პროექტის რეპორტი ნუ მატყუებ, დედა! მითხარი, რა მჭირს? შეიძლება რამე დამემართოს? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუ მატყუებ, დედა! მითხარი, რა მჭირს? შეიძლება რამე დამემართოს?

page info icon
2021 ივნისი 25
ხუთი წლის განმავლობაში ბავშვმა იმდენი წამალი დალია, რომ მათგან ერთი პატარა სახლი აეწყობოდა, წამლებში გადახდილი ფულით კი პატარა ლიზი ყველა სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებდა. არადა, წამლები ძვირი არაა - ერთი აბი მხოლოდ 10 თეთრი ღირს; მაგრამ მას დღეში 12 ცალი სჭირდება!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,713 ₾
( 229 დონორი )
დასრულებულია
ღმერთო, ჩემი გოგონა იცინის! თქვენ მას უდარდელი ღიმილი აჩუქეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
- ყველაზე სასაცილო პრანკს გაჩვენებ, გინდა? ტიკ-ტოკზე ყველაზე მაგარი ხუმრობებია. შენ გაქვს ტიკ-ტოკი? - მომაყარა კითხვები ლიზიმ.
- მაქვს.
- აი, აქედან უყურე. (პირდაპირ თვალებში მიყურებს, ელოდება ჩემს რეაქციას.) მაგარია, არა? (იცინის.) შენ შეგიძლია ასე? იღებ ვიდეორგოლებს?
დედა ცირა თავს მიქნევს და მრავლისმეტყველი ღიმილით მანიშნებს, რომ ლიზი შესახებ, მისი თანდასწრებით საუბარი საჭირო არ არის. მაგრამ უსიტყვოდაც გასაგებია: ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა ბავშვი?!
და მხოლოდ მაშინ, როდესაც ლიზიმ აიღო თავისი პლანშეტი და გავიდა, ცირამ ჩამკიდა ხელი და თავს ემოციების გამოხატვის უფლება მისცა: „მიხარია, და თან მეშინია კიდეც, ამ სათუთი ბედნიერების დაკარგვის. ღმერთო, ჩემი შვილი იცინის! მეგონა, რომ ამას ვერავინ შეძლებს. მაგრამ თქვენ, თითქოს გამოგვიყვანეთ იმ უკუნეთი სიბნელიდან, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე გვიწევდა ყოფნა. წვრილმანებით გახარებას, ხელახლა ვსწავლობთ“.
საბრალო ცირას ბევრის გადატანა მოუხდა. ლიზის ნეფროტული სინდრომი აქვს და მუჭებით სვამს წამლებს, რათა იცოცხლოს. ჭამა ნებადართულია... მხოლოდ წამლების. ლიზი გამუდმებით ტიროდა. ჩვენ უკვე გიამბეთ ეს სევდიანი ამბავი:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/747-dzhidzheishvili/description/
მაგრამ, თქვენი თანადგომით ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია, და იცვლება კიდეც! ამ სახლში სიხარულმა და იმედმა დაიდო ბინა, ამ სახლში ბავშვის უდარდელი სიცილი ისმის!
 „ჩვენმა ცხოვრებამ, აზრი ხელახლა შეიძინა - ამბობს ცირა. - დიახ, ლიზის ავადმყოფობა არსად გამქრალა, მაგრამ ახლა, ბავშვთან ერთად გატარებული ყოველი დღის დაფასება ვისწავლე. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალი არასოდეს ადებს ადამიანს იმაზე მძიმე ტვირთს, ვიდრე შეუძლია ზიდოს.... გამბედაობა მომემატა: მხარში თქვენ მიდგახართ და ჩემთან ერთად იბრძვით ბავშვის სიცოცხლისთვის!“
ჩვენი დახმარებით, ლიზიმ დაივიწყა ავადმყოფობა და გადაიქცა ჩვეულებრივ, უდარდელ გოგონად
- ცირა, სულ ცოტა ხნის წინ, თქვენი ისტორია ჩვენს მკითხველებს გავუზიარეთ. გვიამბეთ, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენი ფონდი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
ცირა: დავმშვიდდით, ამოვისუნთქეთ. განწყობაც სულ სხვანაირია. საკუთარ თავსაც ვატყობ, იმდენს აღარ ვტირი. ადრე, შიში და ცუდი აზრები მოსვენებას არ მაძლევდა. ბავშვებს აღარ შიათ და კმაყოფილები არიან. ჩემს ლიზიკოს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად პლანშეტი გაუხარდა. თქვენ მას დიდი ხნის ოცნება აუსრულეთ! გარდა ამისა, ისეთი კომფორტი გვაჩუქეთ, როგორიც ჯერ არასდროს გამოგვიცდია - სარეცხი მანქანა და მაცივარი. ამხელა ქალი ვარ და ახლა ვსწავლობ, როგორ უნდა გამოვიყენო ეს ნივთები. მთელი გულით გიხდით მადლობას!
თქვენი დამსახურებით, გვაქვს პროდუქტისა და მედიკამენტების რამდენიმე დღის მარაგი. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ამ კვირაში, საფრთხე არ ემუქრება!
მე და ჩემი მეუღლე, მარტონი დავრჩით ამ დიდი გასაჭირის - ლიზის ავადმყოფობის პირისპირ. მთელი ამ წლების მანძილზე მეგონა, რომ მეუღლის მშობლების გარდა, რომლებიც გვინაწილებენ საკუთარ პენსიას და გვეხმარებიან, რითაც შეუძლიათ, ჩვენი პრობლემები არავის არ აინტერესებს. მაგრამ ახლა, ვგრძნობ, რომ გვერდში მიდგას უამრავი ადამიანი. თქვენმა თბილმა სიტყვებმა, თუნდაც ერთი ლარის ჩარიცხვამ და ჩვენი დახმარების უსაზღვრო სურვილმა, მე და ჩემს მეუღლეს გვაგრძნობინა , რომ ამქვეყნად სრულიად მარტონი არ ვართ.
„მინდა მაცივარში იყოს ბევრი ხორცი და სულ ცოტა ტკბილეული, მართალია, ჩემთვის არ შეიძლება. (ამოიოხრა.) თვეში ერთხელ მაინც...“
       - ნამდვილად არ ხართ მარტო, ჩვენ ყველანი, თქვენს გვერდით ვართ! ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
        ცირა: თქვენმა პროექტმა შეძლო ის, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ ვახერხებდით: ლიზის ყურადღება გადაატანინა, ავადმყოფობა დაავიწყა. ძალაუნებურად გრძნობს, რომ სხვებისგან გამოირჩევა, იძულებულია მრავალ აკრძალვას შეეგუოს. ის ხომ ბავშვია, უნდა მეგობრებთან ერთად სეირნობა, გემრიელობების ჭამა. ჩემს გოგონას კი, განსაკუთრებული დიეტის დაცვა უწევს - მარილიანი საკვების მიღება საერთოდ აკრძალული აქვს. მთელი დღე წამლებს ყლაპავს, ხანდახან თვითონ მახსენებს, რომ აბის მიღების დროა. ჩვენი გადამეტებული ყურადღებაც მუდმივად ახსენებს, რომ ავად არის.
      იმ დღიდან, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი გოგონას ავადმყოფობის შესახებ შევიტყვეთ, ყველაფერმა დაკარგა აზრი, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. ვერც ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იყო ლიზის გამხიარულება და მისი ყურადღების გადატანა. ამ ბოლო დროს, ძალიან მოწყენილი იყო, თავს მარტოსულად გრძნობდა...
    მაგრამ, თქვენ ეს შეძელით! პლანშეტმა ხასიათი გამოუკეთა. ღმერთო, ლიზის სიხარულის ცრემლებს ვერასდროს დავივიწყებ! როგორ ხტუნაობდა და ყვიროდა! დაუბრუნდა ბავშვური სილაღე!  ამისთვის, თითოეულ თქვენთაგანს ვუხდი მადლობას!
 „ჯერ დედიკო გაერკვევა, როგორ მუშაობს სარეცხი მანქანა, მერე კი, მეც“
- ცირა, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო - ლიზის ბედნიერად რომ ეგრძნო თავი, ცოტათი მაინც. ადგილობრივი მთავრობა გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაგიკავშირდნენ? რაიმე სახის დახმარება თუ შემოგთავაზეს?
ცირა: რას ამბობთ... სამწუხაროდ, ეს არარეალურია. ბავშვები ხომ იღებენ დახმარებას, ას-ასი ლარის ოდენობით. ახლახან, ვიღაცამ მითხრა, უფროსს 16 წელი რომ შეუსრულდება, ამასაც აღარ ჩაგვირიცხავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში, ამ თანხის მხოლოდ ნახევრის აღებას შევძლებთ. წარმოგიდგენიათ? ნეტავ, ეს მაინც შევინარჩუნოთ, დამატებითი დახმარების იმედიც არ მაქვს. ასე ვცხოვრობთ - მუდმივად რაღაც ცუდის მოლოდინი გვაქვს!
- ცირა, არ ინერვიულოთ, გთხოვთ!
ცირა: მართალი ხართ, არ იმსახურებენ. სამაგიეროდ, თქვენი მკითხველები ძალიან დაგვეხმარნენ. გაამართლეს ჩვენი მოლოდინი. რა თქმა უნდა, ადრეც მქონია სასოწარკვეთილების მომენტები, როდესაც დაღლილობა და შიში ჭკუას მაკარგვინებდა. თურმე, როგორი რთული ყოფილა ადამიანებისადმი რწმენის შენარჩუნება, როდესაც გვერდით მშიერი და ავადმყოფი შვილი გიწევს. ვფიქრობდი, იქნებ ამ წუთას, ვიღაც ყრის საჭმელს, რომლიც ჩვენ ოცნებად გვაქვს ქცეული. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: „რისთვის? რატომ მაინცდამაინც ჩემი ლიზი?“ თან ეს პანდემიაც, რომელმაც ძირითადი შემოსავლის გარეშე დაგვტოვა. მეუღლემ დღემდე ვერ ნახა სამსახური. ასეთ მძიმე დროს, ვისგან უნდა ელოდო დახმარებას?
მაგრამ ასეთ მძიმე წუთებშიც, ყოველთვის ვინმე გამოჩნდებოდა ხოლმე: ხან მეგობარი მოგვიტანდა ტანსაცმელს, ხან მეზობელი მოამზდებდა წვნიანს. უფალს არასდროს მივუტოვებივართ. მაგრამ, რაც თქვენ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში, ყველა ეჭვი გამიქარწყლდა. შემინდე, უფალო. სწორედ ეს არის შენი წყალობა, გვერდში ამდენი გულისხმიერი და კეთილი ადამიანი რომ გვიდგას.
ბევრი მსმენია თქვენს კეთილ საქმეებზე. მჯეროდა, ვგრძნობდი, რომ არავინ დარჩებოდა გულგრილი ჩემი გოგონას მიმართ! და ასეც მოხდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! ასეთი სერიოზული მხარდაჭერისთვის, ფონდის ძალიან მადლობელი ვარ! ამდენი წლის მანძილზე, ძალიან გვიჭირდა, ყველაფერს ვიყავით მოკლებულები და პირველად მივიღეთ ასეთი მასშტაბური დახმარება!
 „მეც შემიძლია რეცხვა. დედა ამბობს, რომ სულაც არ არის ძნელი“
- ცირა, შეიძლება, თქვენს უჭკვიანეს გოგონას გავესაუბრო?
ცირა: რა თქმა უნდა! ლიზიკო, მოდი, შვილო.
- როგორ ხარ, პატარავ? რა მაგარი პლანშეტი გაქვს! ისეთია, როგორზეც გვიყვებოდი?
ლიზი (7 წლის): კი, უმაგრესია, ზუსტად ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი! შემიძლია ჩემს მეგობარს ველაპარაკო. ახალი ამბები გავიგო. კამერას ვრთავ და ვაჩვენებ, სახლში რას ვაკეთებ. ისიც მაჩვენებს. ხანდახან იმასაც ვაჩვენებ, წამლებს როგორ ვსვამ! თავიდან ეშინოდა და მეხვეწებოდა: „კარგი ლიზი, მორჩი, გეყოფა!“ თვალებსაც კი ხუჭავდა, მერე ჯერ ერთს ახელდა, შემდეგ მეორეს. (იღიმის.) მაგრამ, უკვე მიეჩვია.
კიდევ, მულტფილმებს ვუყურებ და სხვადასხვა ბლოგერებს. დასაძინებლად რომ ვწვები, მინდა მალე გავიღვიძო, რომ ისევ ჩავრთო ჩემი პლანშეტი. თქვენ თოვლის ბაბუაზე მაგრები ხართ, მადლობა!
პირველ რიგში ტიკ-ტოკი დავათვალიეროთ. აბა, რა არის ახალი?
- ხო მართლა, უკვე ჩაიფიქრე სურვილები?
ლიზი: არა, ვფიქრობ... შემიძლია მისი იმედი მქონდეს? საერთოდ აპირებს მოსვლას? თუ, როგორც წინა წელს? ადრე, ხილს მაინც მიგზავნიდა, ეხლა კი საერთოდ დაიკარგა. უსინდისო თოვლის ბაბუაა (იცინის.) კარგი, ხმამაღლა ჩავიფიქრებ, იქნებ ამიხდეს? ძალიან მინდა მქონდეს ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, როგორც იმ ვიდეოებში, რომელსაც ვუყურებ. არ ვიცი, გაიგო? როგორ ფიქრობ?
- ყველაფერი მშვენივრად ესმის. მოვა, არ იდარდო. ბავშვების გახარება ხომ მისი სამსახურია. რომელ ვიდეოებს უყურებ ხოლმე? რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
ლიზი: ტიკ-ტოკი მიყვარს! იქ ყველა ძალიან მაგარია! პრანკებს აკეთებენ. ლამაზ რაღაცეებს პლასტელინისგან. ძალიან მინდა მეც ვცადო... ტიკ-ტოკში ყველა ვიდეო მხიარულია. გინდა, განახო?
კიდევ ჩემს საყვარელ მულტფილმს ვუყურებ, „მაშას და დათვს“. დათვი ისეთი ბუნჩულაა! იმდენს ვიცინი ხოლმე, როდესაც ვუყურებ, ერთმანეთს როგორ აწვალებენ. (იცინის.) ხანდახან დედა მირთავს სხვადასხვა ფილმებს გოგონებისთვის. იქ ი-ი-ი-სეთ ლამაზ გოგონებს აჩვენებენ!
- შენ თვითონაც ლამაზი გოგონა ხარ და ძალიან საყვარელი!
ლიზი (იღიმის): მათ ბევრი სათამაშოები აქვთ, მე კი ერთი თოჯინაც არ მაქვს. მოვუვლიდი და ლამაზად ჩავაცმევდი. წიგნებიც არ მაქვს... იცი, ძალიან მიყვარს პრინცესებზე და უფლისწულებზე წიგნების კითხვა. მაგრამ მხოლოდ ერთი მაქვს, ძვირი ღირს წიგნები. შეიძლება, საჭმელიც რომ ვითხოვო? უბრალოდ დედა და მამა ხორცს არ ყიდულობენ, მე კი ის ძალიან მიყვარს. ისეთი გემრიელია, მმმ! კიდევ მინდა, რომ ექიმებთან აღარ წამიყვანონ და ეს საზიზღარი წამლები აღარ დამალევინონ!
 (ძვირფასო თოვლის ბაბუებო! გესმით, რაზე ოცნებობს პატარა ლიზიკო? არაჩვეულებრივი იქნებოდა, მისი რომელიმე სურვილის ასრულება მაინც რომ შეძლოთ!“
- შენ რა სურვილები გაქვს, ნინი?
ნინი (ლიზის უფროსი და, 15 წლის): ძალიან მინდა სხვადასხვა ისტორიული წიგნი რომ მქონდეს, ძალიან მიყვარს ამ თემაზე წაკითხვა. მინდა, ჩემს მშობლებს, ასეთი წიგნების საყიდელი ფული რომ ჰქონდეთ. კიდევ, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ჩავაბარებ უმაღლეს სასწავლებელში. ბევრი უნდა ვიშრომო, მშობლებს ლიზის მკურნალობაში რომ დავეხმარო. მინდა, ყველაფერი გამომივიდეს. ძალიან უნდა ვეცადო, ჩემი დაიკოსთვის.
- გვჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა! ყოჩაღ, მომავალზე რომ ფიქრობ. ახლა კი, დედასთან განვაგრძობთ საუბარს. ცირა, ფონდის მეგობრებს, შეუძლიათ კიდევ რამით რომ დაგეხმარონ?
ცირა: ამხელა ყურადღებისთვის, თქვენი ძალიან მადლობელი ვარ! მთელი ცხოვრების მანძილზე, უამრავ ადამიანს მივმართეთ, მაგრამ უარი მივიღეთ მინიმალური დახმარების გაწევაზეც კი. თქვენ კი, ჩემი შვილის დასახმარებლად, ნახევარი საქართველოს გაერთიანება მოახერხეთ. რაღა დაგიმალოთ, რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები. ჩემმა ლიზიმ სრული სიმართლე გითხრათ. ჩემთვის მისი ჯანმრთელობა მთავარია. ამ ეტაპზე, მას გამოკვლევები სჭირდება, ჩვენ კი, ფული საჭმელზეც არ გვყოფნის. კარგი იქნებოდა, ბავშვს ტანსაცმელი, მისი საყვარელი წიგნები, სათამაშოები რომ ჰქონდეს... თავადაც ხედავთ, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება, როგორ გვიჭირს. ძალიან გთხოვთ, ლიზის გულისთვის, ნუ მიგვატოვებთ! ბავშვი გამოცოცხლდა, ასეთ ცვლილებებს მართლა არ ველოდი, და ძალიან ვუფრთხილდები ამ სათუთ ბედნიერებას! გვერდში დაგვიდექით, გემუდარებით!
ღვთის გულისათვის, ამ ღიმილის გამო, განვაგრძოთ ბრძოლა ლიზის სიცოცხლისთვის და ბედნიერებისთვის!                           
                                                      ***
   ძვირფასო მეგობრებო! ხედავთ, რა ბედნიერია ლიზი? თითოეულმა თქვენთაგანმა ჩასახა იმედი ამ პატარა, სნეული გოგონას გულში! ხედავთ, მის საყვარელ სახეზე, ღიმილი ბრწყინავს! ლიზის კვლავ სწამს და ოცნებობს!
      მაგრამ, დრო გადის, ოჯახს პროდუქტი და მედიკამენტები მალე გამოელევა. ლიზის დედიკომ, ცირამ, დახმარებისთვის კვლავ მოგვმართა! ოჯახს ძალიან უჭირს, ფული საჭმელზეც ძლივს ჰყოფნით. ამ დროს, ავადმყოფ შვილს, ყოველთვიურად სჭირდება გამოკვლევები და მკურნალობა. რა ხერხს მიმართონ ლიზის მშობლებმა? როგორ აუხსნან ბავშვს, რატომ არ ექნებათ დღეს, არც სადილი, და არც ვახშამი? მიზერული დახმარება და მშობლების პენსიები ოჯახის ერთადერთი საარსებო წყაროა. მათ ყველაფერი სჭირდებათ: საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, ბავშვებისთვის წიგნები და სათამაშოები. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ლიზის სჭირდება მკურნალობა.
     ვერ დავუშვებთ, რომ გამოუსწორებელი რამ მოხდეს, ხომ ასეა? ჩვენ ხომ მშიერს ვერ დავტოვებთ ავადმყოფ ბავშვს, ხომ მართალია? გთხოვთ, ძვირფასებო, დავანახოთ მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი თანამემამულეების ტკივილი, ჩვენი ტკივილიც არის! ვაჩუქოთ ბედნიერება პატარა ლიზის.
          და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან, უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე - იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ჯიჯეიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/747-dzhidzheishvili/description/ 
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: