პროექტის რეპორტი შვილის გამო ვაპირებ ჩემი ნებით მეშვიდედ ჩავხედო სიკვდილს თვალებში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვილის გამო ვაპირებ ჩემი ნებით მეშვიდედ ჩავხედო სიკვდილს თვალებში!

page info icon
2021 მარტი 11
„მეშვიდედ მივდივარ ოპერაციაზე, რომელიც ფაქტობრივად გარდაუვალი სიკვდილით მემუქრება! კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადავიტანე... დიახ, მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ ჩემმა შვილმა იცოცხლოს; მაგრამ კეთილო ხალხო, ჩემ გარეშე ის როგორ იქნება?! ასე ნაზად მას ვინ აკოცებს? მშობელი დედასავით გულში ვინ ჩაიკრავს? სიცოცხლე შემინარჩუნე, ღმერთო!“ - უფალს ევედრება ქალი. „ღმერთმა ქნას, ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს“, - მეუბნება გმირი ქალი, სახელად ლელა. აი, ვინ დაიმსახურა გმირობის ორდენი საქართველოში!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,178 ₾
( 309 დონორი )
დასრულებულია
ერთი წლის წინ, შვილი დედიკოს გადარჩენას გვევედრებოდა. ახლა კი, დედა ჩვენ და უფალს, მისი შვილის გადარჩენას გვთხოვს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ეს სიმპატიური ბიჭუნა შეგვპირდა, რომ ბოლომდე შეჭამს ამ გემრიელობებს
დედიკო გიორგის გვერდით არის და გემრიელ ფაფას აჭმევს. ტელევიზორში კი, გადის გიორგის საყვარელი მულტფილმი - „ჟირაფი ჟოზე“. „დედა, ჟოზესთან ერთად იმღერე რა!“ - სთხოვს ბიჭუნა. და უცებ, მისი დედიკო ლელა, გადაიქცევა პატარა მხიარულ გოგონად, განასახიერებს ხან კატას, ხან ბეკეკას, მერე ბაჭიას... გიორგი გულიანად ერთობა და ფეხებს აქანავებს. მას ზუსტად ასე უნდოდა, ზუსტად ასე მოსწონს.
ოღონდ ადრე, ასე არ გამოდიოდა. არც ფაფა ჰქონდათ, არც ტელევიზორი, არც სახატავი საღებავები. დედიკო კი, მუდამ მოწყენილი იყო. ახლა, გიორგის უკვე აქვს ეს ყველაფერი. ესე იგი, დედას დარდის მიზეზი აღარ აქვს?
ერთი წლის წინ, დავწერეთ საოცარი დედიკოს, ლელა გიგოლაშვილის და მისი შვილის, გიორგის ისტორია. ამ ისტორიას რა დაგვავიწყებს?
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/701-gigolashvili/
ლელამ ექვსი ოპერაცია და ოთხი კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. მაგრამ, მაინც ეყო გამბედაობა, ნანატრი ვაჟი რომ გაეჩინა. თავადაც დაინახეთ, რა ცუდად ცხოვრობენ, გულთან ახლოს მიიტანეთ, გაიზიარეთ მათი ტკივილი, და მათთვის ბევრი რამ გააკეთეთ. საუკეთესოები ხართ და მადლობას გიხდით ამისთვის!
ნეტა, ლელა დედიკოს მართლა აღარ აქვს დარდის მიზეზი? თუ, გიორგიმ ყველაფერი არ იცის?
- გამარჯობა ლელა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ლელა: პირველ რიგში, მივესალმები თქვენი ფონდის ყველა მკითხველს და მეგობარს. მთელი გულით ვუხდი მათ მადლობას. თქვენ დამანახეთ სინათლე გვირაბის ბოლოს და მაგრძნობინეთ, რომ მარტო არ ვარ. რამხელა ძალა აქვს სიკეთეს! ყავარჯნებზე დაყრდნობილი დავდივარ. მაგრამ, ცხოვრებაში, ყველაზე დიდი საყრდენი, არიან კეთილი ადამიანები! ფაქტობრივად, მათ გამაცოცხლეს. ახლაც,  როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი დახმარება! ძალიან ვღელავ. ცოტა დრო მჭირდება, ძალა რომ მოვიკრიბო და ყველაფერს მოგიყვებით.
         - კარგი ლელა. რას ნიშნავს ჩვენი ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
         ლელა: იმედს, შვებას და ცოტა ხნით, მშვიდად ძილს ნიშნავს.  როდესაც ვიცი, რომ მაქვს რამდენიმე თვის საჭმლის და მედიკამენტების მარაგი, შინაგანად ვმშვიდდები. გარდა ამისა, ყოველთვის ვკითხულობ თქვენს პოსტებს, ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. მათ, ვისაც  აღარაფრის იმედი არ ჰქონდა და თქვენ დაუბრუნეთ. ვხედავ, როგორ წამოაყენეთ ისინი ფეხზე, მიეცით ამოსუნთქვის საშუალება. კითხვაც  კი  მახარებს, როდესაც ვიცი, რომ ამდენ გაჭირვებულს გაუმართეთ ხელი და მეც ვარ მათ შორის. თქვენი სიკეთე,  ჰგავს კამკამა წყაროს წყალს. გმადლობთ, რომ არსებობთ! და იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს აგრძელებთ თქვენი კეთილი საქმის კეთებას.
ლელა: „ამ ასოთი იწყება სიტყვა „ლომი“ და ჩემი სახელიც“
         - ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ და  ვის გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
ლელა: ძალიან დავუახლოვდით ჩემი შვილის საბავშვო ბაღის  მასწავლებელს - ნინო მინდიკაურს. ის უანგაროდ ამეცადინებს ჩემს გიორგის, ასწავლის, მასთან ერთად ატარებს  ბევრ დროს. მასაც ძალიან შეუყვარდა ნინო მასწავლებელი,  სახელიც კი შეარქვა, - „აკა ფაფა“.  ის ხომ მას ფაფას მაჭმევს და ზრუნავს მასზე. ჩემს ბიჭუნას კი, სწორედ ეს მოსწონს. (ლელა იღიმის.)
კიდევ, აუცილებლად მინდა ავღნიშნო გიორგის საბავშვო ბაღის ჯგუფელების   მშობლები. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მუდმივად მწერდნენ და გვკითხულობდნენ. უამრავმა ადამიანმა, გამოიჩინა ჩვენს მიმართ ყურადღება. ყველას სახელს ვერ ჩამოვთვლი. რა თქმა უნდა, უზომოდ მახარებს ასეთი მზრუნველობა. გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს, სითბო გვენატრება და განსაკუთრებულად გვამახსოვრდება თითოეული სიტყვა.
აქვე, აუცილებლად  უნდა ავღნიშნო ჩემი ბავშვობის მეგობარი ნათია შეშაბერიძე, რა თქმა უნდა, მას ადრეც ვიცნობდი, მაგრამ საჯაროდ მინდა გადავუხადო მას მადლობა  თანადგომისთვის და იმისთვის, რომ ბოლომდე ჩემს გვერდით არის. კიდევ, დიდ მადლობას ვუხდი  სითბოსთვის და ყურადღებისთვის თეონა ბაშარულს.
 „გიორგი, ჩვენი მეგობრები მოსულან. შემოიპატიჟე სახლში“
- გვიამბეთ, გიორგის საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონა და რამ გაახარა? 
         ლელა: ყველა  თქვენმა საჩუქარმა ძალიან გაგვახარა. მაგრამ,  ყველაზე მეტად, გიორგის ყურადღება ახალმა ტელევიზორმა მიიპყრო. ძალიან უყვარს მულტფილმი „ჟირაფი ჟოზე“.  ზოგჯერ, შვილის დამშვიდებაში, ტელევიზორი ძალიან მეხმარება. ძალიან მოსწონს ახალი გასართობი, ჩემთვის პულტი სულ მოაქვს: „ჩამირთე, ჩამირთეო!“ (იღიმის.)
          თუ სიმღერის ხმა გვესმის, ჩვენც ერთად ვმღერით. ასეთი განტვირთვის წუთებიც გვაქვს. სანამ მე საჭმელს ვამზადებ, გიორგი ტელევიზორს უყურებს. სხვათა შორის, ძალიან დავუმეგობრდი გაზქურას. ძალიან გამიმარტივა სამზარეულოში საქმე. მადლობა, ყველაზე მცირედია, რაც შემიძლია გითხრათ. ჩემს მადლიერებას საზღვარი არ აქვს!
ლელა: „ერთად ვამზადებთ საჭმელს, თუ დამჭირდა, გიორგიც მეხმარება“
- ლელა, თქვენი ღიმილის უკან, დიდი მღელვარება იგრძნობა. ვერ ბედავთ რაღაცის თქმას. გვითხარით, გთხოვთ, გვსურს ყველაფერი ვიცოდეთ.
          ლელა: არ ვიცი, საიდან დავიწყო. ამაზე საუბარიც კი, ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს, მაგრამ ახლა, თქვენი დახმარება, იმაზე  მეტად მჭირდება, ვიდრე ოდესმე... თქვენი წინა სტუმრობის დროს, ჩემს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობდით და  ვდარდობდი, რომ ჩემს შვილს ჰყოლოდა ჯანმრთელი და ძლიერი დედა. რას ვიფიქრებდი, რომ ყველაზე დიდი საშინელება წინ მელოდებოდა... (ტირის)
ერთი თვის წინ, შვილი ექიმთან მივიყვანე, იმის გამო, რომ ეჭვი მტანჯავდა. გიორგი უკვე ხუთი წლის ხდება და თავის ასაკთან შედარებით, სათანადოდ განვითარებული არ არის. მანამდე ექიმები მამშვიდებდნენ,  მეუბნებოდნენ, რომ მისი უცნაური ქცევა, ამ ასაკისთვის ნორმალურია. ახლა კი, ექიმისგან საშინელი დიაგნოზით წამოვედით - აუტიზმი!
ეხლაც გაქვავებული ვარ და ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან.  ახლა, იმის გარდა, რომ მე თვითონ უნდა გადავრჩე და ჩემს შვილს მივხედო, უნდა ვიფიქრო გიორგის გადარჩენაზეც.  არ ვიცი, საიდან მოვიკრიბო ამდენი ძალა?! მაგრამ ახლა, ვერ მივცემ თავს სისუსტის უფლებას, მისთვის უნდა ვიყო ძლიერი. გიორგისთან ერთად, მეც უნდა ვისწავლო და გავიზარდო, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მომეცა. თქვენი დახმარებით, რამდენიმე თვე გავიტანეთ თავი. ახლა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო?
გიორგის მუდმივად სჭირდება ფსიქოლოგიური თერაპია, ვიტამინები, ვარჯიშები. გონებრივი ჩამორჩენის გარდა, ის ფიზიკურადაც ვერ ვითარდება, ძალიან სუსტი სახსრები აქვს. ამჟამად, ჩვენი თვიური შემოსავალი, 350 ლარს შეადგენს. ვეღარ ვხვდები, ეს თანხა საჭმელს მოვახმარო, თუ მკურნალობას. 350 ლარი იმდენად ცოტაა, რომ ამ თანხით, ვერც ერთს ვერ გააკეთებ, და ვერც მეორეს.
დაფინანსებაზე დავწერე განცხადება. არის ასეთი პროგრამა ბავშვებისთვის, ვისაც აუტიზმი აქვს. მითხრეს, რომ ამ თერაპიას მცირე ნაწილს დამიფინანსებენ, სრულად ვერა. პასუხი იქნება 9 თვის ვადაში.  რა დამრჩენია ლოდინის გარდა? სახლში ძალიან დაძაბული და სტრესული ფონი გვაქვს, უძილო ღამეები, ქაოტური მდგომარეობა, მომავალზე ფიქრი. მეშინია, რომ ერთ დღესაც, უბრალოდ ვეღარ შევძლებ წამოდგომას და გიორგის დახმარებას. გარდა ამისა, მეც მჭირდება ოპერაცია ფეხებზე, მომავალში, სიარული რომ შევძლო. ხეიბრის ეტლში თუ აღმოვჩნდი, როგორ დავეხმარები ჩემს შვილს? აღარაფერს ვამბობ ჩემს დანარჩენ დაავადებებზე - ჩიყვსა და ტაქიკარდიაზე, აღარ ვთვლი დაავადებად.
გიორგიმ დახატა დაავადებები. ცუდია, და შავი ფერის იმიტომ არის.  და კიდევ ნაჯღაბნები
ახლა მხოლოდ ორი მთავარი პრობლემა მაქვს. პირველი - გიორგის იმ ასაკამდე  მიყვანა, რომ დედის გარეშეც შეძლოს დამოუკიდებლად ჭამა, სიარული და თავის მოვლა, რაც, ხანგრძლივი თერაპიის დახმარებით, რეალურია. და მეორე - ჩემი ოპერაცია, რომ გავხდე სრულფასოვანი და ჩემი შვილის გვერდით ყოფნა, შევძლო კიდევ 15 წელი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი მდგომარეობა? რა დღეში ვართ და როგორ ვუძლებთ ყოველი ახალი დღის გათენებას? მაგრამ, გიორგისთვის სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, დამეხმაროთ ამაში! მე ღრმად მწამს, რომ თქვენისთანა ადამიანების დახმარებით, ყველაფერი შესაძლებელია. თქვენ ჩემს გვერდით ხართ.
- ლელა, ამ სამწუხარო ამბავმა ძალიან დაგვწყვიტა გული. მაგრამ, სწორად იქცევით, რომ იმედს არ კარგავთ. მკურნალობა რეალურ შანსებს იძლევა. ჩვენი ფონდის მეგობრები, გულგრილნი არასდროს რჩებიან, როდესაც საქმე ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებას  ეხება.
          ლელა: ჩემი უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ. ფაქტობრივად, ბეწვის ხედზე ვდგავართ, რომელიც სადაცაა ჩატყდება და ჩაგვიყოლებს. მთელი გულით მინდოდა პოზიტიურად დაგხვედროდით, მხოლოდ დადებითი და სასიამოვნო სიტყვები მეთქვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ბედი მხვდა წილად.  დამიდგა ისეთი დრო, როდესაც ფიზიკურად, ყავარჯნებზე დაყრდნობილი  ვებრძვი  გაჭირვებას და  არაფერი  არ გამომდის.
წყალი ფაფის მოსამზადებლად უკვე მზად არის
          - ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
          ლელა: ახლახან, მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას როგორც წერილობით, ასევე პირადად, ვითხოვე ერთჯერადი დახმარება - 150 ლარი. მაგრამ, ცივი უარით გამომისტუმრეს. კვარტალური ბიუჯეტის ამოწურვის გამო, ვერ გამიწევდნენ ამ ერთჯერად დახმარებასაც კი, ასეთი იყო მათი პასუხი. ვაჩვენე იმის დამადასტურებელი ყველა საბუთი, რომ ინვალიდი ვარ, მაგრამ უშედეგოდ. 
ასევე, ველოდები  ოპერაციის დაფინანსებას. ახალი ფასების გათვალისწინებით, ჯდება ათი ათასი ლარი. აქედან, სამი ათასი ლარის დაფინანსებას შემპირდნენ. ვნახოთ. მაგრამ, დანარჩენი საიდან მოვიტანო, როდესაც არაფერი არ გამაჩნია ...
 „უკვე მორჩა? აღარ არის?“
- ლელა, თქვენ დაასახელეთ მთავარი პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც დახმარება გჭირდებათ. იქნებ, ვინმემ საყოფაცხოვრებო საკითხებშიც ისურვოს თქვენი დახმარება. გვითხარით, თუ შეიძლება.
         ლელა: თუკი შესაძლებელი იქნება, ძალიან მჭირდება ჭურჭელი, ემალის ქვაბები. საკვები, კარგად და დიდხანს რომ შევინახო. ჩვენ ხომ საჭმელს იშვიათად ვამზადებთ და ვცდილობთ, დიდხანს რომ გვეყოს. ამიტომ, მჭირდება ასეთი მასალისგან დამზადებული ქვაბები. ან, იქნებ ვინმეს სახლში ჰქონდეს და არ ხმარობდეს?
არ მაქვს სხვა თხოვნა. ისედაც, თითოეული გაღებული თეთრისთვის მადლობელი ვარ და თქვენს სიკეთეს არასდროს დავივიწყებ. 
             
 „შენს გვერდით მინდა ყოფნა, შვილო. მიშველე, ღმერთო! მომეცი ძალა!“
                                                           
                                                           ***
ძვირფასო მეგობრებო! ძნელია რამის დამატება, ძნელია იმის გააზრებაც კი, რომ ფინანსური პრობლემები წყვეტს შენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხს. ლელას და გიორგის მწარე რეალობაში უწევთ ცხოვრება. ისინი, სახელმწიფოს ინტერესებში არ შედიან. თუ ჩვენ მათ არ დავეხმარებით, ისინი გახდებიან მარტოსული მგზავრები ცარიელი მატარებლისა, რომელიც მიჰქრის უბედურების შესახვედრად და ვერავინ შეაჩერებს.
თუ ამან შეძრა შენი გული და გსურს დახმარება, ნუ გადადებ. შენი გული არ ცდება, ის ტკივილით ტყუილად არ შეიკუმშა. მათი მომავლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შესაძლებელია! შენ შეგიძლია ყველაფრის შეცვლა.
       მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
         (დანიშნულება: ლელა გიგოლაშვილი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/701-gigolashvili/
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, გავუმართოთ ხელი ლელა გიგოლაშვილსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა გიორგის! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
     

მსგავსი პროექტები: