პროექტის რეპორტი ოჰ, მასთან ერთად როგორ გაწვალდები... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოჰ, მასთან ერთად როგორ გაწვალდები...

page info icon
2021 თებერვალი 4
page info icon
2054
„დატოვე და შენი ცხოვრებით იცხოვრე! პრობლემების გარდა, ის სხვას არაფერს მოგიტანს“, - ეუბნებოდნენ დედას, როდესაც მისი შვილის დიაგნოზის შესახებ იგებდნენ. „იცი, ასეთი ბავშვები დიდხანს არ ცოცხლობენ.“ „ოჰ, მასთან ერთად როგორ გაწვალდები!..“ რამდენი გულსატკენი სიტყვა აქვს მოსმენილი მაიას! მათ ნათესავებმა და ახლობლებმაც კი ზურგი აქციეს. ყველაფრის მიუხედავად, მან მაინც შვილი არჩია! და ისინი მთელ სამყაროში მარტონი დარჩნენ, მაგრამ - ერთად! ნიკოლოზი საწოლს არის მიჯაჭვული, ვერ დადის, დამოუკიდებლად არც ჯდომა შეუძლია და არც ლაპარაკი, ზოგჯერ მხოლოდ ხმებზე რეაგირებს და ზმუის. დედა მას ისე უვლის, როგორც სიცოცხლის პირველ დღეებში. ზოგჯერ, ბიჭის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ხშირი შეტევები და კრუნჩხვები თითქოს მთელ შრომას წყალში ყრიან და ქალს კიდევ ერთხელ, ისევ ნულიდან უწევს შვილის ჯანმრთელობის მარცვალ-მარცვალ აკრეფა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,523 ₾
( 314 დონორი )
დასრულებულია

როგორ მინდა თქვენი ჩახუტება და ჩაკოცნა!

      “ჩვენი ნიკუშა აწი უკვე მეფესავით ზის! - ამბობს მზია. - ნახავთ - თქვენც გესიამოვნებათ. ყველაზე მეტად ამ ეტლზე განვიცდიდი. ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ. ისევ თქვენ დაგვეხმარეთ! ყოველთვის თქვენ გვეხმარებით. სხვა ვინ?! როგორ მინდა თქვენი ჩახუტება და ჩაკოცნა. დასანანია, რომ “კორონაა” და არ შეიძლება. თქვენ ჩემო კეთილო ადამიანებო, ჩემო ოქროს ადამიანებო, ჩემო სუპერ დამხმარეებო.”

იცანით მეგობრებო? ეს ხომ ჩვენი ძველი ნაცნობია - მზია ხარაიშვილი, რომელიც სულ მარტო ზრდის და უვლის თავის შვილს, ნიკუშას. აბა შეხედეთ, როგორ შეიცვალა მისი განწყობა! თუმცა შვილის ჯამრთელობის პრობლემები - ცერებრული დამბლა, ეპილეფსია - არ სად არ გამქრალან, მაგრამ დარწმუნდა თუ არა მზია, იმაში რომ მისი პრობლემები, ჩვენ როგორც საკუთარი აღვიქვით, ის თითქოს გაფრთიანდა.  შეუძლია მთები გადაატრიალოს, ყველა დაბრკოლება გადახალოს და გახდეს თავისი შვილის ღირსეული საყრდენი. მისი უსაზღვრო მადლიერება ჩანს მის ღიმილში, გულთბილ მიღებაში და კეთილი სიტყვების უწყვეტ ნაკადში.

ახალ ეტლში ნიკუშა თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს

მზია თქვენი განწყობით ვხდებით, რომ ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები.

მზია: ჩემი ღიმილი - თქვენი დამსახურება. ჯერ კიდევ პირველი პოსტის მერე მე ვიგრძენი თუ რაოდენ კეთილია ქართველი ხალხი, რამდენად ახლოს იღებს გულთან სხვის გაჭირვებას. შემოვიდა უამრავი ზარი, ხალხი კითხულობდა, ინტერესდებოდა, რა გვჭირდება, რა შეიძლება მოეტანათ ნიკუშასთვის, რით შეიძლებოდა მისი გახარება. ზოგჯერ დღეში რამდენიმე სტუმარი გვყვავდა.

        თქვენი დამსახურებით, ფონდის დამსახურებით დღეს ჩემს ბიჭუნას აქვს ეტლი მისი ასაკის და სიმაღლის მიხედვით, ჩვენ ვსეირნობთ ყოველ საღამო. თქვენ გაათავისუფლეთ ნიკუშა მარტოობისგან. მისი დღე უკვე აღარ გადის ოთხ კედელს შუა. ის ხედავს ადამიანებს, უსმენს მათ, აკვირდება გარემოს, ეცნობა მსოფლიოს. ახლა ნიკუშას რამდენიმე საათის გატარება შეუძლია ეტლში და ის ამისგან არ იღლება. აბა წინად: მეც ვნერვიულობდი, ნიკუშაც, ის ეტლო თითქოს და ვიცეს გავდა. ვერ შემობრუნდები. ხედავთ როგორ მშვიდად ზის და თამაშობს აივანზე. მეც არ ვნერვიულობ, რომ მას შეიძლება რამე ასტკივდეს. ბავშვმა თავისუფლად ამოისუნთქა. დიდი მადლობა თქვენ! გააბედნიერეთ ჩემი შვილი!

როგორი რეაქცია ქონდა ნიკუშას? ჩვენც მოგვიყევით. უცბად დათანხმდა სხვა ეტლში გადაჯდომაზე? თუ ეჩვეოდა თავიდან?

მზია: უი, თხოვნაც არ მომიწია! დიდი ხანია არ მინახავს ასეთი ემოციები ჩემს შვილში: სიხარული, აღფრთოვანება, ხმამაღალი სიცილი! მას ესმის! მას იმდენად მოეწონა, რომ პირველ დღეს ეტლშივე ჩაეძინა. თუმცა ჩვეულებრივ ის ძალიან რთულად იძინებს.

ძველი ეტლი ვერანაირად ვერ შედარდება ახალთან. ნიკუშამ თავისუფლად ამოისუნთქა.

და რა დიდი სიამოვნებით მიირთმევს იმას რასაც ახალ გაზქურაზე ვუმზადებ! პროდუქტებითაც,  როგორ გაგვანებივრეთ. ძეხვი, ლორი, ქათამი - ეს ყველაფერი ჩემი ბიჭისთვის კარგა ხანია არ მიყიდია. და მას ისე უყვარს, ისე გემრიელად ჭამს! ხო, დედიკო? მარცვლეული დიდი ხანი გვეყოფა.  დედა ფაფებს მოამზადებს.

ნიკუშა სისუფთავეში იქნება. ყოველდღე ჭკუიდან გადავდიოდი, საიდან მომეტანა საფენები. ახლა ამოვისუნთქე, რაღაც პერიოდი მშვიდად ვიქნები.

“ნიკუშა მოდი შევხედოთ კადრში. ჩვენ უკვე მთელი საქართველო გვიცნობს. ყველამ იცის, რომ არსებობს ასეთი ოქროს ბიჭი - ნიკუშა”

“გვიცხორია! შიმშილი გადაიდო!”

საფენებმა და ჰიგიენის საშუალებებმა ცოტა ხნით გაანთავისუფლეს მზია  ყოველდღიური დარდისგან

მზია ახალი მეგობრებიდან, განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

მზია: მე შემეხმიანა კეთილი და ძალიან კარგი გოგონა, მარიამი, ბათუმიდან.ის ძალიან ხშირად გვეხმარებოდა, ცოტა ხნის წინ სტუმრობდა კიდეც ჩვენთან თბილისში. ჩვენ დავმეგობრდით და დავნათესავდით კიდეც -  მარიამის დედამ მომნათლა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სრულიად უცხო ადამიანები უფრო ახლობლები გახდებოდნენ ვიდრე ნათესავები. რამდენიმე დღეში ეთხელ გვირეკავს მარიამი, გვეკითხება, როგორ ვართ, რამე ხო არ გვჭირდება. თქვენი ფონდი რომ არა, ვინ გაიგებდა ჩემი და ნიკუშას შესახებ? და საერთოდ, ვინ გარისკავდა ჩვენთან ურთიერთობას? ჩვენ ხომ პრობლემური ოჯახი ვართ. ასევე დავრჩებოდით სადღაც ჩრდილში. სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ჩვენზე ფიქრობენ, ზრუნავენ.

          რომ არ დამავიწყდეს, ნინოზე დაწერეთ კიდე - ძალიან კარგი გოგონა თბილისიდან. მას მუდმივად მოქვს ტანსაცმელი ნიკუშასთვის, გვირეკავს, გვეკითხება, როგორ ვართ. აუცილებლად უნდა ვთქვა საფეხბურთო გუნდი “დინამო”- ს კაპიტანის შესახებ. მისი წარმომადგენელისთვის სახელი არ მიკითხავს, ჩემი შეცდომაა,  თვითონაც არ დაუსახელებია. მაშ ასე, გუნდის კაპიტანმა გადმოგვცა პროდუქტები და დატოვა თავისი ნომერი, რომ თუ რამეა დავკავშირებოდით. მე არ დამირეკავს - არ მიყვარს ადამიანების შეწუხება, მაგრამ თვითონ ის აზრი, რომ რთულ დროს შენ იცი ვის მიმართო, უკვე დამამშვიდებელია. “ნებისმიერ დროს, არ მოგერიდოთ”- თქვა მისმა წარმომადგენელმა.

    შეიძლება ითქვას, პოსტის გამოქვეყნების მერე, ჩვენს გარშემო შეიქმნა კეთილი მფარველთა წრე. ეს არიან კეთილი, მზრუნველი გოგოები, რომლებსაც უყვართ ნიკუშა, განიცდიან ჩვენს შესახებ და მზად არიან დასახმარებლად.

რამდენი გემრიელი რამ გასინჯა ნიკუშამ დღეს

– მზია, რამე გამოხმაურება თუ იყო ადგილობრივი ხელისუფლებისგან?

მზია: ეჰ, მათგან რა ჰეირი! დაიბრმავეს და დაიყრუეს თავები. ესე უფრო აწყობთ - არ არის საჭირო რეაგირება. არავინ არც დაინტერესებულა, როგორ არის ჩემი შვილი, რამე ხო არ სჭირდება. მე თვითონ მიწევს ყველა ინსტანციაში სირბილი, იქნებ სარეაბილიტაციო კურსი მაინც დაფინანსდეს, რომელიც მუდმივად სჭირდება ნიკუშას.

ბინაც უნდა იყოს აღჭურვილი ნიკუშას  საჭიროებების გათვალისწინებით. ამისთვის სესხი გამოვიტანე, უკვე მეორე წელია ვიხდი და ვალი არ შემცირებული. მარტო პროცენტების დაფარვა თუ შემიძლია.

- ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის თუ რა  სირთულეებს და უსამართლობებს აწყდება ბევრი ოჯახი. და ისინი აქტიური დამხმარეები არიან და არა დამკვირვებლები.

მზია: მე უკვე ვნახე, რომ ფონდი აერთიანებს ყველაზე  კეთილ, მგრძნობიარე და მზრუნველ ადამიანებს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, ძვირფასო ადამიანებო! ბედნიერებაა, თქვენ რო არსებობთ! ყოველთვის ვცხოვრობდი იმ იმედით, რომ სამყარო არ არსებობს კეთილი ადამიანების გარეშე. რა თქმა უნდა, ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეყრდნოს საკუთარ თავს. მაგრამ როდესაც ამის გარდა, შენ იღებთ მხარდაჭერას სრულიად უცხო ადამიანებისგან, იწყებ იმის გაცნობიერებას, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული. გავიწყდება უბედურება, წყენა, დაბრკოლებები. გიბრუნდება ბედნიერების განცდა. დიდი სტიმულია იმის ცოდნა რომ, შენზე ფიქრობენ, ნერვიულობენ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! თითოეული ზარისთვის, თითოეული ჩარიცხული ლარისთვის! მადლობა რომ გვაძლიერებთ მე და ნიკუშას! იმისთვის რომ მაძლევთ საშუალებას ნიკუშაზე ვიზრუნო და მეტი დრო დავუთმო, და ცოტა ხანი არ ვიფიქრო პრობლემებზე.

- მზია ჩვენ გვესმის, რომ პრობლემები ამაზე არ დამთავრებულა და ნიკუშას კიდე ბევრი რამ სჭირდება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. იქნებ ჩვენც მოგვაწოდოთ კონკრეტული საკითხები, რომლის გადაწყვეტილებაში ჩვენი მკითხველი დაგეხმარებათ?

მზია: დიახ, მართალია. (მძიმედ ამოისუნთქა.) ჩემს შვილს ჯერ წინ აქვს ოპერაცია. ის ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი - არა. ერთი კურსის ღირებულებაა დაახლოებით 1200 ლარი, და მასეთი კურსი უნდა იყოს არანაკლებ ხუთისა.  ოპერაციამდე ნიკას სისტემატურად სჭირდება მასაჟები და ვარჯიშები, ეტლში მუდმივი ყოფნა იწვევს ხერხემლის ატროფიას, ამას შეუძლია გაართულოს ოპერაციის მიმდინარეობა და გააუარესოს შედეგი. მადლიერი ვიქნები ნებისმიერი დახმარებისთვის! თქვენ როგორც ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ.თქვენ ჩაგეჭიდეთ!

***

მეგობრებო, ეს ყველაფერი არის თქვენი მზრუნველობის და გულუხვობის ნაყოფი - დედის გული სიხარულით აივსო. მანამდე არაფერი იცოდა სიმწრის გარდა. როგორ ფიქრობთ, ყველას შეუძლია ხალხის გაბედნიერება? არა! ეს არის განსაკუთრებული ნიჭი. და თქვენ, ჩვენს მკითხველს, ნამდვილად გაქვთ ის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საერთო ძალებით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტის მიღწევას: შევქმნათ ყველა პირობა ნიკუშას ნანატრი ოპერაციის განსახორციელებლად და მისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ხარაიშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/685-kharaishvili/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

        თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: