პროექტის რეპორტი ბედნიერება არის სახლი, პელმენები და ცოტა ველოსიპედი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბედნიერება არის სახლი, პელმენები და ცოტა ველოსიპედი!

page info icon
2021 ნოემბერი 15
შეიძლება თქვენთვის ბედნიერება რაღაც განუზომელი, ენით აღუწერელი და მიუღწეველია. მარტივი რაღაცების სიტყვებით ახსნა ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რვა წლის დემურიმ ზუსტად იცის, რა არის ბედნიერება. ეს არის სახლი, პელმენები და ველოსიპედი! მას მხოლოდ ერთი და უბრალო ოცნება აქვს - იცხოვროს ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,830 ₾
( 121 დონორი )
დასრულებულია
        როდესაც ჩემი შვილები წამოიზრდებიან, ვუამბობ მათი თანამემამულეების, ქართველი ხალხის სიკეთის შესახებ! რომ გაიზრდებიან, თავად აჩუქებენ ბედნიერებას იმ ბავშვებს, ვისაც სიხარულის მიზეზი აკლია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
    ,,დე...  დედა! ნახე, რამდენი რამ მოგვიტანეს! რა მაგარია!“ - შესძახა 12 წლის მაგდამ, როდესაც უზარმაზარი ყუთები დაინახა... 
,,მერაბიკოს ფაფის ყუთები ისე მოსწონს, რომ ხელს არ უშვებს. წარმომიდგენია, როდესაც გასინჯავს, როგორ მოეწონება!“
 ,,ერთი სული მაქვს, როდის დავამონტაჟებთ“
         მაგდას პატარა ძმები კი, 8 წლის დემური და 6 წლის ბეჟანი, ახალ ტელევიზორს დასტრიალებენ: ,,დროზე შეაერთეთ, მულტფილმებს უნდა ვუყუროთ... მე „ტომი და ჯერი“ მინდა, შენ რა გინდა ბეჟან?“  ბეჟანი თავს უქნევს. ოღონდ მალე ჩართონ და ძმასთან ერთად, ყველანაირ ზღაპარს, ნახატ ფილმს და თუნდაც, საინფორმაციო გამოშვებას უყურებს!
,,ვააა... ბიჭო, ჩართე რა დროზე, ვეღარ ვითმენ!“
          მეც მათთან ერთად მიხარია.  მზად ვარ, მათთან ერთად,  ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ მადლობა, ჩვენი ფონდის მეგობრებო, ურიცხვო გამომწერებო. მადლობა,  რომ კიდევ ერთ ოჯახს გაუფერადეთ ნაცრისფერი დღე.  ეს, უდავოდ თქვენი დამსახურებაა!
         ამ სიხარულთან ერთად კი, სევდაც მიპყრობს: იქ, მაღალმთიან სოფლებში, ტექნოლოგიური რევოლუციის და Apple-ის ეპოქაში, ადამიანები ოცნებობდნენ ტელევიზორზე ისე, როგორც ,,ჯადოსნურ ყუთზე“. სარეცხი მანქანა კი, არასოდეს უნახავთ! მერაბი და ბეჟანი, ნატრობენ „ხელის გასასმელ“ ტელეფონს, თავად ასე ეძახიან მას. იმისთვის, რომ პანდემიის, ან დიდთოვლობის დროს, დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს.
        შავიძეების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. დედას - მარიამს, უჭირს პატარების გამოკვება. ის ვერ შეძლებს მუშაობას, იმიტომ, რომ სახლში, კიდევ 2 წლის მერაბი და 8 თვის გიორგი ჰყავს.  მამა - მერაბი, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად პარალიზებულია, აქამდე როგორღაც ახერხებდა ლუკმა-პურის შოვნას... მაგრამ, ახლა?  მას  თითების ამპუტაცია დასჭირდა და... 
         პოსტი შავიძეების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ, ჩვენმა ფონდმა 15 ნოემბერს გამოაქვეყნა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/804-shavidze/
         - მარიამ, იქნებ გვიამბოთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა, თქვენი ოჯახის შესახებ სტატია გამოაქვეყნა?
         მარიამი: დავიწყებ იმით, თქვენ როგორ გაგვახარეთ... ამდენი საჩუქრები, ტექნიკა, ტკბილეული, საკვები, ფაფები - ეს ხომ ფუფუნებაა ჩვენთვის. იმის ფულიც კი არ გვქონდა, ბავშვისთვის საწოვარა რომ გვეყიდა... ვინმე თუ გვაჩუქებდა... ფონდის უღალატო მეგობრების, უსაზღვროდ მადლობლები ვართ იმისთვის, ჩვენს ოჯახზე ასე რომ იზრუნეს... დაგლოცოთ უფალმა!
 ,,თუ მერაბიკო ამობს ,,კატა, კატაო“ ესე იგი, მოსწონს და ბედნიერია“
       - გამოგადგებათ ეს ყველაფერი? ვეცადეთ, ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა თქვენი მდგომარეობა...   
მარიამი: გამოგვადგება?.. რას ამბობთ?..  ბავშვები ოცნებობდნენ ტელევიზორზე. ჩემს შვილებს ასე გახარებულებს რომ ვხედავ, ჩემთვის მზე ანათებს ასეთ მოღრუბლულ ამინდშიც კი. რა ხანია არ ჰქონიათ, ამდენი ტკბილეული.  როდესაც გემრიელობას მიირთმევს, თვალები უბრწყინავს.
         ჩემს ნაბოლარებს - მერაბს და გიორგის ფაფები აქვთ და აღარ მოუწევთ მშიერი მუცლით დაძინება, ცოტა ხანს მაინც. 
,,თითქოს, თოვლის ბაბუა გვესტუმრა, იმდენი კანფეტები და ,,პეჩენიები“ გვაქვს სახლში...“
   
   თქვენი პოსტის გამოქვეყნებამდე, ჩვენი გაჭირვებით, ჩვენი პრობლემებით, ვიყავით „უხილავი ადამიანები“.  ახლა კი, შეწუხდა უამრავი ადამიანი -  ამხელა თოვლში ამოგვაკითხეს და გულუხვად დაგვასაჩუქრეს.
        - როგორც მივხვდი, ბევრი მეგობარი შეიძინეთ. ვინ გესტუმრათ? განსაკუთრებით, ვინ დაგამახსოვრათ თავი?
        მარიამი: არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს, მე ხომ ყველას უზომოდ მადლიერი ვარ. პირველ რიგში, გეტყვით მაია ჩხენკელის შესახებ. ამ ქალბატონმა, ასი წელი უნდა იცოცხლოს ბედნიერად და ჯანმრთელად, ისეთი საოცარი ადამიანია.  მოგვიტანა ,,ლეჟანკები“. ერთ ტახტზე გვეძინა მთელ ოჯახს, წარმოგიდგენიათ?! მოგვიტანა ტომარა კარტოფილი, ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი - უამრავი პროდუქტი. ბავშვებისთვის ტანსაცმელი მოგვიტანა... ბეჟანი, ველოსიპედით და ტორტით გაახარა დაბადების დღეზე.
        ასევე უზომოდ მადლობელი ვარ ბატონი მამუკას. სამწუხაროდ, არ ვიცი მისი გვარი, ქუთაისიდან გახლდათ. მანაც უამრავი საჩუქარი მოგვიტანა. პროდუქტი: ქათამი, ტკბილეული, ლიმონათები. მეორე ვაჟს - დემურის, ველოსიპედი აჩუქა. შეუძინა ბავშვებს თბილი ქურთუკები, სულ ახალი. აქ ისე ცივა... რამდენჯერ გამიშვია სკოლაში რიგრიგობით. იმის გამო, რომ ყველას არ ჰქონდა თბილი ტანსაცმელი. ოჰ, რა დღეები გვაქვს გამოვლილი...
        მერაბი (საუბარში მაიას მეუღლე ერთვება): ოღონდ ბავშვები კარგად გვყავდნენ, ჩვენს თავს აღარ ვჩივით! მაია, (მეუღლეს მიმართავს) ის ლამაზი ოჯახი არ დაგავიწყდეს, დიდი თოვლის დროს, პატარა ბავშვთან ერთად რომ გვინახულეს...
        მაია: მაგათ რა დამავიწყებს?! რა ამინდში მოვიდნენ! დიდთოვლობაშიც კი, არ დაიზარეს... ღმერთმა დალოცოს და გაამრავლოს ეს ოჯახი. ყველა მადლი და სიკეთე, რაც ჩვენი, და დარწმუნებული ვარ, უამრავი სხვა ოჯახისთვის გაუკეთებიათ, წინ დახვედროდეთ. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მოგვიტანეს, ბავშვებს საკანცელარიო ნივთები უყიდეს. სკოლისთვის რვეულებსაც კი ვერ ვყიდულობდით... პროდუქტიც მოგვიტანეს: კარტოფილი, კარაქი, ხორცი... ღმერთო, რამდენი ხანია,  ჩემს შვილებს ხორცი არ ეჭამათ. 
         მერაბი: ზესტაფონიდან, ორი ქალი იყო ჩამოსული, ნობათით: კარაქი, არაჟანი, ნამცხვრები იდო ყუთში. სათამაშოებიც აჩუქეს ბავშვებს. მარიამს კი, სარეცხი საშუალებები დაუტოვეს. ძალიან გვიჭირს მათი ყიდვა, ისე გაძვირდა ყველაფერი...
        არ დამავიწყდება სამი მამაკაცი, მათი არც სახელები ვიცი, და არც ის, თუ საიდან იყვნენ... სამარშრუტო მანქანით მოვიდნენ, შეშა და ჭურჭელი მოგვიტანეს, ბავშვები კი, ტკბილეულით გაახარეს. აი, რამდენი ადამიანი შეწუხდა. როგორ მიყვარხართ ყველანი, როგორ გამიხარეთ გული თქვენი გვერდში დგომით!
         - მერაბ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ? დაინტერესდა თქვენი მდგომარეობით?
        მერაბი: არა, არავინ. მეორე ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი მაქვს და პირველი ჯგუფი მეკუთვნის, მაგრამ არ მაძლევენ. ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ცალი მხარე მთლიანად პარალიზებული მაქვს. დახმარების გარეშე გადაადგილება არ შემიძლია. ყველა ინსტანციაში მისვლას ვერ ვახერხებ. წამლებს უფასოდ ვიღებ, ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ, მარტო წამლები ხომ არაა... ჩემს შვილებს საკვები აკლიათ და ეს არის ჩემი დარდი და სევდა. ვწევარ და ვუყურებ მათ საცოდაობას, დახმარება კი, არ შემიძლია. თქვენი ფონდი და კეთილი ადამიანები რომ არა, დღემდეც ვერ მოვატანდით... სახლში ცივა, უკანა ნაწილი დაგვეწვა, ფანჯრები ჩამსხვრეულია, ზამთარში, ძალიან გვიჭირს.
     - ბავშვებსაც გავესაუბრები, თუ ნებას მომცემთ...
         მერაბი: რა თქმა უნდა. ძალიან გახარებულები არიან და ჩიტებივით იჭიკჭიკებენ. (იღიმის.)
         - ბავშვებო, თქვენმა მშობლებმა მითხრეს, რომ ძალიან ბევრი საჩუქარი მიიღეთ. ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
        მაგდა: მე გამიხარდა მაია დეიდას ნაჩუქარი ფეხსაცმელი. სარეცხი მანქანა გამიხარდა, მაგრამ ვერ ვამონტაჟებთ... კიდევ, ტელევიზორი, სერიალებს ვუყურებ ხოლმე. სერიალებში ხომ, ხალხი ლამაზად ცხოვრობს, თან ყველაფერი კეთილად მთავრდება...
       დემური: მე ყველაფერი გამიხარდა, მაგრამ, ტელევიზორი 
ყველაზე მეტად. დიდი რომ გავიზრდები, მეც ყველას დავეხმარები, მას (მასწავლებელო)!
         მაგდა (იცინის): რა ,,მას“ ბიჭო? ჟურნალისტი გესაუბრება, განა მასწავლებელი?!
         (ყველა ვიცინით. ახლა, საუბარში ბეჟანი ერთვება.)
         ბეჟანი: როგორ ბრძანდებით? (საყვარლად მომიკითხა პატარა პირველკლასელმა) - მეც ყველაფერი გამიხარდა, თქვენ რომ ბე-ე-ე-ე-ე-ვრი ,,პეჩენიები“ მომიტანეთ, მომეწონა. სკოლაში წავიღებ და ჩემს მეგობრებსაც გავუმასპინძლდები.
         - ბევრი მეგობარი გყავს, ბეჟან?
         ბეჟანი: კი, და ძალიან მიყვარს სკოლაში სიარული. ხანდახან, ვერ დავდიოდი, ახლა კი, სულ უნდა ვიარო.
         - მარიამ, რასაკვირველია, ძალიან გაგახარათ ფონდის მეგობრების დახმარებამ, მაგრამ, კიდევ სხვა უამრავი საჭიროებებიც გაქვთ: თქვენმა მეუღლემაც აღნიშნა, რომ სახლს ფანჯრები არ აქვს, შეშაც ბევრი გჭირდებათ, თქვენთან საშინლად ცივი ზამთარი იცის...
         მარიამი: დიახ, ასეა. ასეთ პირობებში, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, მიჭირს ხუთი შვილის და მეუღლის მოვლა. ისიც მიჭირს, რომ დღედაღამ იმაზე უნდა ვიფიქრო, თუ ვინ გამოგვიწვდის ხელს? მაგრამ, რა ვქნა?! ერთ ისტორიას გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ, დემური საბავშვო ბაღში გაითიშა...
         - როგორ, გაითიშა?
         მარიამი: რაღაცით მოიწამლაო, ასე მითხრეს, არ ვიცი... ბავშვი, ფაქტობრივად,  უკონტაქტო იყო. საჭირო გახდა მისი რეანიმობილით ტრანსპორტირება. ამის არანაირი საშუალება არ მქონდა.  მაშინ დედა დამეხმარა, მეზობლებისგან ისესხა თანხა. იმდენი მაინც ვერ შევაგროვეთ, რომ კლინიკის ხარჯი დაგვეფარა. დღეების განმავლობაში, სულ მთლად მშიერი ვიყავი.  წმინდა გიორგის ვევედრებოდი, რომ ჩემი შვილი გადაერჩინა. აი, ასე: „წმინდა გიორგი, მომეცი ძალა რომ ჩემს შვილს დავეხმარო და იმდენ შვილს გავზრდი, რამდენსაც უფალი მომცემს...“ ნაბოლარასაც, ამიტომ დავარქვი გიორგი. ჩვენს სოფელს გადმოჰყურებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მაშინ, წმინდანს შესაწირსაც დავპირდი. მაგრამ, უსახსრობის გამო, ვერაფერი ვერ მოვახერხე... მაგრამ, ყოველ კვირას ავდივარ და სანთლებს ვანთებ. ოდესმე, ალბათ, შევასრულებ ჩემს პირობას.
        - მარიამ, მაგდამ თქვა, რომ სარეცხის მანქანას ვერ ამონტაჟებთ, რატომ?
         მარიამი: ჩვენთან წყალიც კი არ მოდის, ჭიდან ვიღებთ და ისე ვხმარობთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად რთულია ეს ყველაფერი?
         - და რა არის საშველი?
        მარიამი: საქაჩი მატორი და ავზი. რომელსაც ჩვენ, ალბათ ასი წელი ვერ შევიძენთ... არადა, როგორ მინდა! როგორ გაგვიმარტივდებოდა ცხოვრება, ონკანში წყალი რომ მოდიოდეს. ეს არაჩვეულებრივი ნივთი, რომელიც თქვენ თქვენი ფონდის მეგობრების წყალობით გვაჩუქეთ (სარეცხის მანქანისკენ იშვერს ხელს) ნეტა დატრიალდებოდეს და გამინახევრებდეს შრომას, ნეტა...
,,როდესაც დავამონტაჟებთ, ღამით ხელით რეცხვა აღარ მომიწევს“
***
        მარიამი ღამით რეცხავს. მას თითქმის არ სძინავს. სახლში ცივა, ფანჯრებში მინა ყველგან არ არის ჩასმული. სახსრების უქონლობის გამო, არასდროს არ ჰყოფნით შეშა. ბავშვები ,,ხელის გასასმელ“ ტელეფონზე (როგორც თავად ეძახიან) ოცნებობენ, რათა ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ და სწავლას არ ჩამორჩნენ. აქვე დავამატებ იმასაც, რომ მათი ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება, არის გატეხილი ტელეფონი, რომელიც ოჯახში მხოლოდ მარიამს აქვს. ძალიან ძნელია მათთან დაკავშირება. ოჯახს, ინტერვიუს ჩაწერაზე რომ შევთანხმებოდი, რამდენიმე დღე უშედეგოდ ვრეკავდი.   თორმეტი წლის თინეიჯერი მაგდა კი, ტანსაცმლის კარადაზე ოცნებობს. მასაც უნდა, რომ მისი ტანსაცმელი, კარადაში ეწყოს, ლამაზად დაკეცილი, ისევე, როგორც სხვა ჩვეულებრივი გოგონების, და არა პარკებში, როგორც ახლა. 
            მე კი, ისევ თქვენი იმედი მაქვს, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! ვიცი, გულისხმიერება და სიკეთის კეთების სურვილი, კვლავ  გაგვაერთიანებს და კვლავ დავუდგებით მხარში შავიძეების მრავალშვილიან ოჯახს.       
         თუკი გიმძიმთ, საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით, გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმათთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს.
          მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
       მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: შავიძეების ოჯახი).
         თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/804-shavidze/
        ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გავუმართოთ ხელი ლუკავების ოჯახსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
      ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: