პროექტის რეპორტი ღამღამობით ჩვენთან გველები იპარებიან... ძალიან მეშინია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღამღამობით ჩვენთან გველები იპარებიან... ძალიან მეშინია!

page info icon
2021 მარტი 2
page info icon
709
– აქ ბევრი გველია, თავად მყავს ნანახი! კედლებში კი ხვრელები გვაქვს და მოულოდნელად, სახლში გველი რომ შემოიპაროს და დაგვკბინოს, რა უნდა ვქნათ?! - თვალებგაფართოებული გვიყვება 10 წლის ბაჩუქი. ის და მისი ძმები: გეგი - 4 წლის, დათო - 12 წლის და მათე - 13 წლის, ნახევრად დანგრეულ, ხის ფარდულში ცხოვრობენ, რომელსაც შეუძლებელია, სახლი უწოდო! – ზამთარში აქ საშინლად ცივა, ზაფხულში კი - ცხელა. სადაცაა, სახლიც ჩამოინგრევა, ისეთ მდგომარეობაშია! - ტირის ოთხი მშვენიერი ბიჭის დედა, იზო (36 წლის) და მუყაოთი „დათბილულ“, ჩამონგრეულ კედლებს გვიჩვენებს, სადაც მათ ცხოვრება უწევთ. - კედლები ერთიანად დალპა! მაგრამ რა გავაკეთოთ? ფული საჭმლისთვისაც კი არ გვყოფნის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,565 ₾
( 69 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: