პროექტის რეპორტი ობი და სიდამპლე ბავშვების სუსტ ფილტვებს შხამით ავსებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ობი და სიდამპლე ბავშვების სუსტ ფილტვებს შხამით ავსებს!

page info icon
2021 ნოემბერი 8
page info icon
2692
დედა, ირინე და მისი სამი შვილი: 12 წლის საბა, 10 წლის თოგო და 2 წლის მარიამი აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. სახლის დამპალი კედლები ობითაა დაფარული, რომელიც ჰაერში დაფრინავს და მერე ფილტვებში ილექება. ბავშვები მთელ დროს ამ შენობაში ატარებენ, ამ ჰაერს სუნთქავენ და დამპალი იატაკის ნახვრეტებზე ფეხის წამოკვრაც ჩვეულებრივი ამბავია. მათ ჯანმრთელობას რა მოუვა? ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა, მაგრამ ნეტა მხოლოდ ეს იყოს პრობლემა..
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,579 ₾
( 537 დონორი )
დასრულებულია
ჩემი შვილების ბედნიერების დღე დადგა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 გემრიელი „პეჩენიების“ ხრამუნი ძალიან სახალისოა
        ამ საყვარელი გოგონა სახეს  შეხედეთ! ქერათმიანი, ცისფერთვალება, ის ნამდვილი პატარა პრინცესაა. მისი სიცილი გმატებს სიცოცხლის სურვილს. ის თავად სიცოცხლეა! ის თავად სიხარულია!
 მაგრამ, რეალობა სასტიკია. სანამ, ვაშაყმაძეების ოჯახის შესახებ პოსტს გამოვაქვეყნებდით, ეს პაწაწინა, საოცარი გოგონა, თავის ძმებთან და დედასთან ერთად, ნელ-ნელა იღუპებოდა საშინელ ქოხში,  ობის სუნში და ორპირ ქარში იყინებოდა. ის შიმშილობდა და დამტვრეულ საწოლზე ეძინა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/802-vashakmadze/
სწორედ თქვენ აჩუქეთ მათ ადამიანური ცხოვრება, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს. თქვენ გაანთავისუფლეთ იმ კოშმარისგან!
სახლი, რომელშიც ოჯახი ამჟამად ცხოვრობს, მათ არ ეკუთვნით. საცხოვრებლის საკითხი გადაუჭრელი რჩება. მაგრამ ამჟამად, ბავშვებს არაფერი ემუქრებათ, ისინი სითბოსა და კომფორტში არიან. ირინე ამბობს, რომ უყვარხართ და გეხვევათ ყველას. და ეიმედებით... 
„ახლა კი ვაფლი გასინჯე“ 
           - ირინე, ძალიან გვიხარია, თქვენს სახეზე ღიმილს რომ ვხედავთ. ჩვენს მკითხველებსაც გაახარებს თქვენი განწყობა. გვიამბეთ, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები?
         ირინა: ბავშვები ძალიან შეიცვალნენ, ხალისიანები და თავდაჯერებულები გახდნენ. მას შემდეგ, რაც თქვენ მხარში ამოგვიდექით კეთილ ადამიანებთან ერთად, ყოველდღე ვაკვირდები ჩემს შვილებს. ახლა ისინი გრძნობენ, რას ნიშნავს, სიკეთე და თანადგომა. დაინახეს, რომ ვიღაცას გულთან ახლოს მიაქვს მათი ტკივილი, მათი ბედნიერება ახარებს, და ჩვენს საზოგადოებას ისინი სჭირდება. ეს მაბედნიერებს და მომავლის იმედით მავსებს. იმედი მაქვს, ხალხის სიკეთე ჩემი შვილებისთვის იქნება გაკვეთილი და შემდგომ, ისინიც ამოუდგებიან მხარში შეჭირვებულებს.
         - ვიცით, რომ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა თქვენი დახმარების სურვილი. ამ კეთილ ადამიანებს შორის, თუ არის ვინმე, ვინც დაგამახსოვრდათ და განსაკუთრებით აღნიშნავდით?
ირინა: უამრავმა ადამიანმა მოგვინახულა! ბევრმა დარეკა და დახმარების სურვილი გამოთქვა. ეს ყველაფერი, თქვენი წყალობით მოხდა. ყველა, ვინც დახმარება გაგვიწია - თქვენ ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ!
სტუმრებს შორის, უამრავი ქალბატონი იყო. ცოლ-ქმარი ჩამოვიდა ჩხოროწყუდან, ჩამოგვიტანეს ერთი ტომარა ფქვილი, ხორცი, კარტოფილი, პროდუქტის დიდი მარაგი. ნუთუ ეს არ არის ბედნიერება?! როგორც საკუთარს, ისე ექცეოდნენ ჩემს შვილებს. გული გამითბა და ცხოვრების ბოლომდე ვიმეგობრებ მათთან! ბათუმიდან სამი ბიჭი ჩამოვიდა, სათამაშოები, საბავშვო ტანსაცმელი და ტკბილეული ჩამოგვიტანეს, დიდი ხარჯი გაიღეს. რამხელა ყურადღებაა, რა გულიანი დამოკიდებულება...
 უსაყვარლესი გოგონა, რომელიც ჩვენი ბინის ქირას იხდის? ის ხომ არაჩვეულებრივია, გასაოცარი. ჩვენი ახალი მეგობარი - ემიგრანტი. ჯამში, ბინის ქირაში ვიხდით 250 ლარს, საკუთარი ნაშრომის უმეტეს ნაწილს იხდის ეს კეთილი გოგონა. ამაზე მეტი სიკეთე, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?!
ასევე, მინდა დავასახელო ლაშა, ის დაგვიმეგობრდა და ახლობლებივით მიგვიღო.
 თუმცა, მე ყველა მიყვარს, ყველას ვეხვევი! თქვენ ყველამ ერთად გადაგვარჩინეთ! ღმერთო, შენ ხომ ყველაფერს ხედავ?! მიეცი ამ გულკეთილ ადამიანებს ბედნიერება, ჯანმრთელობა ყველას ასმაგად დაუბრუნე სიკეთე. დალოცე და დაიფარე.
         - დღეს, თქვენ და თქვენს შვილებს, გულს რა გიხარებთ ყველაზე მეტად?
ირინა:  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ნამდვილი კატასტროფა იყო. არაფერი არ გვქონდა - არც საკვები, არც საყოფაცხოვრებო ნივთები. საკუთარ თავს არ დავეძებდი, მხოლოდ ბავშვების დარდი მკლავდა. ყოველდღიურად, მათი ჯანმრთელობის გაუარესებას ველოდი. იმ ობიან, ნესტიან სახლში, ისინი თითქოს ჭკნებოდნენ, მე კი, ამ ყველაფრის თანამონაწილე ვიყავი. დღევანდელ ცხოვრებას არც შევადრი.
 უფლისა და კეთილი ადამიანების წყალობით, დღეს ყველაფერი გვაქვს, რაც ადრე, ასე ძალიან გვაკლდა.  მაცივარი მოგვიტანეს! მშვენიერი სარეცხი მანქანაც გვაჩუქეს! ავეჯი! ტელევიზორი! და რაც მთავარია, გვაქვს სახლი, რომელშიც მართალია ქირით, მაგრამ სრულ კომფორტში ვცხოვრობთ. 
ასე თუ ისე, გვაქვს აუცილებელი საცხოვრებელი პირობები. ბავშვებს, ნორმალური განვითარებისთვის, ბევრი რამ სჭირდებათ. თუნდაც ის, რომ იმ საშინელ სახლში აღარ ვართ, ჩემი შვილები ყოველდღიური სტრესისგან იხსნა.
ჩემი ყოველდღიური დარდი და ნერვიულობა, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც აისახებოდა. იცით, რა არის ჩემს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი? თქვენი გვერდში დგომით, ბაშვები მონდომებულები და ინტერესიანები გახდნენ. ეამაყებათ, რომ ნორმალური ცხოვრება, თურმე მათთვისაც ყოფილა შესაძლებელი. მათ იწამეს  ეს ყველაფერი და ამიტომაც, უფრო ძლიერი ვარ დღეს!
ირინე: „ჩემი შვილებისთვის, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება დაიწყო!“
         - ხალხის სიყვარული რომ იგრძენით, როგორი იყო თქვენი და თქვენი შვილების ემოციები? წინა პოსტში, თქვენ თქვით, რომ არავის იმედი გაქვთ. თქვით, რომ თავს მარტოდ გრძნობდით ამ სამყაროში. როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია, როდესაც გაისმა პირველი ზარი, პირველი ადამიანი მოვიდა თქვენს დასახმარებლად?
ირინა: ბევრის მოყოლა შემიძლია ჩემს წარსულსა და უწინდელ ცხოვრებაზე. მაგრამ იქ დაბრუნებაზე, ფიქრიც კი მზარავს. აღარ მინდა! მინდა,  ჩემს შვილებს, როგორც ახლა, ბედნიერს ვხედავდე. თვალებში სიხარულით აქვთ სავსე. ბევრი საჩუქარი აქვთ. ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრება დაიწყო. ისეთი, როგორიც ყველა ოჯახი უნდა ჰქონდეს.
სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატვა, ტოგომაც და მარიამმაც ისწავლეს. მაგალითად, როდესაც ჩვენთან ბავშვები მოდიან, მარიამი ცდილობს, სათამაშოები აჩუქოს მათ. ის, რაც თავად არასდროს ჰქონია. ჩემს გოგონას კარგად ახსოვს, სათამაშოების გარეშე როგორი სევდიანი იყო და მოწყენილი. ალბათ ჰგონია, რომ სხვა ბავშვებსაც არ აქვთ სათამაშოები და ჩუქება უნდა, რომ არ იდარდონ. (იღიმის.) ეს სიყვარულია, რომელიც თქვენი წყალობით ისწავლა.
პირველი ზარი, ჩვენს შესახებ თქვენი ფონდის პოსტის გამოქვეყნებიდან, მეორე დღესვე გაისმა. მითხრეს: „თქვენი პოსტი ვნახეთ და მოსვლა გვინდაო“. ეს რაღაც ენით აღუწერელი სიხარული იყო!.. პირველივე ზარმა მაგრძნობინა, რომ ჩემი შვილების ბედნიერების დღე დადგა. თქვენი დამსახურებით, ამ პატარებმა შეიძინეს ისეთი ადამიანები, ვინც სიხარული დაგვიბრუნა. კეთილმა ადამიანებმა შეძლეს ის, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო. მთელი ცხოვრება მათი მადლობელი ვიქნები. სხვა რომ არაფერი, ჩემი შვილების ლოცვა გეყოფათ, თქვენც და თითოეულს, ვინც მხარში დაგვიდგა.
         - ბავშვები დასახმარებლად მოსულ სტუმრებს როგორ ხვდებიან?
         ირინე: მარიამი, როგორც კი ჭიშკართან ვინმეს მოკრავდა თვალს, მორბოდა და ყვიროდა: „დე, დე! ისევ მოვიდა ხალხი. გამოდი მალე!“ ყოველი დილის გათენება, იწყებოდა მისი კითხვებით: „დედა, კიდევ მოვა დღეს ვინმე? ჩვენთან მოსვლას ვინმე აპირებს?“ „კი მოვლენ დედიკო“ - ვპასუხობდი. ისევ მისვამდა შეკითხვას: „რას მომიტანენ?“ „ეს უკვე აღარ ვიცი“, – მივუგებდი ხოლმე. (იღიმის.)
        - ჩვენი პოსტის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოიმოქმედა რამე?
–ირინა: სამწუხაროდ, დაპირება არ შეასრულეს. მხოლოდ ბინის ქირას გვიხდიან ნაწილობრივ - 100 ლარს, მაგრამ იმასაც სულ აგვიანებენ. თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მივედი გამგეობაში. იქ მითხრეს, რომ პოსტი წაიკითხეს მარიამზე და ბავშვისთვის საჩუქრების გამოგზავნა სურთ. სახელი და გვარი ჩაიწერეს, მაგრამ დღემდე არაფერი მიგვიღია.
ძალიან გამაბრაზა სოციალურმა სამსახურმა. მითხრეს, რომ ბავშვებს წაიყვანდნენ, და მუშაობას რომ დავიწყებ, ფინანსურად რომ მოვძლიერდები, შევძლებ მათ წამოყვანას. რა სიგიჟეა? ასეთი რამ რომ დავუშვა, როდესმე შევძლებ, ჩემი შვილების სიყვარული რომ დავიბრუნო?! ჩემთვის მთავარია, ახლოს მყავდეს შვილები და მათთან ერთად გავიზიარო ყველაფერი.
 „აი აქ დევს ჩემი ახალი ტანსაცმელები“
- მარი, დედიკოს კალთაში ბარტყივით რომ ჩასკუპებულხარ. რას იტყვი საჩუქრებზე?
მარიამი: რომელზე მეკითხები - დიდის თუ პატარების?
- ყველა.
          მარიამი: ააა, ყველა კარგია! ბევრი სათამაშო მაქვს! ახლა, ცოტა ხანს დავისვენებ, წავალ და ვითამაშებ. მერე ტელევიზორს უნდა ვუყურო. სარეცხი მანქანა - დედიკოს საჩუქარია, ისიც მომწონს. სულ ტრიალებს. მე რომ ვიტრიალო ამდენი, თავბრუ დამეხვევა. (იცინის.)
         - მარიამ, დაგინახე, მაცივარს ხშირ-ხშირად რომ აღებ, რას აკეთებ იქ? არ გეშინია ნაყინად, რომ გადაიქცე?
ირინე:
„მარიამს ეს ნივთები სხვებთან ჰქონდა ნანახი და ალბათ, ამიტომაც მიიღო ასე ემოციურად ეს საჩუქრები“
           მარიამი: არ მეშინია! არ გავიყინები, მე თბილი ვარ. კიდევ დედიკოს „გაზი“ მომწონს! იქ შეგიძლია, საჭმელი უცბათ რომ მოამზადო. მეც მაქვს ეგეთი, მსგავსი, სათამაშო. მე იქ ვამზადებ საჭმელს. აქ დედიკო არ მიშვებს.
„შენ ხუმრობ, ნაყინად არ გავიქცევი!“
        - მარიამ, დიდი–დიდი თოჯინა რომ ინატრე, მიიღე?
        მარიამი: კი, მივიღე! (კმაყოფილი მიქნევს თავს.) და პატარებიც.
ოთხფეხა მეგობარიც ჰყოლია მარიამს
         - შენ, კარგი და ლამაზი გოგო ხარ. პატარა პრინცესას ჰგავხარ.
         მარიამი: ხო? კარგი. (მარიამი, ჰაეროვან კოცნას მიგზავნის თავის პატარა ხელის გულით.)
„ტელევიზორის ყურების დროს, მარიამი ლექსებს და სიმღერებს სწავლობს“
         ირინა: მარიამ, უთხარი, რა ლექსები ისწავლე ტელევიზორში. 
         მარიამიც: წითელი ვაშლი გაგორდა, მარიამი სკოლაში გარბოდა. გზაზე მიდის კურდღელი ცელქი, პრანჭია... (ბოლომდე ამბობს ლექსს.)
          - ახლა  ტოგოსაც გავესაუბროთ. (თავის სახელის გაგონებაზე, პატარა ბიჭიც მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. მარიამს არ მოეწონა ძმის მოსვლა, უნდოდა, ისევ თვითონ რომ ეტიტინა)
         - ტოგო, შენ რა მიიღე საჩუქრად და რამ გაგახარა ყველაზე მეტად?
          ტოგო: მიხარია, სახლი რომ გვაქვს. აქ აღარ ცივა. ბევრი რამ გვაჩუქეს. ტელევიზორიც გვაქვს, მაცივარიც, საჭმელიც და ქურაც, რომ გავაცხელოთ. ველოსიპედიც ძალიან მომწონს, მაგრამ გაფუჭებულია.
- რატომ, რა დაემართა?
ტოგო: ერთ ბიჭს ვათხოვე და გამიფუჭა.
         - კიდევ თუ გაქვს რამე სურვილი? რა გინდა, რომ გაჩუქონ?
         ტოგო: მე და ჩემს ძმას მანქანა გვინდა, რომელიც პულტზე მუშაობს. ყველაზე მეტად მინდა, ასეთი მანქანა რომ მქონდეს.
         - ტოგო, შეგიძლია გვითხრა, რას ფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც საჩუქრები მოგიტანა და სახლიც გამოგიცვალეს? რას ეტყოდი ჩვენი ფონდის მეგობრებს, რომლებიც თქვენი მეგობრებიც გახდნენ? 
          ტოგო: დიდი მადლობა ყველას. მინდა, დიდხანს რომ გვქონდეს ეს სახლი.
          (ამ სიტყვების შემეგ, ტოგომ დაიმორცხვა. ააღელვა ძველი ტკივილის გახსენებამ. ტახტზე აძვრა, მოიკუნტა და სახე ბალიშში ჩამალა.)
         - ირინე, გვესმის, რომ შედარებით კომფორტული სახლი გაქვთ, კეთილმა ადამიანებმა კი, საყოფაცხოვრებო ნივთებიც გაჩუქეს. მაგრამ, პრობლემა უცვლელი რჩება: ეს სახლი თქვენი არ არის, და მალე ისევ საცხოვრებელზე მოგიწევთ ფიქრი. 
         ირინა: არ მინდა ვიდარდო, მაგრამ მართალი ხართ. მაწუხებს ეს ფიქრი. ერთი ოთახი მაინც, მაგრამ საკუთარი. ბავშვებსაც ეს უნდათ ხვდებიან, ქირით, რომ ვცხოვრობთ. რისკებიც არის: დღეს თუ ხვალ, გავა ამ ერთწლიანი ქირის ვადაც და მერე რა იქნება?! მერე, ისევ ქუჩაში ხომ არ აღმოვჩნდებით?..                                 
***
          ტოგო პატარა, მაგრამ საზრიანი ბიჭუნაა. ხვდება, რომ სახლი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ კომფორტულია, მაგრამ არ არის მისი. გრძნობს, როგორ დარდობს დედიკო და ისევე ეშინია მომავლის.
         „გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ჩემი შვილები იმ გაჭირვებულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ“, – გამომშვიდობებისას, ნაღვლიანად თქვა ირინემ. დიახ, ეს მარტოხელა დედა მართალია. ნუ ჩავაქრობთ იმ წმინდა სანთელს, რომელიც ერთად ავანთეთ. დიდხანს ენთოს და იკაშკაშოს ჩვენი კეთილი საქმით, რათა ამ ბავშვებს ჰქონდეთ საკუთარი ჭერი, საკვები და ღიმილიანი ცხოვრება. მათი ბედნიერება თქვენს ხელშია, თქვენი კი - უფლის, ის გულუხვი და სამართლიანია. ღმერთი გაცემული სიკეთისთვის აუცილებლად აჯილდოვებს ადამიანს!... 
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        თქვენი სიკეთე - იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ვაშაყმაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/802-vashakmadze/ 
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
            არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901 200 270!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

მსგავსი პროექტები: