პროექტის რეპორტი ყველა ჩვენი "ახალი" ნივთი ნაგავსაყრელიდანაა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველა ჩვენი "ახალი" ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!

page info icon
2021 ნოემბერი 3
page info icon
1506
მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის - მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,117 ₾
( 113 დონორი )
დასრულებულია
როდესაც თქვენს თანამშრომლებთან დავიწყე ურთიერთობა მივხვდი, რომ თქვენი ფონდი, მართლაც ადამიანების ბედნიერებისთვის არსებობს...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          ბიძინაშვილების ოჯახისთვის, მათი სახლის შენების ხმა ყველაზე საყვარელია. მრავალშვილიანი დედა, თამარი იხსენებს, თუ როგორ უხაროდათ ჩაქუჩის კაკუნი.
         მელოდიასავით ჩაესმოდათ ყურში მშენებლობის ხმაური,  რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე, უფრო დიდი სახლი ექნებათ. აგური აგურს დაედო და ახლა, სახლში ყველასთვის არის ადგილი, შვიდივე ბავშვისთვის.  საკუთარ ახალ ფართში,  თქვენი სიკეთის წყალობით, ბიძინაშლებს უკვე გაზქურა და მაცივარი აქვთ. ბავშვებს კი, ველოსიპედი და ლეპტოპი, რათა მათი ცხოვრება უფრო სახალისო და ბავშვური იყოს. 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/800-bidzinashvili/description/ 
აქ კი, ნახავთ მათი მუყაოს სახლს, რომელშიც ადრე ცხოვრობდნენ.
            - თამარ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
          თამარი: თქვენმა გამოჩენამ ბევრი ადამიანური თვისება დაგვანახა, რომელიც უკვე მივიწყებული გვქონდა. მაგალითად: როგორ უნდა გვერდში დგომა, სითბოს  და ყურადღების გამოხატვა. როდესაც 7 შვილის დედა ხარ, მინიმუმ 7 ჯერ მეტი ყურადღება გჭირდება გარემოსგან. რამდენი ბავშვიც არის ოჯახში, იმდენი ემოცია და განცდაა. ყველას თავისებური ყურადღება და მიდგომა სჭირდება. ხანდახან, უბრალოდ დაღლილი კი არა 7-ჯერ მეტად დაღლილივარ. მაგრამ, როდესაც ბედნიერი ვარ, 7-ზე ვამრავლებთ ამასაც. 
         თუმცა, თქვენი გამოჩენის შემდეგ, ყურადღების დეფიციტი აღარ მიგრძვნია. თქვენი საოცარი გუნდის თანამშრომლებისგან და ფონდის მკითხველებისგან იმხელა პოზიტივი ვიგრძენი ჩემი ოჯახის მიმართ, რომ ყველაფერი ცუდი გვერდზე გადავდე. უბრალოდ, უფლება არ მქონდა კარგად არ ვყოფილიყავი განწყობილი. ბავშვებსაც მეტი სტიმული მიეცით, თქვენ გაახარეთ და გააბედნიერეთ ისინი. მიეცით ის, რამაც მათი გულები სიხარულით აავსო. მადლობის გარდა, რა მეთქმის... ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ!! 
„ჩვენს სახლში, ველოსიპედით სიარულიც კი შეილება გასეირნება“
       - ახალი მეგობრები ხომ არ შეგიძენიათ, თამარ? 
       თამარი: თქვენს პოსტს იმდენი ადამიანი გამოეხმაურა, ნამდვილად არ მეგონა მსგავს ყურადღებას თუ მივიღებდით.  ისეთი თბილი და გულის ამაჩუყებელი კომენტარები იწერებოდა... ყოველ ღამით ვკითხულობდი და პოზიტივით ვივსებოდი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო გოგონა, რომელიც დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. სამწუხაროდ, მისი სახელი არ მახსოვს. მაგრამ, კარგად  მახსოვს რომ წვიმდა, სახლში ვბრუნდებოდი და გზაში შემხვდა... იცით, რა არ დამავიწყდება არასდროს?  პაწაწინა ბავშვი ჰყავდა თან, ეტლით. ბავშვი ვერსად დავტოვე და მასთან ერთად წამოვედიო. შევიდა მაღაზიაში, პროდუქტი იყიდა და გადმომცა... ეხლაც გული მიჩუყდება და მეტირება...  როგორ გულით უნდოდა, რომ არ დაეზარა და ამხელა გზა გამოიარა თავსხმა წვიმაში, თან, ბავშვთან ერთად. ეს კადრი, ჩემს გონებაში სამუდამოდ დაილექება და ალბათ, სულ გულის უჯრაში მექნება შენახული. კიდევ, არ შემიძლია, არ ავღნიშნო ჩემი საოცარი, ახლად გადმოსული მეზობლების გვერდში დგომა, რომლებიც ხან ავეჯს მაწვდიან, ხან მასალებს და მოკლედ, ყურადღებას არ მაკლებენ. რაც სახლში ავეჯი მაქვს, სულ მათი დამსახურებით. კიდევ, გავიხსენებ ალექსანდრე გაგუას, რომელმაც ორი წყვილი ახალი ფეხსაცმელი გვაჩუქა. ბავშვები ძალიან გაახარა ამ საჩუქარმა, დღეებიც კი დათქვეს, ვინ რომელ დღეს ჩაიცვამდა ახალ ფეხსაცმელს. ძალიან უფრთხილდებიან, რადგან იციან, რომ ეს თუ გაცვითეს, ვეღარ ვუყიდი ახალს. 
          არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. კიდევ, გოგოები და ბიჭები იყვნენ მოსული, პროდუქტი გადმოგვცეს.  მოდით, ღმერთს თვალებში შევხედოთ და ვთქვათ, რომ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი სამშობლო... მადლობა თვითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის, გაგებისთვის, გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ღმერთმა ათმაგად დაგიბრუნოთ ეს სიკეთე... 
   
   „ნახე დეიდა, სიხარულისგან სალტოს  გაკეთება შემიძლია“
        - ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
        თამარი: პირდაპირ გეტყვით, არა!  ვიყავი მისული გამგეობაში, დავწერე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივი წვიმების დროს, ჩვენი სახლის სახურავი დაზიანდა და წყალი ჩამოდიოდა. იქიდან გამომდინარე, რომ სახურავის გაკეთება დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან, ცივი უარი მითხრეს. დღემდე ასეა სახურავი, მაგრამ არავინ რეაგირებას არ ახდენს. კი, გასაგებია, რომ სოციალურ დახმარებას გვიხდიან მაგრამ, რამდენი რამ გავაკეთო ამ მიზერული თანხით, თანაც 7 შვილის დედამ... ძალიან მეწყინა, როგორც მოქალაქეს, მაგრამ რას ვიზამთ...
         - რას ნიშნავს ჩვენი ფონდის მეგობრების მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
           თამარი: ყველაზე მთავარი არის ყურადღება და გულისხმიერება. როდესაც ადამიანს არ აგრძნობინებ თავს უკანასკნელ, მიტოვებულ და გამოუსადეგარ ნივთად. თქვენგან, სწორედ ეს გულისხმიერება ვიგრძენი და დავინახე. თქვენი სახით, იმედი ჩამესახა და ამ იმედით ვაგრძელებ ცხოვრებას. იცით? მანამდე ხომ, ხშირად ვკითხულობდი თქვენს სხვა პოსტებს და ძალიან ხშირად მხვდებოდა მსგავსი ფრაზები, რასაც ახლა, მე თქვენ გეუბნებით. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტათი მიკვირდა ასე, შორიდან... როგორ უნდა მომეცეს ახლა, მე რამის იმედი-მეთქი... მაგრამ, როგორც კი დავიწყე თქვენს თანამშრომლებთან ურთიერთობა, მაშინვე მივხვდი, რომ თქვენი ფონდი მართლა სხვის ბედნიერებისთვის არსებობს... აქედან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ თქვენს ყველა მკითხველს და თანამშრომელს.
                                   „ახლა, ჩვენს მაცივარში უფრო მეტი საჭმლის შენახვაც შეიძლება...“
          - ბავშვებო, თქვენ როგორ ხართ? საჩუქრები როგორ მოგეწონათ... ველოსიპედით უფრო ხშირად ვინ დადის ხოლმე? 
        დათო (14 წლის): ყველაზე ძა-ა-ალიან, ძალიან რა გამიხარდა, და რა თქმა უნდა, ჩემი სუპერ-ბუპე-ე-ე-ე-რ  ველოსიპედი.  ყველაზე ხშირად, მე დავდივარ ხოლმე, მაგრამ ჩემს პატარა ძმებსაც ვთხოვნი, რა თქმა უნდა. მაგრამ მათთვის, ცოტა დიდია ჯერ...   ამით დავდივარ მაღაზიაშიც, ეზოშიც, და ზაფხულში სკოლა რომ იყოს, იქაც ამით წავიდოდი და ყველას ვაჩვენებდი ჩემს უმაგრეს ველოს... იცი, რა რბილად დადის?.. გინდა, შენც გაგასეირნო? თუ არ გამიფუჭებ...
           
             „აბა, წავედით მაღაზიაში პურზე-ე-ე...“
        - დათო, მადლობა, ძალიან კეთილი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩემთვის, ცოტა პატარაა. დიანა შენ რას მეტყვი? იქნებ შენც გამიზიარო შენი ემოციები? 
       დიანა (11 წლის): მე-ე-ე?.. მე ნოუთბუქი რომ მომიტანეთ, ამან გამახარა ყველაზე მეტად... იცი, რატომ?  გინდა, გითხრა? იმიტომ, რომ ჭკვიანი გავიზარდო, კიდევ, ახალი რაღაცეები ვნახო... იცი, სამყარო რა საინტერესოა და რამხელაა?  აბა, ისე როგორ ვნახავდი... მე, მარტო ჩემი ეზო ვიცოდი, როგორი იყო... ახლა, ჩინეთიც ვიცი, ამერიკაც და აფრიკაც...  სულ მაინტერესებდა, როგორი იყო კოსმოსი და რამდენი ვარსკვლავი იყო ცაში... და ახლა, ამაში ვცდილობ გარკვევას...      
  „ეს ლეპტოპი ჩემი სამყაროა“
        - ბავშვებო გული სიხარულით ამივსეთ, მეც თქვენი სიხარულით მიხარია და გისურვებთ, ასეთივე ინტერესით გაგეგრძელებინოთ ცხოვრება... 
       თამარ, ბოლო კითხვას დაგისვამთ... მაინტერესებს, კიდევ რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთ მოუგვარებელი, რომელშიც კვლავ თქვენს გვერდით ვიქნებით და გაგიმაგრებთ ზურგს? 
       თამარი: ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენი იმედი შემიძლია მქონდეს, არცერთი წამით... რადგან ასეთი თანადგომა დამანახეთ და სიყვარული, ზუსტად ვიცი, რომ მართლა გულთან მიიტანთ სხვა დანარჩენსაც. 
ახლანდელი ჩვენი პრობლემა, იმაში მდგომარეობს, რომ ეს მიშენება, რაც გავაკეთეთ, ცარიელი ბეტონის კედლებია... შიდა რემონტი არ გვაქვს, სახურავიდან წყალი ჩამოგვდის, არც დენი, არც გაზია შემოყვანილი. დენი მეზობლისგან გამოვიყვანეთ და ისიც, მათ  ხარჯზე გვაქვს... სრულყოფილი ცხოვრებისთვის, ეს გვაკლია, რომ დავისვენოთ. მე კი, ამხელა ოჯახის პატრონს, ფულიც ვერ მიგროვდება,  სად მაქვს შესაგროვებელი, ისიც არ გვყოფნის, რაც გვაქვს...  ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, ეს პრობლემებიც რომ გადაიჭრას... თქვენი დიდი იმედი მაქვს... თქვენ, ჩემი ოჯახის საყრდენი ძალა ხართ. 
 „მოდი ვითამაშოთ და ჩვენი ფეხბურთის გუნდი შევკრათ...“
***
         მეგობრებო, თამარის დიდ, უზარმაზარ ოჯახს სჭირდებით. მათ შვიდჯერ  სჭირდებით, შვიდჯერ ეიმედებით და შვიდჯერ უხარიხართ. მართალია, ჯერ ზაფხულია და ცხელა, მაგრამ ზამთარიც ისე მალე დადგება... მიადგება მათ სახლსაც და იმედია, ეს დრო რომ დადგება, მათთან თქვენი დახმარებით, გაზი მაინც იქნება შეყვანილი და სიცივის არ შეეშინდებათ.
ეიმედებით თამარს და მის ოჯახს და ეს იმედები, ძალიან მყარია, თქვენ მის გულში იმედის მარცვალი დათესეთ და გააღვივეთ... ასე გააგრძელეთ მეგობრებო .
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
           მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
           მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
          მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ბიძინაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/800-bidzinashvili/description/
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: