პროექტის რეპორტი ბავშვი ტკივილისგან ტირის, ოჯახი კი სასოწარკვეთილებისგან! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვი ტკივილისგან ტირის, ოჯახი კი სასოწარკვეთილებისგან!

page info icon
2021 ივლის 30
page info icon
2686
მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი შვილი ტკივილგამაყუჩებელ აბებზე ცხოვრობს, რომლებიც მის პატარა სხეულს ნელ-ნელა კლავს?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,756 ₾
( 366 დონორი )
დასრულებულია

დენის ყოველი გადადგმული ნაბიჯისთვის გლოცავთ!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„პატარავ, ძირს ჩადი, აბა... მიდი, ჩემი გოჭი, გვაჩვენე, ფეხზე როგორ დგახარ! ხედავთ? თავისით დგას, წამალი არ მიმიცია“, - დედა, ნათია, სიხარულით და სინაზით არის სავსე.

ეს პატარა დენია, მეგობრებო, - უსაყვარლესი ბიჭუნა, რომელზეც მთელი მისი ოჯახი გიჟდება და რომელმაც ჩვენც შეგვაყვარა თავი. გახსოვთ, როგორ ვდარდობდით მასზე? დენის დაბადების ტრავმა აქვს - მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. მისთვის ყოველი მოძრაობა, ყოველი ნაბიჯი ტკივილია; მაგრამ ახლა შეგვიძლია გავიხაროთ, - პროგრესი სახეზეა! თუმცა ჩვენ მას ისევ ვგულშემატკივრობთ, ვლოცულობთ მისთვის და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ექიმების დანიშნული სპეციალური მასაჟების 100 სეანსიდან ოჯახმა მხოლოდ ნახევრის ღირებულების გადახდა შეძლო, ისიც ვალებით... მაგრამ ფონდის მეგობრებმა დენის მასაჟების სრული კურსის გავლის შესაძლებლობა მისცეს და ახლა პატარა თავს ბევრად უკეთ გრძნობს! ის ნელა, მაგრამ თავდაჯერებით სწავლობს სიარულს, მისი დედა, ნათია კი ყველას გულით გლოცავთ!


ჩემი ბედნიერება შენი ჯანმრთელობაა, ჩემო ბიჭუნავ!

ნათია, პოსტის გამოქვეყნებიდან დიდი დრო არ გასულა. შევძელით თუ არა თქვენი დახმარება? გვითხარით, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ნათია:ეს პოსტი ჩვენი ოჯახისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მე და ჩემმა ქმარმა ვიცოდით, რომ საქართველოში კეთილი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ამდენი?! ნუთუ ამდენნი არიან ისინი, ვისაც სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვს და ვინც ყოველთვის მზად არის დასახმარებლად და მხარდასაჭერად?! ეს ჩვენთვის იმხელა ბედნიერებაა! თქვენით ვამაყობთ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო! დასახმარებლად გაერთიანება, მართლაც რომ, მხოლოდ ქართველს შეუძლია! მთელი ჩვენი ოჯახი გულწრფელ მადლობას გიხდით!

ერთი კვირაც არ იყო გასული, რაც ხალხმა ჩვენი გასაჭირის შესახებ შეიტყო, რომ უცნობმა ქალმა დამირეკა და დახმარება შემოგვთავაზა. როგორც მითხრა, თვითონაც მრავალშვილიანი დედა იყო, - ხუთი შვილი ჰყავს. ეს ქალი მხოლოდ ფინანსურად კი არ დამეხმარა, არამედ მასაჟისტიც გამაცნო. სპეციალისტმა დენის მასაჟების დარჩენილი კურსი სრულიად უფასოდ ჩაუტარა, რაც ჩვენს პატარას ძალიან დაეხმარა: ტკივილები ნელ-ნელა ჩაუცხრა. ტკივილგამაყუჩებლებს ჯერ კიდევ სვამს, მაგრამ ბევრად იშვიათად. ახლა სიარულსაც სწავლობს, თუმცა ნაბიჯის გადადგმა, ჯერჯერობით, უჭირს. ბავშვის გამოჯანმრთელების იმედი მოგვეცა. უბრალოდ საშინელებაა, როცა შენი შვილის ტანჯვას უყურებ და ვერაფრით ეხმარები. ამას ყველა დედა ვერ გაუძლებს...

ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

ნათია: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანების სიკეთემ და თავმდაბლობამ, ვინც დახმარების ხელი გამოგვიწოდა:იმ ქალის, რომელმაც დაგვირეკა და მასაჟისტი გაგვაცნო და თავად მასაჟისტის, რომელმაც ჩრდილში დარჩენა ამჯობინა. მათ სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ამ გულმოწყალე ადამიანებისთვის ყოველდღე ვლოცულობ.

თავიანთიკეთილი საქმეების შესახებ ყვირილი და ბუკის კვრაარც სხვებმა მოინდომეს. ანონიმურად დამეხმარნენ. საოცრებაა!მე თქვენ არ გიცნობთ და არცთქვენიგაცნობის საშუალება მქონია, მაგრამ თქვენ ჩემს ოჯახზე, ჩემს შვილზე იზრუნეთ და ღმერთმა ქნას, ჩემმა ლოცვა-კურთხევამ თქვენამდეც მოაღწიოს.

ნათია, რა რეაგირება მოახდინეს თქვენს პრობლემებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა? ბოლოს და ბოლოს, გასაჯაროებულ პრობლემაზე რეაგირებაა საჭირო.

ნათია: მათგან არანაირი დახმარება არ მიმიღია. ჩემს ოფიციალურ მიმართვაზე, თხოვნაზე და გამოქვეყნებულ პოსტზე ყურიც კი არ შეიბერტყეს.

რეაგირება ჟურნალისტების მხრიდან იყო. ერთ-ერთი მთავარი არხის წარმომადგენლები მალევე გამოგვეხმაურნენ და დაგვპირდნენ, მოვალთ და რეპორტაჟს გადავიღებთო.

– რას ნიშნავს ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

ნათია:

ძალიან ბევრს!.ეს ყოვლისმომცველი დახმარებაა - ფინანსურიც და მორალურიც! ყველაზე დიდი საშინელება ისაა, როცა შენს პრობლემებთან მარტო დარჩენა გიწევს, როცა მთელი მსოფლიო შენს დახმარების თხოვნაზე თავს იყრუებს! მაგრამ საქართველოში ეს შეუძლებელია! ამაში თქვენ დაგვარწმუნეთ; სითბო, სიკეთე გაგვიზიარეთ, იმედის სხივი ჩაგვისახეთ გულში, საკუთარ ჯიბეს მოაკელით და წყალობა გამოიჩინეთ;თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ფული თქვენ თვითონაც ძალიან გჭირდებოდათ.

პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ჩემმა შვილებმა დანაყრებულებმა დაიძინეს. დიდი მადლობა, რომ ჩემს შვილებზე იფიქრეთ! დიდი მადლობა, რომ ჩემზე იფიქრეთ და დაღლილობა და ზედმეტი ტანჯვა ამარიდეთ თავიდან. ფონდის ნაჩუქარი სარეცხი მანქანა საყოფაცხოვრებო საქმეების უფრო სწრაფად და მარტივად კეთებაში მეხმარება. ადრე ხომ ცივ წყალში ხელით ვრეცხავდი?!აღარც ზამთარში გავიყინებით და საკუთარ სახლში დისკომფორტს აღარ ვიგრძნობთ - ახლა გაზის გამათბობელი გვაქვს.


ლიზი: „დედიკოს საქმეს ეს მანქანა აკეთებს, დედას კი ჩვენთვის უფრო მეტი დრო აქვს.“

  დენისთვის საფენებიც დროული იყო და პლანშეტი ჩემი გოგონებისთვის მართლაც მისწრებაა. ახლა შეუძლიათ ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ, ითამაშონ, თანატოლებს ელაპარაკონ ინტერნეტში, ფილმებს უყურონ... ამ საჩუქარმა ისინი ძალიან გაახარა.

თქვენ იმდენ საკითხში დაგვეხმარეთ! ამ მზრუნველობამ უაღრესად შემძრა - თქვენ საკუთარი ოჯახივით იზრუნეთ ჩვენზე.


როცა საკვების მარაგი გაქვს, თვალსაც უხარია და გულსაც.

ლიზი, შენ რა გაგიხარდა ყველაზე მეტად?

(სახლში ნათიას შუათანა გოგონაა, ამიტომ კითხვებს მას ვუსვამთ.)

ლიზი: ის, რომ ჩემი ძმა უკეთაა. დენის ფეხზე დგომა შეუძლია და აღარ ტირის. როცა ტიროდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეც მტკიოდა. ახლა კი ისე ძალიან აღარ ტირის. არა, პატარავ?

პლანშეტიც ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა! მე და მარი ინტერნეტში ერთად შევდივართ და ვთამაშობთ. საერთო პლანშეტია. თუ სკოლა ისევ ონლაინში რეჟიმში გადავა, აღარ მეშინია, რომ გაკვეთილების გაცდენა მომიწევს.


პლანშეტით საღამოები უფრო სახალისო და საინტერესო გახდა

„შეიძლება კიდევ რაღაც რომ გთხოვთ? თუ აღარ შეიძლება?“ - უცებ კითხულობს ლიზი.

რა გინდა, აბა?

ლიზი: საჭმელი! ჭამა ისე მოგვეწონა... და რამე ტკბილი...

ჩვენს ბენეფიციარებს ყოველთვის ვუსვამთ კითხვას: „კიდევ რა დახმარება გჭირდებათ? რის გაკეთება შეუძლიათ თქვენთვის ფონდის მეგობრებს?“ მაგრამ ამ პასუხის შემდეგ ყველა მომდევნო კითხვამ აზრი დაკარგა. ისედაც ყველაფერი ნათელია. ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო. ლიზის სიტყვები მისი გულწრფელი დარდია შიმშილზე.


ლიზისთვის უბრალო მაწონიც კი ნამდვილი ნუგბარია

ნათია (ოხრავს და აღიარებს): ყველაზე ცუდი ისაა, რომ მუდმივად ვშიმშილობთ. სხვა საჩუქრების გარდა, ახალი, შესანიშნავი გაზქურაც მოგვიტანეთ, რომელზეც შეგვიძლია საჭმელი სწრაფად და ხარისხიანად მოვამზადოთ. მაგრამ რისგან?! სავებითითქმის არ გვაქვს... და საჭმლის შესანახი ადგილიც არაა, რადგან მაცივარი არ გვაქვს. დენის ავადმყოფობას თუ გავითვალისწინებთ, ამ ყველაფრის ყიდვა ჩვენთვის უბრალოდ არარეალურია. მთავარია, ჩემი შვილი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. ნებისმიერი, ყველაზე მცირე დახმარებაც კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია.


ცხოვრებისეული გაჭირვების მიუხედავად, მეზურნიშვილების ოჯახი იმედს არ კარგავს

მადლობელი ვიქნები ყველასი, ვინც გულგრილი არ დარჩება! ყოველდღე ვევედრები უფალს მათთვის, ვინც ჩვენი გასაჭირის დაძლევაში წვლილი შეიტანა. როცა ვხედავ, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები არიან, მამაზეციერს და ყველა კეთილ ადამიანს მადლობას ვუხდი, რომ ასეთ მძიმე დროს გვერდში დაგვიდგნენ!

***

ფოტოზე გამოსახულმა ბედნიერმა ღიმილმა არ შეგაცდინოთ. ყველაზე მთავარი გულით უნდა დაინახოთ. ბედნიერება ცოტა ხანი გრძელდება, არსებული სერიოზული პრობლემები კი ერთ დღეში არ ქრება.

პატარა გოგონებს სასწაულების ჯერ კიდევ სჯერათ. მათ ნებისმიერი რამის თხოვნა და ნებისმიერი სურვილის ჩაფიქრება შეუძლიათ, მაგრამ ლიზიმ მხოლოდ საჭმელი და ტკბილეული ითხოვა... ამ დროს ამ საწყალი ოჯახის უბედურების სიღრმეს მთელი სიმძაფრით აცნობიერებ, რადგან ბავშვები სიღატაკისგან იმდენად არიან დათრგუნულები, რომ საკვები მათთვის ოცნების ზღვარი ხდება.

თქვენ უკვე ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ოჯახის ცხოვრება შეგეცვალათ, - უღრმესი მადლობა ამისთვის! ისინი მართლა შეიცვალნენ, ამიტომ მოდი კარგ წამოწყებას ნუ მივატოვებთ და მათ იმედს ნუ დავუკარგავთ! იმაზე კარგი არაფერია, ვიდრე ახლობლის დახმარება და მისი გაბედნიერება.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მეზურნიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/761-mezurnishvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: