პროექტის რეპორტი როგორ ცხოვრობს მოხუცი და მძიმედ ავადმყოფი „ძუ მგელი“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როგორ ცხოვრობს მოხუცი და მძიმედ ავადმყოფი „ძუ მგელი“

page info icon
2021 აპრილი 14
„თუ სიარული ვეღარ შევძელი, მუხლებზე ხოხვაც რომ მომიწიოს, ჩემს შვილიშვილებს არ მივატოვებ! არ დავუშვებ, რომ ცუდად იყვნენ! მე მათ არ დავტოვებ! უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მათ გვერდით ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მარტო არ დარჩნენ!“ 8 წლის ჯონის, 11 წლის ლუკას და 12 წლის ნინოს მფარველი ანგელოზი ჰყავთ, სახელად ნუნუ. ის მათთვის ყველაფერია - დედაც, ბებიაც და მეგობარიც. მძიმე ცხოვრებაგამოვლილს და მძიმედ ავადმყოფს, მოვლა და ყურადღება თავად სჭირდება, მაგრამ მას მხრებზე მძიმე ტვირთი დააწვა - შვილიშვილების აღზრდა, რომლებსაც დედა აღარ ჰყავთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,650 ₾
( 117 დონორი )
დასრულებულია
ყოველი დღის გათენება გვიხარია! მთავარია, არ გავიყინოთ...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
რამდენი სიხარულია თითოეულ დღეში! რამდენი ახალი შესაძლებლობა გვეძლევა! 
„ბედნიერი ვარ, სწავლა რომ შემიძლია!“
ის, რაც ბევრი ჩვენთაგანისთვის არის ყოველდღიური, ჩვეული და უბრალო ნივთები, ნუნუ ბებიასთვის და მისი სამი შვილიშვილისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, იყო ოცნება. დღეს კი, თქვენი დამსახურებით, მათ სახეებზე მშვენიერ ღიმილს ვხედავთ! მათ ხომ იმდენი საჩუქარი, იმდენი პროდუქტი მიიღეს, მოისმინეს იმდენი თბილი და კეთილი სიტყვა!
მილორავების ოჯახი სოფელ ნოსირში, ძველ სახლში ცხოვრობს. სულ რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გიამბეთ მათი ისტორია, რომელმაც ბევრი ადამიანის გულები შეძრა. „ძალიან მიხარია, ბებო გაყინულ წყალში, ხელით რომ აღარ გარეცხავს! - იღიმის 12 წლის ნინო და ბებოს მხარზე ეფერება. - ის ჩვენი ანგელოზია!“
ანგელოზი კი ძალიან ავად არის... ორი მძიმე სენი ერთბაშად მოერია. მაგრამ, ნუნუ არ ნებდება! არ ნებდება იმ ბავშვების გამო, რომლებიც მიატოვა მშობელმა დედამ. მისი გული სავსეა სიყვარულით, ძალას კი, მათი ღიმილი მატებს. ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა სჭირდება ამ ოჯახს... ჩვენ კი, ჯერ კიდევ გვაქვს მათი დახმარების შესაძლებლობა!
 „ახლა, უკეთესად ვიგრძნობთ თავს. უკვე უკეთესად ვართ!“
          - ნუნუ, ვხედავ, რომ პრობლემების უმეტესობა, ახლა უკვე ნაკლებად გაშინებთ. გვიამბეთ, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ნუნუ: დიახ, ადრე უზომოდ გვიჭირდა. ბავშვები იზრდებიან და მათთან ერთად, მათი სურვილებიც და საჭიროებებიც. ყოველთვის ვცდილობდი, ჰქონოდათ ყველაფერი, რაც აუცილებელია, მაგრამ ეს იოლი არ არის. არ ვარ მიჩვეული სხვებისთვის დახმარების თხოვნას, მერიდება. მაგრამ არჩევანი აღარ მქონდა, მძიმედ ავად ვარ: დიაბეტი და სიმსივნე მაქვს. სირთულეების დაძლევას მარტომ ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ფაქტობრივად არაფრის საშუალება არ გვქონდა.
