ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოჯახის მთავარი კანონია - ის ქალი არ უნდა ახსენონ, რომელმაც მათ უღალატა!

2021 ივლის 22
3 წლის ლუკასთვის, 5 წლის გაბრიელისთვის, 13 წლის ვაჟასთვის და 15 წლის ლევანისთვის სიტყვა „დედა“ აკრძალულია!
3,617 ₾
192
დონორები
შეგროვებულია

3 წლის ლუკასთვის, 5 წლის გაბრიელისთვის, 13 წლის ვაჟასთვის და 15 წლის ლევანისთვის სიტყვა „დედა“ აკრძალულია!

„სირთულეებს ჩვენით ვუმკლავდებით! ყველაფერი კარგად გვაქვს“, - თვალების მალვით გვეუბნება 15 წლის ლევანი და ნახევრად დანგრეული, ძველი სახლის ზღურბლთან გვეგებება. ოთახში ყველაფერი გაცრეცილია: კედლები, იატაკი, ჭერი, ძველი ხარახურა და დაჟანგული საწოლები, რომლებიც ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან შემორჩა.

ამ ნანგრევებში მაშინვე თვალში გხვდება თითქმის სამხედრო წესრიგი... დიახ, სამხედრო და არა დედობრივი!

ხუთი კაცი დღეში 2 ლარზე ცხოვრობს (350 ლარიანი დახმარება ყველასთვის), რადგან მთიან სოფელში მამისთვის სამუშაო არ იშოვება. რომც იშოვებოდეს, კაცი შვილებისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი გაიღებს, მაგრამ პატარებს მარტო წამითაც ვერ დატოვებს!

ნანახი, მართლაც რომ, შემზარავია! წელიწადზე მეტია ბავშვებს ტკბილეული არ უჭამიათ; მათ სათამაშოები არასოდეს ჰქონიათ, უფროსებს კი სკოლისთვის არც ნორმალური ტანსაცმელი აქვთ, არც ტელეფონები, არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი და არც თავად სკოლა, რადგან ისინი მთაში ცხოვრობენ, - მწუხარებისგან გადაშენებულ სოფელში, რომელშიც თითქმის აღარავინ ცხოვრობს.

მთელი ტრაგედია კი იმაშია, რომ დედამ ბავშვები მიატოვა, როცა ბანკმა, ვალების გამო, მათ ბინა ჩამოართვა.

მიუხედავად ამისა, მამასთან და ბავშვებთან ინტერვიუ სიამაყითა და ოპტიმიზმით სავსე აღმოჩნდა; მაგრამ თუ მათ ნაამბობს არა მხოლოდ თვალებით, არამედ გულითაც წაიკითხავთ, იგრძნობთ, რომ მათი თითოეული სიტყვა ტკივილით არის გაჟღენთილი.

ალექსანდრე, თუ შეიძლება, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგვიყევით...

ალექსანდრე: გრძელი ამბავია! არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... ადრე ქალაქში ვცხოვრობდით. ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით. მე ვმუშაობდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ბავშვებს არაფერი მოჰკლებოდათ; მაგრამ ისე მოხდა, რომ სამი წლის წინ, ოთხი ბავშვით ხელში, სრულიად მარტო დავრჩი. იმ დროს ყველაზე უმცროსი რვა თვის იყო. რა თქმა უნდა, მუშაობა ვეღარ გავაგრძელე; ვეღარც ბინის ქირის გადახდა შევძელი, ამიტომ საცხოვრებლად აქ გადმოვედით. უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა.

შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ? ნუთუ რამე უბედურება შეგემთხვათ?

ალექსანდრე: არა, არა... მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხალია და ჯანმრთელი! თუმცა, თავიდან, როცა ჩემი ყოფილი მეუღლე სახლიდან გაქრა, მეც ეგრე მეგონა და პოლიციაშიც კი განვაცხადე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას უბრალოდ ჩვენთან ცხოვრება აღარ უნდოდა. ვერც გავამტყუნებ! ამდენ მწუხარებას ყველა ქალი ნამდვილად ვერ გაუძლებს.

მაპატიეთ, დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. სახლში ამ თემაზე საუბარს ვერიდებით. არც ბავშვებს სიამოვნებთ და არც მე მინდა წარსულის ქექვა... ეს კარგს არაფერს მოიტანს... ყოველი ადამიანი თავის გზას თვითონ ირჩევს და მე არავის ვადანაშაულებ. ან როგორ დავადანაშაულო რამეში ქალი, რომელმაც ოთხი მშვენიერი შვილი მაჩუქა. ისინი ჩემი სიამაყეა! მე მათთვის ვცოცხლობ! რა თქმა უნდა, მათ დედას ვერ შევუცვლი, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ის მაინც უნდა ვცადო, რომ მათთვის საუკეთესო მამა ვიყო!

საოჯახო საქმეებს როგორ უმკლავდებით? ალბათ უჩვეულოა, არა? თან ბიჭებს მუდმივად ყურადღება სჭირდებათ...

ლევანი (15 წლის): მშვენივრად ვუმკლავდებით. მე და ვაჟა უკვე დიდები ვართ და ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. შეგვიძლია უმცროს ძმებსაც მივხედოთ - რთული არაა, გვიჯერებენ. (საუბარში უფროსი ბიჭი ჩაერთო.)

მართლა? მკაცრი უფროსი ძმა ხარ?

ლევანი: არა-ა, საერთოდ არა... გაბრიელი და ლუკა ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ, სულ ერთად არიან და ყოველთვის იმას აკეთებენ, რასაც ვეუბნები. ჭკვიანი ბიჭები არიან! როცა მე და ვაჟა სასეირნოდ მივდივართ, ისინიც სულ თან მიგვყავს.

წეღან თქვი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. საოჯახო საქმეები როგორ გაქვთ გადანაწილებული?

ლევანი: როგორ და… მე, მაგალითად, შეშის დაჩეხვაც შემიძლია და საჭმლის მომზადებაც.

და რას ამზადებ ხოლმე?

ლევანი: შემწვარ კარტოფილს. კვერცხის მოხარშვა და შეწვაც შემიძლია... ან რამე ფაფის მომზადება.

რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ! ალექსანდრე, თქვენ თქვით, რომ ქალაქში უმუშევარი დარჩით, რადგან ბავშვებს ვერავის უტოვებდით; მაგრამ აქ, სოფელში, რა სახსრებით ცხოვრობთ?

ალექსანდრე: „სახსრები“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია! სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 350 ლარს. სულ ეს არის მთელი ჩვენი შემოსავალი, რომელიც მხოლოდ იმაზე გვყოფნის, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ.

ჰოო... ერთ თვეზე რომ გავყოთ, კაცზე დღეში ორი ლარი გამოდის. ბავშვებს რას აჭმევთ?

ალექსანდრე: ლობიოს, მჭადს, კარტოფილს, კვერცხს... სულ ესაა! ამ ფულით კიდევ რისი ყიდვა შეიძლება? კარგი შვილები მყავს, არ წუწუნებენ და არასდროს ჩივიან, მაგრამ პატარები მეცოდებიან. მათ სათამაშოები საერთოდ არ აქვთ. კანფეტებსაც იშვიათად ვყიდულობ, არადა, მათი გახარება ისე მინდა... სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობაში ზედმეტი კაპიკების შოვნის შესაძლებლობა იშვიათად მეძლევა.

ალბათ ეს თქვენი მშობლების სახლია, არა?

ალექსანდრე: არა! სამწუხაროდ, ჩემი მშობლების სახლის გაყიდვა რამდენიმე წლის წინ მომიწია, რადგან ბანკში დავალიანება მქონდა. ასე გამოვიდა, რა ვქნა? ამიტომ, საკუთარი კუთხე არ გვაქვს. ეს ქოხი ჩემს ბიძაშვილს ეკუთვნის, რომელმაც დიდსულოვნად შემოგვთავაზა აქ ცხოვრება; თუმცა, სახლი ძალიან ძველია, ფაქტობრივად, ყველაფერი ინგრევა და არც პირობებია, მაგრამ სხვა თუ არაფერი, თავზე ჭერი მაინც გვაქვს... და არც ბინის ქირა მაქვს გადასახდელი! მე და ბიჭები საცხოვრებლად აქ რომ გადმოვედით, ყველაფერი დავალაგეთ (სახლი, დიდი ხნის განმავლობაში, დაკეტილი იყო) და ყველაფერი შევაკეთეთ, რასაც ფული არ სჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა: ცუდ პირობებსაც, შიმშილსაც, ყოველდღიურობასაც და მარტოობასაც...

საერთოდ არავინ გეხმარებათ?

ალექსანდრე: დედ-მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა, - ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები! ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, შვილიშვილებს სიამოვნებით მიხედავდნენ, მე კი ვიმუშავებდი, მაგრამ სამწუხაროდ... ერთი და მყავს, რომელსაც უმცროსი ბიჭი, ლუკა, ზოგჯერ თავისთან მიჰყავს ხოლმე, მაგრამ მასაც ორი შვილი ჰყავს, მუშაობს და ციბრუტივით ტრიალებს. ამ დახმარებისთვის მისი უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან ლუკა ქალურ ალერსს სრულიად მოკლებულია... დედა საერთოდ არ ახსოვს; არც კი იცის, ეს ვინ არის...

ლევანი: მამა, არ გინდა რა... მოდი მოგიყვებით, როგორ დავდივართ მე და ჩემი ძმები ეკლესიაში ყოველ კვირას, როგორ ვთამაშობთ ფეხბურთს და ყველანი ერთად სადილს როგორ ვამზადებთ...

ლევან, აქ ცხოვრება მოგწონს?

ლევანი: სოფელი ძალიან მიყვარს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აქ ჩვენი თანატოლები საერთოდ არ არიან. აქ სულ 30 ოჯახი ცხოვრობს და მეზობლად მხოლოდ 2 ბიჭია, რომლებიც ჩემზე და ვაჟაზე ცოტათი პატარები არიან. ცუდია ისიც, რომ ონკანი ეზოშია, რაც ძალიან მოუხერხებელია... საწოლებიც ძალიან ძველია.

ვაჟა (13 წლის): არა, არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებთ! ლევანმა მართალი თქვა, - აქაურობა ძალიან მოგვწონს!.. მიუხედავად ყველაფრისა...

ლევანი: მე და ვაჟა უკვე დიდები ვართ და ყველაფერს ვუმკლავდებით, ყველაფერი გვესმის... აი, გაბრიელი და ლუკაც წამოიზრდებიან და ისინიც ყველაფერს მიხვდებიან.

– პატარა გაბრიელს ჩემთან საუბარი არ უნდა? შენი გაცნობა შეიძლება, პატარავ?

(ხუთი წლის გაბრიელმა თავი დახარა და მამას უფრო მაგრად მიეკრა.)

ვაჟა: ძალიან მორცხვია.

მაშინ მის მაგივრად შენ მითხარი - ყველაზე მეტად რას ისურვებდა?

ვაჟა: კანფეტებს და სათამაშოებს, რა თქმა უნდა! ჩვენთან, სოფელში, სათამაშოებს არ ყიდიან; სახლშიც ძალიან ცოტა გვაქვს... მაგრამ კანფეტები სურსათის მაღაზიაში იყიდება! გაბრიელი გამუდმებით ტკბილეულს ითხოვს.

ვაჟა, შენ და შენი ძმა სკოლაში დადიხართ?

ვაჟა: როცა ღიაა, კი, მაგრამ წელს თითქმის საერთოდ არ გვისწავლია. გაკვეთილებს დისტანციურად ატარებდნენ, ჩვენ კი არც კომპიუტერი გვაქვს, არც ტელეფონი და არც ინტერნეტი.

– ალექსანდრე, ეს როგორ მოხდა?! სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ალექსანდრე: იცით, საკმაოდ მკაფიო პასუხი მივიღე: „დახმარება ხომ გაქვთ?“ - სულ ეს იყო! აზრი არ აქვს! თვლიან, რომ რადგან დახმარებას ვიღებთ, ჩვენ წინაშე ვალდებულები სხვა არაფრით არიან და არც აინტერესებთ, ეს თანხა რაზე და რანაირად გვყოფნის.

ალექსანდრე, თქვენ და თქვენი შვილები (უფროსებიც და უმცროსებიც) ძალიან ყოჩაღები ხართ! ძალიან გვინდა, რომ ცხოვრება გაგიმარტივოთ. მითხარით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ალექსანდრე: მე თვითონ არასდროს შეგაწუხებდით! თქვენ ჩემმა ნათესავმა მოგწერათ, რომელსაც ჩვენზე გული ძალიან შესტკივა. უმცროსი შვილები რომ არა, არც იმას ვიტყოდი, რომ გვიჭირს. პატარები მეცოდებიან, რადგან მათი გახარება არაფრით შემიძლია... ვერც მათი და ვერც უფროსების. არც კი ვიცი, მომდევნო კლასში როგორ გადავლენ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ, მათი ყველაზე აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა მაინც რომ არ შემიძლია. ხელ-ფეხი შეკრული მაქვს.

ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჩვენი მკითხველებიდან თქვენს დახმარებას ბევრი მოისურვებს. ნუ გერიდებათ, გვითხარით, ამ წუთას თქვენს შვილებს ყველაზე მეტად რა სჭირდებათ?

ალექსანდრე: რა თქმა უნდა, კომპიუტერი! მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ! და რა თქმა უნდა, სურსათი! სოციალური დახმარება საშინლად არ გვყოფნის. ყველაზე მეტად ეს გვჭირდება! რა თქმა უნდა, მათთვის ელემენტარული პირობების შექმნაც მინდა: ჩვენ არც ნორმალური საწოლები გვაქვს, არც სარეცხი მანქანა, ტელევიზორიც გაფუჭდა და ბავშვები მთლიანად მოწყვეტილები არიან სამყაროს.

ლევანი: შეიძლება მეც ვთქვა? ძალიან გვჭირდება პურის საცხობი, რადგან პური ძვირია, ცომის მოზელა კი გვიჭირს...

ვაჟა: და კიდევ ბევრი კანფეტი გაბრიელისთვის და ლუკასთვის! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდებათ!

***

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ალექსანდრე ფრუიძე და მისი ოთხი შვილი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ ესაჭიროებათ: სურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და მათ მხარი დავუჭიროთ! მივცეთ ბავშვებს ნორმალური განვითარების და ბედნიერი ბავშვობის შესაძლებლობა! შეგიძლიათ ამ ოჯახს პირადადაც ესტუმროთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. გვერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ!

ბიჭები მოკლებულნი არიან სწავლის შესაძლებლობას. მათ არ აქვთ ნორმალური საკვები და ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ელემენტარული საცხოვრებელი პირობა. პატარები - 5 წლის გაბრიელი და 3 წლის ლუკა კი უბრალოდ კანფეტებზე და ტკბილეულზე ოცნებობენ.

ფრუიძეების ოჯახის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. საჩხეური.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ფრუიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ფრუიძეების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: