პროექტის რეპორტი ცხოვრება სხვის გამონაცვლებში. როცა გადარჩენას ცდილობ, ფუფუნებისთვის არ გცალია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცხოვრება სხვის გამონაცვლებში. როცა გადარჩენას ცდილობ, ფუფუნებისთვის არ გცალია!

page info icon
2021 მაისი 4
page info icon
1561
„სულ სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი მაცვია, სხვა არ მაქვს. არ მსიამოვნებს, მაგრამ დედა ახალს ვერაფერს მყიდულობს... დეიდა, იცით, ჩვენ ღარიბები ვართ!..“ ამ სიტყვებით მომმართავს 11 წლის კარლო და მორცხვად ხრის თვალებს, რომლებშიც სევდა და წყენა იკითხება; ბიჭი თითქოს დროზე ადრე დაღვინდა, რადგან ცხოვრების მთელი უსამართლობა შეიცნო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,273 ₾
( 136 დონორი )
დასრულებულია
როცა თქვენი საჩუქრები მივიღეთ, ჩემი დედიკო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო! როგორ გაუხარდა! ნათელში ამყოფოს ღმერთმა! ვიცი, ახლა ის ყველა გულკეთილ ადამიანზე ლოცულობს! ვერც კი წარმოიდგენთ ისეთი მადლობელი ვარ თქვენი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
        კეთილო ადამიანებო, დედაჩემი სიკეთის განსახიერება იყო!, ყველაზე კეთილშობილი ადამიანი მთელს მსოფლიოში, და მინდა ზუსტად ასეთი დაგამახსოვრდეთ!
როცა ხიზანაშვილების ოჯახს პირველად ვესტუმრეთ, რათა დაგვეწერა მათი უკიდურესი გაჭირვების შესახებ, იას საყვარელი დედიკო, დუტას და სალომეს ბებია, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/726-khizanishvili/description/
მეგობრებო, მან საყვარელ ადამიანებთან ერთად მოასწრო გახარება თქვენგან მიღებული საჩუქრებით. მთელი გულით უხაროდა! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ლოცავდა გულისხმიერ ადამიანებს, ვინც მათი გასაჭირი გაიზიარა. ახლა კი, მხოლოდ მოგონებები მისი უკანასკნელი დღეების სიხარულსა და ღიმილზე, ეხმარება იას და მის შვილებს ტკივილის გადატანაში. ამისთვის თითოეულ თქვენთაგანს დიდ მადლობას ვუხდით!
ძვირფასო მეგობრებო, იცით რა თქვეს თქვენს საჩუქრებზე ბავშვებმა - დუტამ და სალომემ? აი, მოუსმინეთ: „რა გემრიელია! ვჭამ და ვჩერდები.“ - ეს სიტყვები სალომემ გადმოგცათ. დედიკოს ნაზი პრინცესა! ისე მოენატრა ტკბილეული, რომ ვაფლის დიდმა შეფუთვამ დაჩრდილა ყველა სხვა შთაბეჭდილება.
დედიკოს მარჯვენა ხელმა, დამხმარემ და მრჩეველმა დუტამ  კი, ტექნიკა ასი ქულით შეაფასა: „რა მაგარია! დედიკოს ცივ წყალში რეცხვა აღარ მოუწევს!“
თავადაც კარგად იცის, როგორია. 11 წლის ბიჭუნას ყველაზე მეტად დედიკოს ჯანმრთელობა აღელვებს!
თქვენ მათი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანეთ და ამხელა ყურადღება გამოიჩინეთ! განსაცდელის ჟამს მხარში ამოუდექით. ამიერიდან ხიზანაშვილების ოჯახი სამართლიანად და გულწრფელად  საკუთარ მეგობრებად და დამცველებად გთვლით. მაგრამ ამით მათი განსაცდელი არ დასრულებულა და ჩვენი გვერდში დგომა კვლავ სჭირდებათ. 
„ვაფლი უზომოდ მენატრებოდა! ძალიან, ძალიან! შემიძლია სულ გადავჭამო! მაგრამ, მერე აუცილებლად გავუნაწილებ სხვებსაც. აქ ხომ ბევრია“
- ია, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. თქვენ გვერდში გვიგულეთ. ჩვენს მკითხველებს აინტერესებთ, ახლა როგორ ცხოვრობთ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ია: პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი გასაჭირი გაიზიარა და ჩემს შვილებსა და ავადმყოფ დედას გული გაუხარა. ამის შესახებ საუბარი, განსაკუთრებით მიჭირს, იმიტომ, რომ დედა ახლახან გარდამეცვალა. სულ ცოტა ხნის წინ... ნეტავ გენახათ, როგორ გლოცავდათ, თქვენი საჩუქრები რომ მივიღეთ, უბედნიერესი იყო! მადლობა რომ მისი უკანასკნელი დღეები გაალამაზეთ და ჩვენი დარდი არ ჩააყოლეთ საფლავში. მერე იცით, როგორი დალოცვა იცოდა დედამ? მისი პირით ღმერთი ილოცებოდა.
ოპერაციის შემდეგ, ნებისმიერი საოჯახო საქმის კეთება ძალიან მიჭირს. თქვენ ძალიან დამეხმარეთ, ძალიან! მაცივარმა და სარეცხმა მანქანამ მოაგვარა ეს პრობლემა, განტვირთვის შესაძლებლობა მომცა. ახლა ჩემი შვილების მამის სახლში ვცხოვრობთ. დიახ, ასეთი ახალი ამბები გვაქვს. საჩუქრებიც აქ მომიტანეს - მაცივარი და სარეცხი მანქანა.
დედას გარდაცვალების შემდეგ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დავრჩით, ნათესავებმა სახლი გაყიდეს და გადასვლა მოგვიწია. დედამ სიკვდილის წინ ივარაუდა, რომ ასე მოხდებოდა და მთხოვა, ჩემი შვილების მამის სახლში გადავსულიყავი, რომ ბავშვებს ჭერი ჰქონოდათ თავზე. მართლაც შეგვიფარა დროებით.
- განსაცდელი არ დასრულებულა...
ია: ასე გეტყვით: თქვენ ჩვენთან ერთად გამოიარეთ ეს განსაცდელი. თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვეხმარება მის გადატანაში.
დღეს ყველას ძალიან უჭირს, წყეულ დაავადებას - კოვიდს, რომელმაც ჩემი საბრალო დედა იმსხვერპლა, ფინანსური კრიზისიც თან ერთვის - ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. რამდენიმე ადამიანი პირადად მოვიდა. ჩვენს ძველ მისამართზე საჩუქრები, სათამაშოები მიიტანეს. ახლა, დედის გარდაცვალების გამო, როგორი დაბნეულიც არ უნდა ვიყო, თქვენმა ყურადღებამ, ინტერესმა და მზრუნველობამ, გული ძალიან ამიჩუყა. არ გავიწყდებათ, ირგვლივ მიმოიხედოთ, და დაინახოთ სხვის გასაჭირიც. ჩვენი ოჯახიც შეამჩნიეთ, მოაგვარეთ ჩვენი პრობლემები. საოცარი ნიჭია, ასეთი დიდსულოვნება.
     
დუტა: „როცა მუშაობას დავიწყებ, დედიკოს და სალომეს ყველაფერს ვუყიდი, ჩვენი მაცივარი ყოველთვის სავსე იქნება“. სალომე: „შოკოლადის კრემი და ხაჭოს დესერტიც მიყიდე, კაი?“
- ადგილობრივი ხელისუფლება? ჩვენს პოსტზე რაიმე რეაგირება თუ მოახდინეს? დაგიკავშირდათ ვინმე?
ია: დიახ, უნდა ავღნიშნო, რომ საბედნიეროდ გულთან ახლოს მიიტანს ჩვენი გასაჭირი - შეშა მოგვიტანეს ზამთრისთვის. ზოგს ფულს ჩუქნიან, ზოგს კი ასე ეხმარებიან. შეშა მუდმივად გვჭირდება, ზამთარში განსაკუთრებით. დიდ მადლობას ვუხდი ადგილობრივ მმართველობას.
- ია, ძალიან გვინდა გავიგოთ, ბავშვებს, დუტას და სალომეს, გაუხარდათ? როგორ მოეწონათ ჩვენი საჩუქრები?
ია: დავუძახებ და თავად ნახეთ და მოუსმინეთ. რა თქმა უნდა, გაუხარდათ! ბავშვებს თვეობით არ უჭამიათ ტკბილეული, ოცნებად ჰქონდათ ქცეული, ახლა კი დიდი შეფუთვით მიიღეს! როგორ გაიხარეს! რა გულიანად ახრაშუნებდნენ ვაფლს!
ჩემი ავადმყოფობის გამო, ჩემი შვილები ნაადრევად გაიზარდნენ, უკვე დამოუკიდებლები არიან. ახალი ტექნიკა - მაცივარი და სარეცხი მანქანა - პრაქტიკული თვალსაზრისით შეაფასეს, რამდენად გამოგვადგება. სახლში ხომ თითქმის ყველაფრის კეთება მათ უწევთ. განსაკუთრებით, დუტას გაუხარდა, რომ ორივეს შეგვიმსუბუქდება შრომა.
 „კარგად ვართ, ბებო, ჩვენზე არ იდარდო! (გახედა პოტრესტს). დუტამ უკვე ისწავლა რეცხვა, მე კი ჯერ ვერა“.
- აი თავად ბავშვებიც. აბა, მოყევით, ყველაზე მეტად რა მოგეწონათ? რა გაგიხარდათ?
დუტა: ბედნიერი ვარ, გულკეთილი ადამიანები რომ არსებობენ. მათ იზრუნეს, დედიკო ძალიან რომ არ დაიღალოს, შეგვიმსუბუქეს შრომა. ძალიან ხშირად, ხელით მიწევდა წყლის მოტანაც და რეცხვაც, დედიკოს რომ დავხმარებოდი. ახლა, ამის კეთება აღარ მომიწევს.
სალომეზეც იზრუნეთ და ამდენი ტკბილეული უყიდეთ. მე თვითონ ჯერ ვერ ვჩუქნი გემრიელობებს, მაგრამ მიხარია, რომ ოცნება აუსრულეთ.
სალომე: ბებოს ძალიან უხაროდა, რომ ლამაზი საჩუქრები მივიღეთ და კარგი ცხოვრება გვექნება . ბებო იქიდან გვიყურებს, როგორ ვართ. (პორტრეტს გახედა.) და ჩვენი ახალი ამბებიც იცის.
- კი, სიხარულო.
 „ტექნიკის გარეშე, სატანჯველი იყო სახლის საქმის კეთება. ოჰ, რამდენს ვწვალობდით მე და დედიკო. ძალიან მაგარი საჩუქრებია, მადლობა!“
- ია, ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ გჭირდებათ. მაგრამ სჯობს თავად გვითხრათ, რა არის გადაუდებელი და სასწრაფოდ გჭირდებათ?
          ია: დუტას ერთი ნატვრა აქვს, მაგრამ რცხვენია, არ უნდა არავის შეწუხება.
- დუტა, პირდაპირ გვითხარი, არ მოგერიდოს. ასე ხომ შენს ნატვრის ასრულების შესაძლებლობაც გაჩნდება.
დუტა: თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, როგორ უნდა ვითხოვო კიდევ რამე? მაგრამ... იცით, ეს უბრალოდ აუცილებელია, თორემ არ გეტყოდით. მე არ მაქვს კომპიუტერი, ახლა კი ხან ონლაინ ვსწავლობთ, ხან დავდივართ სკოლაში. ძალიან მიჭირს, დისტანციურ სწავლებაზე როცა გადავდივართ, გაკვეთილებს ვერც მე და ვერც ჩემი დაიკო ვერ ვესწრებით. ძალიან კარგი იქნებოდა, კომპიუტერი გვქონოდა, სალომეს ოცნება კი, ტელეფონია. უბრალოდ თვითონ ძალიან რცხვენია და ვერ გეუბნებათ. ჩვენ კი სწავლა ძალიან გვინდა, არ მინდა ჩამოვრჩე. მე ხომ მინდა მერე კარგი სამსახური რომ მქონდეს, დედიკოს და სალომეს კარგი ტანსაცმელი რომ ვუყიდო... ყველაფერი, რაც მოუნდებათ...
***
        მეგობრებო, ეს სიტყვები მეექვსეკლასელ ბიჭს ეკუთვნის, რომელიც ავადმყოფ დედასა და პატარა დაიკოს დიდი კაცივით პატრონობს. შეშას ჩეხს, წყალი მოაქვს, საჭმლის კეთებაც კი შეუძლია. პარალელურად - სწავლობს, ხატავს, თან ძალიან კარგად და იცის, ერთ დღესაც  დედას ყველა ტკივილს შეუმსუბუქებს. მაგრამ ამისთვის, კარგი განათლება უნდა მიიღოს. ამას კი წლები სჭირდება, რომელიც აუცილებლად სიკეთისკენ შეცვლის იასა და მისი შვილების ცხოვრებას. 
ჩვენ კვლავაც თქვენი იმედი გვაქვს, მეგობრებო. ამოვუდგეთ მხარში ამ საოცარ ოჯახს. შევუმსუბუქოთ ცხოვრება ნაადრევად გაზრდილ ბიჭუნას და მის დაიკოს, რათა მათ აიხდინონ ოცნებები და გაახარონ დედიკო!
ხიზანაშვილების ოჯახის მისამართია: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი რაჭისუბანი.
         აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
           მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
           ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ხიზანაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/726-khizanishvili/description/.
            ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
       მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა! 

მსგავსი პროექტები: