პროექტის რეპორტი ვიცი, სად ცხოვრობს ღმერთი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვიცი, სად ცხოვრობს ღმერთი!

page info icon
2021 ივლის 29
page info icon
1568
მარიამს ძალიან უჭირს. ის ავადაა. ის სხვებს არ ჰგავს. თანატოლების მსგავსად, წერა-კითხვა და ოცნება მასაც შეუძლია, სიარული კი არა. ბავშვობიდან! წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, როგორია ამ ტანჯვის ყურება მისი ოჯახისთვის, თანაც - სრულ სიღარიბეში?! ისინი იმდენად ღარიბები არიან, რომ მას ვერაფრით ეხმარებიან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,243 ₾
( 229 დონორი )
დასრულებულია
მივხვდი, რომ ღმერთი კეთილი ქართველების გულებში ცხოვრობს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „ღმერთო, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ! გვანახე მე და ყველა კეთილ ადამიანს საქართველოში, როგორ გაივლის მარიამი“
რა ბედნიერებაა, უბრალოდ ფეხზე მყარად დგომა. დამოუკიდებლად, დედის დახმარების გარეშე დგომა. მარის ეს უკვე გამოსდის. დღითი დღე, ცოტათი მეტხანს. კიდევ ცოტაც, სულ ცოტაც...
- ყოჩაღ, მარი, მაგარი ხარ! - მისი დედა, ელისო უზომოდ გახარებულია.
- დე, ნახე, რამდენ ხანს შევძელი  მარტომ? იქნებ, სიარულიც შევძლო? რა მალე შეისმინა ღმერთმა ჩემი ვედრება!
თქვენ უკვე იცნობთ ჩვენს მარიამ გუმბერიძეს. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/760-gumberidze/description/#content
ის ძალიან კეთილი, მორიდებული და თბილი გოგონაა. მაგრამ ბევრი რამ, რის შესაძლებლობაც გააჩნიათ მის თანატოლებს, მისთვის არ არის ხელმისაწვდომი: გაიქცეს მეგობრების შესახვედრად, წავიდეს პაემანზე, კაფეში ან კინოში. მისთვის ნამდვილი სასწაული იქნებოდა სახლიდან უბრალოდ გარეთ გასვლაც კი!
პროექტის დაწყების მომენტიდან, ამ საყვარელი გოგონას ოჯახმა, უსაზღვრო სიხარული განიცადა! „გული სავსე მაქვს იმედით და ძალიან ბედნიერი ვარ! - ამბობს ელისო, მარის დედა. - კეთილი ადამიანების დამსახურებით, მათი დახმარებით, ჩემმა გოგონამ გაიარა რეაბილიტაციისა და მასაჟის რამდენიმე კურსი. რამდენი კარგი სიახლე გავიგეთ! წარმოგიდგენიათ? ჩემს გოგონას ფეხზე მყარად დგომა შეუძლია? ხელსაც შლის...“ რა ცოტა ყოფილა საჭირო, ყოველი ახალი დღე, დღესასწაულად რომ იქცეს!
მთავარია, ახლა არ გავჩერდეთ! ექიმების თქმით, მარიამს დიდი შანსი აქვს, რომ გაიაროს. მის შემთხვევაში, ცერებრალური დამბლა არ არის განაჩენი. მაგრამ ახლა, მას ეს შანსი ჩვენ უნდა მივცეთ. ჩვენი დახმარების გარეშე, არაფერი არ გამოვა. ოჯახი მკურნალობის ახალ კურსს, ვარჯიშებს მარტო ვერ გაუმკლავდება. მწარეა და გულსაკლავი, როდესაც აცნობიერებ, რომ ძალიან ახლოს ხარ ოცნების ახდენასთან, მაგრამ იძულებული ხდები, მასზე უარი რომ თქვა! მარი იმედიანი განწყობა აქვს, მთელი ოჯახი არის  იმედის ტალღაზე. ჩვენ შეგვიძლია, გავუკეთოთ მას ეს უდიდესი საჩუქარი, რასაც სიარულის უნარი ჰქვია! უფალმა ჩვენ აგვირჩია, რათა დავეხმაროთ მარის.
       - ელისო, ვიცით, რომ თქვენს ოჯახში სასიხარულო ცვლილებებია. უფრო მეტად კი, გულს ის გვიხარებს, რომ ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი.  გვიმბეთ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
ელისო: ძალიან ბედნიერი ვარ! აქამდე სულ მეტირებოდა, ახლა კი ვიღიმი, ვიცინი. და არა მხოლოდ იმისთვის, ჩემი შვილები რომ გავამხნევო, არამედ გულწრფელი სიხარულისგან. მარიამს არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. უკეთესობა შესამჩნევია. მას შეუძლია უფრო მყარად, უფრო დიდხანს დგომა. ხელსაც კარგად შლის, ავარჯიშებენ, სიარულს ასწავლიან.
           - იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
          ელისო: რა თქმა უნდა! ჩვენს შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი ღვთისნიერი გოგონა, დაგვიკავშირდა - ნატა. სამწუხაროდ მისი გვარი არ მახსოვს. ყველამ იცის, რა ძვირი ჯდება თითოეული მასაჟი. ჩვენს ოჯახს ამის საშუალება არასდროს არ ექნებოდა. ღმერთი გაახარებს ჩვენს კეთილ ანგელოზს! ჯერ ნატამ გაუკეთა რამდენიმე მასაჟი, მერე კი, მისი რჩევით მივმართე რეფერალურ სამსახურსა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს. სწორედ მათ დაუფინანსეს ყველა მასაჟი მარიამს. ჩემს გოგონას განსაკუთრებით მოუხდა თბილისის ბალნელოგიურ კურორტზე ჩატარებული კურსი, რომელიც შედგებოდა 9 მასაჟისგან გოგირდოვან წყლებში. (ეს მოხდა რეფერალური ცენტრის ხელშეწყობით). 20 სარეაბილიტაციო მასაჟი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გვაჩუქა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა!
       მარიამის მოტორიკა ძალიან შეიცვალა - ხელებსაც შლის, კარგად ვარჯიშობს, დგომაც უფრო მყარად შეუძლია. ახლა იმედით ვცოცხლობთ, განწყობაც სულ სხვაა. ეს ბედნიერება არ მექნებოდა, თქვენი პოსტი რომ არა.
იცით, რომ ჩვენ მაღალ სართულზე ვცხოვრობთ, ავადმყოფ ბავშვთან ერთად გადაადგილება, ფიზიკურად ძალიან რთულია. მაგრამ, ყოველდღიურად ისეთ კარგ სიახლეებს ვიგებდით, რომ დავფრინავდი ამ კიბეზე მარიამთან ერთად! ეს ცვლილებები და ახალი მოვლენები ჩემს გოგონას იმხელა სიხარულს ანიჭებდა, რომ საკუთარი თავი აღარც კი მახსოვდა.
- ახლა თქვენ ძალიან გაახარეთ ფონდის ყველა მეგობარი. ბედნიერებაა, მარიამის მდგომარეობა უკეთესობისკენ რომ შეიცვალა!
ელისო: მინდა, ყველაზე თბილი და გულიდან წამოსული სიტყვები გითხრათ. გული სავსე მაქვს მადლიერებით! თქვენ ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ადამიანები ხართ! თქვენ გაიზიარეთ ჩვენი დარდი და ძალიან მნიშვნელოვან საქმეში დაგვეხმარეთ. ყურადღებასა და საჩუქრებზე, აღარაფერს ვამბობ. დიდი მადლობა სიყვარულისთვის!
პირველ რიგში, დავდგით მაცივარი. დაქანცული ვიყავი, საჭმლის მომზადება დღეში რამდენიმეჯერ მიწევდა, განსაკუთრებით ზაფხულში. მარიამს ძალიან გაუხარდა ტელევიზორი, ყველაფერი აინტერესებს. ჩემი გოგონა სულ სახლშია, ყურადღების გადატანა სჭირდება, რომ არ მოიწყინოს. მართალია, გაზქურა დღემდე ვერ დავდგით, გარკვეულ თანხებს მოითხოვს, მაგრამ, იმედი მაქვს, მალე გამოვიყენებთ საჭმლის მოსამზადებლად.
ზვიადი, მარიამის მამა: ჩვენი გოგონასთვის, ტელევიზორი განსაკუთრებული საჩუქარია. სიმღერებს უსმენს და ყვება. მარის კარგი ხმა აქვს, და სმენაც. მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, სიმღერაზე არ დაგვთანხმდება, ერიდება.
ელისო: „მარის უხარია, რომ მისთვის არის ყველა ეს საჩუქარი. მადლობა სიყვარულისთვის!“
 „როგორც იქნა, ადამიანურად შევძლებთ პროდუქტის შენახვას“
         -ელისო, ახალი მეგობრებიდან, განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
         ელისო: აუცილებლად დაწერეთ რეაბიტოლოგის შესახებ, რომელმაც, ჩემს შვილს ბედნიერებისკენ გაუხსნა გზა.
ცოტა ხნის წინ, ერთი ბიჭი დამიკავშირდა, ტიკ-ტოკერია და მითხრა, რომ ძალიან უნდა მარიამის გახარება. ასეთი კეთილი, არაჩვეულებრივი ადამიანი ბევრი მირეკავს, ბევრი გვკითხულობს. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო! ამხელა სიკეთის დაბრუნება ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ უფალი აუცილებლად დაგაჯილდოვებთ.
მარიამის კარჩაკეტილი ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდა - ახლა, მას ტელევიზორი აქვს
მხარდაჭერას დიდხანს ვეძებდი, და მხოლოდ თქვენთან ვიპოე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად სწორი ვიყავი, ბოლომდე რომ ვიბრძოლე ჩემი შვილისთვის. იგივეს ვეტყვი დედებს, ვინც ჩემნაირად იბრძვის საკუთარი შვილის ცხოვრების შესაცვლელად: „არასოდეს დაყაროთ ფარ-ხმალი და ნუ დაკარგავთ იმედს. სიკეთე სასწაულებს ახდენს“. თქვენი ტელეფონის ნომერი მივეცი ძალიან ბევრ ადამიანს. იმხელა სიკეთეს, რაც დამანახეს თქვენმა კეთილმა მეგობრებმა ვერსად ვერ ვნახავდი. მინდა ვუთხრა სასოწარკვეთილ დედიკოებს: „ერთი წუთითაც არ იყოყმანოთ, დარეკეთ და შეცვალეთ თქვენი შვილების ცხოვრება“.
- მოგეხსენებათ,  ჩვენი ფონდის მეგობრებთან საუბარი გულახდილად შეგიძლიათ. ალბათ, კიდევ დაგრჩათ რაიმე პრობლემები?
ზვიადი (ამოიოხრა): სახსრების არქონის გამო, ბევრი პრობლემა გვაქვს. რომ ამოდიოდით, ალბათ შეამჩნევდით, როგორი დაქანებული, ლითონის კიბეა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ოჯახი, ასეთი ბავშვით, რომელსაც  გადაადგილების პრობლემა აქვს, ასეთ სიმაღლეზე არ უნდა ცხოვრობდეს. მაგრამ ყველაფრის მიზეზი, ისევ და ისევ წყეული უსახსრობაა - უბრალოდ შედარებით იაფია ეს საცხოვრებელი. სადმე, პირველ სართულზე უნდა ვიქირაოთ ბინა, მაშინ მარისაც უფრო მალე ექნებოდა წინსვლა. დამატებით სირთულეებს თავიდან ავიცილებდით და აღარ გავწვალდებოდით ასე.
- უნდა ვანახოთ ჩვენს მკითხველებს ეს კიბე. იქნებ შეგიწყონ ხელი სხვა ბინის ქირის გადახდაში? პირველ ეტაპზე მაინც.
ცერებრალური დამბლის მქონე გოგონასთვის, ეს კიბე დიდი დაბრკოლებაა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე
ელისო: ვაიმე, ამ საკითხის მოგვარება, ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასი იქნებოდა!
- განვაგრძოთ საუბარი თქვენს პრობლემებზე. დღევანდელი მდგომარეობით, კიდევ რა გჭირდებათ, რა დაგეხმარებოდათ?
ზვიადი: მე და ჩემს მეუღლეს, მხოლოდ მარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს. უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენი გოგონასთვის, მნიშვნელოვანია ყოველი წუთი. ყოველდღიური, ინტენსიური ვარჯიში სჭირდება. ერთი კვირის გაცდენაც კი, ნოლზე დაიყვანს შედეგს. ვარჯიში ძალიან ძვირი ღირს, დაფინანსება კი ჯერ არ მიგვიღია. ველოდებით, მაგრამ ჯერ არ ვიცით პასუხი. ახლა, ისევ მივმართეთ პოლ ვოლკერის სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელიც თემქაზეა. იქ ფასები შედარებით დაბალია, კარგი მომსახურებაა და მარისაც კარგად იცნობენ. მაგრამ სახსრების გარეშე, მკურნალობას ვერ განვაგრძობთ. ჩვენი გოგონა ფეხზე რომ დადგეს, საჭიროა ინტენსიური ვარჯიში წელიწადნახევრის განმავლობაში. სულ ცოტა დარჩა. ამჟამად,  ჩვენთვის მთავარი საკითხი ეს არის.
 ელისო: ჩემი ერთადერთი სურვილია, ჩემმა შვილმა, ფეხზე გავლა რომ შეძლოს. ვოცნებობ დავინახო, როგორ დადის ჩემი მარიამი! ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, სიცოცხლესაც კი დავთმობ.
           უბრალოდ გაგიზიარებთ, იქნებ შეძლოს ვინმემ ჩვენი დახმარება. მესმის, რომ მარტივი არ არის. გვითხრეს, რომ საუკეთესო სარეაბილიტაციო კლინიკა, სადაც ცერებრალური დამბლით დაავადებულებს მკურნალობენ, არის საფრანგეთში. იქ, მარიამს აუცილებლად დააყენებდნენ ფეხზე. არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, მაგრამ დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ. თუკი ვინმემ იცის, ჩვენი დახმარება როგორ შეიძლება, თუ კეთილ ადამიანებს რამის გაკეთება შეუძლიათ, სიცოცხლის ბოლომდე, ყოველდღე ვილოცებ მათთვის!
ღმერთო ნუ მომკლავ ისე, ჩემი შვილი ფეხზე გავლილი რომ არ დამანახო! 
მარის ცხოვრებაში ცვლილებები, ჩვენზეა დამოკიდებული. მთელი გულით ელის და სჯერა
                               
***
იმდენი გეგმა გვაქვს 20 წლის ასაკში! გაიხსენეთ, რამდენი ოცნება, რამდენი სურვილი, რამდენი ლამაზი დღე გქონდათ და გაქვთ, თუ 20 წლის ხართ. მარიამსაც აქვს ოცნებები. მაგრამ, ძალიან უბრალო. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობს, პირველად რომ წავა მეგობრებთან შეხვედრაზე თავისი ფეხით. წარმოიდგინეთ, გული როგორი ბედნიერებით აევსება, დამოუკიდებლად რომ შეძლებს მოირგოს ლამაზი კაბა და სარკის წინ დაბზრიალდეს? რომ შეძლებს თავისი საპყრობილედან, სახლიდან გამოსვლას...
რამხელა ბედნიერება იქნება ჩვენთვის, ამ ყველაფრის გაკეთებას თავად თუ შეძლებს! მაგრამ, ერთხელაც რომ დადგეს ასეთი დღე, შეგვიძლია წვლილი ჩვენც შევიტანოთ. ან დავტოვოთ მარიამი აუხდენელი ოცნებებით... მაგრამ, ჩვენ ხომ ასე არ ვიქცევით. გულს ერთხელ რომ გავუხსნით, მუდამ ვუდგავართ მხარში...
შეგიძლიათ მოინახულოთ მარიამი და გაუწიოთ მას დახმარება. მისამართი: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი, ბინა 22
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიამ გუმბერიძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია საიტის მეშვეობით:
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: