პროექტის რეპორტი დედიკოს პატარა ბიჭი 37 წლისაა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკოს პატარა ბიჭი 37 წლისაა

page info icon
2021 ოქტომბერი 4
page info icon
1726
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს დედა, როდესაც ხედავს, რომ მისი 37 წლის ბიჭი იატაკზე ზის, სათამაშო მანქანას აგორავებს და სათამაშო ტელეფონში რაღაცას დუდღუნებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,780 ₾
( 252 დონორი )
დასრულებულია
საჭმლის უბრალოდ დანახვაც კი, დიდი ბედნიერებაა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
      „მადლობა ღმერთო, მადლობა, კეთილი ადამინები რომ გამომიგზავნე, დამანახე იმედგადაწურულს, რომ სიკეთე ამქვეყნად ისევ არსებობს. აღარ დავკარგავ იმედს! - ლოცულობს თინა. - უფალო, ამ ადამიანებისთვის მადლობას გიხდი!“
და მაინც, რა კარგია, რომ დედა თინას შეუძლია, თავი სხვაგვარად იგრძნოს! შეუძლია, თავისუფლად ამოისუნთქოს. ის ხომ, მუდამ დარდობს შვილის გამო, მხოლოდ გიასთვის ცოცხლობს და სუნთქავს.  დედა თინას და ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმით დაბადებული გიას პატარა ოჯახის შესახებ, წინა წლის ოქტომბერში დავწერეთ:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/779-chiabrishvili/description/ 
        „ცხოვრებაში პირველად, ბედნიერმა გავიღვიძე, დამშვიდებულმა - აგრძელებს თინა. - და ერთი თვე, ჩვენთვის უჩვეულო „ფუფუნებაში“ ვიცხოვრე, ჩვეულებრივი ადამიანივით.  რა უჩვეულო და სასიამოვნო განცდაა, როდესაც ბედნიერი ხარ იმიტომ, რომ არ გაქვს საზრუნავი და ყოველწამიერი საფიქრალი, რა უნდა ჭამო, როგორ მოამზადო ფაფა, რომელიც არ გაქვს და როგორ გათბე სუსხიან ზამთარში.“ 
გიას გული ბავშვივით უფანცქალებს. უხარია ამდენი გემრიელობის დანახვა! 
      - თინა, ძვირფასო,  გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
 თინათინი: მთელი ცხოვრება ვშიმშილობთ, შვილო. ხორცი, თევზი და ყველი, ჩვენთვის მუდამ სანატრელი იყო. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ჰიგიენური საშუალებებიც კი, ფუფუნებას წარმოადგენდა. ძალიან რთულია ასე ცხოვრება, როდესაც ყოველ წამს ფიქრობ, როგორ, ან რა ჭამო, ჭამო იმისთვის, რომ უბრალოდ ცოცხალი გადარჩე.  ახლა კი, კეთილმა ადამიანებმა ძალიან გაგვახარეს, გული ბედნიერებით აგვივსეს და გაგვიხანგრძლივეს ცხოვრება, შეგვიმსუბუქეს სადარდებელი. სულ ვნატრობდი ტელევიზორს, რომელსაც უპრობლემოდ ჩავრთავდი. ჩემს გიას ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება... უზომოდ მადლობელი ვარ კეთილი ადამინების. მადლობა, ღმერთო, რომ ეს დღეც გამითენე და ჩემს სახლში სარეცხი მანქანა და გაზის გამათბობელი მანახე. კარგად იცით, ამ სუსხიან და ცივ ზამთარში, რამდენად აუცილებელია გამათბობელი. სარეცხმა მანქანამ კი საქმე შემიმსუბუქა და ახლა, იმ დროსაც ჩემს გიას ვუთმობ, ჩემს შვილს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება...
 „ხელით რეცხვა აღარ მიწევს და ჩემს ბიჭს ვუთმობ ამ დროსაც„
       - თინათინ, ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
        თინათინი: ძალიან ბევრი ადამიანი მახსოვს, ბევრი აკომენტარებდა და გვეხმიანებოდა „ფეისბუქის“ მეშვეობით. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 
ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც იმედს გაძლევს, რომელიც უანგაროდ გიკეთებს სიკეთეს. უზომოდ მიხარია, რომ ახალი მეგობარი შევიძინეთ, ჩემი შვილის სეხნია - გია.  გია ძალიან კარგი ადამიანია და მჯერა, რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა. ის ჩვენთის ღმერთის საჩუქარია... როდესაც გშია და ვინემს საჭმელი მოაქვს ეს უდიდეს მადლიერებას და არაჩვეულებრივ გრძნობას იწვევს... გიამ მოგვიტანა ერთი თვის სამყოფი საჭმელი, ტკბილეული და ყველა საჭირო ნივთი, თუ პროდუქტი. ერთი თვე საერთოდ არ მქონდა იმის დარდი, რა უნდა გვეჭამა. ამან უზომოდ გამაბედნიერა და გამიადვილა ცხოვრება.  ასევე, გიამ მოგვიტანა ელექტრო სააპარსი, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ჩემს შვილს. ერთი თვის კომუნალური ხარჯებიც დაგვიფარა. მისი დახმარება, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. მაგრამ უკვე ისევ გამუდმებით ვფიქრობ, ხვალ რა ვჭამოთ, ჩემს შვილს რა ვაჭამო...
გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვმუშაობ დახმარება კი იმდენად მიზერულია, რომ სულ არჩევანის წინაშე ვდგავართ, რა გავაკეთოთ ამ მცირე თანხით - მშივრები დავრჩეთ, თუ წამლების გარეშე...
ბედნიერი ცხოვრების ერთი თვე
          - თინათინ, თქვენი ძალიან კარგად გვესმის და ვიმედოვნებთ, რომ კეთილი ადამიანები კვლავ გამოჩნდებიან და თქვენს მომღიმარ სახესა და ბედნიერ თვალებს ისევ ვიხილავთ. ქალბატონო თინა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
         თინათინი: სოციალური დახმარება და პენსია... სახელმწიფო მხოლოდ ამით გვეხმარება. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ისედაც არანაირი იმედი არ გვქონდა და მათ ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გაამართლეს. ამ ამბავს არანაირი  გამოხმაურება არ მოჰყოლია, არანაირი რეაგირება მათი მხრიდან. თითქოს, საერთოდ არ ვარსებობთ და არ ვართ არც მათი მოქალაქეები, არც ადამიანები... მხოლოდ კეთილი ხალხის იმედად ვიყავით, ვართ და  ვიქნებით, სხვა არავინ გვყავს პატრონი.
         - რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
თინათინი: გადარჩენის და ცხოვრების იმედი გამიჩინა, შვილო. იმედი კი, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. არ ველოდი დახმარებას, ასეთ მძიმე დროს, ადამიანს გადაწურული აქვს ყველა იმედი. გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოსწორდება, ეს ვიცი. მაგრამ ჩემი ერთდაერთი საზრუნავი ახლა არის ის, რომ შევუმსუბუქო და გავუხალისო ცხოვრება. მუდამ მხოლოდ იმედგაცრუება და ტკივილი გვაქვს, მთელი ჩვენი ცხოვრება ტანჯვაა. ყველაზე მეტად გვჭირდებოდა საჭმელი და ტექნიკა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ მოგვიტანეს. ემოციების ზღვა მქონდა და სიხარულით „დავფრინავდი“. წარმოიდგინეთ, ელემენტარულად საჭმელი გვენატრებოდა და საჭმლის დანახვაც კი, უკიდეგანო სიხარულია ჩვენთის.  რა უნდა იყოს, შვილო, იმ შეგრძნებაზე ძლიერი, ოცნებები რომ აგიხდება და უზრუნველად იცხოვრებ ერთი თვე მაინც?  დიახ, შვილო ჩენთვის ის, რომ საჭმელი გვაქვს და არ გვშია, უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავს.
        - ვიცით, რომ გიას ტელევიზორი ძალიან უყვარს, რა რეაქცია ჰქონდა სხვა, ახალი რომ დაინახა? 
თინათინი: ჩემს გიას, მართლაც ძალიან უყვარს ტელევიზორი.  ჩვენი გაფუჭებული იყო და მისი ჩართვის სულ მეშინოდა, ვერ ვრთავდი. გია ჭირვეულობდა, ცუდ ხასიათზე იყო და მეც ძალიან განვიცდიდი მის მდგომარეობას. ახლა ძალიან კარგი ტელევიზორი გვაქვს, გიაც სულ მასთანაა. ტელევიზორის ყურებისას გულს აყოლებს, გასართობ გადაცემებს უყურებს. მთელი გულით იღიმის, თავისი ბავშური წრფელი ღიმილით. ის ბედნიერია და მეც მაბედნიერებს. როგორც დედა, უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც წვლილი შეიტანა ჩემი შვილის გაბედნიერებაში. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და ყველა გაგაძლიეროთ, ასე რომ გამახარეთ.
გია ძალიან ბედნიერი და მშვიდია, როდესაც ტელევიზორს უყურებს
            - თინათინ, ვიცით, რომ კვლავაც გაქვთ პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც, შეუძლიათ დახმარება ჩვენი ფონდის მეგობრებს. პროდუქტის გარდა, რა გჭირდებათ?
  თინათინი: შვილო საჭმელი რჩება ჩვენს მარადიულ და მოუგვარებელ პრობლემად. უზრუნველი ცხოვრების ერთი თვის შემდეგ, ისევ ჯოჯოხეთი დაიწყო. და ახლაც, ამ წუთას, გიას გეფიცებით, არც შაქარი, არც ფქვილი, არც მარილი და არც სხვა რამე პროდუქტი გვაქვს სახლში. ბავშვს შია, საჭმელს მთხოვს, მე კი ვერ ვუხსნი, რომ არ გვაქვს. რთულია, ძალიან რთული საკუთარი შვილისთვის იმისი ახსნა, რომ ვერ აჭმევ, იმის გამო, რომ არაფერი გაქვს. ნეტა როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?! როგორც დედა, მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემმა შვილმა არ იშიმშილოს. სხვა არაფერი მინდა. მხოლოდ ის, რომ ელემენტარული საკვები გვქონდეს, საარსებო მინიმუმი, უბრალოდ, ფიზიკურად რომ ვიარსებოთ და გადავრჩეთ...             
*** 
         კეთილო ადამიანებო, ჩვენო მეგობრებო! ჩვენი სიყვარულით მოვეფეროთ და გავათბოთ,  ბავშვური გულისა და სპეტაკი სულის მქონე გია და თინათნი. მათ ეს ახლა ძალიან სჭირდებათ. დავუახლოვდეთ, დავუმეგობრდეთ, ვანუგეშოთ და გავამხნევოთ! გულწრფელი სიყვარული და ადამიანური დამოკიდებულება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
       ჭიაბრიშვილების ოჯახი განწირულია შიმშილისთვის, ისინი, კეთილი ადამიანებისგან საკვებით დახმარებას ელიან. მკითხველო, ალბათ დამეთანხმები, რომ ყველაზე რთულია, როდესაც გშია და საჭმელი არ გაქვს. დედისთვის ყველაზე მძიმეა ის, რომ უყურებს თავის მშიერ შვილს და ვერ უხსნის, რომ არ აქვთ საჭმელი. თინათინის ცხოვრება, გიაზე მუდმივი ზრუნვა და დარდია, დედა-შვილი სულ ერთად არიან და სულ ასე იქნება. ჩვენ კი, კვლავ შევეცადოთ, გავუხალისოთ ამ პატარა ოჯახს ცხოვრება და ვაჩუქოთ ახდენილი ოცნებების ნამდვილი დღესასწაული. მათ ხომ, ძალიან ბევრი რამ აკლიათ და ენატრებათ. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ეს დედა-შვილი განწირულია. 
        თინათინს და გიას სჯერათ თქვენი, სჯერათ კეთილი გულების. და ახლა აქვთ იმის იმედი, რომ ნაცნობები და უცნობები, კვლავ დაეხმარებიან და სულს გაუთბობენ. დავუდგეთ მხარში ჭიაბრიშვილების ოჯახს! 
        სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე, ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
          თქვენი სიკეთე - იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ!
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
 #GE64BG0000000470458000.
         (დანიშნულება: ჭიაბრიშვილების  ოჯახი).
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/779-chiabrishvili/description/#content
          ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
          სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901 200 270!
         დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

მსგავსი პროექტები: