პროექტის რეპორტი ფეხშიშველი სკოლაში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფეხშიშველი სკოლაში!

page info icon
2021 ივნისი 20
ექვსი წლის ოთო დამწუხრებული დასჩერებია თავის გახვრეტილ ფეხსაცმელებს. – „სკოლაში გინდა, პატარავ?“ – ვცდილობ შემპარავად გავარკვიო, ასე ძალიან რამ დააღონა. – „რა თქმა უნდა! ყველა სწავლობს და მეც მინდა! როგორ ფიქრობ, ფეხები დამისველდება?“ – ძონძებში გამოწყობილი ბიჭუნა უცნაური შენობის ზღურბლზე შემოგვეგება, რომელიც ბუნდოვნად წააგავდა სახლს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,150 ₾
( 108 დონორი )
დასრულებულია

თურმე ჩვენს დედას ღიმილი შესძლებია! თან ისე უხდება! არადა, ადრე სულ ტიროდა და ტიროდა...

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„მადლობა როგორ გადაგიხადოთ?“ - მრავალშვილიანი დედა, ინგა, მზადაა კისერზე ჩამოგვეკიდოს. რთულია მასში ის ნაღვლიანი და გულდამძიმებული ქალი ამოიცნო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაგაცანით. – „ნეტა იცოდეთ, რამხელა სიხარული აჩუქეთ ჩემს შვილებს! უკვე დავიწყებული მქონდა, როგორ ჟღერს მათი სიცილის ხმა.“

ცოტა ხნის წინ პოსტში - „ფეხშიშველი სკოლაში!“ ამ შესანიშნავი ქართული ოჯახის გასაჭირზე მოგიყევით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/745-nakopia/ 

„კომპიუტერი კი არა, უბრალო ტელეფონიც კი არ გვაქვს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. შეძრწუნებული ვარ! ბავშვებმა ერთი სასწავლო წელი უკვე გააცდინეს!“ - საბრალო ქალი სრულ სასოწარკვეთაში იყო.

ახლა, თქვენი წყალობით, ბიჭებს ორი პლანშეტი აქვთ! „თქვენ არ იცით, ეს რა სერიოზული რამეა. მისი მეშვეობით ვსწავლობ!“ - აცხადებს 7 წლის ოთო. „თან მულტფილმების ყურებაც შეგვიძლია და თამაშიც!“ - ბიჭს სახე უნათდება.

„ჩვენ ტელევიზორიც კი არ გვქონდა და ბავშვები ყველაზე უბრალო გასართობსაც კი მოკლებულები იყვნენ“ - სიმწრით იხსენებს ინგა.

მეგობრებო, თქვენ ამ ოჯახს ენით აღუწერელი ბედნიერება აჩუქეთ. სწორედ თქვენი სიკეთის წყალობით, 7 წლის ოთოს, 11 წლის დათოს, 13 წლის ლუკას და 15 წლის გიორგის ახლა არა მხოლოდ სწავლის, არამედ შესანიშნავად გართობის შესაძლებლობა აქვთ; მათი დედა კი ახალ მაცივარს შეხარის, რომელიც ძველი, კარმოგლეჯილი ჯართის ადგილას იწონებს თავს.

„არც კი მახსოვს, ბოლოს საჩუქრები როდის მივიღეთ. დიდი მადლობა თქვენ!“

  ინგა:თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული გვაჩუქეთ! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად! თქვენს ფონდში უკიდურესმა გაჭირვებამ მომიყვანა, მაგრამ არ მეგონა, რომ ასეთ რთულ დროს ჩემს დახმარების ძახილს ვინმე გამოეხმაურებოდა. ოჰ, როგორ ვცდებოდი!.. ახლა, თქვენი კეთილი მკითხველების წყალობით, ჩემს შვილებს სწავლის შესაძლებლობა მიეცათ და გაკვეთილებს აღარ აცდენენ, ეს კი ყოველდღიურ საზრდოზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ლამის ჭკუიდან გადავსულიყავი იმაზე ფიქრით, რომ თითქმის ერთი წელი ჩემი შვილები გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ, რადგან არც კომპიუტერი გვქონდა და არც ერთი უბრალო ტელეფონი. ახლა კი პლანშეტი აქვთ, თან ერთი კი არა, ორი! ჰყოფნით კიდეც, რადგან ორივე სხვადასხვა ცვლაში სწავლობს. ვერ აღგიწერთ, რა ხდებოდა, როცა თქვენმა თანამშრომლებმა საჩუქრები მოგვიტანეს: ბიჭები სიხარულისგან დახტოდნენ და ყვიროდნენ. მათთვის იმდენი ხანია არავის არაფერი უჩუქებია, რომ უკვე დაავიწყდათ, რა არის სიხარული. მეკითხებოდნენ: „დე, ეს ყველაფერი ჩვენია? ხომ არ შეეშალათ?“

„უბრალოდ შეადარეთ: თქვენ თითქოს მათი სახეებიდან სევდა წაშალეთ“

    ასევე ითხოვდით

  ინგა:მაცივარს, დიახ! ვერც კი წარმოიდგენთ, - სამზარეულოში შედიხარ და თვალს უხარია, ისეთი მშვენიერება დგას! ჩვენს ძველ მაცივარს კარი ჰქონდა ჩამოვარდნილი და აღარაფრად ვარგოდა. ჩვენთვის სურსათი ოქროს ფასად ფასობს, რადგან მათი შოვნა ძალიან გვიჭირს. რაღაცას მოვამზადებდით და მეორე დღეს უკვე გადასაყრელი იყო. ხომ საშინელებაა, არა?! მართლაც რომ შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთეთ! ემოციების გამოხატვა ჩემი შვილებივით რომ შემეძლოს, ახლა კისერზე ჩამოგეკიდებოდით და აღარ გაგიშვებდით!

  მოგვიყევით, რას გრძნობდით? რა შეიცვალა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ინგა:სიმართლეგითხრათ, თავიდან დახმარების თხოვნა ძალიანმეუხერხულებოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში კი არა, მთელ მსოფლიოში ასეთი რაღაცები ხდება. ახლა ყველას უჭირს;მაგრამ საკუთარი შვილების ტანჯვის ყურება უკვე აღარ შემეძლო. როცა დავინახე, რამდენ ადამიანს სურდა ჩვენი დახმარება, თვალებს ვერ ვუჯერებდი! სხვა თუ არაფერი, ალბათ ვიღაცამ ეს ფული საკუთარ ოჯახს მოაკლოდა ჩემს შვილებს უწილადა!გულითად მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენს გასაჭირსგვერდი არ აუარა;ყველას, ვინც ჩვენი ამბავი წაიკითხა და გულთან ახლოს მიიტანა!უფალმა დაგლოცოთ და თითოეული გადმორიცხული ლარი მილიონად დაგბრუნებოდეთ!

„შეიძლება ჩაგეხუტოთ და ჩაგკოცნოთ?ეს ყველაფერი მართლა ჩვენია? ხომ არ შეგეშალათ? თან ორი ცალი!"

  რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

  ინგა:მე და ჩემი ქმარი მიჩვეულები ვართ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ, რადგან ის ბავშვთა სახლში გაიზარდა, მე კი მრავალშვილიან ოჯახში... მაგრამ როცა გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, - დასასრული გვეგონა. თავში აზრადაც კი არ მოგვივიდოდა, რომ ვინმესთვის რამე გვეთხოვა. ყოველი დღის გათენებას შიშით ველოდი. კიდევ კარგი, ჩემმა გოგონამ მითხრა, რომ „ფეისბუქზე“ ნახა, რამდენ გაჭირვებულს ეხმარებით... პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გავაცნობიერე, რომ მხოლოდ მე არ ვყოფილვარ ჩემი პრობლემების პირისპირ მარტო, რომ ამქვეყნად ბევრი კეთილი ადამიანია, ვისთვისაც ჩვენი უბედურება სულ ერთი არაა და ისინი მზად არიან, დახმარების ხელი გამოგვიწოდონ! გულში იმედი ჩამესახა და მივხვდი, რომ მარტო აღარ ვართ! არადა, ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალას და ხვალინდელი დღის იმედს სწორედ ეს გაძლევს!

ინგა, ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?

  ინგა:უი, რას ამბობთ?! (უიმედოდ იქნევს ხელს.) სახლი, რომელშიც ვცხოვრობდით, დაინგრა და ბინის დაქირავება მოგვიწია, ეს კი ჩვენთვის ნამდვილი კატასტროფაა. ბავშვები ისედაც ნახევრად მშივრები იყვნენ, ახლა კი ამ ბინის ქირის გადახდა გვიწევს... ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მივმართე, მაგრამ კაციშვილი არ გამოგვხმაურებია...

შეგიძლიათ მარჯვენა ფოტოზე ის სევდიანი ბიჭუნები ამოიცნოთ, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გაგაცანით? ისინი თითქოს გამოცვალეს!

  ოთო, შენს ახალ სათამაშოს მაჩვენებ?

  ოთო (7 წლის):რას ამბობ, დეიდა, რა სათამაშო ესაა?!ეს სერიოზული რამეა, მისი მეშვეობით ვსწავლობ!

  რა ყოჩაღიბიჭი ხარ! მხოლოდსწავლობ თუ?..

  ოთო:სხვადასხვა თამაშებსაც ვთამაშობ და მულტფილმებსაც ვუყურებ!

  ლუკა (13 წლის):როცა ეს პლანშეტები გვაჩუქეთ, ტელევიზორი არ გვქონდა. ბავშვებს ისე გაუხარდათ!

  ინგა:დიახ, ბავშვებს არანაირი გასართობი არ ჰქონდათ და ეს პლანშეტები მათთვის ნამდვილი ხსნაა!

GTA”აკრიფე და ერთად ვითამაშოთ. შენ შენს პლანშეტზე, მე - ჩემსაზე!“

  ხომ არ ჩხუბობთ, ბიჭებო? ხუთნი ხართ, პლანშეტი კი ორია!

  დათო (11 წლის):არა-ა-ა! გაკვეთილები სხვადასხვა დროს გვაქვს - ორს დილას, ორს კი საღამოს და გვყოფნის!

  ლუკა:პატარები - ოთო და დათო თავიდან პლანშეტს ხელიდან არ აგდებდნენ, ღამით კი ბალიშის ქვეშ დებდნენ! რას იზამ, დათმობა გიწევს. მე, საბა და გიორგი ხომ დიდები ვართ?! მთავარია, რომ ახლა დედა იღიმის...

  დათო:დიახ, დიახ! როცა იცინის, ისეთი ლამაზია! არადა, სანამ თქვენ მოხვიდოდით, სულ სევდიანი დადიოდა.

„ახალ პლანშეტთან განშორება აღარ მინდა და ყველგან თან ვატარებ!“

  ძალიან გვიხარია, რომ ღიმილი ისევ ისწავლეთ, ინგა! მაგრამ ალბათ ჯერ კიდევ ბევრი გადაუჭრელი საკითხია...

  ინგა:რა თქმა უნდა! ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, მაგრამ სინდისი არ მომცემს უფლებას შეგაწუხოთ. სურსათის საკითხში ძველებურად გვიჭირს, ქმარი ისევ „ტაქსაობს“, მაგრამ რასაც შოულობს, საწვავზე და მანქანის ქირაზე ძლივს ჰყოფნის. ზოგჯერ სახლისთვის პურსაც კი ვერ ყიდულობს. ბინის ქირა მძიმე ტვირთად დაგვაწვა. პლუს, კომუნალური გადასახადები... ზამთარიც კარზე მოგვადგა... სურსათი და შეშა - ეს არის ჩვენი პრობლემა ამ დროისთვის. ღმერთო, ნეტავ იცოდეთ, როგორი მადლიერი ვარ თქვენი - საჩუქრებისთვის, თანაგრძნობისთვის, იმ უსაზღვრო ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს ბიჭებს აჩუქეთ! ღმერთმა ეს სიხარული ასმაგად დაგიბრუნოთ თქვენც და თქვენს ოჯახებსაც! უფალმა დაგლოცოთ!


ჩუმად, ჩუმად, გაკვეთილი იწყება!“ - ბიჭებმა მთელი სასწავლო წელი გამოტოვეს. ახლა დაკარგული დრო უნდა აინაზღაურონ.

***

  მეგობრებო, თქვენი სიკეთის და მზრუნველობის წყალობით, კიდევ ერთი ოჯახი გაბედნიერდა. ბედნიერებისგან ბიჭებს თვალები უციმციმებთ, დედამ, ინგამ კი ღიმილი ისევ ისწავლა. თქვენ ბავშვებს არა მხოლოდ სწავლის შესაძლებლობა მიეცით, რადგან მათ გასართობიც კი არაფერი ჰქონდათ.

  მაგრამ ოჯახს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ჯერ კიდევ სჭირდება. მრავალშვილიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და თავი ძლივს გააქვს. მათ სჭირდებათ შეშა და საკვები პროდუქტები, რადგან სოციალური დახმარება და ოჯახის მამის მოკრძალებული შემოსავალი ყველაზე აუცილებელზეც კი არ ჰყოფნით!

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევერთხელ, დიდიმადლობაყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნაყოფიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/745-nakopia/ 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!დალოცვილები ყოფილიყავით!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: