ამას ძაღლებიც კი არ შეჭამენ...
2021 ოქტომბერი 11
1610
“დე-ე-ე-ე, ანდრიამ ისევ მთელი ჩვენი პური აიღო და ახლა სულ თვითონ შეჭამს, ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს”, - 6 წლის მარი დედას დასახმარებლად ეძახის, რადგან იცის, რომ ძმას მარტო ვერ გაუმკლავდება, - ბიჭი პურს თავისი ნებით არ დათმობს. მერე 9 წლის გიორგი, 6 წლის მარი და 5 წლის ალექსანდრე პურის გარეშე დარჩებიან; მხოლოდ 2 წლის ანდრია გამოძღება კარგად...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,781 ₾
(
125 დონორი )
სიხარულს ვაშლის, ფორთოხლისა და ჟოლოს გემო აქვს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ნეტა რას აკეთებს იქ შენი ძამიკო ანდრია? ახლა, დანი ჭამას დაამთავრებს და წავალთ, შევხედავთ
- დე-ე-ე-და, დე-ე! შენ ანდრიას მიეცი ნება, ფაფის ყუთები აიღოს? მიაქვს და იატაკზე ალაგებს.
- თავი დაანებე, მარი, აცადე თამაში.
- ახლა, თავის სახლი შოკოლადის და ქოქოსის ნამცხვრებით მორთო. მაინც ვაცადო?
დედა ინა თავს ვეღარ იკავებს და გულიანად იცინის. პატარა დანიელიც იღიმის მასთან ერთად. ბოლომდე არ ესმის რაზეა საუბარი, მაგრამ თავისი ფაფის ყუთები კი იცნო.
გემრიელი ფაფა და ორცხობილები იმდენი უნდა იყოს, რომ შეძლონ ყველაფრის აშენება, რაც მოუნდებათ: სასახლეების, სახლების, ხიდების!.. ახლა, ესებუების ოჯახში, ბავშვებს შეუძლიათ ასეთი ტკბილი კონსტრუქტორით თამაში. გარდა ამისა, თქვენი დამსახურებით, ახლა მათ, სუფთა ტანსაცმლით სიარულის, ტკბილად და კომფორტულად ძილის ბედნიერებაც აქვთ. გადავეცით თქვენი მთავარი საჩუქრები: დედას, ინას სარეცხი მანქანა, ბავშვებს კი - ორსართულიანი საწოლი.
გაიხსენეთ მათი ისტორია:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/793-esebua/
ყოველთვის, ნებისმიერ მომენტში, როდესაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, შეგიძლიათ მოინახულოთ ოჯახი და კვლავ დაეხმაროთ. მათი პრობლემები, ერთ დღეში ხომ ვერ გაქრებოდა.
„ახლა ტანსაცმელს შევალაგებ და თავისით გაირეცხება“
- ინა, მოდით, ჯერ ბავშვებზე ვისაუბროთ, ეს ყველაფერი ხომ მათთვის გაკეთდა. როგორ შეხვდნენ საჩუქრებს?
ინა: ოჰ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ სიხარულისგან. (იღიმის.) ხტუნაობდნენ, იცინოდნენ, მეხუტებოდნენ, ყირაზე გადადიოდნენ. მეუბნებოდნენ: „რა მაგარია, დედა! ახლა აღარ გაწვალდები“. სიგიჟემდე გაუხარდათ ორსართულიანი საწოლი. მაგრამ, ძლივს გაიყვეს: „არა, მე დავწვები აქ, არა მეო“, - დიდხანს კამათობდნენ. (იღიმის.) ადრე, ბავშვებს ჩემთან ერთად ეძინათ. ძალიან ვიწროდ ვიყავით, ღამით ერთმანეთს აწუხებდნენ, ვერ ეტეოდნენ. ცუდად გვეძინა ყველას. ახლა, რა შედარებაა?! ცალ-ცალკე სძინავთ, რბილ ლეიბებზე, ახალ საწოლზე.
მარიამი (6 წლის): ფაფები ძალიან გემრიელია. თქვენ ხომ ისინი დანიელისთვის და ანდრიასთვის მოიტანეთ მაგრამ, ყველამ გავსინჯეთ. (იღიმის.) ჩვენთვისაც შეიძლება, მხოლოდ პატარებისთვის კი არა. ფაფებიც ბლომად არის, დანიელი ამდენს ვერ შეჭამს მარტო. ძალიან მოგვეწონა. კიდევ, სხვადასხვა სათამაშოები მოგვიტანეს: რბილი და ფუმფულა ცხოველები, ვარდისფერი ცხენი, მიკი მაუსი და პრინცესა. ყველაზე მეტად პრინცესა მომეწონა. ძალიან მიყვარს ელზა, ლამაზი თმა აქვს და კაბებიც.
„ამომიშვი! ამ საწოლზე მე ვიძინებ!“
- მარი, საღეჭი რეზინი რომ გინდოდა, მიიღე?
მარიამი: კი-ი-ი-ი! და კიდევ, იცი, რამდენი რამე?! ბევრი სხვადასხვანაირი საღეჭი რეზინი მომიტანეს! ვაშლის, ჟოლოს, ბანანის, და ფორთოხლის გემოთი! და კიდევ, ნესვის. ვგიჟდები, ისე მიყვარს. ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი. სახლში ყველას გავასინჯე, ანდრიას და დანიელის გარდა. მათთვის არ შეიძლება. კიდევ, იცი რა მომეწონა?
- ჯერ არ ვიცი.
მარიამი: ახლა, დედიკოს ნაზი ხელები აქვს. ადრე კი, სულ უხეში ჰქონდა.
ინა: შეამჩნია. (იღიმის.)
მარიამი: კი, ლოყაზე რომ მეფერებოდა, სულ მკაწრავდა. იმიტომ, რომ დედა ჩვენს ტანსაცმელს ცივ წყალში რეცხავდა. არ ჰქონდა ისეთი ხელები, როგორიც სხვა დეიდებს აქვთ. ახლა, აღარ აკეთებს ამას. სარეცხი მანქანა მიეცით და ჩემი დედიკო, ისე ძალიან აღარ იღლება.
ამ საწოლზე წოლის პრეტენზია ანდრიასაც აქვს
- ასეთი ცვლილებები ძალიან გვახარებს, ინა.
ინა: დიდ ოჯახში, სარეცხი მანქანის გარეშე, წელში გაწყდები. ჰაერივით მჭირდებოდა. ზამთარში, ხუთი ბავშვის ტანსაცმლის ხელით გარეცხვა ძალიან ძნელია.
ელემენტარული ნივთების გარეშე, ცხოვრება ძალიან მძიმეა. ასე დიდხანს ვცხოვრობდით. ვიტანჯებოდით საწოლების გარეშე. ყველაზე მეტად კი, ის მიხაროდა, სრულიად უცხო ადამიანებს, ასე რომ შესტკივათ გული ჩემს ოჯახზე! ახლა განწყობაც სხვანაირი მაქვს, იმედი გამიჩნდა. სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ გაგვიმართლა. რამხელა სიყვარული გვაჩუქეს! ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო!
კარგი, აღარ ვიჩხუბოთ. ყველანი დავეტევით
- ინა ახლადშეძენილი მეგობრებიდან, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ? განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
ინა: პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენთან სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ. ბავშვებისთვის მოჰქონდათ ტანსაცმელი, სათამაშოები, პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები. ეს ისეთი უჩვეულო და გასაკვირია! ნათია ჯაყელმა გადმოგვცა ორი ლეიბი, ორი ბალიში, საბანი და ტანსაცმელი. ამხელა სიკეთესა და ყურადღებას, არასდროს დავივიწყებ. კიდევ ერთი მამაკაცი იყო მოსული, ბოდიშს ვუხდი, არ მახსოვს . ნამდვილი დღესასწაული მოუწყო ბავშვებს: მოიტანა ფუმფულა სათამაშოები, თოჯინა მარიამისთვის.
ბოლოს ნინო მოვიდა, პროდუქტით სავსე ჩანთებით. რა არ მოუტანა ჩემს შვილებს: შოკოლადი, ორცხობილა, ჩიპსი, საღეჭი რეზინები, ჟელეს კანფეტები. ისეთი ტკბილეული იყო, რომელიც ნებისმიერ ბავშვს გაუხარებდა გულს, მე კი, ამ ყველაფრის ყიდვის საშუალება არასდროს მქონია. მარიამმა თავისი საღეჭი რეზინები რომ დაინახა, კივილი დაიწყო სიხარულისგან.
მინდა, მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველას, ვინც ჩემი შვილები ასე ძალიან გაახარა. უამრავია ასეთი ღვთისგან დალოცვილი ადამიანი.
„უკვე ყველაფერი სუფთაა, დედიკო კი, არც დაღლილა“
- ადგილობრივმა მთავრობამ თუ მოიმოქმედა რამე? ჰქონდათ რაიმე სახის რეაქცია ამ პოსტის შემდეგ?
ინა: სიჩუმეა, არავინ შეგვხმიანებია. სახელმწიფო თავს ზედმეტად არ შეიწუხებს. სოციალურ დახმარებას გირიცხავენ, საჭმელს გაძლევენ უფასო სასადილოში და უნდა იკმარო. ადგილობრივი მთავრობა, წელიწადში ზუსტად ორჯერ გვეხმარება: საახალწლოდ და სააღდგომოდ. პროდუქტი და ტკბილეული მოაქვთ. დღესასწაულები მთავრდება, საჭმელი კი, სულ არის საჭირო. მაგრამ ვისაც მოსმენა არ სურს, როგორ აუხსნი ამას?
„ე, ნახეთ, რა შემიძლია! კიდევ ორი ყუთი მჭირდება“
- ინა, რას ნიშნავს თქვენთვის მკითხველების დახმარება და თანადგომა?
ინა: თქვენ მითხარით, რომ არც სიკეთე, არც ადამიანობა არსად გამქრალა. ასეთ დროსაც კი. მაინც, ერთიანია ქართველი ხალხი. თავადაც პრობლემები აქვთ, სირთულეები, და მიუხედავად ამისა, მზად არიან გული გაუხსნან მოყვასს. შესაძლოა იმიტომ, რომ თავადაც გამოვლილი აქვთ გაჭირვება. ყველაზე თბილები და მზრუნველები ხართ. იმის იმედი მომეცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩემი შვილების ცხოვრებაში. შევძლებ, ფეხზე რომ დავაყენო. ღმერთმა დაგლოცოთ!
ანდრიას აშენებული ცათამბჯენი
- რა პრობლემები დაგრჩათ, ინა? რა გჭირდებათ ოჯახში ყველაზე მეტად?
ინა: მაცივარი ცუდად მუშაობს, ხშირად ითიშება, არ ვიცი, რა სჭირს, კიდევ რამდენ ხანს იმუშავებს. იქნებ ვინმე მომეხმაროს მის შეკეთებაში? რამე კარადა გვჭირდება, ან კომოდი, ტანსაცმლისთვის. მხოლოდ ერთი დამტვრეული ტახტი გვაქვს და იქ ვინახავ ნივთებს. მაგრამ, ყველაფერი არ ეტევა. ამიტომ, კარადები მართლა, ძალიან, ძალიან გამომადგებოდა.
„ახლა კი, შენ შეგჭამ! დავიღალე შრომით“
მარიამი: შეიძლება, ბავშვებმაც გითხრათ, რა გვჭირდება?
- ოჯახის ყველა ბავშვის სახელით გინდა, ისაუბრო? თქვი, რა თქმა უნდა.
მარიამი: მე და გიორგის.
გიორგი: შეიძლება, სახატავი ნაკრები და ფურცლები რომ გთხოვოთ? ცოტა გვაქვს და არ გვყოფნის. მარიამს ძალიან უყვარს ხატვა, მაგრამ ფანქრები და ფურცლები ცოტა აქვს. ძალიან უფრთხილდება, ეშინია, მალე არ გაუთავდეს.
მარიამი: მმმ... ბავშვებს გვჭირდება ერთი ტელეფონი ყველასთვის. გეტყვი, რისთვისაც გვჭირდება. “Tik Tok”-ში და ინტერნეტში გვინდა შესვლა. შეიძლება? ძვირი ხომ არ არის?
- ჩვენ ბავშვების სურვილების გვერდიც კი გვაქვს. გსმენია ამის შესახებ რამე?
მარიამი: მაშინ, ჩვენც იქ ჩაგვწერეთ, თუ შეიძლება.
„მეც მომცეს „პეჩენია“. ისინი ხომ ჭამენ ჩემს ფაფებს“
***
წარმოიდგინეთ, ბავშვები იშვიათად ხატავენ იმიტომ, რომ ეშინიათ, ფანქრები და ალბომები არ გამოელიოთ! ოჯახს სჭირდება კარადები. უბრალო თაროებიც კი, საკმარისი იქნება, ტანსაცმელი რომ დაალაგონ. მუდმივად სჭირდებათ პროდუქტი და პამპერსი. მოდით, კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ ესებუების ოჯახს, რომ უანგარო დახმარება არსებობს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით, ბევრი სირთულის დაძლევა არის შესაძლებელი.
სიკეთე, რომელსაც ვაკეთებთ, აუცილებლად ბრუნდება. უფალი დიდია, ის ყველაფერს ხედავს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ესებუების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/793-esebua/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 ოქტ 29 | სარეცხი მანქანა | 580 | transferred |
2021 დეკ 2 | საწოლი | 700 | transferred |
2021 დეკ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 320 | paid |
2022 აგვ 22 | პროდუქტები | 180.25 | transferred |
სულ ხარჯი: 1,780.25 ₾
დარჩა 0.47 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 ნოე 7 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
2021 ნოე 5 | ბადრი გურული | 10 | Transfer to account |
2021 ნოე 4 | ი/მ ლევან ადეიშვილი | 10 | Transfer to account |
2021 ნოე 3 | ტატო რაინაული | 5 | Transfer to account |
2021 ნოე 3 | დემეტრე აბაშიძე | 20 | Transfer to account |
2021 ნოე 3 | ნიკო შელეგია | 10 | Transfer to account |
2021 ნოე 3 | ლაშა კუპრეიშვილი | 50 | Transfer to account |
2021 ნოე 2 | ირაკლი ჯავახიშვილი | 3 | Transfer to account |
2021 ნოე 2 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
2021 ნოე 2 | დალი დუდაური | 50 | Transfer to account |
2021 ნოე 1 | ამირან ძაძამია | 10 | Transfer to account |
2021 ნოე 1 | ნინო ფირცხელავა | 10 | Transfer to account |
2021 ნოე 1 | ლაშა მაისურაძე | 10 | Transfer to account |
2021 ოქტ 31 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 ოქტ 31 | ანონიმი | 25 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 ოქტ 31 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 ოქტ 31 | მაკა ლალიაშვილი | 10 | Transfer to account |
2021 ოქტ 30 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 ოქტ 30 | ხატია ცერცვაძე | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 30 | ამირან თავაური | 1 | Transfer to account |
2021 ოქტ 29 | თამარ აღაპიშვილი | 10 | Transfer to account |
2021 ოქტ 29 | ლუკა ცაგარეიშვილი | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 29 | გოჩა ოშაყმაშვილი | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 29 | თორნიკე კაპანაძე | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 29 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 28 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 ოქტ 28 | ბესიკ სხილაძე | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 28 | მირიან მირაზანაშვილი | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 27 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2021 ოქტ 26 | მარიამ დვალიშვილი | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,780.72 ₾
დარჩა 0.47 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თუ საქართველოში ასეთი ანგელოზივით ბავშვები აღარ იკისკისებენ და ჩვენი სიყვარულის ფრთებზე ვეღარ შეძლებენ ფრენას, თუ საკუთარ ქვეყანაში ისინი გარიყულებად იგრძნობენ თავს, გადაშენდება ჩვენი ერიც! მეგობრებო, ისედაც უკვე ძალიან, ძალიან ცოტანი დავრჩით!
ხშირ შემთხვევაში შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები ისეთივე საშინელ პირობებში ცხოვრობენ, როგორშიც აფრიკის გეტოების უკანონო მაცხოვრებლები! მაგრამ ისინი ხომ აქ უკანონოდ არ ცხოვრობენ...
შეგროვებულია
20 ₾
დაეხმარა
1
|