პროექტის რეპორტი ძალიან მეშინია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ძალიან მეშინია!

page info icon
2021 ივნისი 16
page info icon
1408
„კრუნჩხვებში ვარდება, თავს უკან აგდებს და ხელებს იქნევს; თავის სკამზე მყარად თუ არ ზის, შეიძლება გადმოვარდეს, ამიტომ სულ უნდა უყურო და მაგრად გეჭიროს!“ - გვიყვება პატარა ნათია და გვიჩვენებს მის ძმას, გიორგის შეტევები როგორ ეწყება. – „იცით, რა საშინელებაა? ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? ძალიან საშიშია! ზოგჯერ მესიზმრება, რომ ცუდადაა, მე კი მის დახმარებას ვერ ვასწრებ.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,362 ₾
( 213 დონორი )
დასრულებულია

ის თქვენთვის მადლობის თქმას ვერასდროს შეძლებს, მაგრამ განა ეს მნიშვნელოვანია, როცა მის თვალებს ვხედავთ?!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„გიორგი, ჩემო სიხარულო, ნახე, ვინ მოვიდა! ნახე, როგორ შეუყვარდი ხალხს და როგორ უნდათ, რომ კარგად გახდე, ჩემო ძვირფასო! გაიღიმე, გთხოვთ!“ - ცრემლებს ვერ იკავებს ნათელა ბებია და საყვარელ შვილიშვილს ეხუტება. – „ის თქვენთვის მადლობის თქმას ვერასდროს შეძლებს, მაგრამ შეხედეთ, - განა არ ეტყობა, რომ ბედნიერია?!“

„ტკივილისგან გული მიკვდება და დღითიდღე ძალ-ღონეც მელევა, მაგრამ განა მაქვს იმის უფლება, რომ სასოწარკვეთილებას მივეცე, როცა გვერდით თქვენნაირი ხალხი მყავს?! თქვენს მხარდაჭერას რომ ვგრძნობ, ვცდილობ მხნეობა შევინარჩუნო. დიდი მადლობა, რომ ჩვენ გვერდით ხართ და ჩემს ბიჭს ასე ეხმარებით! ჩვენ არ დავნებდებით! ჩემი შვილიშვილი იცოცხლებს, ხომ ასეა?“ - აგრძელებს ნათელა.  

ყელში ბურთი მეჩხირება და მინდა ვიყვირო: „კი, კი! გიორგი აუცილებლად იცოცხლებს! ჩვენ მას შიმშილით სიკვდილის უფლებას არ მივცემთ!“ რადგან როცა მუსალბიშვილების ოჯახის ამბავი გაგიზიარეთ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/744-musalbishvili/ ), თქვენ მათთვის გვერდის ავლა ვერ შეძელით. გამოდის, რომ ახლაც გავერთიანდებით და გიორგის საჭმელიც ექნება და წამლებიც, ხომ ასეა?

„არჩევანის გაკეთება აღარ მიწევს - შვილიშვილი შიმშილისთვის გავწირო თუ წამლის გარეშე სიკვდილისთვის.“

  – ნათელა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენი ამბავი გამოვაქვეყნეთ?

  ნათელა: იცით, გიორგის გაჩენის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო - მანამდე და მას შემდეგ. ჩვენი ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა, ცხოვრება იმის შიშში, რომ ხვალ მისთვის საჭმლის საყიდელი ფულიც კი არ გვექნება. მრავალი წელი ვიცხოვრეთ ასე, ყველასგან მიტოვებულებმა, სანამ ჩვენს ცხოვრებაში თქვენ არ გამოჩნდით. ბავშვისთვის საჭმელი უკვე აღარაფერი მქონდა, გიორგი თვალსა და ხელს შუა ილეოდა, მე კი მასთან ერთად. მის გარეშე როგორ ვიქნები, ის ხომ ჩემთვის ყველაფერია?! 24 საათი ერთად ვართ, ხომ გესმით? ჩემი საწყალი, უბედური ბიჭი... თქვენი წყალობით ახლა ფაფის რამდენიმე ყუთი, ყველა საჭირო წამალი და ჰიგიენური საშუალებები გვაქვს. დიდი პლაზმური ტელევიზორი კი ჩვენთვის, ორივესთვის საუცხოო საჩუქარია. საღამოობით, სანამ ბავშვს დასაძინებლად დავაწვენ, კონცერტს ან სერიალს ვრთავ ხოლმე. გიორგი ყურადღებით უსმენს, მე კი ცოტა დრო მეძლევა გულის გადასაყოლებლად...

საჭმელი, წამლები და საფენები გიორგის 2-3 კვირა ეყოფა...

  – ნათელა, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? ახალი მეგობრებიდან ვინმეს ხომ არ აღნიშნავდით?

  ნათელა: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს დახმარების ძახილს გამოეხმაურა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით, ამდენი ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანი ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ, ვიღაც კაცმა დამირეკა და მკითხა, გიორგის ყველაზე მეტად რა სჭირდებაო, მერე კი სურსათით, წამლებით და ტანსაცმლით სავსე ამანათი გამოგვიგზავნა. არც კი გაგვცნობია, ანონიმად დარჩენა ისურვა. ასეთი სიკეთე და დიდსულოვნება როგორ არ აღვნიშნო?! უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი!

„საღამოობით ტელევიზორს ვუყურებთ. ვცდილობ ცოტა ხნით მაინც დავივიწყო პრობლემები.“

  – ნათელა, ადგილობრივი მთავრობა თუ გამოგეხმაურათ?

  ნათელა: სოციალურიდახმარებადა პენსია - სახელმწიფო მხოლოდ ამით გვეხმარება. სამწუხაროდ, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და არც ველოდი.

„ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერებაა, როცა საჭმელსა და წამლებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ გიწევს. ორივეს შესაძენად ფული უბრალოდ არ გვყოფნის.“

  – ასეთ დახმარებას და მხარდაჭერას ფონდის მეგობრებისგან თუ ელოდით? რა ემოციები გქონდათ?

  ნათელა: მთელი ამ წლების განმავლობაში ნახევრად მშივრები ვცხოვრობთ და ვცდილობთ ამ ნაცრისფერ სამყაროში როგორღაც გადავრჩეთ, სადაც, როგორც აღმოჩნდა, იმედის ადგილი საერთოდ აღარაა. თავის მოტყუებას აზრი არ აქვს - გიორგი არასოდეს გამოჯანმრთელდება. ჩემი ცხოვრების აზრი მხოლოდ ისაა, რომ მას ყოველდღიური ტანჯვა შევუმსუბუქო. ნეტა იცოდეთ, რამდენი იმედგაცრუება გვქონდა ამ ხნის განმავლობაში; ყველაზე ახლო ადამიანებმაც კი ზურგი გვაქციეს, ამიტომ თავს არ ვიიმედებდი, მესმოდა, რომ ყველას საკუთარი საზრუნავი აქვს, ჩვენ ვის ვჭირდებით? მუდმივ შიშში იმდენი წელი ვიცხოვრეთ, რომ უკვე დამავიწყდა, ბოლოს როდის გამიხარდა რაღაც... მაგრამ ღმერთმა ჩემი ლოცვები შეისმინა და ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში თქვენ გამოჩნდით. ღმერთო, ნეტა იცოდეთ, მოკლე დროში რამდენი სიყვარული და მზრუნველობა მიიღო ჩემმა საწყალმა გიორგიმ! ტკივილისგან გული მიკვდება, როცა ჩემს მძიმედ ავადმყოფ შვილიშვილს ვუყურებ, მაგრამ ახლა იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ამ გასაჭირში მარტო აღარ ვართ და არიან ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ და რომლებიც დაგვეხმარებიან!

„ეს მარაგი 2-3 კვირა ეყოფათ, მაგრამ მერე რა უნდა ქნან? ჩვენ მათ არ მივატოვებთ, ხომ ასეა?“

  – ნამდვილად ასეა! თქვენ მარტო არ ხართ, ნათელა, თქვენ გვერდით ჩვენ ვართ! გვითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ...

  ნათელა: სამწუხაროდ, გიორგის ავადმყოფობის სადარდელს ისიც ემატება, რომ ძალიან გვიჭირს. თქვენც კარგად ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ. თავი ძლივს გაგვაქვს. სნეული ბავშვის მოვლა ძალიან ძვირი ჯდება, ჩვენ კი ამის ფული არ გვაქვს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემი შვილიშვილი არ შიმშილობდეს, ჭამით კი მხოლოდ ფაფების ჭამა შეუძლია. დანარჩენზე, ბოლო დროს, გული ერევა. ორგანიზმი სხვა საკვებს უკვე აღარ იღებს. დღეში, სულ ცოტა, ერთი ყუთი ფაფა მაინც გვჭირდება, რომლის ღირებულება 7-12 ლარია. თქვენი წყალობით, რამდენიმე ყუთი კი მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ 2-3 კვირა მეყოფა. მერე რაღა ვქნათ? ის წამლებიც, რომელთა გარეშეც ბავშვი უბრალოდ ვერ გადარჩება, ძვირი ღირს. როგორ ვიყიდო? საჭმელსა და წამლებს შორის არჩევანი როგორ გავაკეთო?! ერთი სიტყვით, ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება უდიდესი საჩუქარი იქნება, იქნება ეს ფაფები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები თუ ტანსაცმელი. ძალიან გთხოვთ, - ნუ მიგვატოვებთ! ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღე ვიბრძვით და ამ უთანასწორო ბრძოლაში სიკვდილთან, გაჭირვებასთან და სასოწარკვეთილებასთან მარტო ნუ დაგვტოვებთ!

„ამ დაუცველ ბავშვს ჩვენი სიყვარული და დახმარება სჭირდება! ის თავად უფალმა გამოგვიგზავნა, რომ მის პატარა ანგელოზზე ჩვენ ვიზრუნოთ.“

***

ძვირფასო მეგობრებო, მუსალბიშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს! მათ მძიმედ სნეულ ბავშვს, ყოველდღიურად, განსაკუთრებული მოვლა, ფაფები და წამლები სჭირდება, რომლის ფულიც მის მშობლებს და ბებიას არ აქვთ. ოჯახი შიმშილობს და ყველაფერზე ეკონომიას აკეთებს, რომ გიორგის საჭმელი ჰქონდეს. ეს უბედური და სასოწარკვეთილი ხალხი ყოველდღიურად იმის შიშში ცხოვრობს, რომ გიორგის წამლებისთვის, ხვალ ან ზეგ, ფული აღარ ეყოფათ, მათ გარეშე კი ბავშვი შეიძლება დაიღუპოს. ჩვენ ხომ ამას არ დავუშვებთ, არა? ამ პატარა ბიჭს შიმშილით სიკვდილისთვის ხომ არ გავწირავთ?! ძალიან გთხოვთ, კეთილო ხალხო, მოდი გიორგის სიცოცხლისთვის გავერთიანდეთ! სხვისი შვილები ხომ არ არსებობენ?

  თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მუსალბიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/744-musalbishvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: