პროექტის რეპორტი ხუთი ძალიან მშიერი ბავშვი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხუთი ძალიან მშიერი ბავშვი!

page info icon
2021 ივლის 5
page info icon
2667
„თამაში და სირბილი შიმშილის დავიწყებაში გვეხმარება“, - გვიყვებიან პატარა გვანცა და საბა, რომლებმაც, პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე იციან, რა არის ნამდვილი შიმშილი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,140 ₾
( 337 დონორი )
დასრულებულია
ჩემი შვილები სიხარულისგან ხტუნაობენ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
“აბა, საწოლზე პირველი ვინ შეხტება? ვინც დაასწრებს, იმისია! - ყვირის კუდრაჭა და ცელქი გვანცა, და აწყვეტილი გარბის. სამი წლის საბა ცდილობს, რომ დაეწიოს და უფროსი ბავშვებიც კი უკან მისდევენ. გვანცა მალ-მალე იხდის ფეხსაცმელს და საწოლზე ხტუნაობას იწყებს.
- იუჰუუ, რა მაგარია! ჩემი საკუთარი საწოლი მაქვს!
- დედა, შეიძლება ასე მოქცევა? – (საბა დისკენ თითს იშვერს და დედიკოს ეკითხება) აი, ნახე რა მოუვა ამ გვანცას!
- დღეს შეიძლება - იღიმის დედა ქეთევანი, ჩხუბი გულში აზრადაც არ გაუვლია.
- მაშინ მეც მინდა ასე! მეც ვიხტუნავებ.
მეგობრებო, სწორედ ამ ბავშვებზე გიამბეთ პოსტში „ხუთი ძალიან მშიერი ბავშვი!“ დაუჯერებელია, არა?
ჩვენს მკითხველებს ვანახეთ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი: სათამაშოების ნაცვლად ქვები ჰქონდათ, კატლეტის ერთხელ მაინც გასინჯვა კი ოცნებად ჰქონდათ ქცეული. მაშინ, მთელ საქართველოს ცრემლები წასკდა! თითოეულ თქვენთაგანს, გულში ჩაუვარდა მათი სევდიანი, თაფლისფერი თვალები. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ მათი ცხოვრება უნდა შევცვალოთ!
 „ამდენი წელია ვებრძვით სიღატაკეს და შიმშილს, მაგრამ ჩვენი დარდი, გულთან ახლოს მხოლოდ თქვენ მიიტანეთ, - ამბობს ქეთევანი. - საოცრად გახარებულები არიან ჩემი ბავშვები! ეს იყო ჩემი სანუკვარი ოცნება. თქვენ იმედი მაჩუქეთ. გული დამიმშვიდეთ“.
 „შეხედეთ საბას, სარეცხ მანქანაზე ისე დაჯდა, გეგონება, მისი სამეფო ტახტი იყოს! - იცინიან ბავშვები“
 „არასდროს გვქონია ასეთი ლამაზი ნივთი. გადამიღეთ სურათი, რა“
        - ქეთევან, ბავშვები ისე გულიანად მხიარულობენ, თამაშს მოგანდომებენ მათთან ერთად. გაერთონ, ჩვენ კი გავისაუბროთ. როგორც ვხედავ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში. აბა მოგვიყევით!
ქეთევანი: არა უშავს. ამათ იშვიათად თუ ნახავთ, ასეთ გახარებულებს, იგიჟონ, იხმაურონ, იცელქონ. დღემდე, ყველაფერს მოკლებულები იყვნენ. ამდენი წელია, შიმშილს და გაჭირვებას ვებრძვით, ჩვენი დარდი გულთან ახლოს, თქვენს გარდა,  არავის მიუტანია. ახლა კი, ბავშვები ასე უხარიათ! თქვენ იმხელა ბედნიერება აჩუქეთ, სიტყვებით ვერ ავღწერ. ღმერთმა ასმაგად გადაგიხადოთ ეს სიკეთე!
ჩვენს ოჯახში იმედიანმა და ხალისიანმა განწყობამ დაისადგურა. და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო! ამაზე მეტი რაღა ვინატრო, ექვსი შვილის დედამ. მე ხომ, სულ ცოტა ხნის წინ, შიშით ჩავცქეროდი ჩემი მშიერი შვილების ჩაცვენილ, სევდიან თვალებს. თქვენი წყალობით, ახლა საწოლები გვაქვს, მაცივარიც და სარეცხი მანქანაც. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ჩვენთვის, სახლში 200 ლარის პროდუქტის ქონა. დღესასწაულია! თითქოს, ყველა ოცნება აგვიხდა. ღმერთს ვევედრები, მომცეს იმის ძალა და შესაძლებლობა, ყველას სიკეთისთვის სიკეთით რომ გადავუხადო.
 „ძალიან გაგვიხარდა საჩუქრები, აღარ გვინდა, მოწყენილები რომ ვიყოთ!“
- ამ ინტერვიუს შემდეგ, გამოჩნდნენ, თუ არა, თქვენს ცხოვრებაში  ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები,?
ქეთევანი: პირადად გავიცანი ორი მკითხველი  - გვესტუმრნენ, ბავშვებს სათამაშოები მოუტანეს. თითოეული თქვენთაგანის მადლობელი ვარ! მეზობლები, ღმერთმა დალოცოს, ისედაც გვეხმარებოდნენ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს მიმართ ყურადღება გამოიჩინა. არა უშავს, რომ ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, ყველაფერი საქმით დამანახეთ. დიდი და თბილი გული გაქვთ, ზრუნავთ მოყვასზე. ღმერთმა დაგლოცოთ!
- ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჩვენს პოსტზე, რამე რეაგირება მოახდინა? ვინმე დაგიკავშირდათ?
ქეთევანი: არა, არავინ. თითქოს არც ვარსებობთ. აქ ერთი მიტოვებული სკოლაა. რამდენი წლის მანძილზე ვითხოვთ, რომ დროებით მაინც შეგვასახლონ ამ შენობაში, სანამ ფეხზე დავდგებით. ჯერ გვატყუებდნენ, რომ საჭიროა მოსახლეობის ხელმოწერები. რომ შევაგროვეთ, გაურკვეველი მიზეზების გამო ისევ უარი გვითხრეს. ახლა კი, არაფერი, არ ვარსებობთ მათთვის.
აქედან გამომდინარე, ფონდის მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა - ერთადერთი შანსია გადარჩენისა.
 „მარტო დავიძინებ!“ – „მეც მარტო დავიძინებ, ჩემს საწოლში!“ – „ფანჯარასთან რომ დგას, ის საწოლი ჩემია!“
 „იუჰუუუ!!! რომ ავხტები, სურათი გადამიღეთ!“
 „რას აკეთებო?! გატყდებაო!“ – „თვითონ კი საწოლზე აძვრა!“ - ამბობს გვანცა
- აქეთ გამოიქეცით! ბავშვებო! სულ ერთი წუთით! საჩუქრებიდან ყველზე მეტად რა მოგეწონათ? რა გაგიხარდათ?
ლუკა: მე, დათუნას და საბას, ბურთი მოგვეწონა ყველაზე მეტად. ახლა ბურთი რომ გვაქვს, ძალიან გვიხარია. ყოველდღე ფეხბურთს ვთამაშობთ. გოგონებმა კი თოჯინები გაინაწილეს, ძალიან ლამაზები არიან. ყველაფერი, რაც გვაჩუქეს, ძალიან მოგვწონს. უკვე ჩვენია ეგ ყველაფერი.
- დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რამეზე ოცნებობთ. არ მოგერიდოთ, უთხარით ჩვენს მეგობრებს.
ლუკა: კიდევ შეიძლება? მაგარია! მე პულტიანი მანქანა მინდა.
დათუნა: მე ველოსიპედი.
გვანცა: მეც მინდა... ლამაზი ველოსიპედი.
- რა საყვარელი ხარ! გოგონას ხომ ლამაზი ველოსიპედი უნდა ჰქონდეს!
გვანცა: (იღიმის და მორიდებით აგრძელებს): დეიდა, შეიძლება კიდევ რაღაც რომ ვითხოვო? ლუკას და დათუნას, დეკემბერში  აქვთ დაბადების დღე. ნამცხვარი ძალიან გვინდა. თუ ნამცხვარი არ გამოვა, მაშინ ტკბილეული მაინც.
ქეთევანი: ოქტომბერში ჩემი, გვანცას და მონიკას დაბადების დღეები იყო. ბავშვებმა იტირეს, იმის გამო, რომ ტორტი არ გვქონდა. უნდათ ძალიან, ამიტომაც  ახლა გაბედეს და გითხრეს, რომ ძალიან უნდათ, დაბადების დღეზე ნამცხვარი ჰქონდეთ. ძალიან მერიდება. სიტყვები არ მყოფნის, ფონდის მეგობრებმა ჩვენთვის იმდენი სიკეთე გააკეთეს, იმხელა სიხარული გვაჩუქეს. ვერც გავბედავ, კიდევ რამე რომ ვითხოვო. სულ ასე ხომ არ ვიქნებით. როგორმე უნდა გავიჭირვოთ, ერთი ხუთი წელი, მეტი არა. მერე ბავშვები წამოიზრდებიან და მუშაობასაც შევძლებ. სიკეთე ასმაგად დაგბრუნებოდეთ!
- შევაჯამოთ: ბავშვებს უნდათ დისტანციური მართვის მანქანა, ველოსიპედები, ნამცხვარი. ნამდვილად შესაძლებელია მათი სურვილების ახდენა. ამას ხომ ჩვენი მეგობრები წაიკითხავენ. 
გვანცა: ვაშა, ვაშა! მადლობა, დეიდა, თამაშს გავაგრძელებთ, კაი? კარგათ! გავიქეცით! (საბას და რებეკას ეძახის და ერთად გარბიან)
- თქვენი ბავშვები ენერგიისა და სიცოცხლის ხალისის წყაროა. „ენერჯაიზერის“  ელემენტებივით არიან. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ იმედი და ხალისიანი განწყობა დაბრუნდა თქვენს ოჯახში. მაგრამ ფინანსური პრობლემები გადაუჭრელი რჩება და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ფონდის გულკეთილი მეგობრები ხომ არსად გამქრალან. ვუთხრათ, რა არის ამჟამად თქვენი მთავარი პრობლემა. იქნებ, ერთობლივი ძალისხმევით,  შევძლებთ მის გადაჭრაში რომ დაგეხმაროთ?
ქეთევანი: რა გითხრათ... რა დალევს გაჭირვებული ხალხის პრობლემებს. ერთს მოაგვარებ, მეორე გამოჩნდება. მთავარი მაინც სახლი, შეშა და საბნებია. ახლა, როცა ზამთარი მოგვადგა კარს,  შიშით გული მისკდება. ხომ იცით, ეს სახლი ფიცრებისგანაა აშენებული, ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით ააგო. სიცივეს ატარებს. შიგნით ისევე ცივა, როგორც გარეთ. ძალიან ბევრი შეშა გვჭირდება. ხეების მოჭრა კი აკრძალეს. არ ვიცით, რა ვქნათ, როგორ გავათბოთ ბავშვები? ნორმალური სახლი რომ გვქონდეს, დროებით მაინც, ვინმემ რომ დაგვითმოს, იმის აღარ შემეშინდებოდა, რომ ბავშვები ზამთარში გამეყინებიან. ახლა კი, გული მისკდება.
აქვე ახლოს, პატარა სახლი იყიდება, მართალია არც კარი აქვს და არც ფანჯარა. მაგრამ ჩემს მეუღლეს ოქროს ხელები აქვს, ყველაფერს გააკეთებდა... საიდან მოვიტანოთ ამდენი ფული? ზამთარი კი კარს მოგვადგა. არც კი ვიცი, როგორ გავუძლებთ ამ სიცივეებს.
***
ჩვენო კეთილო მეგობრებო! ეს სიტყვები უსათუოდ შეძრავს თქვენს გულებს! დედის სიტყვებია, რომელიც თავის ექვს შვილთან ერთად ფარღალალა ქოხს აფარებს თავს. ძალიან ბევრი სიკეთე გაქვთ გაკეთებული, და მოახერხეთ, ქეთევანის გულში იმედი რომ ჩაგესახათ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მისი გასაჭირი გულთან ახლოს რომ მიიტანოთ. გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ. ბავშვებს ხომ შიმშილსა და სიცივეში ვერ მივატოვებთ?! განსაკუთრებით მივმართავ დედებს, ჩვენ ხომ ვიცით, ამ მძიმე დროში ბავშვების აღზრდა რა ძნელია? ჩვენ ვიცით ბავშვის ცრემლების ფასი! ქეთევანს, რამაზის და მათ პატარებს ცივ ზამთარში ნუ მივატოვებთ! როდესაც გადავწყვეტთ, რომ საკუთარ შვილს ფუნთუშა ვუყიდოთ, გავიხსენოთ, როგორ უბრწყინავთ ამ ბავშვებს თვალები მოლოდინით.
ვაგრძელებთ ბრძოლას ბრეგვაძეების ოჯახის გადასარჩენად! მჯერა თითოეული თქვენთაგანის სიკეთისა და თანადგომის.
ბრეგვაძეების ოჯახის მისამართია: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი საკურცე.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა ბრეგვაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ  თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
           ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ბრეგვაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901 200 270! 


მსგავსი პროექტები: