ისე ტიროდა!.. და სულ იმეორებდა: ”დედა, დედა, მომხსენი სახვევები!.. ხელებს ვერ ვამოძრავებ...” ჩემი საბრალო ბიჭი ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ ხელები აღარ ჰქონდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ისე ტიროდა!.. და სულ იმეორებდა: ”დედა, დედა, მომხსენი სახვევები!.. ხელებს ვერ ვამოძრავებ...” ჩემი საბრალო ბიჭი ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ ხელები აღარ ჰქონდა!

page info icon
2021 აგვისტო 24
დედამ, მარი ხახალაშვილმა, გოგას სიცოცხლე ორჯერ აჩუქა: პირველად - როცა გააჩინა, მეორედ კი მაშინ, როცა, მწუხარებისგან გონების დაკარგვამდე მისულმა, საკუთარ თავში იპოვა იმის ძალა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა, სანამ ის საოპერაციო მაგიდაზე კვდებოდა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,151 ₾
( 917 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

დედამ, მარი ხახალაშვილმა, გოგას სიცოცხლე ორჯერ აჩუქა: პირველად - როცა გააჩინა, მეორედ კი მაშინ, როცა, მწუხარებისგან გონების დაკარგვამდე მისულმა, საკუთარ თავში იპოვა იმის ძალა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა, სანამ ის საოპერაციო მაგიდაზე კვდებოდა!

მეგობრებო, ჩვენ ახლა უიშვიათესი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ამ ქართველ ბიჭუნას მესამედ ვაჩუქოთ სიცოცხლე, - თუ საკმარისი თანხა მოვაგროვეთ იმისთვის, რომ მისი ხელები „გავაცოცხლოთ“!

გოგა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მაგრამ ბიჭმა ხელები დაკარგა

ეს ამბავი ასე მოხდა: 9 წლის გოგა ჩირაღდანივით აბრიალდა. ბავშვი იწვოდა და ყვიროდა... ავმა სულმა ის 16 მეტრიან ელექტრო ბოძზე აიყვანა, მაგრამ მფარველი ანგელოზები მის გვერდით იყვნენ. ალმოდებული და საშინელ კრუნჩხვებში ჩავარდნილი ბიჭი, მედიცინის ყველა კანონის თანახმად, უნდა მომკვდარიყო...

„ბავშვი მაღალი ძაბვის სადენებს მიეკრო და როცა, როგორც იქნა, ელექტროენერგიის გათიშვა მოვახერხეთ, მიწაზე ქვასავით დაეშვა... მაგრამ უფალმა შეგვიწყალა და ბიძამისმა ის ჰაერშივე დაიჭირა. წარმოგიდგენიათ? ასეთი სიმაღლიდან! როგორ შეიძლება, სასწაულის არ მჯეროდეს, როცა იქ ვიყავი და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი?!“ - ამბობს დედამისი. – „ჩემი ბიჭი ანგელოზებმა აიტაცეს და ბიძამისს ხელებში ნაზად ჩაუწვინეს, მან კი ბავშვი მე მომაწოდა...“

  შემდეგ ბიჭს 13 ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და მან თვე-ნახევარი კომაში გაატარა. „როცა ექიმები ოპერაციას უკეთებდნენ, მე მამა გაბრიელის საფლავს ცრემლებით ვრწყავდი... გოგა იბრძოდა და უკანასკნელი ძალებით ეჭიდებოდა სიცოცხლეს“, - ქალი ძალ-ღონეს იკრებს და მოყოლას აგრძელებს. – „ექიმებმა საშინელი არჩევანის წინაშე დამაყენეს, - ხელებს თუ არ მოვაჭრით, ბიჭი მოკვდებაო! „ოღონდ გადარჩეს და როგორც საჭიროდ ჩათვლით, ისე მოიქეცით“, - ვუპასუხე მე. - „მისი ხელები მისი დები და ძმები იქნებიან!“ ექიმი ჩამეხუტა და მითხრა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბევრ დედას გაუჭირდებოდა...“

გოგა უკვე 16 წლისაა; ერთი ყური არ აქვს, მთელ სხეულზე დამწვრობა და ნაწიბურები აქვს, უთმო ადგილებს კი გრძელი ვარცხნილობით იფარავს... რასაც დამოუკიდებლად ვერ აკეთებს, იმის გაკეთებაში მისი ოთხი და-ძმა ეხმარება: აჭმევენ, ასმევენ და აცმევენ... უკვე რვა წელია ბიჭი ცდილობს, რომ ხელების გარეშე იცხოვროს. ისინი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა!

- გოგა, პირველად რას გააკეთებ, როცა ხელები გექნება? - ვეკითხები.

- ჩემებს მაგრად ჩავეხუტები! მათ იმდენი ხანია არ ჩავხუტებივარ!.. - მორიდებული ღიმილით მპასუხობს გოგა.

ცრემლებს ვერ ვიკავებ... დედამისიც ტირის.

გოგას დიდი ოჯახი ჰყავს, რომელიც მას ყოველთვის გვერდში უდგას: დედა - 38 წლის მარი ხახალაშვილი და მისი და-ძმები: 19 წლის გიორგი, 18 წლის მანანა, 14 წლის ანა და 13 წლის იოსები. ამ საბრალოებს აქვთ სიყვარული და მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვთ ფული, რომ გიორგის ოცნება რეალობად აქციონ; ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ გოგას მისი ოცნების ასრულებაში დავეხმაროთ!

მარი: კარგად მახსოვს ის დღე, როცა ჩემი შვილი კომიდან გამოვიდა. მითხრა: „დე, ეს სახვევები მომხსენი, რა... ხელების მოძრაობაში ხელს მიშლიან.“ ღმერთო!.. მთელი ძალით ვცდილობდი არ მეტირა. მისი შეშინება არ მინდოდა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, ამიტომ მოვიმიზეზე, ექიმს დავუძახებ მეთქი და პალატიდან გავედი. გარკვეული დროის შემდეგ, როცა პალატაში შევბრუნდი, მკითხა: „დე, ხელები აღარ მაქვს, არა?.. მაგრამ ძალიან გთხოვ, დე, არ იტირო, კარგი?“ გოგა ისეთი მგრძნობიარე ბიჭია... ასეთ ვითარებაშიც კი, საკუთარ თავზე კი არ ფიქრობდა, ჩემზე დარდობდა.. (ტირის.)

ზოგჯერ გოგა საჭმელს დამოუკიდებლად, პირით იდებს თეფშზე, მაგრამ დახმარების გარეშე ჭამა არ შეუძლია

– მარი, მესმის, რა რთულია იმ მოვლენების გახსენება, მაგრამ იქნებ მოგვიყვეთ, რა მოხდა?

მარი: ბავშვები მინდორში, სახლთან ახლოს თამაშობდნენ, იქ კი ელექტროგადამცემი ანძა იდგა. ზუსტად არ ვიცი, გოგა ზედ რატომ აძვრა... (მარი ცოტა ხნით ჩუმდება და ცდილობს ძალები მოიკრიბოს.) დენმა დაარტყა! მთელ სხეულზე ცეცხლი მოეკიდა, კრუნჩხვებში ჩავარდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს და სიმწრისგან ყმუოდა. სასწრაფო გამოვიძახეთ. ექიმები შოკში იყვნენ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მათი თქმით, 380 ვოლტიან დარტყმას ზრდასრული ადამიანიც კი ვერ გადაურჩებოდა, აქ კი საქმე პატარა ბავშვთან გვქონდა. გოგა პირველი ოპერაციის შემდეგ გონს ვერ მოდიოდა, ამიტომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი წამება. არავინ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა... დღეებს და წუთებს ვითვლიდით...

გოგამ ხელები როგორ დაკარგა?

მარი: ოპერაციის დროს ექიმი გარეთ გამოვიდა და მითხრა, რომ ბავშვს ხელები ძალიან ჰქონდა დაზიანებული, - ინფექციამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოსო. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი ამპუტაცია იყო. ჩემი საწყალი ბიჭი... (ტირის.) ჩემს შვილს ჯამში 13 ოპერაცია გაუკეთეს. დენმა რომ დაარტყა, დარტყმის ძალამ ბავშვი 16 მეტრის სიმაღლეზე აისროლა. ძალიან ძლიერი განმუხტვა იყო! მთელი სხეული საშინლად ჰქონდა დამწვარი... ეგ კი არა, კანი აღარც მუცელზე ჰქონდა და აღარც მხრებზე, ამიტომ ფეხებიდან გადაუნერგეს.

გარდა იმისა, რომ გოგამ ხელები დაკარგა, ის ახლა ეპილეფსიის შეტევებითაც იტანჯება

გოგა თავს ახლა როგორ გრძნობს?

მარი: დენის დარტყმამ ჩემს შვილს მხოლოდ ხელები კი არა, მშვიდი ცხოვრებაც წაართვა. ეპილეფსიის წამლების სმა ყოველდღე უწევს. ერთხელ წამლის დალევა დაავიწყდა და მაშინვე შეტევა დაემართა. იმ დროს მის გვერდით რომ არ ვყოფილიყავი... ღმერთო! ამაზე ფიქრიც კი არ მინდა!

მარი, ჩვენს ფონდს რატომ მიმართეთ? რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

მარი (ოხრავს): გოგას ძალიან უჭირს. რაც არ უნდა მამაცობდეს, დედა ვარ და ვხედავ, როგორ უჭირს. კიდევ იმიტომაც უჭირს, რომ იცის, რას ნიშნავს სრულფასოვანი ცხოვრება, ახლა კი მომხდარის შედეგებით უწევს ცხოვრება... მაგრამ ექიმებმა გვითხრეს, რომ არსებობს თანამედროვე პროთეზები, რომლებსაც შეუძლიათ ხელების მაგივრობა გაუწიონ, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია. ჩვენი ოჯახისთვის ეს უზარმაზარი თანხაა, ამიტომ დახმარების იმედი გვაქვს.

იცით, როცა ექიმებმა გვითხრეს, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მას სრული პროთეზირება გაუკეთდეს, უნდა გენახათ, გოგას თვალები როგორ გაუბრწყინდა. ახლა სულ ამაზე ლაპარაკობს. იმ დღეს მეუბნება, - დე, როცა ხელები მექნება, აუცილებლად დაგეხმარებიო. ვუპასუხე, - შვილო, მთავარია ბედნიერი და ჯანმრთელი იყო-მეთქი.

ხახალაშვილების ოჯახი ყოფილი კოლეჯის შენობის ორ ოთახში ცხოვრობს

მარი, რა შემოსავალზე ცხოვრობთ?

მარი: სოციალური დახმარება გვაქვს - 460 ლარი და ინვალიდობის პენსია - 250 ლარი. ზოგჯერ მეც ვმუშაობ. სადაც საქმე გამოჩნდება, იქ მივდივარ. ცოტა ხნის წინ კახეთიდან დავბრუნდი. ორი კვირით ვენახში სამუშაოდ ვიყავი წასული. ოღონდ შესაძლებლობა მქონდეს და ორიოდე გროშის საშოვნელად ნებისმიერ საქმეს ვეჭიდები.

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

მარი: კი და არაერთხელ! ახლახან ადგილობრივ ადმინისტრაციაში ვიყავი, ადმინისტრაციის უფროსსაც შევხვდი და ვუთხარი, რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს, შვილს ხელები არ აქვს და ინვალიდია და დახმარება გვჭირდება... იცით, რა მიპასუხა? მე რა შუაში ვარ? სახლი აგიშენო თუ შენ შვილს ხელები გამოვაბაო? ისე მეწყინა... გამოვტრიალდი და წამოვედი. ასეთ ადამიანს საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო?

მარი, შვილებს მარტო ზრდით...

მარი: ჩემს ყოფილ ქმარს დიდი ხნის წინ დავშორდი. გამიგეთ რა, რაც ცუდი გამიკეთა, იმ ყველაფრის გახსენებაც კი არ მინდა... ამაზე საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ ისედაც საკმარისად ვიტანჯებით. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არც მუშაობდა და არც მუშაობის სურვილი კლავდა, გაუთავებლად სვამდა და მცემდა. დიდხანს ვითმინე, მერე კი ნივთები ჩავალაგე და შვილებთან ერთად მივატოვე.

არ გეხმარებათ?

მარი: რას ამბობთ?! ჯერ ერთი, არც მეხმარება და არც ფულს მიგზავნის, მეორეც, როგორ დამეხმარება, როცა არ მუშაობს? ზაფხულში ბავშვები რამდენიმე კვირით მიჰყავს ხოლმე თავისთან... სულ ესაა.

ამ შენობას ქირაობთ?

მარი: ეს ყოფილი კოლეჯის შენობაა. ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. აქ, ჩვენ გარდა, კიდევ 27 ოჯახი ცხოვრობს. მე, ბავშვებთან ერთად, ორ ოთახში ვცხოვრობ. თქვენც კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაშია შენობა - არც რემონტი, არც პირობები; კედლები ჩამოშლილია, ზამთარში ცივა და სინესტეა. არც სარეცხი მანქანა გვაქვს, ყველაფრის რეცხვა ხელით მიწევს. წყალს ეზოდან ვეზიდები, ვაცხელებ და ისე ვრეცხავ. ძალიან მიჭირს, მაგრამ ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი გოგას ჯანმრთელობაა.

დები, ძმები და დედა გოგას ხელებად იქცნენ

(ჩვენს საუბარს მანანას უფროსი ქალიშვილი შემოუერთდა.)

მანანა: ადრე მეც ვმუშაობდი, საკონდიტრო მაღაზიაში ვიყავი დასაქმებული. იქ მუშაობა ძალიან მომწონდა, თან ოჯახსაც ვეხმარებოდი, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ სამსახურს თავი დავანებე, რადგან ზოგჯერ დედა მუშაობს და სახლში არაა. ახლახან კახეთში იყო ორი კვირით. ჩემი უფროსი ძმა, გიორგი, ახლა ჯარშია, ამიტომ დედას ბავშვების დამტოვებელი სხვა არავინ ჰყავს. სამსახურიდან წამოსვლა მომიწია, რომ ჩემი და-ძმებისთვის მიმეხედა.

გოგას ალბათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, არა?

მანანა (იღიმის): რაღაცით მუდმივად მაოცებს! მაგალითად, დილას ყველაზე ადრე დგება და ლოგინსაც თვითონ ალაგებს...

მოიცა, კი მაგრამ, როგორ?

მანანა: არ დაიჯერებთ – კბილებით! მეც ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს. დედა ამის გამო სულ ტუქსავს, ეუბნება, რომ ასე შეიძლება კბილები მოიტეხოს.

გოგა: უბრალოდ მინდა დამოუკიდებელი ვიყო. მეც მინდა, რომ რამე ვაკეთო.

დედა დაბანაში გოგას ყოველ დილით ეხმარება

გოგა, როცა ხელები დაკარგე... ამ რთულ ვითარებას როგორ გაუმკლავდი?

გოგა: ცოტა განვიცდიდი... მერე ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ მეც ისეთივე ვარ, როგორიც ყველა; უბრალოდ ხელები არ მაქვს, მაგრამ ჩვეულებრივი ვარ.

მანანა: გოგა სკოლაშიც კი დადიოდა და დაამთავრა კიდეც. მეცხრე კლასიდან გამოვიდა.

გოგა, როგორ სწავლობდი?

მარი: მოდი, მე გიპასუხებთ! როგორც ხედავთ, გოგა ცოტა მორცხვია. უცხო ხალხთან ურთიერთობა ცოტა უჭირს. გოგა ყველა გაკვეთილზე დადიოდა, მასწავლებლებს უსმენდა და მასალასაც კარგად იმახსოვრებდა. თანაკლასელებიც ძალიან ეხმარებოდნენ. წიგნებს ხმამაღლა უკითხავდნენ, გოგა კი იმახსოვრებდა. ძალიან ჭკვიანი ბიჭია!

მარი, მაპატიეთ, რომ ამ კითხვას გისვამთ, მაგრამ ბავშვები როგორ შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ გოგა მათგან ოდნავ განსხვავდება?

მარი: უჩვეულო გაგებით! შეურაცხყოფას არავინ აყენებდა, არავინ დასცინოდა. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ დახმარებოდნენ. თუ ვინმეს დაბადების დღე ჰქონდა ან ბავშვები სადმე მიდიოდნენ, გოგას ყოველთვის ეპატიჟებოდნენ. რა თქმა უნდა, ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გოგამ ხელების დაკარგვა შედარებით მარტივად გადაიტანა.

(ამ დროს ხახალაშვილების უმცროსი შვილები - ანა და იოსები სკოლიდან დაბრუნდნენ და ჩვენს საუბარს შემოუერთდნენ.)

ბავშვებო, აბა, როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ?

იოსები: დღეს მასწავლებელმა შემაქო. მითხრა, რომ მათემატიკის საშინაო დავალება კარგად შევასრულე... მაგრამ გოგა დამეხმარა. (იღიმის.)

რომელ კლასში ხართ?

ანა: მე მეცხრეში, იოსები კი მერვეში.

ანუ, სკოლას მალე დაამთავრებთ?

იოსები: სწავლას მაინც გავაგრძელებთ, რადგან მე-12 კლასის დასრულების შემდეგ, მე და ანას გვინდა სამხედრო პირები გავხდეთ; ამიტომ სწავლისთვის თავის დანებება ჯერ ადრეა.

ესე იგი, სამშობლოს დაცვაზე ოცნებობთ, არა?

ანა: დიახ, გვინდა ჩვენი საქართველო და ჩვენი ოჯახი დავიცვათ!

იოსები: იცით, ქალბატონო, გოგა საუკეთესო ძმაა! ის ისეთი კეთილია, ისეთი კეთილია... ახალი ხელები ხომ ექნება? გვპირდებით?

„შემიძლია ჩემს ძმას ფეხბურთი ვეთამაშო. ამისთვის ხელები არ მჭირდება...“

***

მეგობრებო, შეგვიძლია გოგას დავპირდეთ, რომ დავეხმარებით ოცნების ასრულებაში, - ხელები ჰქონდეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, - თუ ამ საბრალო ბიჭს დაეხმარებით, რომლის ბედნიერებაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

გოგას ძალიან სჭირდება ძვირადღირებული გამოკვლევები, წამლები და პროთეზირება. ბიჭი ოცნებობს, რომ ხელები ჰქონდეს და იმ ცხოვრებით იცხოვროს, რომელსაც ახლა მოკლებულია.

გოგას და მისი ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: მარნეული, ერეკლე II-ის ქ. №21

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გოგა ხახალაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

      თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901200270.

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: