პროექტის რეპორტი „ამ ხვრელს ჩემი შეჭმა უნდოდა. ახლოს არ მიხვიდე!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ამ ხვრელს ჩემი შეჭმა უნდოდა. ახლოს არ მიხვიდე!“

page info icon
2021 ოქტომბერი 18
page info icon
1748
„წამო, ხვრელებს გაჩვენებ! იქ კინაღამ მოვკვდი, იცი? ფეხზე ხელი რომ მტაცა, დავიყვირე: „ა-ა-ა!“ დედამ მოასწრო და დამიჭირა, თორემ ჩემი შეჭმა უნდოდა!“ - ხელით მიმათრევს პატარა ნინიკო, რომელსაც ჩემთვის რაღაც ბოროტი ხვრელის ჩვენება უნდა. - „ოღონდ ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება შენც შეგახრამუნოს!“ - მაფრთხილებს ბავშვი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,304 ₾
( 277 დონორი )
დასრულებულია
  უკეთესი მომავლის იმედი რწმენამ შეცვალა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ყორშიების ოჯახი ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავიცანით. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/794-korshia/ 
საშინელი სახლი, შიმშილი, უიმედობა... იმედიც არ ჰქონდათ, რომ მათი ცხოვრება შეიცვლებოდა. მაგრამ, თქვენ მათ სიხარული აჩუქეთ! 
„სიტყვებით ჩემს მადლიერებას ვერ გამოვხატავ. იმხელა სიკეთე დაანახეთ ჩვენს ოჯახს! პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, პლანშეტი. თქვენმა დახმარებამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა!“ - ბედნიერი ღიმილით ყვება ოჯახის დიასახლისი ნატალია. თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, ახდა ნოდიკოს სწორედ ის ოცნება, რომლის ხმამაღლა თქმასაც ვერ ბედავდა!
 „ყოველთვის მარტოსულად გრძნობდა თავს. მეგობრები სკოლის მერე გასწრობანას თამაშობენ ველოსიპედებით, ის კი, მარტო იდგა მოშორებით და უყურებდა... და ეს სიცარიელე მის თავლებში... არასდროს არ წუწუნებდა და არფერს ითხოვდა. მაგრამ, მე ხომ ყველაფერს ვხედავდი. თქვენ კი, ნამდვილი ბავშვობა აჩუქეთ მას!“
ახლახან, ყორშიების ოჯახში პატარა დაიბადა. ეს უდიდესი ბედნიერებაა! და ამასთანავე, ძალიან დიდი პრობლემა... რა პირობებში გაიზრდება? ეს სახლი ხომ უბრალოდ უზარმაზარ დანაღმულ ველს ჰგავს!  წამში შეიძლება ფეხი აგიცურდეს და ჩავარდე...
ღამით კი, ძილშიც, შეიძლება ქარის წუილი გაიგოთ, რომელიც აღწევს კედლების ღრიჭოებში... მეგობრებო, ამ ოჯახს ისევ სჭირდება ჩვენი დახმარება. ყველაზე უბრალო საკვებიც კი, ფუფუნებაა მათთვის. მოდით, დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ სიკეთეს საზღვარი არ აქვს! ერთად ვაჩუქოთ ამ პატარებს ბედნიერი ბავშვობა.
,,პლანშეტი რომ გვაჩუქეს, ძალიან გაგვიხარდა. უამრავ თამაშს გადმოვწერთ და ვითამაშებთ“
          -ნატალია, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
          ნატალია: მხოლოდ უკეთესობისკენ. ჩვენს შესახებ შეიტყო უამრავმა ადამიანმა და გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი. ბევრი გამოგვეხმაურა, ამ ადამიანების წყალობით მივიღეთ პროდუქტი, თავის მოვლის საშუალებები, ფულადი თანხა და განსაკუთრებულად საჭირო საჩუქარი - მაცივარი. დამირეკა უამრავმა ადამიანმა, ისინი მამხნევებდნენ და მითანაგრძნობდნენ.
ერთი სიტყვით, უზომოდ მადლობელი ვარ. არც კი ვიცი,  ამ დახმარების გარეშე რა გვეშველებოდა.
,,ახალი ტექნიკა დიასახლისის განკარგულებაშია’’
        -ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
       ნატალია:  უკლებლივ ყველას მადლობელი ვარ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ერთ-ერთი არის ლტოლვილი აფხაზეთიდან, რომელიც ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. ხშირად მოდიოდა ჩვენთან, მოჰქონდა პროდუქტი და სხვა საჭირო ნივთები, მორალურადაც ყოველთვის გვერდში გვედგა და ცდილობდა ჩვენს გამხნევებას. რა თქმა უნდა, იყვნენ სხვებიც, ვინც მოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ თანხა ჩაგვირიცხეს. 
უზომოდ მადლობელი ვარ ყველას.
,,ბავშვის ჰიგიენური საშუალებები ძალიან გამოადგება პატარას. “
           -რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა თქვენი ოჯახისთვის და პირადად თქვენთვის?
          ნატალია: ფაქტობრივად, ამ დახმარებამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა. რომ არა ეს პროდუქტი და თანხა, რომლითაც დაგვეხმარეთ, ნამდვილად აღმოვჩნდებოდით შიმშილის ზღვარზე. ბავშვებისთვისაც ბევრი რამ შეიცვალა. პლანშეტმა და ველოსიპედმა, რომელიც აჩუქეთ მათი ბავშვობა ფერადი და მხიარული გახადეს. გარდა ამისა, ისინი ხშირად ლაპარაკობენ სიკეთისა და დახმარების ძალაზე. სხვისი დახმარებამ გული გაუთბო და მზად არიან, როდესაც საჭირო გახდება, გვერდში ამოუდგნენ ნებისმიერ ადამიანს. თქვენ მათ კარგი ადამიანობის საუკეთესო მაგალითი დაანახეთ.
,,ტკბილეული საუკეთესო განწყობისთვის’’
,,დედამ თქვა: ბევრ ტკბილეულს თუ შეჭამ კბილები გაგიფუჭდებაო. მაგრამ, ისეთი გემრიელია, მაინც ვჭამ ხოლმე“
        -ბავშვებსაც მინდა გავესაუბრო, რომელი საჩუქარი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ახლა როგორ ითამაშებთ?
        ნინიკო(4 წლის): ყველაზე მეტად პლანშეტი მომწონს, იქ იმდენი თამაში და გასართობია. მე და ნოდიკო ხშირად ვეჯიბრებით ერთმანეთს ქულების დაგროვებაში. ის დიდია და მჯობნის, მაგრამ, ხანდახან მეც ვუგებ ხოლმე. ტკბილეულიც ძალიან მომეწონა. დედა მეუბნება: „ბევრს თუ შეჭამ, კბილები  გაგიფუჭდებაო“. მაგრამ, ისეთი გემრიელია მაინც ვჭამ ხოლმე. 
         ნოდიკო (11 წლის): მე ყველაზე მეტად ველოსიპედი მომეწონა. ძალიან კარგია და სწრაფი. სკოლის შემდეგ, ჩემი თანაკლასელები ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ. ახლა, მეც შევძლებ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას და ყველას გავასწრებ.
,,ახლა, ველოსიპედით შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება მეც შემიძლია’’
         - ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
       ნატალია: კი, ჰქონდათ რეაქცია. ხობის გამგეობიდან მოვიდნენ და შეგვპირდნენ, რომ მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ, სახლის გადასახური მასალით მოგვამარაგებენ.
       - როგორც ვხედავ, უკეთესობისკენ იცვლება თქვენი ცხოვრება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამით არ შემოიფარგლება პრობლემები და კიდევ უამრავი რამ გჭირდებათ. შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენი ფონდის მეგობრებს.
ნატალია: ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ფონდის და მისი მეგობრების. მართლაც მოახერხეთ და დიდი ხნის შემდეგ, დაგვიბრუნეთ მომავლის იმედი. თუმცა, სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენი პრობლემები ჯერ ბოლომდე არ არის მოგვარებული. შვილის გაჩენის სიხარულს, თან მოჰყვა ახალი პრობლემებიც. ოჯახს  ბავშვისთვის ხელოვნური კვების ყიდვის საშუალება არ აქვს. ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედად ვრჩებით. 
იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენთვის გააკეთეთ ძალიან მერიდება კიდევ რაიმეს თხოვნა, მაგრამ არ მაქვს სხვა გამოსავალი და მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი დახმარებისთვის. უფალი გფარავდეთ ჩემო კარგებო, ყველაფერი კარგად იქნება.
***
        მეგობრებო, ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 
          გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ამ, და კიდევ უამრავი  სხვა ოჯახის გაჭირვება და ერთად განვაგრძოთ მათი დახმარება. მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია. ის, თუნდაც მცირედი, რის გაცემაც შეგვიძლია სიკეთის სახელით,  ამ ადამიანებისთვის, ხშირად სიკვდილ-სიცოცხლის საკითია.
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე, არის შანსი, თავადაც ყოველთვის, ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ყორშიების ოჯახი).
       თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/794-korshia/ 
       ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         სპეციალურ ტელეფონის ნომერზე განხორციელებეულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270

მსგავსი პროექტები: