ღმერთო, დამეხმარე ჩემი პატარების გამოკვებაში!
ბიძია ყუთში ნამდვილივითაა!
ბავშვები აღტაცებას ვერ მალავენ! ტელევიზორში მათ ნამდვილი, ცოცხალი ბიძია ნახეს! არა, ადრეც უნახავთ, მაგრამ ასე ახლოს და ასე მკაფიოდ არა! ახლა კი შეუძლიათ მულტფილმებს და ფეხბურთს დაელოდონ!
„რა მაგარია, შეხებაც კი შეიძლება! საჭმელს თუ აჩვენებენ, ალბათ ისიც ნამდვილივით იქნება! რა მაგარი იქნებოდა, მისი იქიდან გამოღება რომ შეგვეძლოს! მაგრამ ახლა ჩვენ კანფეტები გვაქვს. იცით, რამდენია? ალბათ 200 კილო!“
ექვსი წლის ვანო ხელზე მექაჩება, თავისი მადლიერების გამოხატვა მასაც სურს: „ტკბილეული და სათამაშოები ძალიან გამიხარდა! ამდენი ერთად ცხოვრებაში არ მინახავს! ნამდვილი მანქანაც მაქვს; ვცდილობდი ჩემი თვითმგორავით გიორგისთვის გამესწრო, ხომ მაგარია? ბავშვობაში ასეთი მაგარი მანქანა გქონია? ვერ დაეტევი, თორემ გაგასეირნებდი! კარგი დეიდა ხარ!“
მათ ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, მაგრამ გულზე მაინც ნაღველი გაწევს. როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი? რამდენი ხანი გვემახსოვრება ეს ოჯახი? როდემდე შევძლებთ მათ დახმარებას?
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთდროულად ამდენი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა“, - იღიმის ქრისტინე. – „არც კი მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ახლა ჩვენი იყო: ტელევიზორიც, მაცივარიც, სარეცხი მანქანაც... თითქოს ლატარია მოვიგეთ! რამდენი ოქრო ადამიანია, ჩვენზე ისე ზრუნავდნენ, ისე უნდოდათ ჩვენი გახარება!.. ღმერთმა გაახაროს ყველა!
– იქნებ ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადადაც გაიცანით?
ქრისტინე: რა თქმა უნდა! იყვნენ მკითხველები, რომლებიც გვირეკავდნენ და მერე სტუმრადაც მოდიოდნენ. მათი სახელების კითხვა მომერიდა, მაგრამ არც თვითონ გაგვეცნენ. თუმცა ერთი გოგონას სახელი კი მახსოვს. პირველი თამუნა მოვიდა, სურსათი (მაკარონი, მცენარეული ზეთი) და ბავშვებისთვის ტანსაცმელი მოგვიტანა. მერე ერთმა ორგანიზაციამ ტკბილეული, ველოსიპედი და ბურთი გამოგვიგზავნა.
ახალ წელს თოვლის ბაბუაც გვესტუმრა! ახალგაზრდა, მაღალმა ბიჭმა მისი ფორმა ჩაიცვა და ბავშვებს წარმოდგენა მოუწყო. ისე იყოჩაღა! ტომარაში ფანქრები, სათამაშო მანქანები, ტანსაცმელი და კანფეტები ჩააწყო. ნაძვის ხეც მოგვიტანა, სათამაშოებიანად, რადგან მიხვდა, რომ ნაძვის ხე არ გვექნებოდა. ბავშვებს ეთამაშა, ესაუბრა, ყველას დაუთმო ყურადღება. მერე დამალობანას თამაში შესთავაზა და როცა ბავშვები მიმოიფანტნენ, ჩუმად გაიპარა; წასვლის წინ კი მითხრა, მომავალ წელსაც მოვალო. (იღიმის.)
რამდენიმე ადამიანი სურსათით დაგვეხმარა: ხორცი, ბურღულეული, კარტოფილი, ლობიო, ვაშლი, ბანანი, კანფეტები, „ბარამბინო“-ს შოკოლადები, ვაფლი და ორცხობილები მოგვიტანეს. ბურღულეულის მარაგი კიდევ გვაქვს, დანარჩენი კი მრავალშვილიან ოჯახში დიდხანს არ ჩერდება.
– ბიჭებო, ველოსიპედი ალბათ საერთოა, არა?
ვანო: მას გიო უფრო კარგად ატარებს, ამიტომ მან მიისაკუთრა, მაგრამ მეც მაძლევს ხოლმე.
გიო: ველოსიპედით მაღაზიაში დავდივარ ხოლმე... მაგრამ ახლა ცოტა შეკეთება სჭირდება.
ვანო: ხომ გეუბნები, ბევრს დადიხარ...
გიო: სულაც არაა ბევრი, ნორმალურია.
– ვანო, შენთვის რა აიღე საჩუქრებიდან?
ვანო: „პლასტელინი“. მისგან საინტერესო რამეების კეთება შემიძლია: ობობების, სხვადასხვა ცხოველის, სახლების, ხეების...
ქრისტინე: ახლა სასადილო მაგიდა გვაქვს და როგორც იქნა, მთელ ოჯახს ერთად შეგვიძლია ჭამა. საჭმელს ვაკეთებ, სუფრას ვაწყობ და ქმართან ერთად ბავშვების სკოლიდან დაბრუნებას ველოდები. სულ სხვა განწყობაა, როცა ყველანი ერთად ვსადილობთ. ისე მიხარია!
ახალი, დიდი საწოლი ბავშვებს მივეცით. მასზე ბიჭები წვანან, პატარა დუნიას კი ჩემთან ერთად სძინავს.
კიდევ ერთი ადგილი, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, ტელევიზორთანაა. შაბათ-კვირას ჩემი კაცები ფილმებს ერთად უყურებენ, მე კი, ამასობაში, შემიძლია სახლის საქმეები მშვიდად ვაკეთო. ჩემს ქმარს ახალი ამბები უყვარს, ბიჭებს - მულტფილმები და კინო, მე კი რამე სერიალი ან თოქ-შოუ, რომ დავისვენო. წარღვნამდელი შავ-თეთრი ტელევიზორი, რომელიც მანამდე გვქონდა, ამას ნამდვილად ვერ შეედრება.
– ქრისტინე, სახლის საქმეებში ვინ გეხმარებათ? მაგალითად, გყავთ თუ არა ვინმე, ვისაც სარეცხის დარეცხვას დაავალებდით?
ქრისტინე: ამ მხრივ, შეგნებული ოჯახი მყავს. არტურს ნებისმიერ დიასახლისზე არანაკლებ შეუძლია თეთრეულის სარეცხ მანქანაში შეყრა და მერე გაფენა. (იღიმის.)
არტური: დიდი საკეთებელი რაა, როცა ასეთი თანამედროვე მანქანა გაქვს? ჩართავ, პროგრამას დააყენებ, „დაწყება“-ს დააჭერ და მორჩა! მერე თეთრეული უბრალოდ უნდა გამოიღო და ჩამოკიდო. ასეთი მაგარია!
ვანო: მამა, ჯერ ნივთები უნდა შეყარო და ფხვნილი ჩაყარო. დაგავიწყდა!
არტური: სიტყვაზე ვამბობ, შვილო... ადრე ჩემი ცოლი ცივ წყალში რეცხავდა და ძალიან იტანჯებოდა. მე რით დავეხმარებოდი? ახლა კი ყოველდღე ვრეცხავ.
ქრისტინე: ან მაცივარი ავიღოთ - ადრე, ზაფხულში, ცივი წყლისთვის მეზობლებთან გავდიოდი. მართალია, ახლა შემოსავალი არ გვაქვს, რომ მაცივარი სურსათით გავავსოთ, მაგრამ რასაც გავაკეთებ, არ გაფუჭდება მაინც...
არტური: რაღა ვთქვა, აბა? ჩვენს ოჯახს მართლა ძალიან დაეხმარეთ! მყუდროდ ვართ, აღარ ვიტანჯებით... ჩემი ოჯახის სახელით მადლობას ვუხდი ყველა კეთილ ადამიანს. ღმერთმა ყველას ბევრი სიკეთე მოგცეთ!
– კიდევ თუ გაქვთ პრობლემები, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ აგვარებთ?
არტურ: მთლად პრობლემები არა, მაგრამ... სამშენებლო მასალები რომ გვქონდეს, რემონტს გავაკეთებდი. მეზობლები დამეხმარებოდნენ. ჩვენთან ძალიან ცივა, სახლში ქარია; დუნია გვიცივდება და ახველებს...
– დროა, პატარას შესახებაც დაწვრილებით გამოგკითხოთ.
ქრისტინე: ჩვენი გოგონა ორთაჭალის №4 სამშობიაროში დაიბადა. წონა - 2.300კგ, სიმაღლე - 41სმ. დუნია მშვიდი გოგოა, ღამე კარგად სძინავს. ხელოვნურ კვებაზე მყავს, ნარევს ჩემი პენსიით ვყიდულობ. პრინციპში, ყველა მზადაა, რომ პატარა მოვლაში დამეხმაროს, მაგრამ ეს ყველაზე უკეთ ვანიჩკას გამოსდის. დას ნაზად არწევს და მისი დამშვიდება სწრაფად შეუძლია.
ვანო: საწოვარას ვაძლევ თუ არა, თვალები მაშინვე ეხუჭება. ზოგჯერ ვუმღერი კიდეც...
– და რას უმღერი ხოლმე?
ვანო: თანამედროვე სიმღერებს. (იღიმის.) მოსწონს.
– აბა, რა! შენს ხმაში სიყვარულს გრძნობს... ახლა დედ-მამასთან სერიოზული კითხვა მაქვს - რა ვითარებაა სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით? პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რამე ახალი მოხდა?
არტური: სოციალურ დახმარებას თბილისში უნდა ვიღებდეთ, მაგრამ ახლა აქ ვცხოვრობთ. რამდენიმეჯერ, მათ შორის „ლოკდაუნის“ დროს, სურსათი პირდაპირ აქ, ამ მისამართზე მოგვიტანეს. სულ ეს იყო, მაგრამ ეგეც საქმეა! ამაზე მეტს არც ველოდით.
***
მეგობრებო, ალბათ შეამჩნიეთ, ქრისტინეს და არტურის განწყობა როგორ შეიცვალა. მათ სიხარული და იმედი დაუბრუნდათ. თქვენ მათ საყრდენი წერტილი მიეცით! რთულ დროს კი ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანმა წინსვლა შეძლოს და ცხოვრებას ნათელ ფერებში ხედავდეს, რომ მასში შინაგანი ცეცხლი აინთოს. არტურს ძალიან უნდა რემონტის გაკეთება - ბავშვებისთვის და პატარა დუნიასთვის. თუკი დახმარებას მოისურვებთ, მას ძალიან გაახარებთ!
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩიბოტარების ოჯახ).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/640-chibotar/description
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 დეკ 8 | საწოლი | 430 | transferred |
2020 დეკ 25 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,200 | transferred |
2021 იან 4 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 810 | paid |
2021 იან 29 | თეთრეული | 430 | transferred |
2021 იან 29 | ტელევიზორი | 420 | transferred |
2021 იან 29 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 125 | paid |
2021 თებ 17 | მაგიდა | 150 | transferred |
2021 თებ 24 | ლინოლეუმი | 187 | transferred |
2021 მარ 10 | პროდუქტები | 248.83 | transferred |
2021 მარ 10 | ბავშვთა კვება,პამპერსი | 248.87 | transferred |
2021 მარ 17 | ტანსაცმელი | 540.2 | transferred |
სულ ხარჯი: 4,789.9 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 მარ 17 | მარიამ მახარაშვილი | 3 | Transfer to account |
2021 მარ 3 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2021 თებ 22 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2021 თებ 9 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2021 თებ 8 | ქარქუსაშვილი მაგდალინა | 2 | Transfer to account |
2021 თებ 4 | ისმაილ ალახვერდიევი | 5 | Transfer to account |
2021 იან 18 | თურმანიძე გიორგი | 10 | Transfer to account |
2021 იან 18 | გელაშვილი ლაშა | 10 | Transfer to account |
2021 იან 17 | ანა გულუა | 15 | Transfer to account |
2021 იან 16 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 16 | შოთა გელიაშვილი | 20 | Transfer to account |
2021 იან 16 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
2021 იან 15 | ხინიკაძე-გირკელიძე თამარ | 10 | Transfer to account |
2021 იან 15 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
2021 იან 15 | ზურაბ მიქაია | 5 | Transfer to account |
2021 იან 15 | ნინო ლეონიძე | 0.2 | Transfer to account |
2021 იან 13 | ნათია სოზაშვილი | 10 | Transfer to account |
2021 იან 13 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
2021 იან 13 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
2021 იან 12 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 12 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
2021 იან 12 | გახუტიშვილი თინათინ | 30 | Transfer to account |
2021 იან 12 | სოფიო ათანელიშვილი | 3 | Transfer to account |
2021 იან 11 | სალამაძე ილია | 3 | Transfer to account |
2021 იან 10 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 10 | დავითი ქობულაძე | 30 | Transfer to account |
2021 იან 10 | მანანა მიქაბერიძე | 100 | Transfer to account |
2021 იან 10 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
2021 იან 9 | ქრისტინე მუშკუდიანი | 10 | Transfer to account |
2021 იან 9 | მარიამ გუგულაშვილი | 3 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,789.13 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|