როდესაც თქვენ, ჩვენი პრობლემის შესახებ ყველას უამბეთ, ვირწმუნე, რომ სასწაულები ხდება. უამრავი კეთილი ადამიანი გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა! საჩუქრები მოჰქონდათ, ტანსაცმელი, პროდუქტი! ჩვენ ხომ, ყოველი ლუკმა პური გვიხარია! იცით, ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ, როგორ ვეცოდებით, თავი საწყლად რომ არ გვეგრძნო. ამისთვის, მათი ძალიან მადლობელი ვარ. ვიგრძენით, რომ მარტონი არ ვართ, რომ შევძლებთ ჩვენს პრობლემებთან გამკლავებას! ვლოცულობ იმ ადამიანებისთვის, ვინც გამოგვეხმაურა და მხარში ამოგვიდგა. (ნუნუ ცრემლების დამალვას ცდილობს) უფალმა დაგლოცოთ...
 „გამიადვილდა ჩვენი დიდი ოჯახისთვის სადილის მომზადება“
- ალბათ, არიან ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად დაგამახსოვრათ თავი...
ნუნუ: თითოეული მათგანის მადლობელი ვარ, უსაზღვრო სიკეთისთვის და თანაგრძნობისთვის. თითოეული ადამიანის, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა. ვინმე რომ გვსტუმრობდა, ბავშვებს განსაკუთრებით უხაროდათ. ფანჯრიდან ხშირად იყურებოდნენ, სულმოუთმენლად ელოდებოდნენ სტუმრებს და ერთმანეთს ასწრებდნენ მათ დასახვედრად. (იცინის) იცით, ჩვენს სოფელში, არის რამდენიმე ადამიანი, ვინც ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს. შეძლებულ ოჯახებში დადიან, აგროვებენ პროდუქტს, ტანსაცმელსა და სხვადასხვა ნივთებს. პერიოდულად ჩვენთვისაც მოაქვთ. არასდროს დამავიწყდება, როგორ გაახარეს ჩემი შვილიშვილები! ბავშვებს ძალიან უხარიათ მათი სტუმრობა, დიდხანს საუბრობენ, თამაშობენ, ერთად ატარებენ დროს. როგორც ვიცი, ეს ახალგაზრდები მხოლოდ ჩვენ არ გვიდგანან მხარში. ძალიან სასიამოვნო, კარგი ადამიანები არიან! დალოცოს უფალმა!
 „რეცხვა უკვე ვისწავლეთ!“
- ნუნუ, იქნებ გსურთ ვინმეს დახმარების განსაკუთრებით აღნიშვნა? განსაკუთრებული მადლობის გადახდა?
ნუნუ: არის ერთი ძალიან კარგი ბიჭი. გიორგი ჰქვია, სოფელი ხორშიდან არის. როდესაც ჩვენი გასაჭირის შესახებ შეიტყო, დამირეკა და დაწვრილებით გამომკითხა, ბავშვებს რა უნდათ და ოჯახში რა გვჭირდება. ისე თბილად მესაუბრა, ისე ყურადღებით მისმენდა! (იღიმის.) მეორე დღეს კი, ჩვენს ჭიშკართან მანქანა გაჩერდა - გიორგი ჩამოვიდა! წარმოგიდგენიათ, პროდუქტი ჩამოგვიტანა. ძალიან გაგვახარა, ბედნიერი ვარ, საქართველოს ასეთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდები რომ ჰყავს.
 „საინტერესოა, როგორ მუშაობს?“
- ნუნუ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივი მთავრობა თუ დაგიკავშირდათ? დახმარება თუ შემოგთავაზეს ?
ნუნუ: არა, აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. მთავრობისგან სოციალური დახმარების გარდა არაფერს ვიღებ. არავინ დამიკავშირდა. მთავრობას არ აინტერესებს არც ჩვენი მდგომარეობა, არც გასაჭირი. (ხელი ჩაიქნია ნუნუმ.) აღარაფერს ველი, დიდი ხანია.
სამაგიეროდ, არასამთავრობო ცნობილი ორგანიზაციებიდან დაგვიკავშირდნენ კეთილი ადამიანები. ჩვენს შესახებ რეპორტაჟი მოამზადეს და ანგარიშის გახსნა შემოგვთავაზეს, რისთვისაც, მათ დიდ მადლობას ვუხდი.
„ახლა, ჩვენ ერთად ხშირად ვკითხულობთ“
- ნუნუ, მინდა თქვენს შვილიშვილებსაც გავესაუბრო. რა საჩუქრები მიიღე, ჯონი? ყველაზე მეტად რა გაგიხარდა?
ჯონი (8 წლის): აუ იცით, რამდენია! რამდენი სასიამოვნო სიურპრიზი იყო! რამდენი ახალი, კარგი მეგობარი შევიძინეთ! მაგრამ მე, ყველაზე მეტად პლანშეტი გამიხარდა. სულ ხელში მიჭირავს. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მქონოდა! (ხტუნაობს და იცინის) უფრო სწორად, ორი ოცნება მქონდა, ახლა კი, მხოლოდ ერთი დამრჩა - ტელეფონი.
 „იმას ვისწავლი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს და მიყვარს“
- გილოცავ, ჯონი, ეს ხომ არაჩვეულებრივია! ოცნება აუცილებლად უნდა ახდეს! ალბათ, უკვე ერთი-ორი თამაშიც გადმოწერე?
ჯონი: რას ამბობთ, არ ვთამაშობ, დავალებებს ვაკეთებ. მასწავლებელი მირეკავს, კითხვებს მისვამს, მე კი სწორად უნდა ვუპასუხო. ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ისტორია. ძალიან ბევრს ვკითხულობ, ვუსმენ და ვიდეოებსაც ვუყურებ ისტორიული ფაქტების შესახებ. სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს! (სერიოზული სახე მიიღო.) აი ნახავთ, ცხოვრებაში ბევრს მივაღწევ. პირობას გაძლევთ! ძალიან ცნობილი გავხდები, და ყველა გაჭირვებულს დავეხმარები!
- ყოჩაღ! მჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა და დასახულ მიზნებს მიაღწევ! ნინო, შენ რომელი საჩუქარი გაგიხარდა ყველაზე მეტად?
ნინო (12 წლის): ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო ბებოს სარეცხი მანქანა. ეს იყო ჩემი ოცნება. უბრალოდ, ბებო სულ ხელით რეცხავდა, ცივ წყალში. რამდენჯერ ვცადე მიხმარებოდი, არ მინდოდა, რომ ეწვალა. ის კი არ მაძლევდა უფლებას, მიფრთხილდებოდა. ახლა კი აღარ გაუჭირდება. (ბებოს ეხვევა.) და გულწრფელად მიხარია! (კოცნის ნუნუ ბებოს) კიდევ, ძალიან გამიხარდა პლანშეტი. კი არ გამიხარდა, სიხარულით ცას ვეწიე! (იცინის.)
ძალიან მიყვარს ხელოვნება, განსაკუთრებით მუსიკა. მაგრამ ეს ჩემთვის მიუწვდომელი სიამოვნება იყო. ახლა კი, რაც მომწონს, ყველაფრის პოვნა შემიძლია! მინდა, მოცეკვავე გამოვიდე. ახლა ვიდეოებს ვუყურებ, სხვადასხვა ილეთს ვსწავლობ. ლამაზად მოძრაობას და კარგ მანერებს ვისწავლი, და ჩემი ოცნებაც აუცილებლად ახდება. უზომოდ ბედნიერი ვარ!
           
 „რამდენი ახალი შესაძლებლობა გვეძლევა! დიდი მადლობა!“
- ძალიან ლამაზი ოცნება გქონია, ნინო. მთელი გულით გისურვებ წარმატებას. ნუნუ, პირადად თქვენთვის რა შეიცვალა?
ნუნუ: თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორია, საკუთარი საშინელი დიაგნოზები რომ იცი, და ხვდები, რომ ამ ბავშვებს არავინ ჰყავთ შენს გარდა... ხანდახან, სასოწარკვეთილებას მივეცემოდი კიდეც! შიში მიპყრობდა. იმის შიში, რომ ხვალ ბავშვებს საჭმელი არ ექნებათ, მე კი მარტო დავრჩები, ჩემს პრობლემებთან პირისპირ. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთ დროს, რამდენად რთულია მხნეობის შენარჩუნება? მაგრამ! უფლის რწმენა არასდროს დამიკარგავს. არც ვკარგავ! ადამიანებმა, ვინც გულისხმიერება გამოიჩინა და დაგვეხმარა, უბრალოდ კი არ გაგვახარეს, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გადაჭრეს. მათ გარეშე, ჩვენი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ბედნიერი ვარ, ჩემი შვილიშვილების სახეებზე ღიმილს რომ ვხედავ! იმდენი ახალი შესაძლებლობა მიეცათ.
 „ახლა, ჩემი ცხოვრება სავსეა მუსიკით!“
         - იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე სურვილები? პრობლემები, რომლის გადაჭრაც,  ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ?
ნუნუ: რას ამბობთ, ისედაც ძალიან მადლობელი და დავალებული ვარ თქვენგან. მერიდება, კიდევ რამე რომ გთხოვოთ. მაგრამ, არის კიდევ ერთი პრობლემა. მარტო რომ ვიყო, შევეგუებოდი და ყურადღებასაც არ მივაქცევდი. მაგრამ, ბავშვებზე ძალიან ვღელავ. (ამოიოხრა) ზამთარი დადგა, ჩვენ კი, შეშა არ გვაქვს. მეშინია, ბავშვები არ გამეყინოს. ახლა, ყველაზე მეტად, გათბობა გვჭირდება. მივმართე გამგეობას, შეშით დახმარება ვთხოვე... მაგრამ, ჯერჯერობით, პასუხი არ მიმიღია. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან. რაღა შემრჩენია? იმედის გარდა...
***
ამ არაჩვეულებრივ ოჯახს, ძალიან სჭირდება თქვენი თანადგომა. ბავშვების ოცნებები, ძალიან უბრალოა, არ ითხოვენ ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას. რვა წლის ჯონის ძალიან უნდა სპორტზე სიარული. თერთმეტი წლის ლუკასაც, ისევე, როგორც ჯონის ძალიან აინტერესებს ისტორია, ამ კუთხით ბევრი საერთო აქვთ. ნინო კი, რომელსაც ახლახან შეუსრულდა თორმეტი წელი, სცენაზე ლამაზი კაბით გამოსვლასა და ქართული ცეკვის შესრულებაზე ოცნებობს.
მათი ბებია, ნუნუ, მარტო ზრდის შვილიშვილებს, თანაც ძალიან ავად არის. სირთულეებს, ჩვენი თანადგომის გარეშე, ვერ გაუმკლავდება. ბავშვების ოცნებების ახდენას, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით თუ შევძლებთ. ეს ხომ მარტივია! ღვთისნიერ საქმეს რომ გააკეთებთ, მაშინვე იგრძნობთ  სულიერ სითბოს, გული სიხარულით და ბედნიერებით აგევსებათ. გაჭირვებულთა დახმარება ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი და სამაგალითო საქმეა!
და თუკი გულზე ლოდად გაწევთ გადაუჭრელი საყოფაცხოვრებო პრობლემები, ერთი წამით მაინც, ყურადღება, ჩვენი „ფეისბუქის“ გვერდზე გადაიტანეთ და წაიკითხეთ სხვა ადამიანების ისტორიები. მიხვდებით, ხანდახან როგორი სასტიკია ბედისწერა ადამიანების მიმართ და მათ ყოველდღე, დაუნდობლად აყენებს დარტყმებს...
დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს. მაშინვე დაგავიწყდებათ თქვენი პრობლემები. როდესაც, გაჭირვებულს გულს უხსნით და ეხმარებით, მას ბედნიერების იმედს ჩუქნით! და თავადაც უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს!
ამ ადამიანების ისტორიების წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით, რას ნიშნავს ნამდვილი გაჭირვება. რამდენად რთულია ხანდახან ცხოვრების გაკვეთილები და ყოველდღიურად, როგორ ანადგურებს ადამიანს... მიხვდებით, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ! სხვებისთვის ბედნიერების გაზიარება კი, უდიდესი ნეტარებაა!
ამ ოჯახისა და სხვა გაჭირვებულების პრობლემები არ მთავრდება. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალიან სჭირდება თანადგომა. მძიმე ჟამს კი, ნებისმიერი სახის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, გთხოვთ, დრო და დრო გადახედოთ ჩვენს ვებგრვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს. ყოველთვის, როდესაც მორიგი გაჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, აუცილებლად იგრძნობთ, რომ უფალმა დაგლოცათ! აუცილებლად! გაჭირვებულთა დახმარება ხომ საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე აუცილებლად მოგანიჭებთ ბედნიერებას!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: მილორავების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია საიტის მეშვეობით:
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - 0901 200 270
გახსოვდეთ, რომ გაჭირვებულთა დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე... და სწორედ მაშინ ვუახლოვდებით უფალს, როდესაც ვიზიარებთ სხვის ტანჯვას!


მსგავსი პროექტები: