პროექტის რეპორტი ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი!

page info icon
2021 დეკემბერი 2
page info icon
1751
ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ. ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა... და წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო, - თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები იყვნენ (დანაყრებულები - ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა. აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ გვირჩიოთ!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,923 ₾
( 314 დონორი )
დასრულებულია
თქვენ მხოლოდ შიმშილისგან კი არა, სიკვდილისგანაც გვიხსენით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
     „დღეს ჩემი ჯერია, ზედა საწოლზე მე ვიძინებ, დაგასწარი-ი-ი-ით!!!“ 
         როდესაც 6 შვილის დედას უკვე ყველანაირი იმედი გადაეწურა და ფიქრობდა, რომ მისი შვილები უჭმელობის ან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაიღუპებოდნენ, თქვენმა გულისხმიერებამ სწორედ მაშინ გამოანათა. ჩატეხილი ხიდი აღდგა.
 https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/806-bagalashvili/description/ 
იცით, რა შედეგი გამოიღო თქვენმა სიკეთემ? ახლა, ბავშვები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არიან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმკურნალებენ. ორი მათგანი, არა ცივ იატაკზე, არამედ ახალ, ორსართულიან საწოლზე დაიძინებს. ოჯახს ხვალინდელი დღის იმედი დაუბრუნდა და შიში გაუქრა. შიში, რომელმაც 6 შვილის დედა კინაღამ ძირს დაანარცხა.
       
  მე დედიკოს მეექვსე ბედნიერება ვარ
         - ნუნუ, ახლა როგორ გრძნობთ თავს? გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
        ნუნუ: პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენს ოჯახს შეემატა კიდევ ერთი პატარა ანგელოზი.  სიმბოლურია, რომ ის თქვენი გამოჩენის შემდეგ გაჩნდა.
სწორედ თქვენი დახმარებით წამოვდექით ფეხზე. მუდმივად ვუსვამ კითხვას ჩემს თავს: ნუთუ, სამყარო იმდენად მისტიურია, რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ გამოჩნდით, როდესაც ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. როდესაც გვერდით არავინ მყავდა და არავის აინტერესებდა ჩემი ოჯახის ტკივილი. თეთრი, ნათელი სხივივით გამოანათეთ ბურუსიდან და შემოიჭერით ჩვენს ცხოვრებაში. როგორც იტყვიან, სიცოცხლის სული ჩამბერეთ. შეამსუბუქეთ ჩემი და ბავშვების ტკივილი... რომ ვუფიქრდები, თქვენმა ყურადღებამ იმხელა სიხარული მომანიჭა, მხრებში გავიშალე... გადმოცემაც კი მიჭირს... აქ, მხოლოდ ახალ ნივთებზე არ არის საუბარი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თითქოს ფრთები შემასხა ადამიანურმა მოპყრობამ, ყურადღებამ, სითბომ და იმან, რომ ჩემი ტკივილი გაიზიარეთ... ეს ყოფილა ყველაზე ფასდაუდებელი რამ ცხოვრებაში. მადლობა ამ შეგრძნებებისთვის ყველას, ყველას, ყველას!!!
„ნახე, რა ამომივიდაა... ჩვენი დაიკოსავით პატარა წიწილა“
         - ნუნუ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველს ძალიან გაახარებს ამ სიტყვების წაკითხვა. მისცემს ძალას, არ გაჩერდნენ და აკეთონ ის საქმე, რომელსაც სიკეთე ქვია. ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? ვინმეს გამოარჩევდით?
        ნუნუ: რა თქმა უნდა... ცოტა მეუხერხულება იმდენია კეთილი ადამიანი. მაგრამ მაინც, გამოვარჩევდი ორ ადამიანს, ვინც ჩვენთან პირადად იყო მოსული. ხომ იცით, პირადი შეხვედრის დროს, სულ სხვა წარმოდგენა ყალიბდება ადამიანზე. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემს ოჯახს ესტუმრა ორი უსაყვარლესი ქალბატონი. ერთ-ერთს ლიკა ერქვა, მეორეს სახელს, დიდი ბოდიშის მოხდით, ვერ ვიხსენებ. მომიტანეს ბავშვებისთვის ტანსაცმელი, პროდუქტი, საბავშვო ეტლი და სიხარულით ამივსეს გული. მათი თანაგრძნობის დანახვისას, ჩემი ემოციები უსაზღვრო იყო... მინდა, თქვენს მკითხველს მივმართო და ვუთხრა, რომ მათი სიკეთე სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. მაგრამ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა შეჭირვებულ ადამიანს საოცრად აბედნიერებს პირადი ურთიერთობები, ემოციები, საუბრები და თანაგრძნობა. ეს გვაბედნიერებს და გვჭირდება. სწორედ ის ემოციები, რომელიც შემდეგი რამდენიმე თვის  განმავლობაში, თავის გატანაში გვეხმარება... თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, ფინანსურად დაეხმაროს შეჭირვებულ ოჯახს, ყველაზე კარგი იქნება, უბრალოდ საუბრითა და ყურადღებით გაამხნევონ ადამიანი. დამიჯერეთ, ეს მართლა ფასდაუდებელია... ამას იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე ეს გრძნობა... 
           - ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
         ნუნუ: დიახ, ჩვენი რაიონის გამგებელი დაგვიკავშირდა და პრეტენზია გამოთქვა: თურმე, რატომ არ ჩავაყენეთ საქმის კურსში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან გავბრაზდი. ვერ დავთვლი, დახმარების სათხოვნელად რამდენჯერ მივედი. გარდა ამისა, სოციალური მუშაკიდან დაწყებული, პედიატრითა და მთელი რაიონის მაცხოვრებლებით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველამ იცის ჩვენი ოჯახის გასაჭირის შესახებ. ადრე, დახმარების მისაღებად კარს რომ მივადექი, 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი მოგვცა. ახლაც, ხომ დამიბარა და ჩვენი ამბავი მოიკითხა... მას შემდეგ, აღარც გამოჩენილა... რა ვიცი, აბა, რა გითხრათ სხვა... ძალიან განაწყენებული ვარ.
საჭმლის მომზადებაში მივეხმარები ხოლმე დედიკოს
       - რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
      ნუნუ: ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს მხარდაჭერა ღმერთის საჩუქარია... ადრე, სხვების ისტორიებს როდესაც ვისმენდი, ვერ ვხვდებოდი სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე ეს გრძნობა. თურმე, წაკითხულზე და გაგონილზე ორჯერ უფრო სასიამოვნო ყოფილა... ვისურვებდი, რომ ყველა გაჭირვებულმა ოჯახმა იგრძნოს იგივე რაც, თქვენი თანადგომის წყალობით, მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. 
        - ბავშვებო, შემდეგი კითხვა თქვენთან მაქვს... აბა, ვინ მეტყვის, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
       თემური (8წლის): მე, ორსართულიანი საწოლი გამიხარდა ყველაზე მეტად. ადრე, მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ახლა, ჩვენს ოთახში დგას და იქ მძინავს ხოლმე. ხანდახან, სხვა და-ძმებსაც ვაწვენთ, იატაკზე ძილი არ არის კარგი და ვცდილობთ, ყველამ რიგრიგობით გამოვიძინოთ ახალ საწოლზე.
დღეს, მე გავიმარჯვე. მე ვწვები ზედა საწოლზე, ურა-ა-ა!!!
         თიკა (10წლის): იცი, დეიდა, მე  რა გამიხარდა? ჩემს და-ძმებს რომ წამლები უყიდეთ და ექიმთან რომ წაიყვანეთ. მგონი, ეპილეფსია იმის გამო მქონდა, რომ ვნერვიულობდი... 
         - ასე რატომ გგონია, თიკა? 
        თიკა (10წლის): იმიტომ, რომ შეტევები ისე ხშირად აღარ მემართება. იმიტომ, რომ როგორც ადრე, ისე აღარ ვნერვიულობ. ბოლოს, როდესაც დედიკომ ექიმისგან მოიყვანა ბავშვები და გავიგე, რომ უკეთესად არიან, მეც აღარ ვნერვიულობ და დავმშვიდდი. 
         თამარი (7წლის): მე საჭმელი გამიხარდა-ა-ა...  მუცელში ხმები აღარაა და თან, რომ შევჭამთ, უკეთესად გვძინავს ხოლმე.
         - ნუნუ , იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება? 
        ნუნუ: შემიძლია, კიდევ რამე რომ ვითხოვო?.. უხერხული არ არის?..
        - აუცილებელიც კია. ჩვენი ვალია, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ მაშინ, როდესაც გჭირდებათ. 
       ნუნუ: ძალიან მერიდება... მეგონა, ეს დახმარება ერთჯერადია... მაგრამ, თქვენი ყურადღებით ისევ გამაოცეთ... მაშინ, მხოლოდ ბავშვების სურვილებს გეტყვით... ახალ საწოლს ვერ იყოფენ, იქ წოლა კი მათთვის კომფორტია. ძალიან გააბედნიერებდით მათ კიდევ ერთი ასეთი საწოლით. ასევე, ოცნებობენ ტელევიზორზე, არც ტელეფონი აქვთ, არც კომპიუტერი. თანაც, ისეთ ასაკში არიან... აღარც ოცნებობენ ამ ნივთებზე, მხოლოდ ტელევიზორი უნდათ, რომ ერთად უყურონ რამეს და იხალისონ. ბოლოს კი, გეტყვით საერთო სურვილს, რომელიც იძულებითია, კარს მომდგარი ზამთრის გამო... დენის გამათბობელი მაინც რომ გვაჩუქოს ვინმემ, იქნებ, როგორმე გადავაგოროთ ეს ზამთარი. ახლა, უკვე ჩვილი ბავშვი მყავს სახლში და სიცივის ატანა ძალიან გაუჭირდება.
მე საბავშვო რეკლამის სახე ვარ
                                                     ***
         მეგობრებო, მიუხედავად ბავშვებისა და მათი დედის ოპტიმისტური განწყობისა, მათ კვლავ სჭირდებათ თქვენი დახმარება. ზაფხულში და შემოდგომაზე თავის გატანა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ცივ ზამთარს, იატაკზე ძილსა და  უჭმელობას ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ... თქვენმა სიკეთემ 3 თვე აცხოვრა. ახლა კი, მარაგი ამოიწურა... კვლავ უნდა გამოვიჩინოთ სიკეთე ამ ოჯახისა და ბავშვების სიხარულისთვის, დღეგრძელობისთვის და მომავლისთვის.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/806-bagalashvili/description/
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: