პროექტის რეპორტი ჩემი ძმა ძირს ეცემა და თითქოს, კვდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი ძმა ძირს ეცემა და თითქოს, კვდება!

page info icon
2020 ნოემბერი 3
page info icon
6036
ამ სიტყვებით შემოგვეგება თამარი (10 წლის) - პატარა, ლამაზი გოგონა მოწყენილი თვალებით. „იცით, ის მთლიანად შავდება... მე კი ისე მეშინია, გავრბივარ, შორეულ კუთხეში ვიკუნტები და ვტირი... ოღონდ დედას არ უთხრათ, კარგი? თქვენ ხომ კეთილი ხართ?! დედამ თქვა, რომ თქვენ ჩვენს დასახმარებლად მოხვიდოდით!“ - გულუბრყვილოდ მიყურებს თვალებში ბავშვი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,935 ₾
( 128 დონორი )
დასრულებულია

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი მულტფილმებით

ასე უწოდეს პატარა საბამ და ნიკამ ფონდის საჩუქარს. „ოდესმე ასეთი უზარმაზარი ტელევიზორი გინახავთ? მას ვერც კი ჩაეხუტები! და მასში ყველაზე საინტერესო მულტფილმებს აჩვენებენ! ისეთებს კი არა, როგორც ჩვეულებრივში, არამედ ლამაზს და მხიარულს!“ - პატარა ნიკა ბედნიერებისგან ანათებს და სურს, რომ მისი სიხარული ჩვენც გავიზიაროთ! სწორედ ეს არის ბედნიერება! ბედნიერებას თავისი სახე აქვს და ეს სახე ერთი წლის თემურს, 5 წლის გელას, 6 წლის საბას, 7 წლის ნიკას, 10 წლის თამარს, 13 წლის ზირანს და 16 წლის ლევანს ეკუთვნის.

მათი დედა, ნანა, სიხარულით ლამის დახტოდა, როდესაც ჩვენ მას სარეცხი მანქანა ვაჩუქეთ. ზამთარში, შვიდი ბავშვის ტანსაცმლის ცივ წყალში რეცხვა ნამდვილი საშინელებაა!

ახლა ყველაფერს თანმიმდევრულად მოგიყვებით; ახლა მადლიერება მიიღეთ და იცოდეთ, რომ ეს თქვენი დამსახურებაა - თქვენი კეთილი და უფლის წინაშე გახსნილი გულების დამსახურება!

ოთხი თვის წინ, როდესაც ჩვენმა ფონდმა ეს ოჯახი მოინახულა, იქ იმედგაცრუება სუფევდა. ცას ღრუბლები თითქოს სწორედ მათი სახლის თავზე მოეფინა, რომელიც ისედაც ძლივს იდგა და სადაცაა დაიშლებოდა. სასოწარკვეთილებისაგან, ოჯახის დედამ, ნანამ, დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართა; მისი გულშემზარავი ამბავი კი ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ:

(https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/647-shengelia/)

შენგელიების ოჯახში შვიდი ბავშვი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უფროსი, ლევანი, 16 წლის არის, ყველაზე უმცროსს, თემურს კი ერთი წელი სულ ახლახან შეუსრულდა. ოჯახში, ასევე, სნეული ბავშვია - ხუთი წლის გელა ეპილეფსიით იტანჯება; მას ხშირი შეტევები აქვს; ბიჭი შავდება, ძირს ეცემა და კრუნჩხვები ეწყება. მას წამლები, ექიმებთან ვიზიტი და პროცედურები სჭირდება, მაგრამ ოჯახს ამ ყველაფრის ფული არ აქვს. ნანა და მისი მეუღლე როგორღაც შვილების გამოკვებას ცდილობენ. მათი ერთადერთი შემოსავალი  სოციალური დახმარებაა, მაგრამ ეს თანხა მათ არც წამლებზე ჰყოფნით და არც საკვებზე. არადა, მათ ბინის ფულიც გადასახდელი აქვთ: სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ მათი პირადი კუთხე არ არის. ამ სახლს ისინი ქირაობენ, რადგან ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია.

თქვენ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, მთელი ეს თვეები ჩვენ გვერდით იდექით და შენგელიების ოჯახის დახმარებას ცდილობდით. მათ დასახმარებლად, თქვენი სიკეთის წყალობით, ჩვენ შესაბამისი თანხების შეგროვება შევძელით. ჩვენი ფონდი მთელი გულით გიხდით მადლობას ყველას, ვინც შენგელიების ოჯახის გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა და ვინც მათ ერთხელ მაინც დაურეკა ან დახმარების ხელი გაუწოდა! უღრმესი მადლობა ყველას!


ნანა, რა სასიამოვნოა, მომღიმარს რომ გხედავთ! თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?

ნანა: ცალსახად შეიცვალა! ყველზე მთავარი კი ის არის, რომ ახლა ჩვენ სარეცხი  მანქანა გვაქვს. დღემდე არ მჯერა, რომ ნივთების ხელით რეცხვით აღარ დავიტანჯები. მეზობლები სულ თანამიგრძნობდნენ, უკვირდათ, ცივ წყალში როგორ ვრეცხავდი. მიწევდა! განა არჩევანი მქონდა? მე ოჯახი მყავს, შვიდი შვილი; თანაც, ერთ-ერთი მათგანი ერთი წლის არის, მეორე კი სნეულია.

სამაგიეროდ, ახლა მხოლოდ სარეცხი მანქანა კი არა, ტელევიზორიც გვაქვს, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ, - ბავშვები მისით აღფრთოვანებულები არიან და მას შეჰხარიან! ერთი წუთითაც კი არ თიშავენ; მულტფილმებს და გასართობ პროგრამებს უყურებენ... თქვენი ფონდის წყალობით, ჩემი შვილებისთვის სახლში საცხოვრებელი პირობების შექმნა შევძელი. არც კი ვიცი, თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე როგორ ვიცხოვრებდით. ჩვენ სახლში ერთი ნაჭერი პურიც კი არ გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შვილებზე ვფიქრობდით - ჯერ ისინი უნდა დაგვეპურებინა. მაგრამ რით? როდესაც სურსათი მოგვიტანეთ, ბავშვებმა ჭამით გული იჯერეს! თვალებზე ცრემლებიც კი მომადგა. რა უნდა იყოს მშობლისთვის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე დანაყრებული შვილების დანახვა?  მადლობა თქვენს ფონდს და ყველა კეთილ ადამიანს იმისთვის, რომ არ მიგვატოვეთ!

– რას ეტყოდით მათ?

ნანა: უღრმესი მადლობა ყველას! თქვენ ჩვენ სიცოცხლე დაგვიბრუნეთ და დაგვეხმარეთ იმის დაჯერებაში, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. ყოველ ჯერზე, როდესაც ვრეცხავ, ან როდესაც ჩემი შვილები ტელევიზორს უყურებენ და ხარობენ, მე ყველა მათგანი მახსენდება, ვინც ჩვენ დაგვეხმარა და ვინც ჩვენი ოჯახის პრობლემების მიმართ გულგრილი არ დარჩა! მათი მადლობელიც ვარ, ვინც ჩვენი ამბის წაკითხვის შემდეგ, თუნდაც ორიოდე წუთი, ჩვენს ოჯახზე ფიქრობდა. იცოდეთ, მეგობრებო, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს! უფალმა დაგლოცოთ!

– ნანა, ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?

ნანა: მე ყველას და თითოეული ადამიანის მადლობელი ვარ! მაგრამ ერთ წყვილს მაინც აღვნიშნავდი. ისინი თბილისიდან ჩამოვიდნენ და ძალიან ბევრი საჭმელი ჩამოგვიტანეს. ქალმა მიამბო, რომ ჩვენი ამბავი სოციალურ ქსელებში წაიკითხა. მან და მისმა მეგობრებმა ფული შეაგროვეს, რომ ჩვენთვის საკვები ეყიდათ, რადგან ჩვენი დახმარება სურდათ. ეს ზუსტად ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სადღესასწაულოდ საჭმელი გვეყიდა და არც კი ვიცოდით, ახალ წელს როგორ შევხვდებოდით... და სწორედ წინა დღეს, ჩვენთან ეს კეთილი ხალხი მოვიდა და იმდენი საჭმელი მოგვიტანა... თითქოს ისინი თავად უფალმა გამოგზავნა ჩვენთან. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ სასწაულების არ ირწმუნო?


რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა და დახმარება პირადად თქვენთვის?

ნანა: ეს ჩემთვის ყველაფერია! თქვენ მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობის თქმით არასდროს დავიღლები! იმის ცოდნა, რომ მარტო არ ხარ და შენი პრობლემები სხვასაც ადარდებს - ეს ჩემი ოჯახისთვის და პირადად ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ხალხის მხრიდან საყრდენი ვიგრძენით. ეს გვეხმარება თავი დაცულად ვიგრძნოთ.

– გვიხარია, რომ ახალი მეგობრები გამოგიჩნდათ! ნანა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა ჩვენს პოსტს რაიმე გამოხმაურება?

ნანა: არა, საერთოდ არანაირი რეაქცია არ ყოფილა! ჩვენ თითქოს არც ვარსებობთ!


ნანა, ნება მიბოძეთ, თქვენს შვილებსაც გავესაუბრო. აბა, ბავშვებო, ვის რომელი საჩუქარი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

ნიკა: მე ყველაფერი მომეწონა!მაგრამ განსაკუთრებით - ტელევიზორი. სულ მულტფილმებს ვუყურებ და მგონია, რომ არასდროს მომბეზრდება!

საბა: მეც არ მომბეზრდება!

ზირანი: ასეთი დიდი ტელევიზორი არასდროს მინახავს. ის უბრალოდ უზარმაზარია!

თამარი: მე მულტფილმების ყურება მიყვარს. ასევე, გასართობი და მუსიკალური გადაცემებიც მომწონს, მაგრამ იცით, ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გამიხარდა, რომელიც დედას აჩუქეთ. ის ადრე ხელით რეცხავდა, თანაც ცივ წყალში. ძალიან მეცოდებოდა! ამის გამო, ის ხშირად სევდიანი იყო, მაგრამ ახლა იღიმის.

– ბავშვებო, ტელევიზორის გამო არ ჩხუბობთ ხოლმე, ვინ რას უნდა უყუროს?

ლევან: არა, არ ვჩხუბობთ. დედამ მაშინვე გვითხრა, რომ ერთმანეთის სურვილების გაგება და დათმობა უნდა ვისწავლოთ. მე, მაგალითად, რაგბის ყურება უყვარს, მაგრამ თუ ჩემი ძმები და დაიკო მულტფილმებს უყურებენ, მე მათ არ ვაწუხებ. როგორც უფროსმა - უნდა დავუთმო. ისინი ხომ ჯერ კიდევ პატარები არიან?!

– ნანა, თქვენ შესანიშნავი და მოსიყვარულე შვილები ჰყავთ! ძალიან გაგიმართლათ! თქვენს ოჯახში რაიმე გადაუჭრელი პრობლემა ხომ არ დარჩა? იქნებ კიდევ შეგვიძლია რამით დახმარება?

ნანა: მადლობელი ვარ იმისთვის, რაც ყველა ამ კეთილმა ადამიანმა ჩვენთვის გააკეთა. კიდევ რაღაცის თხოვნა ძალიან მეუხერხულება, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ახალი პრობლემა გაგვიჩნდა. ნაქირავები ბინის მფლობელი სხვაგან გადასვლას გვთხოვს. არც კი ვიცით, რა ვქნათ, სად წავიდეთ. ისედაც მათხოვრებივით ვცხოვრობთ და ახლა სახლიდანაც გვაგდებენ. თავადაც ხედავთ, რომ ამას სახლსაც კი ვერ კი უწოდებ - ორი ოთახია, რომელშიც ცხრა კაცი ვცხოვრობთ; მაგრამ ჩვენ ამაზე უკეთესის ფული არც გვაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ.


***

ჩვენო ძვირფასო მეგობრებო! ყველას დიდი მადლობა, ვინც შენგელიების ოჯახი მარტო არ დატოვა. ყოველ ჩვენგანს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენი გასაჭირი ზოგჯერ ისეთი საშინელი არ არის, როგორიც სხვების. ყველა ჩვენგანისთვის ასეთ რთულ დროს, ჩვენ გულგრილები არ უნდა დავრჩეთ. თუკი შენგელიების ოჯახის მხარდაჭერა და მათთვის დახმარების ხელის გაწოდება შეგიძლიათ, გადადგით ეს ნაბიჯი - დაურეკეთ მათ, ჰკითხეთ, რამე ხომ არ სჭირდებათ. ოჯახში შვიდი ბავშვია, საბრალო გელას კი წამლები, ექიმებთან ვიზიტი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბავშვები ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალი. მოდით, გავაგრძელოთ შენგელიების ოჯახის დახმარება! რადგან მათ თუ დღეს ჩვენ დავეხმარებით, ხვალ შეიძლება ვინმე ჩვენ დაგვეხმაროს!

შეგიძლიათ ნანას თავად დაუკავშირდეთ. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 555 24 25 21.

მისამართი: დედოფლისწყარო, თავისუფლების ქ. 63.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შენგელიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: