პროექტის რეპორტი ჩემს ოთახში წვიმა მოდის და ისე ცივა, როგორც ქუჩაში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემს ოთახში წვიმა მოდის და ისე ცივა, როგორც ქუჩაში!

page info icon
2020 დეკემბერი 11
page info icon
2331
ამ სიტყვებით შეგვეგება 3 წლის თამარი, რომელსაც არ ესმის, ასე რატომ ხდება... ის ხომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გააცნობიეროს, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. მას ეშინია, რომ სახლი, - უფრო სწორედ კი ის, რასაც ის სახლს ეძახის, - ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს და მისი მობინადრეები ცოცხლად დამარხოს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,202 ₾
( 259 დონორი )
დასრულებულია

რა მოხდება, თუკი სახურავი ჩამოინგრა და ჩემი გოგონა ვერ გადავარჩინე?!

– ბედნიერი დედა ზღურბლიდანვე მოსთქვამს და თან მადლობას უხდის ყველა კეთილ ქართველს.

„დეიდა, დეიდა, შეხედე, როგორი სარეცხი მანქანა აქვს დედას!“ - ყვირის პატარა, მზესავით გოგონა, თამარი.

  მერე ფუმფულა, თეთრ ხელს თავის პატარა გულზე იდებს და გულის ამაჩუყებლად ამბობს: „იცით, რამხელა მადლობა? აი, ასეთი დიდი!“ - და აგრძელებს: - „ეს ჩვენი მტვერსასრუტია. როცა ვრთავ, ასე აკეთებს: „უ-უ-უ!“ წამოდით, კიდევ რაღაც უნდა გაჩვენოთ...“ პატარა თამარი ისე ემოციურად გვიყვება საჩუქრების შესახებ, რომელიც მას და მის დედიკოს ფონდის მეგობრებმა აჩუქეს, რომ ბავშვის გულწრფელობისა და უშუალობის წინაშე ემოციების შეკავება ძალიან რთული ხდება. არადა, ცოტა ხნის წინ გვეგონა, რომ ამ მარტოხელა ხალხს - დედას და მის პატარა გოგონას ცოტა რამ თუ გაახარებდა. ხომ გახსოვთ ნოქარაშვილების ოჯახის ისტორია, რომელიც ცოტა ხნის წინ გაგიზიარეთ? https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/659-nokarashvili

მაშინ შევიტყვეთ, რომ რთული ცხოვრებისეული პირობები, უფულობა და მარტოობა მარტოხელა თეას პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთად დააწვა. საბრალო ქალმა დახმარების თხოვნით მოგვმართა და ჩვენ მის უკანასკნელ იმედად ვიქეცით. ახლა კი მათი სახლი ბევრად მყუდროა, ბავშვი აღარ შიმშილობს და დედაც ისე აღარ ტირის, როგორც ადრე!

„როცა დედიკო ტირის, ვეხუტები, რომ არ მოიწყინოს, მაგრამ ზოგჯერ, როცა გემრიელი საჭმელი არ გვაქვს, მეც ცოტათი მოწყენილი ვარ. მაგრამ ამ ბოლო დროს დედა ისე ხშირად აღარ ტირის. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ბევრი საჭმელი გვაქვს, არა?“ - აგრძელებს პატარა თამარი.

თეა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

თეა: ამ წლების განმავლობაში მე და ჩემი თამარი ამ უზარმაზარ სამყაროში სრულიად მარტონი ვიყავით. ძალიან ცოტას აინტერესებდა, შიოდა თუ არა ჩემს შვილს. ან იქნებ მძინარეებს სახურავი ჩამოგვენგრა თავზე? მარტოობა ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობად იქცა. ჩემს შვილსაც სულ ამას ვეუბნებოდი: „ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს - მე და შენ!“ მაგრამ იმ დღეს, როდესაც ჩვენი ოჯახის ამბავი გამოაქვეყნეთ, ყველაფერი შეიცვალა. მიჭირს ჩემი გრძნობების აღწერა: თავიდან ზარებს დიდი სიფრთხილით ვპასუხობდი, თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი, რადგან მეკითხებოდნენ, ყველაზე მეტად რა გვჭირდებოდა. ჩვენ სანახავად სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და ბავშვისთვის ტანსაცმელი და საკვები მოჰქონდათ. დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი ზრუნვა ჩემზე და ჩემს გოგონაზე. ისიც ძალიან მახარებს, რომ სახლში ახლა ის გვაქვს, რაზეც რამდენიმე წელია ვოცნებობდი! დიდი მადლობა ამისთვის!

ფონდის მეგობრების საჩუქრებს გულისხმობთ?

თეა: რა თქმა უნდა! ფონდის შეგროვებული თანხით ხომ საუკეთესო საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადმომცეს - სარეცხი მანაქანა, რომლის წყალობითაც ჩემი შვილი ყოველთვის სუფთა დადის, თან ნივთებიც სწრაფად შრება. თეთრეულის გაყინულ წყალში რეცხვა ჩემთვის ნამდვილი გამოცდა იყო. ხედავთ, როგორი სისუფთავეა? ეს ჩემმა ჭკვიანმა გოგონამ მოწმინდა მტვერსასრუტით. ახალი მტვერსასრუტი მას ჩემზე არანაკლებ უხარია. ავეჯის გარდა, კიდევ ერთი საჩუქარი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ძალიან შეცვალა, ღუმელია. ახლა ჩემს გოგონას გემრიელ საჭმელებს ვუკეთებს - პურს და კექსებს ვუცხოვ. გვერდით ჯდომა და ყურება უყვარს, როგორ ვფუსფუსებ სამზარეულოში.  ერთი სიტყვით, თქვენ ჩვენს ცხოვრებაში სიხარული შემოიტანეთ, ცხოვრება გაგვიმარტივეთ და ჩვენი ოთახი ბევრად მყუდრო გახდა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ თქვენ მომეცით შესაძლებლობა მეგრძნო, რომ მე და ჩემი შვილი მარტო არ ვართ და ჩვენ გვერდით თქვენ ხართ!

„ამდენი საჩუქარი არასდროს მიგვიღია!“

თამარი ნამდვილი დამხმარე იზრდება: ის სარეცხ მანქანასაც რთავს და დედას პურის ცხობაშიც ეხმარება

დედას ახალი მტვერსასრუტი დედაზე არანაკლებ უხარია. „ისე სასაცილოთ ზუზუნებს: „უ-უ-უ-!“ - მზესავით იცინის ბავშვი

თეა, მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის. გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

თეა: იცით,იმ მოკლე დროში დადებითი ენერგიის იმხელა მუხტი მივიღე! ბევრმა დაგვირეკა და გვესტუმრა, ამიტომ ვინმეს გამოყოფა ძალიან მიჭირს. მე ყველა მახსოვს, ვინც ჩემი პატარა ოჯახის გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. წარმოგიდგენიათ, საჩუქრებს სრულიად უცხო ადამიანები გვიგზავნიდნენ სხვა ქალაქებიდან?! მაგალითად, ორმა კეთილმა გოგონამ ქუთაისიდან, - თამარმა და ნინომ, - ჩემს გოგონას სათამაშოები და ტკბილეული გამოუგზავნეს ფოსტით. ასევე, თქვენი წყალობით ერთი ახალგაზრდა ქალი გავიცანი, ეკა, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანად იქცა. ხშირად მირეკავს და გვკითხულობს და თითქმის ყოველ თვე მოდის ხოლმე სტუმრად, ჩემი თამარისთვის გემრიელობები მოაქვს. მადლობას გიხდით ყველას! თქვენ ჩემს შვილს მამაც შეუცვალეთ და ყველა ნათეხავიც, თქვენი სიყვარულისა და მზრუნველობის წყალობით!

„საწოლის ახალი თეთრეული ძალიან ლამაზი და კომფორტულია.“

„ნეტავ შიგნით რა არის?“

თეა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ ან დაგეხმარათ?

თეა: ჩემი ყველაზე მთავარი პრობლემა სახურავია, რომელიც ძლაიან ჟონავს. ყოველდღე დიდი რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ღმერთმა ნუ ქნას, ბავშვს თავზე ჩამოენგრეს! მერე რაღა ვქნა? ჩემს თავს როგორ ვაპატიო, რომ ჩემს შვილს საფრთხის ქვეშ ვაყენებ? მაგრამ ხელისუფლება ჩუმად არის... ერთხელ სახურავისთვის სამშენებლო მასალა გამომიგზავნეს, მაგრამ იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, რომ დანიშნულებისამებრ ვერ გამოვიყენეთ. თქვენს პოტს თბილისი მერის ცოლი, ქალბატონი ანუკი გამოეხმაურა. დიდი მადლობა მას ტანსაცმლისთვის და პროდუქტებისთვის. დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ისევ მივმართე, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი მხარდაჭერის იმედი უკვე აღარ მაქვს.

„ასეთ საჩუქრებზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო! თქვენ ყოველდღიურობა გამიფერადეთ და ცხოვრება გამიმარტივეთ!“

თეა, რას ნიშნავს ეს დახმარება პირადად თქვენთვის? უცხო ხალხისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით?

თეა: დიახ,ნამდვილად მჯეროდა, რომ გამოჩნდებოდა ხალხი, ვინც არ დაუშვებდა, რომ ჩემი შვილი შიმშილით მომკვდარიყო. მჯეროდა, რადგან ვიცი - ამქვეყნად კეთილი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ. დიდი მადლობა, რომ მათი ერთად შეკრება მოახერხეთ! დახმარების თხოვნას, ხვეწნას, თავის დამცირებას მიჩვეული ვარ, მაგრამ თქვენ დამანახეთ, რომ დახმარება შეიძლება უპირობო სიყვარულის და ქრისტიანული მოწყალების გამოვლინება იყოს - ვინც გეხმარება, ზემოდან კი არ გიყურებს, არამედ შენ გვერდითაა და მხარში გიდგას. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! ახლა უკვე ვიცი, - რამე რომ დამემართოს, თამარს ერთ ნაჭერ პურს ყოველთვის გაუწვდით და არ დაუშვებთ, რომ მოკვდეს...

„ადრე მეგონა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს, მაგრამ ახლა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გვერდით მთელი საქართველოა!“

– თეა, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! მინდა პატარა თამარსაც გავესაუბრო. საყვარელო, საჩუქრები როგორ მოგწონს? ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

თამარი (4 წლის): ეკა დეიდამ დიდი სარკე და სკამი მაჩუქა, რომ ყოველ დილას თმა დავივარცხნო და ფრჩხილები შევიღებო, იმიტომ რომ გოგო ყოველთვის ლამაზი უნდა იყოს, როგორც პრინცესა! კიდევ, ბევრზე ბევრი შოკოლადი მაჩუქეს! შენც მოგცემდი, მაგრამ უკვე შევჭამე. ხომ არ გეწყინა? მაგრამ არ იდარდო! (გოგონა ჩემს გაცინებას აგრძელებს.) დედამ მითხრა, რომ შოკოლადებს და „ჩუპა-ჩუპსს“ დაბადების დღეზე მიყიდის და მაშინ მოდი!

ეს პატარა გოგონა თვითმგორავზე და „ჩუპა-ჩუპსზე“ ოცნებობს და სჯერა, რომ ოცნებები ხდება!

რამდენი სიკეთეა ამ უძირო, ბავშვურ თვალებში... ვინც მსგავსი რამ გამოიარა, ბოროტი და გაუმაძღარი ვერასოდეს იქნება! ღმერთმა ამ ბავშვს მეტი სიხარული მისცეს, როცა გაიზრდება, მაგრამ ახლა - მხოლოდ თვითმგორავი!

პატარავ, გპირდები, რომ „ჩუპა-ჩუპსს“ დაბადების დღემდეც მიიღებ! თეა, დავუბრუნდეთ საუბარს. მითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

თეა: სახურავია დაზიანებული, მაგრამ მის შესაკეთებლად ფული არ გვაქვს. იქნებ ვინმეს შეუძლია, რომ მის შეკეთებაში დაგვეხმაროს? სახელმწიფოსგან მიღებული 170 ლარი არაფერზე გვყოფნის. ბავშვი თვითმგორავს და ველოსიპედს ითხოვს, მაგრამ ზოგჯერ ფული საკვებისთვისაც კი არ მრჩება და მისთვის ყველაფერზე უარის თქმა მიწევს.  ასევე, საოჯახო ქიმიაც არ გვაქვს: შამპუნი, საპონი და სარეცხის ფხვნილი ძალიან გაძვირდა. უკვე აღარ ვიცი, ფული რაზე დავზოგო. თქვენთვის რაიმეს თხოვნა ძალიან მერიდება, ისედაც ძალიან დიდ სიკეთეს იჩენთ ჩვენ მიმართ, თანაც ახლა ძალიან რთული დროა, ყველას უჭირს, მაგრამ თუკი იქნება სურივლი და შესაძლებლობა, მე და თამარი მადლობელები ვიქნებით საკვებისთვისაც და ტანსაცმლისთვისაც. დიდ მადლობას ვუხდი ყველა ყურადღებიან ადამიანს! ვილოცებ, რომ უფალმა დაგიფაროთ ყველგან და ყოველთვის!

***

ძვირფასო მეგობრებო, ნოქარიშვილების ოჯახს ძალიან უჭირს. დედა-შვილი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს, თვეში 170 ლარზე! მათ ცხოვრებას საფრთხე ყოველდღიურად ემუქრება სახურავის გამო, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას. მზრუნველო თანამოქალაქეებო, ძალიან გთხოვთ, მოდი გავერთიანდეთ ამ მარტოხელა ხალხისთვის და გადავარჩინოთ ისინი სასიკვდილო რისკისგან და შიმშილით სიკვდილისგან! თეა და თამარი ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები იქნებიან, - იქნება ეს საკვები თუ საყოფაცხოვრებო ქიმია. პატარა თამარი კი თვითმგორავზე და „ჩუპა-ჩუპსზე“ ოცნებობს. ჩვენ შეგვიძლია ამ ბავშვისთვის კეთილ ჯადოქრებად ვიქცეთ, რადგან ოცნებები ხდება, ხომ ასეა?

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ნოქარაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/659-nokarashvili

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

მსგავსი პროექტები: