახლი ჩვენზე გაფორმებული არ არის. ჩვენ ფაქტობრივად უსახლკაროები ვართ. ნუთუ მას ეს არ ესმის? ენერგოკომპანია „გორი“ დენს მანამდე არ მოგვაწვდის, სანამ მერი არ გასცემს ნებართვას! აქ ხომ ელემენტარულ ადამიანურ პირობებზეა საუბარი?! ყველაზე ძირითადზე და აუცილებელზე - ტელევიზორისა და სარეცხი მანქანის გამოყენებაზე. თმის საშრობი, მიქსერი, მტვერსასრუტი და მსგავსი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს, ჩვენ არ გვაქვს.

– დეპუტატს რატომ არ სთხოვეთ?

თამარი: უხერხულია! ის ისეთი კარგი ადამიანია... მომერიდა!

  დიდხანს ვიცადეთ, მაგრამ ახლა, კი ხედავთ, რომ დროებით წმინდაწყლის უბანში, ნაქირავებ ბინაში გადმოვედით. სამი კვირაა, რაც აქ გადმოვსახლდით. სექტემბრიდან ჩემი შვილები ონლაინ გაკვეთილებს ვეღარ ესწრებიან. მათი სკოლიდან გარიცხვის საკითხიც კი დადგა. განა ეს ჩვენი ბრალია? მე თანამედროვე ტელეფონი არ მაქვს, რომ Teams-ში შევიდე. ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, მე თვითონ ვამეცადინებდი, მაგრამ მე ყველაფერი არ ვიცი, არც უნივერსალური მასწავლებელი ვარ. ბევრი რაღაცის დაძლევა თავადაც მიჭირს. ბავშვები ინგლისურში და მათემატიკაში ძალიან ჩამორჩნენ. კერძო მასწავლებლების ფული კი არ გვაქვს. მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და გადავწყვიტეთ, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა მოგვეძებნა. ჯერჯერობით აქ ვიცხოვრებთ. ბინის ქირაში 200 ლარს ვიხდით, მაგრამ ბავშვებს თავიანთი ნოუთბუქებიდან ინტერნეტში შესვლა მაინც შეუძლიათ. თან სარეცხი მანქანა და ერთი საწოლი წამოვიღეთ.

– ნაქირავებ ბინაში დენთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, ანუ სარეცხი მანქანა უკვე შეაფასეთ?

თამარი: ვხუმრობ ხოლმე, რომ ახალი, ყველაზე დაუღალავი ოჯახის წევრი შემოგვემატა. როგორც იქნა, ამოვისუნთქე. მე ხომ გულის პრობლემები მაქვს. ხელით რეცხვა, თანაც ასეთი მოცულობით (ჩვენ ექვსნი ვართ: მე, მეუღლე, სამი შვილი და დედამთილი), ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა იყო. დედამთილიც ავად მყავს. მას წნევები და თავბრუსხვევა აქვს, მუდმივად წამლებზეა. ახლახან წაიქცა და ფეხი ძალიან იტკინა... ასე რომ, თქვენ ფასდაუდებელი მომსახურება გაგვიწიეთ! და ამას გარდა, სარეცხი ფხვნილითაც უზრუნველგვყავით.

ლიზი: როდესაც დედას არ სცალია, ის სარეცხი მანქანის გამორთვას მე მთხოვს. უკვე ვიცი, როგორ. ახლა ვთხოვ, ჩართვა და პროგრამის დაყენება მასწავლოს.

თამარი: ეს ჩემი ჭკვიანი გოგოა. ისე მიხარია, საოჯახო საქმეების მიმართ ინტერესს ადრეული ასაკიდანვე რომ ავლენს! ხვეწნა არ მჭირდება, თვითონვე უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს და შეეძლოს.

– თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, რომ მკითხველებს უშუალოდ მიმართოთ და თქვენი გრძნობები გაუზიაროთ.

თამარი: ჩემს მადლიერებას საზღვარი არ აქვს. თითოეული თქვენგანისთვის ვლოცულობ და უფალს თქვენს მფარველობას ვთხოვ. თქვენ მე იმედი დამიბრუნეთ მაშინ, როდესაც უიმედობით დაღლილმა, კინაღამ ხელი ჩავიქნიე. თქვენ ჩემი გულისტკივილი იგრძენით და ჩემს გვერდით აღმოჩნდით. მეტი შესაძლებლობა რომ მქონდეს, მეც იგივეს გავაკეთებდი. ახლა რთული დროა. ყველანი გამოცდას გავდივართ; მაგრამ საქართველოს სიყვარული და თანაგრძნობა გადაარჩენს!

– თქვენ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ და შესაბამისად, გარდაუვალი ხარჯებიც წარმოიქმნა. რა გჭირდებათ ახლა, რით შეგვიძლია დახმარება?

თამარი: საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მეტად ბავშვების ჯანმრთელობა მაწუხებს. ნინის ტომოგრაფია და მკურნალობა სჭირდება. ექიმები მისთვის აცრების გაკეთებაზე უარს აცხადებენ, სანამ ზუსტი დიაგნოზი არ გვექნება. მხოლოდ „ატარაქსი“ დაგვინიშნეს, რომელიც რეგულარულად უნდა მივიღოთ. ნინის მკურნალობა ჩემი და ჩემი მეუღლის მუდმივი სადარდებელია. ის ძალიან ცოტა ფულს შოულობს, მეც დალაგებით გამაქვს თავი, რაშიც 10-20 ლარს იხდიან. პურის ფულია. ტომოგრაფია (1800 ლარი) ჩვენთვის მიუწვდომელია. (ოხრავს.)

– მაგრამ პრობლემების ერთად გადაწყვეტა უფრო მარტივია, ხომ ასეა? იმედს ნუ დავკარგავთ და დაველოდოთ მდგომარეობის განვითარებას. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი გვკითხულობს. დარწმუნებული ვარ, გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა აუცილებლად გამოჩნდება.

ლიზი: დეიდა, უკვე მიდიხართ? შემდეგ ჯერზე მინდა ჩემს სახლში, ჩემს ლამაზ ოთახში მიგიღოთ.

ნინი: ჩამეხუტე რა!

დავითი (გვერდზე გავყავარ):ყველას მადლობა გადაუხადეთ, კარგი?

კი, რა თქმა უნდა, დათუნა.

დავითი:დედაჩემი ისე აღარ ტირის, როგორც უწინ. ეს მე ყველაზე მეტად მახარებს.

***

ამ პატარა ბიჭის სიტყვებმა, რომლებიც სულში ღრმად ჩამებეჭდა, ცრემლებამდე შემძრა. ბავშვის მადლიერება! განა ეს არ არის მადლიერების უმაღლესი ფორმა?

უნებლიეთ კითხვა გებადება, რატომ არის უბრალო ხალხი უფრო კეთილი და მეტად გულისხმიერი ვიდრე ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვს? ჩვენ და თქვენ არავითარი უფლებამოსილება არ გაგვაჩნია, მაგრამ გვაქვს გულის ძახილი, რომელიც უფლებას არ გვაძლევს გულგრილები დავრჩეთ. ჩვენო მკითხველებო, მადლობა იმისთვის, რომ დამკვირვებლის პოზიცია არასდროს გიკავიათ, არ ელოდებით, სიკეთეს სხვა როდის გააკეთებს და პრობლემებს როდის მოაგვარებს. დასახმარებლად თქვენ პირველები მოდიხართ და დარწმუნებული ვარ, რომ თამართან და მის შვილებთან ნაცნობობის გაგრძელებას ამ პოსტის წაკითხვის შემდეგაც მოინდომებთ - დაურეკავთ მათ ან ესტუმრებით. თქვენ თბილი და გულითადი მიღება გელოდებათ. ბავშვებს ურთიერთობა სწყურიათ და სტუმრები უხარიათ. პირადად გაესაუბრეთ თამარს და გადაწყვიტეთ, როგორ სჯობს მათი ოჯახის დახმარება.

ეწვიეთ ოჯახს მისამართზე:გორი, წმინდაწყლის უბანი, ტყვიავის ქუჩა №1; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:577-92-40-45.

    თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დროსდაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება – კირთაძეების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/633-kirtadze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთსაკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: